სტრატეგია › wp-content › uploads › 2015 › 04 › PSDA... ·...

21
სტრატეგია 2013-2015 წლებისთვის

Transcript of სტრატეგია › wp-content › uploads › 2015 › 04 › PSDA... ·...

სტრატეგია2013-2015 წლებისთვის

წინასიტვაობა2

სერვისების განვითარების სააგენტო უკვე რამდენიმე წელია მუშაობსსაკუთარი სერვისების მუდმივ სრულყოფასა და გამარტივებაზე; ამპროცესში დაინერგა სიახლეები და დაგროვდა გამოცდილება. აღნიშნულიგამოცდილების ეფექტიანი გამოყენება დაგვეხმარება, გავაგრძელოთ ჩვენიორგანიზაციის განვითარება და ხელი შევუწყოთ სახელმწიფო სერვისებისდახვეწას ყველა დონეზე, რის შედეგადაც აღმოიფხვრება მიწოდებისსტანდარტსა და ხარისხში დღეს არსებული განსხვავებები.

სახელმწიფო სერვისების ხარისხის ერთიანი სტანდარტების დაკმაყოფილებასაჭიროებს თანამშრომლობას, გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას.ამავე პროცესში მნიშვნელოვანია იმ მიდგომების დანერგვა, რომლებიცახალი სერვისებისა თუ პროცედურების გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

ამ მიზნის მისაღწევად სააგენტომ სამი წლის სტრატეგია შეიმუშავა.სტრატეგიის შექმნისას, მასზე მომუშავე ადამიანები ხელმძღვანელობდნენმომხმარებელთა მუდმივად მზარდი მოთხოვნითა და იმ გამოწვევებით,რომლის წინაშეც დგას სააგენტო და ზოგადად სახელმწიფო სერვისებისაქართველოში.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, ინოვაციური მიდგომების გამოყენებით, მუშაობს მოსახლეობის სანდო

რეესტრის წარმოებისთვის, მასთან დაკავშირებული დოკუმენტების მომხმარებლისთვის მოსახერხებლად გაცემასა და საკუთარი თუ

სხვა უწყებების სერვისების უწყვეტ განვითარებაზე.

წინამდებარე დოკუმენტის მიზანი3

ეს დოკუმენტი წარმოადგენს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარებისსააგენტოს“ სტრატეგიას 2013-2015 წლებისთვის. ამ დოკუმენტის მიზანია,მოახდინოს იმ ამოცანების იდენტიფიცირება და დაგეგმვა, რომლებიცშესაძლებელს გახდის სააგენტოს მისიის ეფექტიან განხორციელებასა დასამომავლო ხედვის რეალიზებას.

საკუთარი ფუნქციის განხორციელების პროცესში, მოსახლეობის რეესტრისწარმოებისა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტების გაცემის გარდა,სააგენტო მონაწილეობს ერთმანეთისგან განსხვავებულ, განვითარებაზეორიენტირებულ პროექტებში. შესაბამისად, გრძელვადიანი ხედვადა სტრატეგიული მართვა მნიშვნელოვანია წარმატების მისაღწევად.სტრატეგიული მართვა დაგვეხმარება ხედვის რეალიზაციაში და აგვარიდებსმიკრო-მენეჯმენტს, რაც თანამშრომლებს მისცემს სათანადო სივრცესსააგენტოს სტრატეგიის არეალში არსებული საქმიანობის წარმართვისთვის.

ეს დოკუმენტი არის სააგენტოს სტრატეგიული მართვის სახელმძღვანელო.

ამისთვის ვიყენებთ ჩვენს ცოდნას, გამოცდილებას და მომხმარებელსვაძლევთ საშუალებას, სახელმწიფოსთან ურთიერთობისას გაითავისოსის შესაძლებლობები, რასაც თანამედროვე მიდგომები და ტექნოლოგიებიიძლევა. ჩვენი მრავალფეროვანი პროდუქტები - მოსახლეობის რეესტრი,საიდენტიფიკაციო სერვისები და მასთან დაკავშირებული დოკუმენტები,მომსახურება - სახელმწიფო უწყებების სერვისების განვითარება დამომხმარებელი - ფიზიკური და იურიდიული პირები, - სტიმულს გვაძლევს,შევქმნათ შემოქმედებითი, ინოვაციური და ფასეული ორგანიზაცია, სადაცმომხმარებლის სამსახურში ყოფნა ბუნებრივი მდგომარეობაა.

საქმიანობის წარმართვისას ჩვენთვის თანაბრად მნიშვნელოვანია რასდა როგორ ვქმნით. შესაბამისად, წარმოვადგენთ საიმედო პარტნიორსდაგროვილი გამოცდილებითა და ფასეული ადამიანური რესურსებით.ჩვენ პრაქტიკაში შევიძინეთ და გავითავისეთ ინოვაციური მიდგომებისკულტურა და ღიაობა ახალი იდეების მიმართ.

სააგენტოს მისია

ვავითარებთ ინოვაციურ სახელმწიფო სერვისებს ადამიანებისა დაორგანიზაციებისთვის.

სააგენტოს სტრატეგია 2013-2015 წლებისთვის4

ჩვენ პასუხისმგებლობით ვეკიდებით იმ საქმეს, რასაც ვაკეთებთ, ვინაიდანვიცით, რომ ამას გავლენა აქვს მრავალ ადამიანსა და ორგანიზაციაზე.

პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენ დაგვეკისრა ახალ ფუნქციებთან ერთად,ვიცით რომ გაცილებით მეტია, ვიდრე ის, რაც მანამდე გვქონდა. მომავალირამდენიმე წლის განმავლობაში ვიმუშავებთ ისეთი ორგანიზაციის აშენებაზე,რომელშიც გაზიარებული იქნება ორგანიზაციის ხედვა და კარგი მმართვე-ლობის კულტურა.

ჩვენი აზრით, ღირებულებები, რომლებიც გვამოძრავებს, აუცილებელიასახელმწიფო სამსახურში ყოფნისას:

ეფექტიანობა - შეზღუდული რესურსების ორგანიზება მაქსიმალურიშედეგების მისაღებად;

პატიოსნება - ჩვენზე დაკისრებული მოვალეობის სათანადოდშესრულება და ორგანიზაციის ინტერესების პირად ინტერესებზემაღლა დაყენება;

მიუკერძოებლობა - ობიექტური და სანდო მუშაობის პრინციპებისდამკვიდრება და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის შენარჩუნება.

პერიოდულად ვაწარმოოთ მონიტორინგი, თუ საით მიდისორგანიზაცია და შევამოწმოთ, მიღებულ გადაწყვეტილებებსმივყავართ თუ არა სასურველ შედეგამდე;

თანამშროლებს ჰქონდეთ ნათელი წარმოდგენა იმ ორგანიზაციისსამომავლო გეგმების შესახებ, რომელშიც საქმიანობენ და კარიერულგანვითარებას აპირებენ;

დაინტერესებულ მხარეებს მივაწოდოთ ინფორმაცია მიმდინარე დადაგეგმილი საქმიანობის შესახებ; მივცეთ მათ შესაძლებლობა, გარეთვალით მოახდინონ სააგენტოს საქმიანობის შეფასება.

ჩვენთვის ნათლად ჩამოყალიბებული სტრატეგიის არსებობამნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ:

ღირებულებები5

სერვისების განვითარების სააგენტომ მნიშვნელოვანი ცვლილებებიგანიცადა უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე. სტრატეგიის ისდოკუმენტი, რომელიც მომზადებული იყო სსიპ „სამოქალაქო რეესტრისსააგენტოსთვის“ და მოიცავდა 2012-2014 წელს, მოითხოვდა არსებითცვლილებებს. შესაბამისად, თანაშრომელთა და დაინტერესებულ მხარეთაჩართულობით, სააგენტოს მენეჯმენტის მიერ გადაწყდა სტრატეგიისახალი დოკუმენტის მომზადება 2013-2015 წლებისთვის.ამ დოკუმენტის შექმნაში მონაწილე ყველა პირი ხელმძღვანელობდა იმგამოწვევებითა და შესაძლებლობებით, რომლებიც ჩვენს წინაშე დგას.

2015 წლის სტრატეგია

სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“ (შემდგომ- სერვისების განვითარების სააგენტო) წარმოადგენს საქართველოსიუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯაროსამართლის იურიდიულ პირს. სააგენტო შეიქმნა 2012 წლის ივლისში სსიპ„სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს“ ბაზაზე.სერვისების განვითარების სააგენტოს ფუნქციაა არა მარტო საკუთარი,არამედ ზოგადად სახელმწიფო მომსახურების განვითარების ხელშეწყობა,ინოვაციური სერვისების დანერგვა საჯარო სექტორში, მოსახლეობისრეესტრის წარმოება და მუდმივი სრულყოფა, მასთან დაკავშირებულიდოკუმენტების გაცემა.2012 წლის ივლისში სერვისების განვითარების სააგენტომ მხოლოდ სახელიარ შეიცვალა; სააგენტომ განიცადა მნიშვნელოვანი ორგანიზაციული დაფუნქციური ცვლილებები. სერვისების განვითარების სააგენტოში შეიქმნამართვის ისეთი ფორმა, რომელიც შეესაბამება მის მიზნებსა და დაკისრებულფუნქციებს. სააგენტოს ჰყავს თავმჯდომარე და მის საკონსულტაციოორგანოს წარმოადგენს მმართველი საბჭო. საბჭოში ერთიანდება სააგენტოსშვიდი დეპარტამენტის დირექტორი და პერიოდულად სტრატეგიულიმნიშვნელობის საკითხების განსახილველად იკრიბება.წინამდებარე სტრატეგიის მომზადების ეტაპზე, სერვისების განვითარებისსააგენტოს აქვს მოსახლეობის ერთიანი რეესტრი, რომელიც საშუალებასიძლევა სერვისები გაიცეს ერთი სარკმლის პრინციპით. სააგენტომუდმივად მუშაობს ამ რეესტრის სრულყოფასა და მასში არსებული 7ხარვეზების აღმოფხვრაზე. გარდა მოსახლეობის რეესტრის წარმოებისა,

სააგენტოს მდგომარეობა 2013 წლის დასაწყისისთვის

6

სააგენტო გასცემს საიდენტიფიკაციო დოკუმენტებს, არეგისტრირებსსამოქალაქო აქტებს, დაკავებულია მოქალაქეობა-მიგრაციის საკითხებით,უზრუნველყოფს ლეგალიზაციისა და აპოსტილის მომსახურებას. გარდაამისა, სააგენტო მონაწილეობს რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტში,რომელიც მიმართულია როგორც სააგენტოს, ასევე სხვა უწყებებისმომსახურების ხელშეწყობასა და განვითარებაზე:

საიდენტიფიკაციო სერვისების განვითარება საქართველოში, რომელიცშესაძლებელს გახდის პიროვნებისა და ორგანიზაციების უტყუარ დაუსაფრთხო იდენტიფიკაციას როგორც ფიზიკურ, ასევე ვირტუალურსივრცეში. ამ სერვისების განვითარება გაზრდის მოქალაქისა დაორგანიზაციის მიერ იმ ინფორმაციის მონიტორინგს, რაც გადაეცემამესამე მხარეს;

ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივთვითმმართველობებში, რომლის შედეგიც იქნებათვითმმართველობებში საქმისწარმოების, მათ შორის მომსახურებისგაწევის სტანდარტიზება, ოპტიმიზაცია და გამჭვირვალობა;

საზოგადოებრივი ცენტრის განვითარების პროექტი, რომლისფარგლებშიც შენდება მრავალფუნქციური ცენტრები. აქ ადგილობრივმოსახლეობას სოფლიდან გაუსვლელად მიეწოდება სხვადასხვასახელმწიფო თუ კერძო სერვისი; ასევე, გამოყოფილია სივრცესაზოგადოებრივი ჩართულობის ხელშესაწყობად;

დამისამართების ერთიანი სისტემის შექმნა, რომლის შედეგადგასწორდება მისამართებში არსებული ხარვეზები და შეიქმნებამისამართების ერთიანი რეესტრი;

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში საერთაშორისო საზღვაოორგანიზაციის (IMO) სტანდარტების შესაბამისი დოკუმენტებისგაცემის პროცესისა და ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვა.პროექტის დასრულების შემდეგ, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოშეძლებს დოკუმენტების გაცემას მომხმარებლისთვის მოსახერხებელიდა დოკუმენტის მიმღებისთვის სანდო ფორმით;

სამოქალაქო აქტების დიგიტალიზაციის პროექტი, რომლისფარგლებშიც მიმდინარეობს ქაღალდზე არსებული სამოქალაქოაქტების ელექტრონულ ფორმატში გადატანა, რაც საბოლოოდმოქალაქეებისთვის მომსახურების გაწევის პროცესს გაამარტივებს.

7

სააგენტოს მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია ადამიანებსა დაორგანიზაციებთან მიმართებაში. ამ ფუნქციის ჯეროვნად შესრულებაგავლენას ახდენს როგორც მომხმარებლების მიერ ყოველდღიურისაქმიაობის წარმართვაზე, ასევე თავად სააგენტოსა და მთავრობისრეპუტაციაზე. ჩვენი მიზანია, ყველა დაინტერესებულ მხარეს ჰქონდესსააგენტოსთან ურთიერთობის დადებითი გამოცდილება. შესაბამისად,ჩვენთვის პრიორიტეტულია:

1. მომხმარებლისთვის სერვისების კიდევ უფრო გამარტივება და დახვეწა2. პერსონალური მონაცემების დაცვა და ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

2015 წლისთვის მისაღწევი ძირითადი მიზნები

8

სააგენტოს ცოდნაზე დაფუძნებულ ორგანიზაციად გარდაქმნა დაადამიანური რესურსების მართვის ეფექტური სისტემის დანერგვა

ინოვაციების მართვის პროცესისა და ახალი პროდუქტის შექმნისსისტემის დანერგვა

სააგენტოში ელექტრონული მმართველობის სრულყოფა

ბიომეტრიული მონაცემების შემცველი საარჩევნო სიების სისტემისფორმირება

მონაცემთა ბაზებისა და სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიებისინფრასტრუქტურის სრულყოფა

სააგენტოს საქმიანობის შესახებ დაინტერესებული მხარეებისეფექტური ინფორმირება და ახალი მომხმარებლების მოზიდვა

ორგანიზაციის ინფრასტრუქტურის განვითარება

თითოეულ მიზანთან მიმართებაში განისაზღვრა კონკრეტულიქმედებები და პასუხისმგებელი პირები. საბაზისო პერიოდადაღებულია 2012 წლის ბოლო და ამ მიზნების წარმატებით მიღწევასწორედ ამ პერიოდისთვის განისაზღვრება.

2015 წლისთვის განისაზღვრა შვიდი ძირითადი მიზანი

იმის გათვალისწინებით, რომ სააგენტო წარმოადგენს საჯაროსამართლის იურიდიულ პირს, მისი საქმიანობის მიმართ ინტერესიდიდია. სტრატეგიის შესრულების შესახებ ანგარიშის მომზადება

მოხდება წელიწადში ორჯერ და ის ელექტრონული ფორმითხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის.

9

სერვისების განვითრების სააგენტოს 2015 წლისსტრატეგიის სტრუქტურა

2015 წლის ხედვა და ძირითადი მიზანიშევქმნათ ცოდნაზე დაფუძნებული ორგანიზაცია მმართველობისკარგი პრაქტიკითა და მომსახურების მაღალი სტანდარტებით

შვიდი კონკრეტული მიზანი

1. ცოდნაზე დაფუძნებული ორგანიზაციის შექმნა და ადამიანური რესურსების ეფექტურად მართვის სისტემის დანერგვა2. ინოვაციების მართვის პროცესისა და ახალი პროდუქტის შექმნის სისტემის დანერგვა3. სააგენტოში ელექტრონული მმართველობის სრულყოფა4. ბიომეტრიული მონაცემების შემცველი საარჩევნო სიების სისტემის ფორმირება5. მონაცემთა ბაზებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის სრულყოფა6. საქმიაობის შესახებ დაინტერესებული მხარეების ეფექტური ინფორმირება და ახალი მომხმარებლების მოზიდვა

10

ქმედებები

სააგენტოს 7 სტრატეგიული მიზანი 2015 წლისთვის

მიზნის მიმოხილვა

სააგენტოს თანამშრომლები საქმიანობის პროცესში იძენენ და ქმნიანმნიშვნელოვან ცოდნას, თუმცა ამ ცოდნის გაზიარება არ ხდება.შედეგად, სიახლეების შექმნის პროცესში ხშირად ვერ ვიყენებთ წარსულგამოცდილებას, რაც მნიშვნელოვანია შედეგის ეფექტიანად მიღებისთვის.ამასთანავე, თუ სააგენტოს დატოვებს ის ადამიანური რესურსი,რომელშიც თავმოყრილია ეს ცოდნა,სააგენტო ცოდნის სამუდამოდდაკარგვის საფრთხის წინაშე დგება. შესაბამისად, ორგანიზაციულიცოდნის დაგროვებისა და გადაცემის მიმართ სერვისების განვითარებისსააგენტოში დიდი ინტერესია. ეს პროცესი უზრუნველყოფს არა მარტოორგანიზაციული ცოდნის დაგროვებას, არამედ ადამიანური რესურსებისგანვითარებას, მათთვის საინტერესო და საჭირო უნარებისა და ცოდნისმიწოდებას ეფექტური მექანიზმებით .

ადამიანური რესურსების ეფექტიანი მართვა ორგანიზაციული ცოდნისდაგროვების ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია, რაც საუკეთესოკადრის მოძიებას, მის განვითარებასა და შენარჩუნებას უზრუნველყოფს.ამ მიზნის მიღწევა მნიშვნელოვანია სააგენტოს სამომავლო ხედვისთვის,როგორც ცოდნაზე დაფუძნებული ორგანიზაციისთვის, რომელშიცსაუკეთესო კადრები იმუშავებენ.

ამოცანები მიზნის მისაღწევად

მოხდა შემდეგი კონკრეტული ამოცანების იდენტიფიცირება:

ცოდნის შეგროვების ელექტრონული სისტემისა და სტანდარტის შემუშავება; ორგანიზაციაში ცოდნის გაზიარების კულტურის დანერგვა; ადამიანური რესურსების შეფასებისა და წახალისების გამჭვირვალე სისტემის დანერგვა; შესაძენი ცოდნისა და უნარების საჭიროების იდენტიფიცირებისა და ამ ცოდნის მიწოდების ეფექტური მექანიზმების დანერგვა.

სააგენტოს ცოდნაზე დაფუძნებულ ორგანიზაციად გარდაქმნა დაადამიანური რესურსების ეფექტურად მართვის სისტემის დანერგვა

11

1

მიზნის მიმოხილვა

სააგენტო მუდმივად მუშაობს ახალი და ინოვაციური პროდუქტებისშექმნაზე, რაც სისტემურ მიდგომას საჭიროებს. ვინაიდან სიახლეებზემუშაობა დაკავშირებულია გარკვეულ რისკებთან, პროცესების სწორადწარმართვა შესაძლებელს გახდის ამ რისკების მინიმუმამდე დაყვანას დანებისმიერი სიახლის დანერგვის პროცესში გაუმართლებელი დანახარჯისთავიდან აცილებას.

სააგენტოში ამჟამად ფუნქციონირებს გუნდი, რომელიც მუშაობს ამსისტემური მიდგომების გამოყენებაზე ახალი პროდუქტების შექმნისპროცესში. ეს გუნდი მეთოდოლოგიურად უდგება სიახლის შესწავლას,მიზანშეწონილობის შეფასებასა და დანერგვის გეგმის შემუშავებას. თუმცა,სააგენტომ მიზნად დაისახა მსგავსი მეთოდოლოგიური მიდგომის ყველადონეზე დანერგვა და მისი ორგანიზაციული კულტურის ნაწილადგარდაქმნა.

ინოვაციების მართვის პროცესისა და ახალი პროდუქტისშექმნის სისტემის დანერგვა

2

სააგენტოს 7 სტრატეგიული მიზანი 2015 წლისთვის

აღნიშნული მიზნის მიღწევა 2015 წლის ხედვასთან მიმართებაშიკონკრეტულ, ხელშესახებ შედეგებს მოგვცემს:

1. სააგენტოს ექნება ცოდნის შეგროვებისა და გადმოცემის ელექტრონული სისტემა, ცოდნის შეგროვების სტანდარტები, იდენტიფიცირებული შესაგროვებელი ცოდნის ტიპები და მიმდინარე მნიშვნელოვანი ცოდნა იქნება დოკუმენტირებული;

2. თანამშრომელთა უმრავლესობას ექნება დადებითი განწყობა შეფასებისა და მოტივაციის სისტემის მიმართ, ეთიკური საკითხების კუთხით საჩივრების რაოდენობა იქნება შემცირებული და გუნდურობის შეგრძნება გაზრდილი;

3. თანამშრომელთა უმრავლესობა მაღალი კვალიფიკაციის მქონე იქნება და სააგენტომუდმივად იზრუნებს მათი კვალიფიკაციის კიდევ უფრო ამაღლებაზე.

12

მოხდა შემდეგი კონკრეტული ამოცანების იდენტიფიცირება:

ინოვაციური კულტურის ჩამოყალიბება ორგანიზაციის მასშტაბით; ინოვაციების მართვის პროცესის ყველა საფეხურის ადაპტირება და თანამშრომელთა მომზადება ამ პროცესების ინდივიდუალურ წარმართვაში; სააგენტოში ინოვაციების მართვის პროცესისა და ახალი პროდუქტის შექმნის სისტემის დანერგვა ყველა ახალ პროდუქტთან მიმართებაში.

ამ მიზნის მიღწევა 2015 წლის ხედვასთან მიმართებაში კონკრეტულხელშესახებ შედეგებს მოგვცემს:

1. 2014 წლის დასაწყისიდან, სააგენტოში შექმნილი ახალი პროდუქტებისთვის გამოიყენება პროდუქტის შექმნის ეფექტური პროცესი და ყველა საფეხური დოკუმენტირებული იქნება; სააგენტო ყოველწლიურად განახორციელებს მინიმუმ 2 საშუალო მასშტაბის ინოვაციურ პროექტს, რომელთა მიზანი დაინტერესებული მხარეებისთვის გამარტივებული სერვისების მიწოდება ან/და ორგანიზაციის ეფექტიანობის ზრდა იქნება;

2. ინოვაციური პროექტების შექმაში, იდეების გენერირებასა და მათ განვითარებაში ჩაერთვებიან სააგენტოს თანამშრომლები ყველა დონეზე.

სააგენტოს 7 სტრატეგიული მიზანი 2015 წლისთვის

ამ მიზნის მიღწევა სააგენტოს ნებისმიერ თანამშრომელს ახალიპროდუქტების იდენტიფიცირებისა და შექმნის მეთოდოლოგიაზესაჭირო ცოდნას შესძენს. შედეგად, მივიღებთ მზარდ ჩართულობასსიახლეების შექმნის პროცესში ყველა დონეზე, ახალი შესაძლებლობებისადა იდეების გაზრდილ რაოდენობას, რომლებიც მიზანშეწონილობისა დახარჯ-სარგებლის ანალიზის შემდეგ პროდუქტებად გარდაიქმნება ჩვენიმომხმარებლებისთვის.

13

ამოცანები მიზნის მისაღწევად

სააგენტოს 7 სტრატეგიული მიზანი 2015 წლისთვის

მიზნის მიმოხილვა

ელექტრონული მმართველობა სულ უფრო მნიშვნელოვანი მიმართულებახდება საქართველოს საჯარო სექტორში, ვინაიდან ეს იძლევა მეტიგამჭვირვალობის, დროის დაზოგვისა და ხარჯების შემცირებისშესაძლებლობებს.

ჩვენთვის ეს მიმართულება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვინაიდანსააგენტოს ელექტრონული მმართველობის კუთხით არსებითინაბიჯებიუკვე გადადგმული აქვს. ასევე, სააგენტოს, როგორც საიდენტიფიკაციოსერვისების მიმწოდებელ ორგანიზაციას, მნიშვნელოვანი როლი შეუძლიაშეასრულოს ელექტრონული მმართველობის ხელშეწყობისა და მისიგანვითარების ახალ ეტაპზე გადასვლისთვის საჭირო მექანიზმების შექმნისკუთხით.

სააგენტოს ეს მიზანი ემსახურება არა მხოლოდ მომსახურების გაწევისპროცესის ელექტრონულ სივრცეში გადატანას, არამედ დაინტერესებულმხარეებთან ეფექტურ კომუნიკაციას და ანგარიშვალდებულებისუზრუნველყოფას, რაც კარგი მმართველობის პრაქტიკის დასამკვიდ-რებლად ერთ-ერთი ძირითადი წინაპირობაა.

ამოცანები მიზნის მისაღწევად

მოხდა შემდეგი კონკრეტული ამოცანების იდენტიფიცირება:

სააგენტოს მიერ გაწეული პრიორიტეტული და მოთხოვნადი ყველა სერვისის ელექტრონული სივრცეში გატანა; ელექტრონული სერვისების და მათი გამოყენების მაჩვენებლის ზრდა; საიდენტიფიკაციო სერვისების განვითარება და მასიური გამოყენების ხელშეწყობა; დაინტერესებულ მხარეებთან უსაფრთხო, გამჭვირვალე და ეფექტური ელექტრონული კომუნიკაციის მექანიზმის დახვეწა და დანერგვა;

სააგენტოს ოპერაციების მართვის ახალი სისტემის შექმნა და დანერგვა.

სააგენტოში ელექტრონული მმართველობის სრულყოფა

14

3

ამ მიზნის მიღწევა 2015 წლის ხედვასთან მიმართებაში კონკრეტულხელშესახებ შედეგებს მოგვცემს:

1. მომხმარებლებს უსაფრთხო წვდომა ექნებათ სააგენტოს გამარტივებულ სერვისებთან მათთვის სასურველ დროს, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან;

2. ელექტრონული სერვისები, რომელსაც სააგენტო გასცემს, გახდება მარტივად მისაღები და ხარვეზები სერვისის მიღების პროცესში მინიმუმამდე იქნება დაყვანილი;

3. შემცირდება დროითი დანაკარგები და ხარჯები სერვისის გაცემისა და მიღების პროცესში;

4. დაინტერესებულ მხარეებს შეეძლებათ სააგენტოსთან კომუნიკაცია ელექტრონული საკომუნიკაციო არხებით. სააგენტო პროაქტიულად მოახდენს დაინტერესებული მხარეებისთვის საინტერესო საჯარო ინფორმაციის ელექტრონული არხებით მიწოდებას.

სააგენტოს 7 სტრატეგიული მიზანი 2015 წლისთვის15

მიზნის მიმოხილვა

სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა 2014 წლის ადგილობრივითვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო სიების შედგენის ახალიმექანიზმის შემუშავება, რაც გულისხმობს მოქალაქეების ბიომეტრულიფოტოსურათით წინასწარ რეგისტრაციას არჩევნებში ხმის უფლებისმოსაპოვებლად. ამ მიზნის მიღწევის პროცესში შემუშავდება დეტალურიკონცეფცია, თუ როგორ უნდა ხდებოდეს ამომრჩეველთა რეგისტრაცია,სიის ფორმირება და შემდგომ როგორ ჩამოყალიბდეს ერთჯერადიპროექტის სრულფასოვანი პროცესი.

სააგენტოს მიზანია საარჩევნო სიის ფორმირების იმგვარი მექანიზმებისშემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს სიაში ერთი ადამიანის მხოლოდერთხელ არსებობას; ამის გარანტია კი რეგისტრაციის პროცესშიშეგროვებული ბიომეტრული ფოტოსურათები იქნება. ამ პროცესმა, თავისმხრივ, დადებითი გავლენა უნდა იქონიოს საარჩევნო სიების მიმართნდობის ამაღლებაზე. ასევე, ეს პროექტი უზრუნველყოფს მოსახლეობისცნობიერების ამაღლებას, ვინაიდან ყოველი მოქალაქე გახდება არჩევნებშიხმის უფლების მოპოვების პროცესის ინიციატორი და აქტიური მონაწილე.

ბიომეტრიული მონაცემების შემცველი საარჩევნოსიების სისტემის ფორმირება

4

სააგენტოს 7 სტრატეგიული მიზანი 2015 წლისთვის16

ამოცანები მიზნის მისაღწევად

მოხდა შემდეგი კონკრეტული ამოცანების იდენტიფიცირება:

წინასწარი ბიომეტრული რეგისტრაციის კონცეფციის მომზადება; რეგისტრაციის პირველადი სისტემის შექმნა, რომელიც გამოყენებული იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის სიის ფორმირების დროს;

ტექნიკური საშუალებების უზრუნველყოფა პროცესის წარმართვის- თვის;

მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლების კამპანიის უზრუნველყოფა;

თვითმმართველობის არჩევნებისთვის სიის ფორმირება;

მუდმივმოქმედი სისტემის შექმნა, რაც დაკავშირებული იქნება მოსახლეობის რეესტრთან და უზრუნველყოფს მოსახლეობის პროაქტიულ ინფორმირებას საარჩევნო სიაში რეგისტრაციის შესახებ.

ამ მიზნის მიღწევა 2015 წლის ხედვასთან მიმართებაში კონკრეტულხელშესახებ შედეგებს მოგვცემს:

1. შეიქმნება ამომრჩეველთა სიის ფორმირების სისტემა გაყალბებისგან დაცვის მნიშვნელოვანი მექანიზმებით;

2. გაიზრდება ნდობა საარჩევნო სიების მიმართ;

3. აღმოფხვრილი იქნება საარჩევნო სიაში ერთი და იმავე პიროვნების სხვადასხვა მონაცემით რეგისტრაციის შემთხვევები.

სააგენტოს 7 სტრატეგიული მიზანი 2015 წლისთვის

მიზნის მიმოხილვა

სააგენტოში დაცულია მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველი მონაცემთაბაზები, რომლებიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს საქართველოსმოქალაქეებზე, მოქალაქეობის არმქონე პირებსა და უცხო ქვეყნისმოქალაქეებზე. სააგენტოს ფუნქციონირება, თავის მხრივ,დამოკიდებულიაამ ბაზების გამართულობაზე, მათ დაცულობასა და ინფორმაციულიტექნოლოგიების მოქნილ მუშაობაზე.

ამ მიზნის მიღწევით სააგენტო შეძლებს, ერთი მხრივ, კიდევ უფროდაცული გახადოს პერსონალური მონაცემები და აღკვეთოს მათთანარასანქცირებული წვდომა. მეორე მხრივ, სააგენტო შეძლებს სრულყოს ისმონაცემები, რომლებიც დაცულია მის ბაზებში და მონაცემთა ხარისხისკონტროლის ზრდით შეამციროს მომსახურების გაწევასთან დაკავშირებულიშეფერხებები. ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურისსრულყოფა ხელს შეუწყობს სააგენტოს მიზნის მიღწევისთვის საჭიროკომპონენტების ეფექტურ ინტეგრაციას ერთიან სისტემაში, რომლებიცსააგენტოს მიზნებიდან გამომდინარე აუცილებელია ორგანიზაციულიმოქნილობისთვის.

ამოცანები მიზნის მისაღწევად

მოხდა შემდეგი კონკრეტული ამოცანების იდენტიფიცირება:

ინფრმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვა; სააგენტოს ბიზნეს პროცესების ადაპტირება ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის შესაბამისობისთვის;

საიდენტიფიკაციო სერვისების მიმართ ნდობის ამაღლება; ახალი საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის დამუშვება; ინფორმაციის გადინების პრევენციის სისტემის შემუშავება; მონაცემთა ბაზების ტექნოლოგიური და არქიტექტურული განვითარება;

მონაცემთა ბაზებისა და ინფორმაციულიტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის სრულყოფა

17

5

სააგენტოს 7 სტრატეგიული მიზანი 2015 წლისთვის

მონაცემთა ხარისხის კონტროლისა და უზრუნველყოფის სისტემის დანერგვა; ინფრასტრუქტურის მაღალი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

18

ამ მიზნის მიღწევა 2015 წლის ხედვასთან მიმართებაში კონკრეტულხელშესახებ შედეგებს მოგვცემს:

1. მაღალი ხარისხით იქნება დაცული სააგენტოს მონაცემთა ბაზები, რომლებიც შეიცავს მნიშვნელოვან პერსონალურ ინფორმაციას და მათზე არასანქცირებული წვდომის ინციდენტები მინიმუმამდე იქნება დაყვანილი;

2. დაზუსტებული იქნება მონაცემთა ბაზებში არსებული ინფორმაცია, რაც გაზრდის მონაცემთა ბაზების სანდოობას;

3. შემცირებული იქნება მონაცემთა ბაზებში უზუსტობით გამოწვეული მომსახურების ხარვეზები, რაც გაამარტივებს ურთიერთობას ადამიანებსა და ორგანიზაციებს შორის.

მიზნის მიმოხილვა

სააგენტოსთვის დიდ მნიშვნელობას წარმოადგენს ყველა დაინტერესებულიმხარისთვის ინფორმაციის სწორი გზით მიწოდება. ეს შეეხება როგორცსააგენტოს სერვისებს, ასევე ზოგადად სააგენტოს საქმიანობის შესახებინფორმაციას.მიზნის მიღწევა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქმიანობის წარმართ-ვისთვის, არამედ კარგი მმართველობის პრინციპების დასამკვიდრებლადსააგენტოში.

ამის გათვალისწინებით, სააგენტომ მიზნად დაისახა დაინტერესებულმხარეებთან ეფექტური კომუნიკაციის მექანიზმების დანერგვა. ეს აამაღლებსსხვადასხვა დაინტერესებული მხარის ცნობიერებას სააგენტოს საქმიანობისშესახებ.ამასთანავე, მეტი ინფორმირებულობა სააგენტოს პროდუქტებისშესახებ გაუმარტივებს ახალ მომხმარებლებს იმის იდენტიფიცირებას, თურომელი მომსახურებისთვის შეუძლიათ მომართონ სააგენტოს.

საქმიანობის შესახებ დაინტერესებული მხარეებისეფექტური ინფორმირება და ახალი მომხმარებლების მოზიდვა

6

სააგენტოს 7 სტრატეგიული მიზანი 2015 წლისთვის

ამოცანები მიზნის მისაღწევად

მოხდა შემდეგი კონკრეტული ამოცანების იდენტიფიცირება:

დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება; დაინტერესებული მხარეებისთვის საინტერესო საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად მიწოდების უზრუნველყოფა; სააგენტოს იმიჯის ფორმირება.

19

ამ მიზნის მიღწევა 2015 წლის ხედვასთან მიმართებაში კონკრეტულხელშესახებ შედეგებს მოგვცემს:

1. დაინტერესებულ მხარეებს ექნებათ მეტი ინფორმაცია სერვისების განვითარების სააგენტოს საქმიანობისა და სერვისების შესახებ;

2. მომხმარებელთა ინფორმირებულობა ხელს შეუწყობს სააგენტოს სერვისებზე მოთხოვნის გაზრდას.

მიზნის მიმოხილვა

სერვისების განვითარების სააგენტოს აქვს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქ-ტურა, რომლითაც სარგებლობენ თანამშრომლები და სააგენტომომხმარებლებს ემსახურება. შესაბამისად, სააგენტოს მთავარი ამოცანააინფრასტრუქტურის განვითარება და მისი სათანადო სტანდარტებისშენარჩუნება სამუშაო ადგილისა და მომსახურების გარემოს გაუმჯობესებისგარდა, სააგენტომ თავისი არქივის კონსოლიდაცია დაისახა მიზნად, რათასათანადო პირობებში იქნას დაცული დოკუმენტაცია და შემცირდეს მათიმოძიების დრო, რაც, თავის მხრივ, აისახება სერვისის მოწოდების ხარისხზე.

ორგანიზაციის ინფრასტრუქტურის განვითარება

7

სააგენტოს 7 სტრატეგიული მიზანი 2015 წლისთვის20

ამასთანავე, სააგენტო მუშაობს რიგ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე- საზოგადოებრივი ცენტრების სახით, რომელთა მიზანია სოფლადმცხოვრები მოსახლეობისთვის სერვისების მიღების პროცესის გამარტივებადა განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნა. ეს პროექტებიშესაძლებელს გახდის არა მარტო სერვისების განვითარების სააგენტოს,არამედ სხვა ორგანიზაციების სერვისების კომფორტულ გარემოშიმიწოდებას ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ეს,თავის მხრივ, გაზრდისამ სერვისების ხელმისაწვდომობას.

ამოცანები მიზნის მისაღწევად

მოხდა შემდეგი კონკრეტული ამოცანების იდენტიფიცირება:

ტერიტორიული სამსახურების ფიზიკური ინფრასტრუქტურის შეკეთება/შეცვლა; არქივის კონსოლიდაცია; საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა.

ამ მიზნის მიღწევა 2015 წლის ხედვასთან მიმართებაში კონკრეტულხელშესახებ შედეგებს მოგვცემს:

1. სათანადო ფიზიკურ გარემოს როგორც მომხმარებლისთვის, ასევე თანამშრომლებისთვის;

2. არქივში არსებული დოკუმენტების ძიების შემცირებულ დროსა და შეუფერებელი პირობების გამო დაზიანებული დოკუმენტების შემცირებულ რაოდენობას;

3. მომხმარებელთა კმაყოფილების დონის ამაღლებას იმ რაიონებში, სადაც საზოგადოებრივი ცენტრები იქნება განთავსებული.