რესურსეფექტურიდასუფთა...

51
რესურსეფექტური და სუფთა წარმოება კონკურენტუნარიანი ბიზნესი - სუფთა გარემო - მწვანე ეკონომიკა რესურსეფექტური და სუფთა წარმოების ხელშეწყობა საქართველოს მცირე და საშუალო ზომის საწარმოებში

Transcript of რესურსეფექტურიდასუფთა...

Page 1: რესურსეფექტურიდასუფთა წარმოებაrecp.ge/wp-content/uploads/2017/04/RECP-Primer_Geo_31-01...გვერდი | 6 შესავალი

რესურსეფექტური და სუფთაწარმოება

კონკურენტუნარიანი ბიზნესი - სუფთა გარემო - მწვანე ეკონომიკა

რესურსეფექტური და სუფთა წარმოების ხელშეწყობასაქართველოს მცირე და საშუალო ზომის საწარმოებში

Page 2: რესურსეფექტურიდასუფთა წარმოებაrecp.ge/wp-content/uploads/2017/04/RECP-Primer_Geo_31-01...გვერდი | 6 შესავალი

გვერდი | 2

რესურსეფექტური და სუფთა წარმოებაკონკურენტუნარიანი ბიზნესი - სუფთა გარემო - მწვანე ეკონომიკა

რესურსეფექტური და სუფთა წარმოების ხელშეწყობა საქართველოსმცირე და საშუალო ზომის საწარმოებში

მეორე გამოცემა

თბილისი, 2017

გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO)

რესურსეფექტური და სუფთა წარმოების სადემონსტრაციო პროექტი საქართველოში(www.recp.ge)

ევროკავშირის პროგრამა „მწვანე ეკონომიკის ხელშეწყობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ (EaP GREEN)(www.oecd.org/env/outreach/eapgreen.htm)

პუბლიკაცია მომზადდა „მწვანე ეკკონომიკის განვითარება აღმოსავლეთ სამეზობლოში“ პროეგრამის ფარგლებში,რომელსაც აფინანსებს ევროკავშირი და ახორციელებს ეკონომიკური განვითარების და თანამშრომლობისორგანიზაცია (OECD) გაეროს გარემოს დაცვის ორგანიზაციასთან (UN Environment), გაეროს ინდუსტრიულიგანვითარების ორგანიზაციასთან (UNIDO) და გაეროს ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიასთან(UNECE) ერთად. მასში გამოთქმული მოსაზრებები არ გამოხტავენ ევროკავშირის ოფიციალურ თვალსაზრისს.პუბლიკაცია მომზადებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ოფიცლური რედაქტირების გარეშე.

ტერმინები, როგორიცაა „განვითარებული“, „ინდუსტრიული“ და „განვითარებადი“, პუბლიკაციაში იხმარებასტატისტიკური მოხერხებულობის მიზნით და ისინი არ გამოხატავენ თვალსაზრისს რომელიმე კონკრეტულიქვეყნის ან რეგიონის განვითარების მიღწეული დონის შესახებ.

დოკუმენტში კომპანიების და კომერციული პროდუქტების სახლების მოხსენიება არ არის დამტკიცებულიUNIDO-ს მიერ. პუბლიკაციაში წარმოდგენლი პროექტები შერჩეულია გეოგრაფიული და თემატურიმრავალფეროვნების წარმოჩენის მიზნით და არ არის დამტკიცებული UNIDO-ს მიერ.

Page 3: რესურსეფექტურიდასუფთა წარმოებაrecp.ge/wp-content/uploads/2017/04/RECP-Primer_Geo_31-01...გვერდი | 6 შესავალი

გვერდი | 3

Page 4: რესურსეფექტურიდასუფთა წარმოებაrecp.ge/wp-content/uploads/2017/04/RECP-Primer_Geo_31-01...გვერდი | 6 შესავალი

გვერდი | 4

შინაარსიწინასიტყვაობა ........................................................................................................................................... 5

შესავალი ...................................................................................................................................................6

თავი 1 კონკურენტუნარიანი ბიზნესი............................................................................................7

ნაწილი 1.1 რა არის რესურსეფექტური და სუფთა წარმოება................................................7

ნაწილი 1.2 რა სარგებლის მოტანა შეუძლია რესურსეფექტურ და სუფთა წარმოებას ... 8

ნაწილი 1.3 რესურსეფექტური და სუფთა წარმოება საქართველოში - არსებულიმდგომარეობა და შესაძლებლობები ................................................................................................10

თავი 2 უფრო სუფთა გარემო .........................................................................................................12

ნაწილი 2.1 რესურსეფექტური და სუფთა წარმოების ექვსი მაჩვენებელი ......................12

ნაწილი 2.2 ნედლეული და დამხმარე მასალები ...................................................................13

ნაწილი 2.3 წყალი .........................................................................................................................15

ნაწილი 2.4 ენერგია ......................................................................................................................19

ნაწილი 2.6 ატმოსფერული გაფრქვევები ................................................................................25

ნაწილი 2.7 ჩამდინარე წყლები ..................................................................................................28

თავი 3 რესურსეფექტური და სუფთა წარმოება პრაქტიკაში...................................................30

ნაწილი 3.1 რესურსეფექტური და სუფთა წარმოების დაგეგმვა და განხორციელებისეტაპები .....................................................................................................................................31

ნაწილი 3.2 რესურსეფექტური და სუფთა წარმოების მეთოდები და ტერმინებისგანმარტება .....................................................................................................................................32

ნაწილი 3.3 კარგი მეურნეობრიობა ...........................................................................................33

ნაწილი 3.4 ნედლეულისა და მასალების ჩანაცვლება ..........................................................36

ნაწილი 3.5 საწარმოო პროცესების გაუმჯობესებული მართვა ...........................................37

ნაწილი 3.6 აღჭურვილობის მოდიფიკაცია .............................................................................39

ნაწილი 3.7 ტექნოლოგიის შეცვლა ...........................................................................................42

ნაწილი 3.8 ნარჩენების მეორადი გამოყენება და გადამუშავება ადგილზე......................44

ნაწილი 3.10 პროდუქტის მოდიფიცირება ................................................................................48

იმოქმედეთ!..............................................................................................................................................49

Page 5: რესურსეფექტურიდასუფთა წარმოებაrecp.ge/wp-content/uploads/2017/04/RECP-Primer_Geo_31-01...გვერდი | 6 შესავალი

გვერდი | 5

წინასიტყვაობა

პუბლიკაცია „რესურსეფექტური და სუფთა წარმოება - კონკურენტუნარიანი ბიზნესი -სუფთა გარემო - მწვანე ეკონომიკა“ მომზადდა პროგრამის „მწვანე ეკონომიკის ხელშეწყობააღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ (Greening Economies in Eastern PartnershipCountries – EaP GREEN) კომპონენტის „რესურსეფექტური და სუფთა წარმოებისსადემონსტრაციო პროექტი“ ფარგლებში. EaP GREEN პროგრამა ფინანსდება ევროკავშირისმიერ და მისი მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (საქართველო, სომხეთი,აზერბაიჯანი, უკრაინა, ბელორუსი, მოლდავეთი) მწვანე ეკონომიკის განვითარებისხელშეწყობა. პროგრამას საერთაშორისო ორგანიზაციები OECD, UNECE, UNIDO და UNEnvironment ახორციელებენ; „რესურსეფექტური და სუფთა წარმოების სადემონსტრაციოპროექტს“ კი საქართველოში გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO)ახორციელებს.

მოცემული პუბლიკაციის მიზანია რესურსეფექტური და სუფთა წარმოების პოპულარიზაციადა ხელშეწყობა საქართველოში. მასში წარმოდგენილია რესურსეფექტური და სუფთაწარმოების ძირითადი მიდგომები და მათი სარგებელი იმ ორგანიზაციებისათვის,რომლებიც ამ მიდგომებს გამოიყენებენ. პუბლიკაციაში წარმოდგენილია ის ეკონომიკური,გარემოსდაცვითი თუ სხვა სახის სარგებელი, რაც შეიძლება ამ ტიპის ღონისძიებებმასამრეწველო საწარმოებს მოუტანოს. მეტი დამაჯერებლობისთვის მოყვანილია პრაქტიკულიმაგალითები ქართული სამრეწველო საწარმოების რეალობიდან. მაგალითები აღებულია„რესურსეფექტური და სუფთა წარმოების სადემონსტრაციო პროექტის“ ფარგლებში 2014-2015 წლებში საქართველოში მოქმედ სამრეწველო საწარმოებში განხორციელებულიშეფასებებიდან.

პუბლიკაცია გამიზნულია ფართო საზოგადოებისათვის, მათ შორის მათთვის, ვინცდაინტერესებულია ჩვენი ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარებით, გარემოს დაცვითადა, საზოგადოდ, ადამიანების კეთილდღეობით. თუმცა, მის ძირითად მკითხველად მცირედა საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები მოიაზრებიან, რომელთაც შესაძლებლობამიეცემათ გაეცნონ რესურსეფექტური და სუფთა წარმოების მეთოდებს, მათი გამოყენებისგზებს და შესაძლო სარგებელს. იმედი გვაქვს, რომ ამ პუბლიკაციის წაკითხვის შემდეგ ისინისხვა თვალით შეხედავენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა საწარმოო პროცესების ეფექტურადდაგეგმვა და მართვა, რესურსების დაზოგვის და გარემოს დაცვა. ასევე, იმედი გვაქვს, რომპუბლიკაცია მათ თავიანთ საწარმოებში რესურსეფექტური და სუფთა წარმოებისმიდგომების დანერგვის სტიმულს მისცემს, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის სვლას მწვანეეკონომიკისკენ.

Page 6: რესურსეფექტურიდასუფთა წარმოებაrecp.ge/wp-content/uploads/2017/04/RECP-Primer_Geo_31-01...გვერდი | 6 შესავალი

გვერდი | 6

შესავალი

მწვანე ეკონომიკა, გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების ეფექტურად გამოყენება დღესაქტიურად დგას მსოფლიოს განვითარების დღის წესრიგში. ერთი მხრივ, ეკონომიკურიზრდა და ინდუსტრიული განვითარება, ხოლო მეორე მხრივ, რესურსების მოხმარებისადმიდა წარმოებისადმი პასუხისმგებლობით მიდგომა, ბუნებრივი რესურსების შენარჩუნება,ენერგიის სუფთა წყაროების გამოყენება, კლიმატური ცვლილებების შერბილება დადედამიწაზე სიცოცხლის შენარჩუნება იმ მიზნებს შორისაა, რომლებიც გაერომ 2015 წელსმდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმაში დაისახა. ცალკეული ქვეყნების მთავრობებიმდგრადი განვითარების გლობალური მიზნების მისაღწევად შეიმუშავებენ ეროვნულსამოქმედო გეგმებს, აწესებენ საკანონმდებლო მოთხოვნებს და მქნიან მასტიმულირებელინსტრუმენტებს მდგრადი ეკონომიკური განვითარებისათვის. სამოქალაქო საზოგადოებაცდაინტერესებულია გარემოს დაცვის საკითხებით და აქტიური ჩართულობით ცდილობსთავისი წვლილი შეიტანოს არსებული პრობლემების გადაჭრაში.

მეწარმეები ჩვენი საზოგადოების განუყოფელი ნაწილია და მათაც აქვთ სურვილი, რომგარემო დაიცვან, რომ მათი ბიზნესი ყველა კუთხით საუკეთესო და გამორჩეული იყოს.ისინი გარკვეულ ნაბიჯებს დგამენ კანონმდებლობის მოთხოვნების შესასრულებლად.თუმცა, საწარმოო სექტორს კიდევ უფრო მეტი შეუძლია გააკეთოს, რათა მინიმუმამდეშეამციროს გარემოს დაბინძურება და ბუნებრივი რესურსების მოხმარება.

უნდა ვაღიაროთ, რომ ასეთი შედეგების მისაღწევად ბევრ ქართულ საწარმოს გადაიარაღებადა მოდერნიზაციაა სჭირდება, რისთვისაც გარკვეული ინვესტიციებია საჭირო. თუმცა, ამავედროს, ნაკლებადაა ცნობილი, რომ გარემოსდაცვითი ღონისძიებების განხორციელება,ზოგჯერ, საწარმოსთვის ეკონომიკურად მომგებიანიც შეიძლება იყოს. ალბათ სწორედ ასეთიინფორმაციის ნაკლებობის გამოა, რომ მეწარმეები შიშობენ გარემოს დაცვაზე გაწეულიხარჯები მათ მხოლოდ ზედმეტ ფინანსურ ტვირთად არ დააწვეთ.

მოცემული პუბლიკაციის მიზანი სწორედ ისაა, რომ მკითხველს დავანახოთ რამდენადმომგებიანი შეიძლება იყოს მეწარმეთათვის ზოგიერთი გარემოსდაცვითი ღონისძიებისგატარება, კერძოდ კი რესურსეფექტური და სუფთა წარმოების მეთოდების დანერგვასაწარმოებში. გარდა ამისა, შევეცდებითგაჩვენოთ, რომ ეს მიდგომები შეიძლებაეფექტური იყოს საქართველოსრეალობაშიც და რომ ჩვენს ქვეყანაშიცარსებობს მათი განხორციელებისშესაძლებლობა. ამის სადემონსტრაციოდრამდენიმე ქართული საწარმოს მაგალითსშემოგთავაზებთ.

მაშ ასე, თუ დაინტერესებული ხართ, რომთქვენი საწარმო უფრო ეფექტური დამომგებიანი გახდეს და გარემოს დაცვაშიც შეიტანოთ თქვენი წვლილი, ეს პუბლიკაცია

Page 7: რესურსეფექტურიდასუფთა წარმოებაrecp.ge/wp-content/uploads/2017/04/RECP-Primer_Geo_31-01...გვერდი | 6 შესავალი

გვერდი | 7

თქვენთვისაა. მან შესაძლოა თქვენი საწარმო სხვა თვალით დაინახოთ და დაგაფიქროთთქვენთვის ფინანსურად ხელსაყრელ შესაძლებლობებზე, რომლებიც ამავდროულადშესაძლოა გარემოს დაცვის კუთხით აღმოჩნდეს ხელსაყრელი და „მწვანე საწარმოს“ სახელისმოპოვებაშიც დაგეხმაროთ.

თავი 1 კონკურენტუნარიანი ბიზნესი

ნაწილი 1.1 რა არის რესურსეფექტური და სუფთა წარმოება

თანამედროვე მსოფლიოში ბუნებრივი რესურსების მდგრადი მოხმარება და გარემოსდაბინძურების თავიდან აცილება აქტუალური საკითხებია. ამასთან დაკავშირებით,განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა საწარმოო სექტორში რესურსების ეფექტურადმოხმარებამ, რათა მოპოვებული ბუნებრივი რესურსებით მეტი პროდუქციის გამოშვება იყოსშესაძლებელი და საწარმოო ნარჩენები მინიმუმამდე შემცირდეს. გასული საუკუნისბოლოდან აქტიურად დაიწყო აღნიშნული მიმართულებით მუშაობა და მეთოდოლოგიას,რომელიც ამის საშუალებას იძლევა, რესურსეფექტური დასუფთა წარმოება ეწოდა.

რესურსეფექტური და სუფთა წარმოება მიზნად ისახავს:

საწარმოებში რესურსების მოხმარებისოპტიმიზაციას;

გარემოზე ზემოქმედების მინიმუმამდე შემცირებას;

ადამიანთა კეთილდღეობის გაზრდას.

იგი საშუალებას იძლევა, რომ მეტი პროდუქცია იქნას წარმოებული ნაკლები ბუნებრივირესურსის გამოყენებით და გარემოც ნაკლებად დაბინძურდეს. რესურსეფექტური და სუფთაწარმოების მეთოდოლოგია უზრუნველყოფს:

საწარმოებში ნედლეულის, დამხმარე მასალების, ენერგომატარებლების და წყლისმოხმარების ოპტიმიზაციას;

ნარჩენების, ჩამდინარე წყლების და ატმოსფერული გაფრქვევების მინიმუმამდეშემცირებას.

თუმცა, საკითხავია: რა გზებითაა შესაძლებელი რესურსების დაზოგვა და ნარჩენებისშემცირება? ტექნიკურად რამდენად რთულია ასეთი ღონისძიებების განხორციელება?საჭიროა თუ არა ფინანსები მათ გასატარებლად? ფულადი რესურსის გარდა კიდევ რა არისსაჭირო შედეგების მისაღწევად? ხელეწიფება ყველა საწარმოს ასეთი ღონისძიებებისგანხორციელება?

Page 8: რესურსეფექტურიდასუფთა წარმოებაrecp.ge/wp-content/uploads/2017/04/RECP-Primer_Geo_31-01...გვერდი | 6 შესავალი

გვერდი | 8

შევეცდებით, მომდევნო თავებში ამ საკითხებზე გარკვეული წარმოდგენა შეგიქმნათ. ხაზიგვინდა გავუსვათ, რომ რესურსეფექტური და სუფთა წარმოება ისეთი ღონისძიებებისდაგეგმვას და განხორციელებას გულისხმობს, რომლებიც ხელსაყრელია გარემოს დაცვისკუთხით და, ამავდროულად, საწარმოებისთვის ფინანსურად მომგებიანია. ესმეთოდოლოგია პროდუქციის თვითღირებულების შემცირებისა და ხარისხისგაუმჯობესების საშუალებას იძლევა, რაც საწარმოს უფრო კონკურენტუნარიანს ხდის.

რესურსეფექტური და სუფთა წარმოების მეთოდოლოგიის გამოყენება ყველა ზომისა დატიპის საწარმოშია შესაძლებელი. ამ მეთოდოლოგიის და მიდგომების გამოყენებამ შეიძლებაბევრ დიდსა თუ მცირე საწარმოს მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანოს. თუმცა, ასეთიღონისძიებების გატარება შესაძლოა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი მცირე და საშუალოზომის საწარმოებისთვის აღმოჩნდეს, რადგანაც მათი პროდუქციის თვითღირებულებაზე დამოგებაზე მცირე დანაზოგებიც კი საგრძნობლად აისახება.

ნაწილი 1.2 რა სარგებლის მოტანა შეუძლია რესურსეფექტურ და სუფთა წარმოებას

რესურსეფექტური და სუფთა წარმოება ის ინსტრუმენტია,რომელის მეშვეობითაც მეწარმეს შეუძლია: მიიღოს ფულადიდა არაფულადი სარგებელი, გაზარდოს საწარმოსეკონომიკური მდგრადობა, კონკურენტუნარიანობა და იმიჯი.

თავად სახელწოდებიდან ჩანს და ზემოთაც აღვნიშნეთ, რომრესურსეფექტური და სუფთა წარმოება საწარმოებშირესურსების რაციონალურ გამოყენებას და დანაკარგებისშემცირებას გულისხმობს. ცხადია, რომ ასეთი რამსაწარმოებისთვის ეკონომიკურად მომგებიანი იქნება,რადგანაც გატარებული ღონისძიებების შედეგად:

იზრდება ნედლეულის, დამხმარე მასალების, წყლისდა ენერგომატარებლების მოხმარების ეფექტურობა დაგამოსავლიანობა;

მცირდება წარმოების ხარჯები და პროდუქციისთვითღირებულება.

რაღა თქმა უნდა, ასეთი შედეგების მიღება მეწარმეთათვისსაინტერესო უნდა იყოს, რადგანაც ამით მათი საწარმოსმომგებიანობა და ფინანსური მდგრადობა იზრდება. უნდა აღინიშნოს, რომ ხშირად ასეთიშედეგები მცირე კაპიტალდაბანდებით მიიღწევა და გაღებული ხარჯების უკუგებისპერიოდიც საკმაოდ მოკლეა ხოლმე.

რესურსეფექტური და სუფთა წარმოება საწარმოო პროცესების გაუმჯობესებას და უკეთმართვას გულისხმობს, რასაც, არც თუ იშვიათად, პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებამოყვება. მომდევნო თავებში მოვიყვანთ მაგალითებს, სადაც ასეთი შედეგები თვალსაჩინოა.

Page 9: რესურსეფექტურიდასუფთა წარმოებაrecp.ge/wp-content/uploads/2017/04/RECP-Primer_Geo_31-01...გვერდი | 6 შესავალი

გვერდი | 9

ალბათ დაგვეთანხმებით, რომ თქვენთვის, როგორც მეწარმისათვის, პროდუქციის მაღალიხარისხი მეტად მნიშვნელოვანია. იგი ხომ გავლენას ახდენს თქვენი კომპანიის იმიჯსა დაგაყიდვებზე.

პროდუქციის თვითღირებულების შემცირება, პროდუქციის ხარისხის ამაღლება დაკომპანიის იმიჯის გაუმჯობესება ის ფაქტორებია, რომლებიც ერთობლივად გაზრდისთქვენს კონკურენტუნარიანობას ბაზარზე.

თუმცა, რესურსეფექტური და სუფთა წარმოების დადებითი შედეგები საწარმოებისთვისმხოლოდ ეკონომიკური სარგებლით არ ამოიწურება.

ნედლეულის, წყლისა და ენერგიის ეფექტურად გამოყენება ნიშნავს ნარჩენების შემცირებას,რადგანაც ნაკლები ნედლეული მოყვება ნარჩენებში, ნაკლები წყალი აღმოჩნდებასაკანალიზაციო მილებში და ნაკლები დამაბინძურებლები გაიფრქვევა ჰაერში. რაღა თქმაუნდა, ეს მომგებიანია გარემოს დაცვის კუთხით. თუმცა, არანაკლებ მომგებიანიამეწარმისთვისაც, რადგანაც:

ნარჩენების შემცირება ნიშნავს ნაკლებ დანახარჯს მათ მართვასა და განთავსებაზე;

ატმოსფერული გაფრქვევების შემცირებით წარმოება დაზოგავს ხარჯებს ჰაერისფილტრებზე;

ჩამდინარე წყლების მოცულობის, ან დაბინძურების ხარისხის შემცირება ნიშნავსნაკლებ დანახარჯებს მათ გაწმენდაზე.

საერთო ჯამში, რესურსეფექტური და სუფთა წარმოების მეთოდების გამოყენება გარემოზეზემოქმედების შემცირების შესაძლებლობას იძლევა. ამის შედეგად საწარმო შეძლებს:

უკეთ დააკმაყოფილოს გარემოსდაცვითი სტანდარტები და კანონმდებლობისმოთხოვნები;

შეამციროს გარემოს დაბინძურების, გარემოსდაცვითი სტანდარტების დარღვევის დაამის გამო დაჯარიმების რისკები.

გარემოზე ზემოქმედების შემცირებას ხშირად საწარმოში შრომის პირობების გაუმჯობესებადა საწარმოს ტერიტორიის მიმდებარედ არსებული მოსახლეობის ჯანმრთელობის რისკებისშემცირებაც მოჰყვება. თუმცა, საწარმოების მიერ მიღებული სარგებელი არც ამითამოიწურება. კერძოდ, რესურსეფექტური და სუფთა წარმოება:

აუმჯობესებს წარმოების მართვის სისტემას და ორგანიზაციულ ეფექტურობას;

ზრდის საწარმოს მენეჯმენტის და მთლიანად მუშახელის მოტივაციას, ხელს უწყობსმათ ჩართულობას ღონისძიებების შემუშავებისა თუ განხორციელების პროცესებში.

და ბოლოს, რესურსეფექტური და სუფთა წარმოება კომპანიას ფინანსების დაინვესტიციების მოზიდვაშიც უწყობს ხელს, რადგანაც საწარმოს შეუძლია:

Page 10: რესურსეფექტურიდასუფთა წარმოებაrecp.ge/wp-content/uploads/2017/04/RECP-Primer_Geo_31-01...გვერდი | 6 შესავალი

გვერდი | 10

უკეთესი ფინანსური მაჩვენებლების და ორგანიზაციული ეფექტურობისდემონსტრირება;

გარემოს დაცვის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დემონსტრირება;

საფინანსო ინსტიტუტების გარემოსდაცვითი სტანდარტების დაკმაყოფილება;

რესურსეფექტურობასა და სუფთა წარმოებაზე, მათ შორის ენერგოეფექტურობაზეგამოყოფილი მიზნობრივი სესხებისა თუ გრანტების მიღება.

თუ შევაჯამებთ, რესურსეფექტური და სუფთა წარმოება მჭიდრო კავშირშია პროდუქციისდა საწარმოო პროცესის ხარისხის მართვასთან, ასევე გარემოსა და შრომის დაცვასთან. ამმიდგომის მომხიბლაობა იმაშია, რომ, ხშირ შემთხვევაში, მცირე დანახარჯებითმნიშვნელოვანი უკუგების მიღებაა შესაძლებელი; ზოგიერთი ღონისძიებების გატარებას კიფინანსური ხარჯები საერთოდ არ სჭირდება და, მიუხედავად ამისა, საწარმოსთვისშესამჩნევი დადებითი შედეგების მოტანა შეუძლია.

ნაწილი 1.3 რესურსეფექტური და სუფთა წარმოება საქართველოში - არსებულიმდგომარეობა და შესაძლებლობები

დღეს საქართველოში მრეწველობა არც თუ ისეგანვითარებულია. არსებული საწარმოების დიდი ნაწილიფიზიკურად და მორალურად მოძველებულ შენობა-ნაგებობებშია განთავსებული და ასევე ძველი მანქანა-დანადგარებითაა აღჭურვილი; მათი ტექნიკური მომსახურებადა რემონტიც არასათანადოდ ხორციელდება. ხშირად, შენობა-ნაგებობების ზომები და მანქანა-დანადგარების სიმძლავრეებიკონკრეტული საწარმოს საჭიროებებს არ შეესაბამება, რის გამოცსაწარმოო პროცესები არაოპტიმალურად მიმდინარეობს დაპროდუქციის გამოსაშვებად საჭიროზე მეტი ენერგია, წყალი თუნედლეული მოიხმარება.

მდგომარეობას ამწვავებს რესურსების ხელმისაწვდომობისსაკითხი. საქართველოში ადგილობრივი ნედლეულის არარსებობისა ან სიმწირის გამოსაწარმოთა დიდი ნაწილი იმპორტირებულ ნედლეულზეა დამოკიდებული. ქვეყანაენერგორესურსების სიმცირესაც განიცდის და ენერგომატარებლები საკმაოდ ძვირია. წყლისრესურსები შედარებით ხელმისაწვდომია, რადგანაც საქართველო წყლით მდიდარიქვეყანაა; თუმცა, მუნიციპალური წყალმომარაგებაზე დამოკიდებულ საწარმოებს წყალისაკმაოდ ძვირი უჯდება.

აღნიშნული ფაქტორები მნიშვნელოვანი პრობლემაა საქართველოში მოქმედი მრავალისაწარმოსთვის და ხელს უშლის მათ ეფექტურ მუშაობასა და განვითარებას.რესურსეფექტური და სუფთა წარმოების მეთოდების დანერგვა ქართულ საწარმოებსსწორედ ამ პრობლემების დაძლევაში დაეხმარება.

Page 11: რესურსეფექტურიდასუფთა წარმოებაrecp.ge/wp-content/uploads/2017/04/RECP-Primer_Geo_31-01...გვერდი | 6 შესავალი

გვერდი | 11

2014 წელს UNIDO-მ საქართველოში დაიწყო „რესურსეფექტური და სუფთა წარმოებისსადემონსტრაციო პროექტი“, რომლის მიზანია საწარმოო სექტორისა და სხვაორგანიზაციების მიერ მოხმარებული რესურსების პროდუქტიულობის გაზრდა დაგარემოსდაცვითი მაჩვენებლების გაუმჯობესება. 2014-2016 წლებში, რესურსეფექტური დასუფთა წარმოების შესაძლებლობების გამოვლენის მიზნით პროექტის ფარგლებშიშესწავლილ იქნა კვების მრეწველობის, ქიმიური და სამშენებლო მასალების წარმოებისსექტორში მომუშავე 18 მცირე და საშუალო ზომის ქართული საწარმო. შეფასებებისსაფუძველზე გამოვლინდა, რომ სამივე პრიორიტეტულ საწარმოო სექტორში რესურსებისდაზოგვის და დაბინძურების შემცირების მნიშნველოვანი პოტენციალი არსებობს; ყველაზემეტად კი ენერგოეფექტურობის გაზრდის შესაძლებლობები გამოიკვეთა. კერძოდ,გამოვლინდა, რომ შეფასებულ საწარმოებში ენერგოეფექტურობა შეიძლება 5-50%-ითგაიზარდოს. შეფასდა, რომ თვრამეტივე საწარმოს, საერთო ჯამში, წლიურად 12 გვტსთ-მდეელექტროენერგიისა და 275,000 მ3 ბუნებრივი აირის დაზოგვა შეუძლია, რაც ამ საწარმოებსერთობლივად დაახლოებით 750 ათას ევროს დაუზოგავს. წინასწარი შეფასებით, ასეთიშედეგის მისაღწევად საწარმოებს დაახლ. 700 ათასი ევროს ინვესტიცია სჭირდება, ხოლოგასატარებელი ღონისძიებების უკუგების პერიოდი რამდენიმე თვიდან 3 წლამდე მერყეობს.

საქართველოს რეალობაში რესურსეფექტური და სუფთა წარმოების დანერგვისშესაძლებლობის ნათლად წარმოსაჩენად პუბლიკაციის შემდეგ თავებში წარმოდგენილიასადემონსტრაციო პროექტის ფარგლებში შესწავლილი ქართული საწარმოების კონკრეტულიმაგალითები.

Page 12: რესურსეფექტურიდასუფთა წარმოებაrecp.ge/wp-content/uploads/2017/04/RECP-Primer_Geo_31-01...გვერდი | 6 შესავალი

გვერდი | 12

თავი 2 უფრო სუფთა გარემო

ნაწილი 2.1 რესურსეფექტური და სუფთა წარმოების ექვსი მაჩვენებელი

როგორც აღვნიშნეთ, რესურსეფექტური და სუფთა წარმოების მიზანი ბუნებრივირესურსების რაციონალური გამოყენება და დაბინძურების თავიდან აცილებაა.

რესურსების მოხმარების ეფექტურობა ფასდება პროდუქციის ერთეულზე მოხმარებულინედლეულისა და დამხმარე მასალების, წყლისა და ენერგიის რაოდენობით. დაბინძურებისმაჩვენებელს კი აფასებენ პროდუქციის ერთეულზე წარმოქმნილი ნარჩენების, ჩამდინარეწყლების და ატმოსფერული გაფრქვევების მოცულობით.

ამ ექვსი მაჩვენებლის გასაუმჯობესებლად გატარებულ ღონისძიებებს შეუძლია სარგებლისმოტანა როგორც საწარმოსთვის, ასევე გარემოსთვის. თავად საწარმოს გადასაწყვეტია, თუღონისძიებებს რა მიმართულებით დაგეგმავს. როგორც წესი, ღონისძიებები იგეგმებამოცემული საწარმოსთვის აქტუალური საკითხის გათვალისწინებით.

შეიძლება საწარმო ოპტიმიზაციას ჩამოთვლილიდან ერთ-ერთი მიმართულებით გეგმავდეს,თუმცა, როგორც წესი, გატარებული ღონისძიებების შედეგები სხვა მაჩვენებლებზეცაისახება. ასე მაგალითად, თუ საწარმო შეძლებს ნედლეულის და დამხმარე მასალებისდანაკარგის შემცირებას, ეს ავტომატურად აისახება ნარჩენების რაოდენობაზე; საწვავისმოხმარების შემცირებით ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევებიცშემცირდება; ხოლო წყლის მოხმარების ოპტიმიზაცია ჩამდინარე წყლების მოცულობასშეამცირებს. ასეთი შედეგების მომტანი კონკრეტული მაგალითები მოცემულიაპუბლიკაციის შემდეგ თავებში.

ნედლეული

ენერგია

წყალი

პროდუქტი

მყარი ნარჩენები ჩამდინარე წყლებიატმოსფერულიგაფრქვევები

70-80%

100 %

Page 13: რესურსეფექტურიდასუფთა წარმოებაrecp.ge/wp-content/uploads/2017/04/RECP-Primer_Geo_31-01...გვერდი | 6 შესავალი

გვერდი | 13

ნაწილი 2.2 ნედლეული და დამხმარე მასალები

პროდუქციის წარმოებისათვის აუცილებელი ნედლეული,როგორიცაა ინერტული მასალები, მადანი, ხე-ტყე და სხვა,ბუნებიდან ამოიღება. ამიტომაც, მათი ეფექტური გამოყენებამნიშვნელოვანია როგორც გარემოს დაცვის თვალსაზრისით,ასევე საწარმოს ეკონომიკური ინტერესებისათვის.

ნედლეული და დამხმარე მასალები (მაგ., ქიმიურირეაგენტები) ის მნიშვნელოვანი კომპონენტებია, რომლებიცდიდწილად განსაზღვრავს წარმოებული პროდუქციისხარისხს და ღირებულებას. კონკურენტუნარიანიპროდუქციის გამოსაშვებად საწარმომ უნდა უზრუნველყოსმაღალი ხარისხის ნედლეულის მოხმარება და წარმოებისპროცესში ნედლეულის დანაკარგის მინიმუმამდე დაყვანა.

ნედლეულისა და მასალების არაეფექტური გამოყენების და დიდი დანაკარგებისშემთხვევაში საწარმო შემდეგი პრობლემების წინაშე დგება:

- იზრდება გამოშვებული პროდუქციის თვითღირებულება და მცირდება საწარმოსკონკურენტუნარიანობა;

- მწვავდება წარმოქმნილი ნარჩენების მართვა-განთავსების საკითხები და იზრდებაამისთვის საჭირო ხარჯები;

- იზრდება გარემოზე ზემოქმედება და მეტ ძალისხმევას მოითხოვს გარემოსდაცვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო მოთხოვნების დაკმაყოფილება.

ნედლეულის და მასალების კარგვას ადგილი შეიძლება ჰქონდეს საწარმოო ციკლისსხვადასხვა საფეხურზე, მათ შორის:

- ნედლეულის, მასალების და გამოშვებული პროდუქციის ტრანსპორტირებისას;

- ნედლეულის გადამუშავებისას;

- გამოშვებული პროდუქციის შეფუთვისას;

- ნედლეულის, მასალების და გამოშვებული პროდუქციის დასაწყობებისას დაშენახვისას.

ამიტომ, ნედლეულის/მასალის დანაკარგის მინიმუმამდე დასაყვანად საწარმოო პროცესისმთლიანი ციკლის შეფასება და ოპტიმიზაციაა საჭირო. ეს შეიძლება იყოსტრანსპორტირების, დასაწყობებისა და შენახვის პირობების ცვლილება, წარმოქმნილინარჩენების ხელმეორე გამოყენების ან გადამუშავების შესაძლებლობების გამოვლენა,საწარმოო პროცესების დახვეწა და სხვა.

Page 14: რესურსეფექტურიდასუფთა წარმოებაrecp.ge/wp-content/uploads/2017/04/RECP-Primer_Geo_31-01...გვერდი | 6 შესავალი

გვერდი | 14

ეფექტურად გამოყენებასთან ერთად მნიშვნელოვანია ნედლეულისა და მასალების,წარმოებული პროდუქციის და წარმოქმნილი ნარჩენების უსაფრთხოების საკითხიც.მეწარმეებმა ეს საკითხები ნედლეულისა და მასალების შერჩევისას უნდა გაითვალისწინონ,რათა მინიმუმამდე შეამცირონ უარყოფით ზემოქმედება გარემოზე, საწარმოს პერსონალზე,ადგილობრივ მოსახლეობაზე და პროდუქციის მომხმარებლებზე. ამასთან, სახიფათონარჩენების თავიდან არიდებით საწარმო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული ხარჯებისშემცირებასაც შესძლებს, რადგანაც სახიფათო ნარჩენების უსაფრთხოდ შეგროვება, შენახვადა განთავსება საწარმოს მნიშვნელოვანი თანხები უჯდება.

ნედლეულის და მასალების მოხმარების ოპტიმიზაციის ღონისძიებები

- ნედლეულის, მასალების და წარმოებული პროდუქციის ტრანსპორტირება და შენახვასათანადო პირობებში;

- ნედლეულის, მასალების და წარმოებული პროდუქციის მარაგების მართვა;

- საწარმოო ტექნოლოგიის შეცვლა;- საწარმოო პროცესების გაუმჯობესებული მართვა;

- პროდუქციის ან შეფუთვის სახეცვლილება;

- წარმოებული პროდუქციის ვარგისიანობის ვადის გაზრდა;

- მანქანა-დანადგარების რეგულარული ტექნიკური მომსახურება;- საწარმოო ნარჩენების ხელახალი გამოყენება, ან გადამუშავება;

- ნედლეულისა და მასალების მოხმარების მონიტორინგი;

- პერსონალის კვალიფიკაციის და ცნობიერების ამაღლება.

Page 15: რესურსეფექტურიდასუფთა წარმოებაrecp.ge/wp-content/uploads/2017/04/RECP-Primer_Geo_31-01...გვერდი | 6 შესავალი

გვერდი | 15

პრაქტიკული მაგალითი

კომპანია შპს QB Constructionსექტორი, ზომა დაადგილმდებარეობა

შპს QB Construction მცირე ზომის საწარმოა, რომელიც სამშენებლო მასალებს აწარმოებს. იგისპეციალიზებულია ქაფბეტონის ბლოკების წარმოებაზე. კომპანია განლაგებულია ქ.თბილისში, ხოლო პროდუქციის რეალიზაციას მთელი საქართველოს მასშტაბით ახდენს.საწარმოში დასაქმებულია ექვსი ადამიანი.

განხორციელებული საქმიანობა /ინიციატივა

QB Construction ქაფ-ბეტონის ბლოკების დასამზადებლად ცემენტს, ქვიშასა და მაქაფებელსიყენებს. ბლოკების დასამზადებლად ეს ნედლეულის ერთმანეთს ერევა, ყალიბებში ისხმება დაშემდგომ ბლოკებად იჭრება. საწარმოო პროცესის შეფასებით გამოვლინდა, რომ ბლოკებისსაჭრელად ხელნაკეთი დანადგარის გამოყენების შედეგად ნედლეულისა და სხვამოხმარებული რესურსების 5%-მდე იკარგება. ამიტომაც, დაჭრისას ბლოკების დაბზარვისალბათობის შესამცირებლად ახალი, ქარხნული წესით დამზადებული საჭრელი დანადგარისყიდვაა მიზანშეწონილი.

ეკონომიკურისარგებელი

კატეგორია აღწერა და დასაბუთება ხარჯების შემცირება პროდუქტიულობის ზრდა პროდუქციის ხარისხი ორგანიზაციული ეფექტურობა საქმიანობის ნებართვა

ახალი საჭრელი დანადგარის საშუალებითკომპანია შესძლებს პროდუქციის ხარისხისგაუმჯობესებას, გამოყენებული მასალებისგამოსავლიანობის გაზრდას 5%-ით დაწლიურად 20,000 ევროს დაზოგვას. შედეგად,გაიზრდება კომპანიის ორგანიზაციულიეფექტურობა და ფინანსური მდგრადობა.

სარგებელიგარემოს დაცვისკუთხით

ნედლეული & მასალები წყალი ენერგია ნარჩენები ჩამდინარე წყლები ატმოსფერული გაფრქვევები

ღონისძიების გატარებით წლიურად დაიზოგება135 ტ ცემენტი, 100 ტ ქვიშა, 90 მ3 წყალი და 600კვტ.სთ. ენერგია. ამასთან ერთად, კომპანია 90%-ით შეამცირებს მყარი ნარჩენების რაოდენობას,რაც წლიურად 500 ტ-ს შეადგენს. პროდუქციისერთეულზე გაფრქვეული ნახშირორჟანგისმოცულობა კი 10%-ით შემცირდება.

ტექნიკა მეურნეობის ეფექტურად გაძღოლა ნედლეულისა და მასალების ჩანაცვლება საწარმოო პროცესის გაუმჯობესებულიმართვა

აღჭურვილობის მოდიფიკაცია ტექნოლოგიის შეცვლა ნარჩენების მეორადი გამოყენება/გადამუშავება ადგილზე

სასარგებლო თანაური პროდუქტი პროდუქტის მოდიფიცირება

ბლოკის საჭრელი ახალი მანქანის შესაძენადკომპანიას 7,000 ევროს ინვესტიცია სჭირდება.ეს ღონისძიება კომპანიას მოხმარებულინედლეულისა და მასალების 5%-ის დაზოგვისსაშუალებას მისცემს, რაც მას წლიურად 20,000ევროს დაუზოგავს. ინვესტიციის უკუგებისპერიოდი მხოლოდ 4 თვეა. ამას გარდა,გაუმჯობესდება კომპანიის პროდუქციისხარისხი.

Page 16: რესურსეფექტურიდასუფთა წარმოებაrecp.ge/wp-content/uploads/2017/04/RECP-Primer_Geo_31-01...გვერდი | 6 შესავალი

გვერდი | 16

ნაწილი 2.3 წყალი

წყალი, განსაკუთრებით კი მტკნარი წყალი, ის რესურსია, რომელსაც მნიშვნელოვანიგავლენა აქვს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე. საქართველო წყლითმდიდარი ქვეყანაა და ქართულ საწარმოებს წყლის ხელმისაწვდომობის პრობლემა დღესნაკლებად აწუხებთ; თუმცა, ეს რესურსი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ერთნაირადხელმისაწვდომი არაა. წყლის რესურსების დიდი ნაწილი დასავლეთ სქართველოშიათავმოყრილი, ხოლო მასზე მოთხოვნა უფრო მაღალი აღმოსავლეთ საქართველოშია.ამასთან, წყლის რესურსების ხელმისაწვდომობაზე გავლენას დაბინძურებაც ახდენს.

წყლის რაციონალური გამოყენება მნიშვნელოვანია, რათათავიდან იქნას აცილებული:

წყლის რესურსების დეფიციტი დადაბინძურება;

უარყოფითი ზემოქმედება ეკოსისტემებზე;

ერთი მომხმარებლის მიერ წყლის უყაირათო ხარჯვამწყლით მომარაგების პრობლემა შეიძლება შეუქმნასსხვებს. წყლის არარაციონალური გამოყენება თავადარარაციონალურ მომხმარებელზეც უარყოფითად აისახება, რადგანაც მას ზედმეტ ხარჯადაწვება.

საქართველოში წყალმოხმარებასთან დაკავშირებული ხარჯები აქტუალურია მუნიციპალურწყალმომარაგების მქონე საწარმოებისათვის, რომლებიც ამავდროულად წყალს დიდირაოდენობით მოიხმარენ: რადგანაც მუნიციპალური წყალმომარაგების ტარიფი ბოლოათწლეულში ქვეყანაში შესამჩნევად გაიზარდა, ასეთი საწარმოები საკმაოდ დიდ თანხებსხარჯავენ ამ რესურსის გამოყენებისათვის.

საწარმოებს კი, რომლებსაც წყალმომარაგების საკუთარი წყარო (ჭაბურღილები) გააჩნიათ,წყლის ტარიფი გაცილებით დაბალი აქვთ და, ერთი შეხედვით, წყალმოხმარების შემცირებამათთვის ნაკლებად აქტუალური უნდა იყოს. თუმცა, ამ შემთხვევაში წყალმომარაგებისხარჯი მხოლოდ წყალზე დაწესებული ტარიფისგან როდი შედგება, არამედ მოიცავს:

წყლის ტუმბოების შეძენასა და ტექნიკურ მომსახურებაზე გაწეულ ხარჯებს;

წყლის ტუმბოების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯებს.

წყლის არარაციონალური გამოყენება განსაკუთებით მაღალ ფინანსურ დანაკარგს შეიძლებაუკავშირდებოდეს როგორც მუნიციპალური, ასევე საკუთარი წყალმომარაგების მქონესაწარმოებში, თუ წყლის კარგვა მისი დამუშავების, ან გაცხელების შემდეგ ხდება. ამშემთხვევაში, წყალზე გაწეულ ხარჯებს ემატება:

წყალგამწმენდი სისტემის ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურების ხარჯი;

Page 17: რესურსეფექტურიდასუფთა წარმოებაrecp.ge/wp-content/uploads/2017/04/RECP-Primer_Geo_31-01...გვერდი | 6 შესავალი

გვერდი | 17

მოხმარებული რეაგენტების ღირებულება;

ენერგომატარებლებზე გაწეული ხარჯები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, წყლის რაციონალური გამოყენებაყველა საწარმოსთვის შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი იყოს.წყალმომარაგებაზე გაწეული დანახარჯების ჩამონათვალიდანცხადია, რომ წყლის რაციონალური გამოყენების შემთხვევაშისაწარმოს შეუძლია შეამციროს:

წყლის გადასახადი;

ელექტროენერგიის გადასახადი;

საწვავის ხარჯი;

ტუმბოების შეძენასა და ტექნიკურ მომსახურებაზე გაწეულიხარჯები;

წყალგამწმენდი სისტემის ექსპლუატაციის და ტექნიკურ მომსახურების ხარჯები;

ქიმიკატების მოხმარება და მათზე გაწეული ხარჯი.

გრძელვადიან პერსპექტივაში, მეწარმეებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია წყლისრესურსების მდგრადი მოხმარების შედეგად მიღებული არაპირდაპირი სარგებელი.კერძოდ, თუ მეწარმეები რაციონალურად გამოიყენებენ წყალს, სამომავლოდ თავიდანაიცილებენ წყლის დეფიციტს და წყლის ტარიფის ზრდას.

წყლის მოხმარების ოპტიმიზაციის ღონისძიებები

- რეცხვის ტექნოლოგიის შეცვლა (მაგალითად, წნევით რეცხვის უზრუნველყოფა);- მშრალად დასუფთავება;

- წყლის რეცირკულაცია, მათ შორის ერთი საწარმოო პროცესის ჩამდინარე წყლის გამოყენებასხვა საწარმოო პროცესისთვის, თუკი ამისი შესაძლებლობა არსებობს;

- ტექნოლოგიური პროცესის დახვეწა;- წყალმომარაგების სისტემის დროული ტექნიკური მომსახურება და გამართულობის

უზრუნველყოფა;

- წყალმოხმარების მონიტორინგი და გამოვლენილი დანაკარგების დროული აღმოფხვრა;

- პერსონალის კვალიფიკაციის და ცნობიერების ამაღლება წყლის დაზოგვის ღონისძიებებთანდაკავშირებით.

Page 18: რესურსეფექტურიდასუფთა წარმოებაrecp.ge/wp-content/uploads/2017/04/RECP-Primer_Geo_31-01...გვერდი | 6 შესავალი

გვერდი | 18

პრაქტიკული მაგალითი

კომპანია სს „კულა“სექტორი, ზომა დაადგილმდებარეობა

კომპანია დაარსდა 2009 წელს, არსებული საკონსერვო ქარხნის ბაზაზე. იგი განლაგებულია ქ.გორში. „კულა“ წვენებსა და კონსერვებს აწარმოებს, რისთვისაც ადგილობრივ, ეკოლოგიურადსუფთა ხილსა და ბოსტნეულს იყენებს. მის ასორტიმენტში 200-ამდე პროდუქციაა.

განხორციელებულისაქმიანობა /ინიციატივა

„კულა“-ში წყალი მოიხმარება ნედლეულისა და ტარის გასარეცხად, ასევე საწარმოს შენობებისადა მანქანა-დანადგარების რეცხვა-სანიტარიზაციისათვის. კომპანიის წლიური წყალმოხმარებადაახლ. 12,500 მ3-ს შეადგენს, რაც არც თუ დიდი მაჩვენებელია. თუმცა, საწარმოსრესურსეფექტური და სუფთა წარმოების კუთხით შეფასებისას გამოვლინდა, რომ პროდუქციისერთეულის გამოსაშვებად დიდი მოცულობის წყალი იხარჯება. წყალმოხმარებისშესამცირებლად კომპანიისთვის რამდენიმე მარტივი ღონისძიება იქნა შემუშავებული.

ეკონომიკურისარგებელი

კატეგორია აღწერა და დასაბუთება ხარჯების შემცირება პროდუქტიულობის ზრდა პროდუქციის ხარისხი ორგანიზაციული ეფექტურობა საქმიანობის ნებართვა

წყლის რესურსების დასაზოგად კომპანიას დაახლ. 2,000ევროს ინვესტიცია სჭირდება, რის შედეგადაც იგიწლიურად 600 ევროს დაზოგავს. ამ ღონისძიებისუკუგების პერიოდი 3.3 წელს შეადგენს.

სარგებელი გარემოსდაცვის კუთხით

ნედლეული & მასალები წყალი ენერგია ნარჩენები ჩამდინარე წყლები ატმოსფერული გაფრქვევები

შეთავაზებული ღონისძიება საწარმოს საშუალებას მისცემსწყალმოხმარება წლიურად დაახლ. 3,000 მ3-ითშეამციროს. დაახლოებით ამდენითვე შემცირდებასაწარმოს მიერ წარმოქმნილი ჩამდინარე წყლებიც.

ტექნიკა მეურნეობის ეფექტურადგაძღოლა

ნედლეულის & მასალებისჩანაცვლება

საწარმოო პროცესისგაუმჯობესებული მართვა

აღჭურვილობის მოდიფიკაცია ტექნოლოგიის შეცვლა ნარჩენების მეორადი გამოყენება/გადამუშავება ადგილზე

სასარგებლო თანაურიპროდუქტი

პროდუქტის მოდიფიცირება

საწარმოს შეფასებისას აღმოჩნდა, რომ წყალდამზოგიტექნოლოგიების გამოყენების საშუალებითწყალმოხმოხმარების მნიშვნელოვნად შემცირებააშესაძლებელი. კერძოდ კი, წყლის დამზოგი ონკანებისა დამილებზე წნევით რეცხვის საცმების დაყენებით კომპანიაწყლის ხარჯს დაახლოებით 25%-ით შეამცირებს.

Page 19: რესურსეფექტურიდასუფთა წარმოებაrecp.ge/wp-content/uploads/2017/04/RECP-Primer_Geo_31-01...გვერდი | 6 შესავალი

გვერდი | 19

ნაწილი 2.4ენერგია

საქართველო არ არის ენერგორესურსებით მდიდარი ქვეყანა. ქვეყანაში ენერგომომარაგებისსაკუთარ წყაროს ძირითადად ჰიდროენერგეტიკა წარმოადგენს; ენერგომატარებლების დიდინაწილი იმპორტირებულია. მიუხედავად ენერგორესურსების სიმცირისა, საქართველოს მშპ-ის ენერგოტევადობა დასავლეთის ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებელს 2-2.5-ჯერაღემატება1,2. ენერგიის დიდი დანახარჯი ამწვავებს ჩვენს ქვეყანაში ენერგორესურსებისხელმისაწვდომობის საკითხს. ამასთან, ენერგოეფექტურობის დაბალი მაჩვენებელიგარემოზე წნეხის გაზრდას იწვევს.

ქართულ საწარმოებში ენერგოდანაკარგების გამომწვევიმიზეზებია:

- მოძველებული შენობა-ნაგებობები და მანქანა-დანადგარები, რომელთა პარამეტრებიც (ზომა,წარმადობა) ხშირად აღემატება კონკრეტული საწარმოსსაჭიროებებს;

- ცივი და ცხელი სისტემების ცუდი თბოიზოლაცია, ანიზოლაციის საერთოდ არქონა;

- მანქანა-დანადგარების ავტომატიზებული მართვისსისტემების არქონა;

- მანქანა-დანადგარების გამოყენება არასრულიდატვირთვით;

- საწარმოო პროცესების არასათანადოდ მართვა.

ენერგოეფექტურობის გაზრდა მნიშვნელოვანია როგორც საწარმოო სექტორისთვის, ასევემთლიანად ქვეყნისთვის. ენერგოეფექტურობის დაბალი მაჩვენებლის გათვალისწინებით,საქართველოში და მათ შორის ინდუსტრიულ სექტორში არსებობს ენერგოეფექტურობისზრდის დიდი პოტენციალი. საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევებისმიხედვით, ენერგოდამზოგი ღონისძიებების განხორციელების შემთხვევაში, ქვეყანაშიშეიძლება ენერგიის 20%-ის დაზოგვა, კერძოდ კი დაახლ. 1 ტერავტსთ ელექტროენერგიის,250 მლნ. მ3 ბუნებრივი აირისა და 1 მლნ. მ3 შეშის ეკონომია3. ამასთან, ქართულსაწარმოებში ენერგიის 5%-იდან 15%-მდე შეიძლება დაიზოგოს კაპიტალდაბანდებისგარეშე, ან დაბალი ღირებულების ღონისძიებებით, რომელთა განხორციელებითაცინდუსტრიული სექტორი დაზოგავს 18-54 მლნ. ევროს. საშუალო და დიდხარჯიანი

1 საქართველოს ეროვნული მოხსენება გარემოს მდგომარეობის შესახებ, 2007-20092 UNECE, Environmental Performance Reviews – Georgia, third review, 20163 UNECE, Environmental Performance Reviews – Georgia, third review, 2016

Page 20: რესურსეფექტურიდასუფთა წარმოებაrecp.ge/wp-content/uploads/2017/04/RECP-Primer_Geo_31-01...გვერდი | 6 შესავალი

გვერდი | 20

ღონისძიებების გატარების შემთხვევაში, საწარმოო სექტორში შესაძლებელია მოხმარებულიენერგიის 15-30% დაზოგვა, რაც 54-108 მლნ. ევროს დაუზოგავს მეწარმეებს4.

ასეთი შესაძლებლობა ნათლად გამოჩნდა UNIDO-ს „რესურსეფექტური და სუფთა წარმოებისსადემონსტრაციო პროექტის“ ფარგლებში 2014-1015 წლებში შეფასებული 18 საწარმოსმაგალითზე. შეფასებებმა გვიჩვენა, რომ ფაქტიურად თვრამეტივე საწარმოს ჰქონდაენერგიის დაზოგვის მნიშვნელოვანი პოტენციალი და სხვადასხვა ღონისძიებებითშესაძლებელი იყო მათი ენერგოეფექტურობის გაზრდა 5-50%-ით.

ენერგოეფექტურობის გაზრდა საწარმოებს გარემოსდაცვითიმაჩვენებლების გაუმჯობესების საშუალებასაც მისცემს.კერძოდ, საწარმოები შეძლებენ შეამცირონ წვისპროდუქტების, მათ შორის სათბურის აირების გაფრქვევაატმოსფერულ ჰაერში.

საქართველოში მოქმედი საერთაშორისო საფინანსოინსტიტუტების ნაწილს გააჩნია ენერგოეფექტურობისხელშემწყობი მიზნობრივი საკრედიტო სქემა, რომელიცმეწარმეებს შედარებით დაბალპროცენტიან სესხებსსთავაზობს და საწარმოებში ენერგოეფექტურიღონისძიებების განხორციელებას უწყობს ხელს. ასეთი ტიპის ინიციატივებიდან უნდააღინიშნოს ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) პროგრამა„ენერგოკრედიტი“, რომლის მიზანია მდგრადი ენერგო პროექტების ხელშეწყობა კავკასიაშიდა მათ შორის საქართველოში. მის განხორციელებაში ჩართულია რიგი ბანკებისა, მათშორის „საქართველოს ბანკი“, „თიბისი ბანკი“, „ბანკი რესპუბლიკა“, „ბაზისბანკი“, „ვითიბიბანკი“ და ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედო“. ამას გარდა, „პროკრედიტ ბანკს“გააჩნია ეკო-კრედიტი, რომელიც იგივე მიზანს ემსახურება.

4 Markus Johannesson, Policies for RECP and CP in the Georgian Industry: Policy Scenario built on an ex-ante policyevaluation of the Georgian system for environmental protection, IIIEE Theses 2013:19, Lund, Sweden, September2013

ენერგიის მოხმარების ოპტიმიზაციის ღონისძიებები

- მანქანა-დანადგარების (მაგ, ტუმბოებისა და ძრავების) ექსპლუატაციის რეჟიმისოპტიმიზაცია და ავტომატური მართვის სისტემით აღჭურვა;

- ენერგოეფექტური დანადგარების გამოყენება;

- მანქანა-დანადგარების რეგულარული ტექნიკური მომსახურება;

- საწარმოო პროცესების კონტროლის გაუმჯობესება;- შენობა-ნაგებობების და ცხელი/ცივი სისტემების თბოიზოლაციის უზრუნველყოფა;

- ენერგოდანადგარების (წყლის ბოილერები, ორთქლის გენერატორები, მილსადენები)რეგულარული ტექნიკური მომსახურეობა და გამართულობის უზრუნველყოფა;

- ენერგიის წყაროს განთავსება ენერგომომხმარებელების მახლობლად;- ნარჩენი სითბოს გამოყენება, მაგ, თბომცვლელების მონტაჟი.

- წყლის და ნედლეულის დანაკარგის თავიდან აცილება

- პერსონალის კვალიფიკაციის და ცნობიერების ამაღლება ენერგიის დაზოგვის საკითხებზე

-

Page 21: რესურსეფექტურიდასუფთა წარმოებაrecp.ge/wp-content/uploads/2017/04/RECP-Primer_Geo_31-01...გვერდი | 6 შესავალი

გვერდი | 21

პრაქტიკული მაგალითი

კომპანია თბილისის საგზაო კომპანიის #1 ასფალტის ქარხანასექტორი, ზომა დაადგილმდებარეობა

კომპანიის #1 ასფალტის ქარხანა განლაგებულია ქ. თბილისის ფონიჭალის დასახლებაში.ქარხანა აწარმოება მსხვილ და წვრილმარცვლოვან ასფალტბეტონს, რომელიც გზებისმშენებლობაში გამოიყენება. ქარხნის წარმადობაა 120 ტონა ასფალტი საათში, ხოლო წლიურიწარმოება 75,000 ტონა. მასში დასაქმებულია 38 ადამიანი.

განხორციელებულისაქმიანობა /ინიციატივა

ასფალტბეტონის წარმოებისთვის საჭირო ნედლეულია: ქვიშა, ხრეში, ბიტუმი დამინერალური ფხვნილი. ამას გარდა, საწარმოში მოიხმარენ ბუნებრივ აირს, დიზელის საწვავსდა ელექტროენერგიას, რაც ინერტული მასალის შრობაზე, ბიტუმის გაცხელებაზე და მანქანა-დანადგარების ოპერირებაზე იხარჯება.

საწარმოს შეფასებისას გამოჩნდა, რომ ასფალტის ქარხნის ენერგოეფექტურობის მაჩვენებელიდაბალია და მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სხვადასხვა ღონისძიებების გატარებააშესაძლებელი. მათ შორის შესაძლებელია მეურნეობის მართვის გაუმჯობესება, რაც საწარმოსინერტული მასალის შრობაზე მოხმარებული ენერგიის 30%-ს დაუზოგავს.

ეკონომიკურისარგებელი

კატეგორია აღწერა და დასაბუთება ხარჯების შემცირება პროდუქტიულობის ზრდა პროდუქციის ხარისხი ორგანიზაციული ეფექტურობა საქმიანობის ნებართვა

მეურნეობის მართვის გაუმჯობესების კუთხითრეკომენდირებული ღონისძიება 3,000 ევროსსაჭიროებს, რაც კომპანიას წლიურად 10,500 ევროსდაუზოგავს. ამ ინვესტიციის უკუგების პერიოდი3-4 თვეს შეადგენს.

სარგებელი გარემოსდაცვის კუთხით

ნედლეული & მასალები წყალი ენერგია ნარჩენები ჩამდინარე წყლები ატმოსფერული გაფრქვევები

რეკომენდირებული ღონისძიება კომპანიასწლიურად 32,000 მ3 ბუნებრივი აირს დაუზოგავსდა CO2-ის გაფრქვევას 70 ტონით შეუმცირებს.

ტექნიკა მეურნეობის ეფექტურად გაძღოლა ნედლეულისა და მასალებისჩანაცვლება

საწარმოო პროცესისგაუმჯობესებული მართვა

აღჭურვილობის მოდიფიკაცია ტექნოლოგიის შეცვლა ნარჩენების მეორადი გამოყენება/გადამუშავება ადგილზე

სასარგებლო თანაური პროდუქტი პროდუქტის მოდიფიცირება

საწარმოს შეფასებისას ყურადღება გამახვილდა იმფაქტზე, რომ ინერტული მასალა ღია ცის ქვეშინახება და წვიმიან ამინდებში სველდება. ამისგამო, ასფალტის ნარევის მომზადებისას სველინედლეულის გაშრობა-გაცხელებაზე დაახლოებით30%-ით მეტი ენერგია იხარჯება. პრობლემისმოსაგვარებლად საწარმოში შესაძლებელია ისეთმარტივი ღონისძიების გატარება, როგორიცააწვიმიან ამინდებში ინერტული მასალისსანაყაროების გადახურვა წყალგაუმტარი საფარით.

Page 22: რესურსეფექტურიდასუფთა წარმოებაrecp.ge/wp-content/uploads/2017/04/RECP-Primer_Geo_31-01...გვერდი | 6 შესავალი

გვერდი | 22

ნაწილი 2.5 ნარჩენები

ერთის მხრივ, ნარჩენები იმ ნედლეულისა დამასალების დანაკარგია, რომლის პროდუქციადგარდაქმნაც საწარმომ ვერ მოახერხა. მეორეს მხრივ კი,ნარჩენები საწარმოსთვის თავის ტკივილია, რადგანაცმართვას და უსაფრთხოდ განთავსებას საჭიროებსგარემოს დაბინძურების, მოსახლეობასა და საწარმოსმუშახელზე მავნე ზემოქმედების, ასევეკანონმდებლობასთან შეუსაბამობის თავიდანასაცილებლად.

ნარჩენები მეწარმეებს საკმაოდ ძვირი უჯდებათ, რადგანაც მათი ღირებულებანედლეულზე, მანქანა-დანადგარებზე, მუშახელსა და ნარჩენების მართვა-განთავსებაზეგაწეულ დანახარჯებს მოიცავს. ამიტომ, მეწარმის ინტერესშია, რომ ნარჩენები მინიმუმამდეშეამციროს.

დღეს საქართველოში ნარჩენების მართვა მაღალი სტანდარტით არ გამოირჩევა. თუმცა,ქვეყნის განვითარებასთან ერთად ამ საკითხისადმი მიდგომაც იცვლება და მოთხოვნებიცმკაცრდება. სულ ახლახან საქართველომ ნარჩენების მართვის ახალი კოდექსი და ნარჩენებისკლასიფიკაციის ახალი ნუსხა მიიღო, რომლებიც ევროკავშირის მოთხოვნებთანაამიახლოებული. ამას გარდა, ქვეყანაში ღონისძიებები ტარდება ნაგავსაყრელების მართვისმიმართულებით, რაც დროთა განმავლობაში გაამკაცრებს ნარჩენების განთავსებისპირობებს. ახალი კანონმდებლობა და ქვეყანაში ნარჩენების მართვის გაუმჯობესებისკუთხით მიმდინარე პროცესები გაზრდის ნარჩენების მართვის საკითხის აქტუალობასინდუსტრიული სექტორისთვის.

ნარჩენების მთლიანად თავიდან აცილება შეუძლებელია. თუმცა, არსებობს ფაქტორები,რომლებიც განაპირობებს რესურსების დიდ დანაკარგს და მათ ნარჩენებად გარდაქმნას.ესენია:

- უხარისხო, ან არასათანადო ნედლეულის შერჩევა;

- ნედლეულის, მასალების და პროდუქციის ტრანსპორტირების,შენახვის, გადატვირთვის არასათანადო პირობები;

- საწარმოო პროცესების არასათანადოდ მართვა;

- საწარმოო ხაზების და მანქანა-დანადგარების გაუმართაობა, ანცუდი დიზაინი;

- მუშახელის უყურადღებობა და სხვა.

ნარჩენების მინიმუმამდე შესამცირებლად საწარმომ უნდა გამოავლინოს და აღმოფხვრასასეთი პრობლემები.

Page 23: რესურსეფექტურიდასუფთა წარმოებაrecp.ge/wp-content/uploads/2017/04/RECP-Primer_Geo_31-01...გვერდი | 6 შესავალი

გვერდი | 23

ევროკავშირის მიერ განხორციელებული სუფთა წარმოების პროექტების შედეგებისმიხედვით, ნარჩენების 20%-ით შემცირება ნულოვანი დანახარჯებითაა შესაძლებელი;ნარჩენების შემდგომი 10-20%-ით შემცირება შესაძლებელია მეტ-ნაკლებად მცირედანახარჯებით, რომლის უკუგების პერიოდიც ერთიდან სამ წლამდე შეიძლება იყოს5.

ასეთი შედეგები ყველა საწარმოსთვის მომხიბლავი შეიძლება იყოს. თანაც, ნარჩენებისშემცირება შემოსავლების გარდა საწარმოს გარემოსდაცვით მაჩვენებლებს გააუმჯობესებს.

5 United Nations Economic Commission for Europe. Environmental Performance Reviews: Georgia, Second Review,United Nations, New York and Geneva, 2010

ნარჩენების შემამცირებელი ღონისძიებები

- ნედლეულის სწორად შერჩევა;

- საწარმოო პროცესების და სამეურნეო საქმიანობის მართვის გაუმჯობესება;

- წარმოქმნილი ნარჩენების ხელმეორედ გამოყენება, ან გადამუშავება;- ნარჩენების სეპარირებული შეგროვება, რათა შესაძლებელი იყოს მათი ხელმეორე

გამოყენება, ან გადამუშავება;

- ორგანული ნარჩენების კომპოსტირება;

- ნარჩენების საწვავად გამოყენება;- პერსონალის კვალიფიკაციის და ცნობიერების ამაღლება ნარჩენების თავიდან აცილებისა და

შემცირების ღონისძიებებთან დაკავშირებით.

Page 24: რესურსეფექტურიდასუფთა წარმოებაrecp.ge/wp-content/uploads/2017/04/RECP-Primer_Geo_31-01...გვერდი | 6 შესავალი

გვერდი | 24

პრაქტიკული მაგალითი

კომპანია სს „ქინძმარაულის კორპორაცია“სექტორი, ზომა დაადგილმდებარეობა

კომპანია საქართველოში ერთ-ერთი ცნობილი ღვინის მწარმოებელია. იგიგანლაგებულია ქ. ყვარელში, კახეთის რეგიონის, რომელიც მეღვინეობითააგანთქმული. სს ქინძმარაული 15-მდე სახეობის ღვინოს უშვებს, რომელიც იყიდებაროგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე ექსპორტზე გააქვთ. კომპანია წლიურად 5მლნ. ლიტრ ღვინოს აწარმოებს.

განხორციელებულისაქმიანობა / ინიციატივა

ღვინის დასამზადებლად კომპანია იყენებს სხვადასხვა ჯიშის ყურძენს, რომლებიცკახეთის რეგიონში მოჰყავთ. ღვინის დასამზადებლად ყურძენს წურავენ, რისშედეგადაც კომპანიაში 950 ტ-მდე ჩენჩო წარმოიქმნება. ამ ორგანული ნარჩენებისნაწილი კომპანიას საკუთარ ვენახებში გააქვს ნიადაგის გასამდიდრებად, ნაწილიადგილობრივ მოსახლეობას მიაქვს, ხოლო ნაწილიც მუნიციპალურ ნაგავსაყრელზეხვდება. ნაგავსაყრელზე გასატანი ნარჩენების შემცირების მიზნით კომპანიასორგანული ნარჩენების დაკომპოსტება შეუძლია.

ეკონომიკური სარგებელი კატეგორია აღწერა და დასაბუთება ხარჯების შემცირება პროდუქტიულობის ზრდა პროდუქციის ხარისხი ორგანიზაციული ეფექტურობა საქმიანობის ნებართვა

ყურძნის ჩენჩო ორგანული ნარჩენია, რომელიცშეიძლება დაკომპოსტების გზით თანაურპროდუქტად, კერძოდ კი ორგანულ სასუქადგადაიქცეს. საკომპოსტე ორმოს მოსაწყობადდაახლ. 5,000 ევროა საჭირო, ხოლო მიღებულისასუქის საბაზრო ღირებულება დაახლ. 3,200ევრო იქნება და კომპანია 1.5 წელიწადშიამოიღებს დანახარჯს.

სარგებელი გარემოსდაცვის კუთხით

ნედლეული & მასალები წყალი ენერგია ნარჩენები ჩამდინარე წყლები ატმოსფერული გაფრქვევები

რეკომენდირებული ღონისძიების შედეგადკომპანია შეძლებს ნარჩენები 85%-ითშეამციროს. ამასთან, საჭირო აღარ იქნებაორგანული ნარჩენების გატანა მუნიციპალურნაგავსაყრელზე.

ტექნიკა მეურნეობის ეფექტურადგაძღოლა

ნედლეულისა და მასალებისჩანაცვლება

საწარმოო პროცესისგაუმჯობესებული მართვა

აღჭურვილობის მოდიფიკაცია ტექნოლოგიის შეცვლა ნარჩენების მეორადიგამოყენება/ გადამუშავებაადგილზე

სასარგებლო თანაურიპროდუქტი

პროდუქტის მოდიფიცირება

კომპანია ყურძნის ჩენჩოს ნაწილს ვენახებისგასანოყიერებლად იყენებს. თუმცა, ორგანულინარჩენებს ამ სახით დაბალი ღირებულებაგააჩნია. კომპოსტირების შემთხვევაში მიიღებამაღალღირებული სასუქი, რომლისგამოყენებაც რეალურად გაზრდის ვენახისმოსავლიანობას. კომპანიას ასევე შეეძლება,რომ ჭარბი რაოდენობის კომპოსტიადგილობრივ ბაზარზე გაიტანოს გასაყიდად.

Page 25: რესურსეფექტურიდასუფთა წარმოებაrecp.ge/wp-content/uploads/2017/04/RECP-Primer_Geo_31-01...გვერდი | 6 შესავალი

გვერდი | 25

ნაწილი 2.6 ატმოსფერული გაფრქვევები

პრაქტიკულად ყველა საწარმოს საქმიანობას ახლავს ამათუ იმ მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა ატმოსფერულჰაერში. დამაბინძურებლების მოცულობა და სახედამოკიდებულია კონკრეტულ ქარხანაში მიმდინარესაწარმოო პროცესებსა და სამეურნეო საქმიანობაზე.გაფრქვევების წყარო შეიძლება იყოს საწვავის მოხმარება,ნაყარი მასალები, მარაგში არსებული ქიმიური მასალები,საწარმოო პროცესები, სამეურნეო საქმიანობა, შენობა-ნაგებობების ვენტილაცია და სხვა.

ატმოსფერული გაფრქვევები ჩვენს ქვეყანაში კანონმდებლობით რეგულირდება. საწარმოებივალდებულნი არიან დაიცვან ჰაერის ხარისხობრივი ნორმები, რათა თავიდან იქნასაცილებული გარემოს დაბინძურება და მუშახელისა და ადგილობრივი მოსახლეობისჯანმრთელობაზე ზემოქმედება. ცალკე უნდა აღინიშნოს სათბურის აირების, მათ შორისნახშირორჟანგის ემისია, რასაც კლიმატის გლობალურ ცვლილებაში შეაქვს წვლილი.

ჰაერის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად და საკანონმდებლო მოთხოვნებისდასაკმაყოფილებლად საწარმოებს გარკვეული ღონისძიებების გატარება უხდებათ.მაგალითად, საწარმოს შესაძლოა დასჭირდეს ჰაერის ფილტრები, მაღალი საკვამლე მილი,ნაყარი მასალების გადახურვა, ქიმიკატების საცავში სავენტილაციო სისტემის მოწყობა დასხვა.

ატმოსფერული გაფრქვევების მოცულობა მჭიდრო კავშირშია რესურსების - ნედლეულის,ენერგიის და წყლის ეფექტურ მოხმარებასთან. რაც უფრო დაბალია რესურსების მოხმარებისეფექტურობა, მით მეტ მავნე ნივთიერებას გააფრქვევს საწარმო ჰაერში. მაგალითად, თუსაწარმოს ბუნებრივ აირზე, ან თხევად საწვავზე მომუშავე ბოილერიდაბალი ენერგოეფექტურობით ხასიათდება, წყლის გასაცხელებლადმას უფრო მეტი საწვავი სჭირდება და ჰაერშიც მეტი მოცულობის ნამწვიაირები გაიფრქვევა; ცხელი წყლის დანაკარგი წყლის გაცხელებაზემოხმარებული საწვავის რაოდენობას და შესაბამისად, ატმოსფერულგაფრქვევებს ზრდის; და სხვა.

ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა საწარმომ შეიძლაბა ბოლომდევერ აღმოფხვრის. თუმცა, რესურსდამზოგი ღონისძიებები გატარებითშეიძლება მინიმუმამდე შეამციროს ეს მაჩვენებელი. ატმოსფერულიგაფრქვევების მინიმუმამდე დაყვანა საწარმოს ჰაერის დაბინძურებისთავიდან აცილებისა და ჰაერის ხარისხობრივი ნორმების დაცვასთანდაკავშირებულ ხარჯებს შეუმცირებს. მაგალითად, ბოილერის წვისსისტემის ოპტიმიზაცია, ან ნამწვი აირების სითბოს უტილიზაციამოხმარებული საწვავის მოცულობის შემცირებას იძლევა და საწარმოსშეიძლება თავიდან ააცილოს მაღლი საკვამლე მილის მოწყობის, ანდიდი წარმადობის ჰაერის ფილტრების გამოყენების საჭიროება.

Page 26: რესურსეფექტურიდასუფთა წარმოებაrecp.ge/wp-content/uploads/2017/04/RECP-Primer_Geo_31-01...გვერდი | 6 შესავალი

გვერდი | 26

ატმოსფერული გაფრქვევების შემცირების ღონისძიებები

- ენერგოეფექტურობის გაზრდა, მათ შორის წვის პროცესის ოპტიმიზაცია, ნამწვიაირების/ნამუშევარი ორთქლის ენერგიის გამოყენება;

- ისეთი ენერგომატარებლების გამოყენება, რომელთაც ნაკლები, ან ნაკლებად მავნეატმოსფერული გაფრქვევები აქვს;

- მანაქანა-დანადგარების რეგულარული ტექნიკური მომსახურება;- საწარმოო პროცესების მართვის გაუმჯობესება;

- ქიმიკატებისთვის ჰერმეტული კონტეინერების უზრუნველყოფა;

- ნაყარი მასალების დაცვა ქარისა და ატმოსფერული ნალექებისგან;

- პერსონალის კვალიფიკაციის და ცნობიერების ამაღლება მანქანა-დანადგარებისა დამასალების/ ქიმიური ნივთიერებების სათანადოდ მოხმარებასთან დაკავშირებით.

Page 27: რესურსეფექტურიდასუფთა წარმოებაrecp.ge/wp-content/uploads/2017/04/RECP-Primer_Geo_31-01...გვერდი | 6 შესავალი

გვერდი | 27

პრაქტიკული მაგალითი

კომპანია შპს „MnChemical Georgia“სექტორი, ზომა დაადგილმდებარეობა

კომპანია განთავსებულია ქ. რუსთავის ინდუსტრიულ ზონაში. მისი ძირითადი საქმიანობაასაკვები დანამატებისთვის მანგანუმის ოქსიდის (MnO) წარმოება. ამას გარდა, საწარმო უშვებსბუნებრივ მანგანუმის დიოქსიდსაც (MnO2). ქარხანა წლიურად 12,000 ტონა მანგანუმისმადნის კონცენტრატს გადაამუშავებს, რისგანაც წლიურად დაახლოებით 9,000 ტონა MnO-სადა 150 ტონა MnO2–ს უშვებს. პროდუქცია ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებში მიდისექსპორტზე. კომპანიაში 50 კაცია დასაქმებული.

განხორციელებულისაქმიანობა /ინიციატივა

ქარხანაში მიმდინარე ძირითადი საწარმოო პროცესებია მანგანუმის მადნის კონცენტრატისშრობა, დაფქვა, აღდგენა, გაცრა და დაფასოება. ამ პროცესების დიდი ნაწილიენერგოტევადია, ხოლო დაბალი ეფექტურობის გამოისობით ენერგიის მოხმარება კიდევუფრო იზრდება. ამიტომაც, საწარმოში ენერგიის დაზოგვის დიდი პოტენციალი არსებობს.ერთ-ერთი ასეთი შესაძლებლობა მანგანუმის აღმდგენი ღუმელის ნამწვი აირების ნარჩენისითბოს გამოყენებაა, რაც ქარხანაში ბუნებრივი აირის მოხმარებას 11%-ით შეამცირებს.

ეკონომიკურისარგებელი

კატეგორია აღწერა და დასაბუთება ხარჯების შემცირება პროდუქტიულობის ზრდა პროდუქციის ხარისხი ორგანიზაციულიეფექტურობა

საქმიანობის ნებართვა

შემუშავებული ღონისძიების ღირებულება 8,000 ევროსშეადგენს, ხოლო მისი განხორციელების შემთხვევაშიკომპანია ბუნებრივ აირზე წლიურად 65,600 ევროსდაზოგავს და სულ რაღაც 1.5 თვეში შესძლებსდახარჯული თანხების ამოღებას.

სარგებელი გარემოსდაცვის კუთხით

ნედლეული & მასალები წყალი ენერგია ნარჩენებიჩამდინარე წყლები

ატმოსფერული გაფრქვევები

აღმდგენი ღუმელის ნამწვი აირების ნარჩენი სითბოსგამოყენება საწარმოს წლიურად 192,000 მ3 ბუნებრივ აირსდააზოგვინებს და CO2-ის პირდაპირ ემისიას ემისიას 330ტონით შეუმცირებს.

ტექნიკა მეურნეობის ეფექტურადგაძღოლა

ნედლეულისა და მასალებისჩანაცვლება

საწარმოო პროცესისგაუმჯობესებული მართვა

აღჭურვილობისმოდიფიკაცია

ტექნოლოგიის შეცვლა ნარჩენების მეორადიგამოყენება/ გადამუშავებაადგილზე

სასარგებლო თანაურიპროდუქტი

პროდუქტის მოდიფიცირება

მანგანუმის აღმდგენი ღუმელის წვის კამერაშიტემპერატურა 990°C-ს აღწევს და მისი საკვამლე მილიდანმაღალი ტემპერატურის წვის პროდუქტები გაიფრქვევაჰაერში. რესურსეფექტური და სუფთა წარმოების კუთხითშეფასებამ გამოავლინა, რომ ნამწვი აირების ნარჩენისითბოს გამოყენება შესაძლებელია მანგანუმისკონცენტრატის შრობისთვის, რაც ამ მიზნით ბუნებრივიაირის მოხმარებას მნიშვნელოვნად შეამცირებს. ასეთიშედეგის მისაღწევად საწარმოში უნდა შეიცვალოსტექნოლოგიური სქემა, კერძოდ კი საჭიროა მილსადენისმოწყობა, რომელიც ღუმელის საკვამლე მილიდან გამოსულნამწვ აირებს მადნის საშრობ დოლს მიაწოდებს.

Page 28: რესურსეფექტურიდასუფთა წარმოებაrecp.ge/wp-content/uploads/2017/04/RECP-Primer_Geo_31-01...გვერდი | 6 შესავალი

გვერდი | 28

ნაწილი 2.7ჩამდინარე წყლები

ჩამდინარე წყლების წარმოქმნა საწარმოებში დაკავშირებულიაისეთ საქმიანობასთან, როგორიცაა ნედლეულის თუშუალედური პროდუქტის რეცხვა და დამუშავება, საწარმოოხაზების და სათავსოების რეცხვა და სანიტარიზაცია, წყლისსამეურნეო მიზნით მოხმარება და სხვა. საერთაშორისოდმიღებული პრაქტიკის მიხედვით, გარემოში ან მუნიციპალურსაკანალიზაციო სისტემაში წყალჩაშვებამდე ჩამდინარე წყლებიუნდა გაიწმინდოს დადგენილ ნორმებამდე, რათა:

თავიდან იქნას აცილებული წყლის რესურსების დაზოგადად გარემოს დაბინძურება;

მწყობრიდან არ გამოვიდეს მუნიციპალური წყალგამწმენდი ნაგებობები.

ჩამდინარე წყლები ნიშნავს წყლის რესურსის და იმ მასალების დანაკარგს, რომლებიცდამაბინძურებლების სახით ხვდება მასში. ეს დანაკარგი მნიშვნელოვნად იზრდება, თუ:

წყალმომარაგების სისტემა (მილები, ონკანები) დაზიანებულია და წყალი იღვრება;

რეცხვა-სანიტარიზაციის აღჭურვილობა წყლის ეფექტურად მოხმარებაზე არააგათვლილი;

რეცხვის პროცესი არ კონტროლდება და სხვა.

ჩამდინარე წყლების წმენდა დანახარჯებს მოითხოვს, რომელიც მათ მოცულობასა დადაბინძურების ხარისხზეა დამოკიდებული. ამიტომაც, საწარმოების ინტერესშია შეამციროსროგორც ჩამდინარე წყლების მოცულობა, ასევე დაბინძურების ხარისხი, რაც მათსაშუალებას მისცემს:

შეამცირონ წყლის და ელექტროენერგიის დანაკარგი;

დაზოგონ რეცხვა-სანიტარიზაციისთვის გამოყენებული ქიმიკატები;

შეამცირონ ჩამდინარე წყლების წმენდის ხარჯი, როდესაც წყალგამწმენდ ნაგებობებსამუშავებენ;

შეამცირონ გარემოს დაბინძურების, საკანონმდებლო მოთხოვნებთან შეუსაბამობისდა დაჯარიმების რისკები.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს რამდენიმე დიდი ქალაქისთვის იგეგმება თანამედროვემუნიციპალური წყალგამწმენდი ნაგებობების მოწყობა. ამ პროექტების განხორციელებისშემდეგ საკანალიზაციო სისტემაში წყალჩაშვებამდე საწარმოებს ჩამდინარე წყლებისგაწმენდა მოუწევთ, რათა ხელი არ შეეშალოს მუნიციპალური წყალგამწმენდი ნაგებობისფუნქციონირებას.

Page 29: რესურსეფექტურიდასუფთა წარმოებაrecp.ge/wp-content/uploads/2017/04/RECP-Primer_Geo_31-01...გვერდი | 6 შესავალი

გვერდი | 29

ასე რომ, ახლო მომავალში ჩამდინარე წყლების წმენდის საკითხი და მასთანდაკავშირებული ხარჯები ბევრი საწარმოსთვის უფრო აქტუალური გახდება. ნუდაელოდებით ამ დროს, ახლავე დაიწყეთ ჩამდინარე წყლების მართვის ღონისძიებებისგატარება, დაზოგეთ თანხები რესურსების დანაკარგზე და მომზადებული შეხვდითხვალინდელ დღეს.

ჩამდინარე წყლების მოცულობის და/ან დაბინძურების დონის შემამცირებელიღონისძიებები

- წყლის დანაკარგების აღმოსაფხვრელი ღონისძიებების გატარება;

- წყლის რეცირკულაცია, მათ შორის ერთი საწარმოო პროცესის ჩამდინარე წყლის გამოყენებასხვა საწარმოო პროცესისთვის;

- სხვადასხვა საწარმოო პროცესებში წარმოქმნილი ჩამდინარე წყლების განცალკევებულიმართვა;

- მოხმარებული ცხელი წყლის ნარჩენი სითბოს გამოყენება;

- პერსონალის კვალიფიკაციის და ცნობიერების ამაღლება წყლის რესურსების ეფექტურადგამოყენების საკითხებზე.

Page 30: რესურსეფექტურიდასუფთა წარმოებაrecp.ge/wp-content/uploads/2017/04/RECP-Primer_Geo_31-01...გვერდი | 6 შესავალი

გვერდი | 30

პრაქტიკული მაგალითი

კომპანია შპს „ლაღი“სექტორი, ზომა დაადგილმდებარეობა

შპს „ლაღი“ ქ. თბილსში მდებარე უალკოჰოლო სასმელების მცირე ქარხანაა. კომპანიისძირითადი პროდუქციაა ლიმონათი, რომელიც ტრადიციული ქართული და საწარმოსპერსონალის მიერ შემუშავებული რეცეპტურით მზადდება. საწარმო უშვებს 10-12 სახეობისლიმონათს, ხოლო მისი წლიური წარმოება 1.5 მლნ. ბოთლს აღემატება.

განხორციელებული საქმიანობა /ინიციატივა

ლიმონათის ჩამოსასხმელად ქარხანა იყენებს ადგილობრივი ხილისგან დამზადებულ ნაყენებს.დასატკბობად ადგილზე მზადდება ვაჟინი, რისთვისაც შაქრის წყალხსნარი ქვაბებში სათანადოკონსისტენციამდე იხარშება. ხარშვის შემდეგ ვაჟინს წყლით აციებენ, ხოლო გასაცივებლადგამოყენებული, პრაქტიკულად სუფთა წყალი პირდაპირ საკანალიზაციო სისტემაში იღვრება,თუმცა იგი შეიძლება სხვადასხვა მიზნით იქნას გამოყენებული.

ეკონომიკურისარგებელი

კატეგორია აღწერა და დასაბუთება ხარჯების შემცირება პროდუქტიულობის ზრდა პროდუქციის ხარისხი ორგანიზაციულიეფექტურობა

საქმიანობის ნებართვა

საცივებელი წყლის შესაგროვებლად და ხელახალიგამოყენებისათვის საჭირო სისტემის (მილები, ცისტერნა,ტუმბო) მოსაწყობად 2,000 ევრომდე თანხაა საჭირო. ესინვესტიცია კომპანიას წლიურად დაახლ. 900 ევროსდაუზოგავს, ხოლო მისი უკუგების პერიოდი 2.2 წელსშეადგენს. მეორეს მხრივ კი, გამოშვებული პროდუქციისმოცულობა თანდათანობით იზრდება, რის შედეგადაცკომპანიას თანდათანობით მეტი თანხა დაეზოგება.

სარგებელიგარემოს დაცვისკუთხით

ნედლეული & მასალები წყალი ენერგია ნარჩენები ჩამდინარე წყლები ატმოსფერული გაფრქვევები

წყლის რეცირკულაციის სისტემის დაყენება ლიმონათისქარხანას წლიურად დაახლ. 500 მ3 წყალს დაუზოგავს დაამავე მოცულობით შეუმცირებს ჩამდინარე წყლებისმოცულობას. ამ ღონისძიების შედეგად ქარხნისწყალმოხმარება შემცირდება 10%-ით, ხოლო მუნიციპალურსაკანალიზაციო სისტემაში წყალჩაშვება 13%-ით.

ტექნიკა მეურნეობის ეფექტურადგაძღოლა

ნედლეულისა და მასალებისჩანაცვლება

საწარმოო პროცესისგაუმჯობესებული მართვა

აღჭურვილობისმოდიფიკაცია

ტექნოლოგიის შეცვლა ნარჩენების მეორადიგამოყენება/ გადამუშავებაადგილზე

სასარგებლო თანაურიპროდუქტი

პროდუქტის მოდიფიცირება

ვაჟინის გასაცივებლად მუნიციპალური წყალმომარაგებისსისტემის წყალი გამოიყენება, რომელიც საკმაოდძვირადღირებულია. სახარშ ქვაბებს ცირკულაციურიგაციების სისტემა არ გააჩნია და საცივებელი წყალიპირდაპირ მუნიციპალურ საკანალიზაციო სისტემაში ხვდება,თუმცა იგი პრაქტიკულად სუფთაა და მისი განმეორებითგამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა დანიშნულებით, მაგ.,ხაზებისა გასარეცხად, შენობა-ნაგებობების სველი წესითდასასუფთავებლად და სხვა. მეორეს მხრივ კი, გაცივებისსისტემიდან გამოსული წყალი თბილია და მისი გამოყენებაუფრო რაციონალური იქნება ისეთ პროცესებში, სადაცცხელი წყალია საჭირო (მაგ., საქვაბეში). ასეთ შემთხვევაშიკომპანია წყალთან ერთად ენერგიის დაზოგვასაც შესძლებს.

Page 31: რესურსეფექტურიდასუფთა წარმოებაrecp.ge/wp-content/uploads/2017/04/RECP-Primer_Geo_31-01...გვერდი | 6 შესავალი

გვერდი | 31

თავი 3 რესურსეფექტური და სუფთა წარმოება პრაქტიკაში

წინა თავებში ვისაუბრეთ რესურსების დაზოგვაზე, დაბინძურების თავიდან აცილებაზე დაიმაზე, თუ რა სარგებელს მოუტანს ეს საწარმოებს. ამ თავში კი ვისაუბრებთრესურსეფექტური და სუფთა წარმოების მიდგომებისა და მეთოდების შესახებ; გაგაცნობთზოგად რეკომენდაციებსა და ქართული საწარმოებიდან აღებულ პრაქტიკულ მაგალითებს.ჩვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია ზოგადი ხასიათისაა და არ მოიცავს ტექნიკურსაკითხებს, რომელთა გასაგებადაც სპეციალური ცოდნა და გამოცდილებაა საჭირო.

ნაწილი 3.1 რესურსეფექტური და სუფთა წარმოების დაგეგმვა და განხორციელებისეტაპები

რესურსეფექტური და სუფთა წარმოების ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელებაშემდეგი საფეხურებს ითვალისწინებს:

შეფასების მუშა ჯგუფის შექმნა - მასში წარმოდგენილი უნდა იყოს პირები,რომლებიც კარგად იცნობენ საწარმოს ტექნოლოგიურ პროცესებს, ინფორმაციაზემიუწვდებათ ხელი და გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება გააჩნიათ.შეფასების ჯგუფში შეგიძლიათ ჩართოთ მიწვეული ექსპერტი, რომელსაც გარეშეთვალით შეეძლება თქვენი საწარმოს შეფასება.

წინასწარი დათვალიერება - მუშა ჯგუფმა მთელი საწარმოს და საწარმოო პროცესებს,დამხმარე შენობა-ნაგებობებსა და სამეურნეო საქმიანობას უნდა შეავლოს თვალი.კერძოდ, მუშა ჯგუფმა უნდა დააფიქსიროს, რომელუბანზე რა მასალებს მოიხმარენ, სად რა დანაკარგებიადა ამ ინფორმაციის საფუძველზე გამოავლინოსპრობლემატური უბნები და საკითხები.

ზოგიერთი მარტივი პრობლემის მოგვარება უკვე ამსაფეხურზეა შესაძლებელი. მაგალითად, შეიძლებადაუყონებლივ შეიცვალოს გაფუჭებული ონკანი,გამოირთოს ზედმეტი ნათურები და სხვა.

პრიორიტეტების განსაზღვრა - გამოვლენილი პრობლემებიდან მუშა ჯგუფიირჩევს რამდენიმე პრიორიტეტულ საკითხს (მაგ, ენერგია, წყალი), რომლებზეცმუშაობას გააგრძელებს. პრიორიტეტების შერჩევისას გათვალისწინებული უნდაიყოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი დანაკარგები აქვს საწარმოს ამმიმართულებით, რამდენად რთული შეიძლება იყოს პრობლემის აღმოფხვრა, რაოდენობის დანახარჯს საჭიროებს, ან რა შედეგების მიღწევაა შესაძლებელი.

დეტალური შეფასება - ამ საფეხურზე შეფასების ჯგუფი დეტალურად სწავლობსპრიორიტეტულ საკითხს, მათ შორის აგროვებს და აანალიზებს მონაცემებს, აფასებს

Page 32: რესურსეფექტურიდასუფთა წარმოებაrecp.ge/wp-content/uploads/2017/04/RECP-Primer_Geo_31-01...გვერდი | 6 შესავალი

გვერდი | 32

დანაკარგებს, არკვევს პრობლემის გამომწვევ მიზეზებს და შეიმუშავებს მისიგადაჭრის შესაძლო გზებს.

ღონისძიებების ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასება - ჯგუფი დეტალურად ამუშავებსპრობლემის გადაჭრის გზებიდან ყველაზე პერსპექტიულებს. კერძოდ, ხდება მათგანხორციელების ტექნიკური და ეკონომიკური ანალიზი და, საბოლოოდ,განსახორციელებლად ყველაზე ხელსაყრელი ვარიანტი ირჩევა.

პროექტის განხორციელება, მონიტორინგი და შეფასება - ამ საფეხურზე ხდებადაგეგმილი საქმიანობის განხორციელება. აუცილებელია მიღებული შედეგებისმონიტორინგი, რათა შესაძლებელი იყოს გატარებული ღონისძიებების ეფექტურობისშეფასება.

როგორც ხედავთ, ეს სქემა დიდად არ განსხვავდება ნებისმიერი სხვა ტიპის პროექტისდაგეგმვა-განხორციელების ციკლისგან. ასე რომ, სხვა პროექტებიდან მიღებულიგამოცდილება თქვენ და თქვენს პერსონალს რესურსეფექტური და სუფთა წარმოებისპროექტების განხორციელებაში დაგეხმარებათ.

ნაწილი 3.2 რესურსეფექტური და სუფთა წარმოების მეთოდები და ტერმინებისგანმარტება

ქვემოთ ჩამოგითვლით რესურსეფექტური და სუფთა წარმოების მეთოდებს და თითოეულიმათგანის განმარტებასაც მოვიყვანთ, რათა მათი განხილვისას ერთ ენაზე ვისაუბროთ. ესმეთოდებია:

კარგი მეურნეობრიობა - სამეურნეო საქმიანობის და საწარმოო პროცესებისეფექტურად ორგანიზება და მართვა, რისი საშუალებითაც შესაძლებელიადანაკარგების მინიმუმამდე შემცირება.

ნედლეულისა და მასალების ჩანაცვლება - ნედლეულის/მასალების ჩანაცვლებაისეთი ალტერნატიული ნედლეულით/მასალებით, რომელიც ნაკლებად სახიფათოა,შეამცირებს ნარჩენებს, ან ნაკლებად სახიფათო ნარჩენებს წარმოქმნის.

საწარმოო პროცესების გაუმჯობესებული მართვა - საწარმოო პროცესების და მანქანა-დანადგარების მუშაობის კონტროლს და მართვას მათი ეფექტურობის ამაღლების დადანაკარგების შემცირების მიზნით.

აღჭურვილობის მოდიფიკაცია - საწარმოო მანქანა-დანადგარების იმგვარად მოწყობა,ტექნიკური მომსახურება და ექსპლუატაცია, რომ მათი მარგი ქმედების კოეფიციენტიმაქსიმალური იყოს და მინიმუმამდე იქნას დაყვანილი დანაკარგები.

ტექნოლოგიის შეცვლა - წარმოებაში გამოყენებული ტექნოლოგიის შეცვლა უფროეფექტური ტექნოლოგიით, რომელიც დანაკარგების შემცირების საშუალებას იძლევა.

Page 33: რესურსეფექტურიდასუფთა წარმოებაrecp.ge/wp-content/uploads/2017/04/RECP-Primer_Geo_31-01...გვერდი | 6 შესავალი

გვერდი | 33

ნარჩენების მეორადი გამოყენება და გადამუშავება ადგილზე - საწარმოშიწარმოქმნილი ნარჩენების გამოყენება იგივე საწარმოს მიერ რაიმე სახის პროდუქციისგამოსაშვებად.

სასარგებლო თანაური/ თანმდევი პროდუქტის წარმოება - საწარმოს ნარჩენებისისეთი სახეცვლილება, რომ შესაძლებელი იყოს მათი გამოყენება სხვა საწარმოშინედლეულის, მასალის, ენერგიის ან წყლის სახით.

პროდუქტის მოდიფიცირება - გამოშვებული პროდუქციის იმგვარი სახეცვლილება,რომ შემცირებული იქნას გარემოზე ზემოქმედება მისი წარმოების პროცესში,მოხმარებისას ან მოხმარების შემდგომ ნარჩენის სახით საბოლოოდ განთავსებისას.

ხანდახან რთულია განსაზღვრო, თუ კონკრეტულად რომელ მეთოდს მიეკუთვნება ესა თუის ღონისძიება. თუმცა, მიუხედავად იმისა, თუ რა სახელს დავარქმევთ მას, არსებითია ამღონისძიებების განხორციელებით მიღებული შედეგები.

მომდევნო თავებში გარკვეულ ინფორმაციას მოგაწვდით თითოეული ამ მეთოდის შესახებ,რომლებიც რესურსების ეფექტურად მოხმარებისა და დანაკარგების შემცირების საშუალებასიძლევა. თითოეულ მათგანზე პრაქტიკულ მაგალითსაც მოვიყვანთ. ვიდრე თხრობასგავაგრძელებდეთ, აღვნიშნავთ, რომ ამ მეთოდების ნაწილი შესაძლოა კარგად ნაცნობი იყოსთქვენთვის და ასეთი ტიპის ღონისძიებები წარმატებითაც გამოგიყენებიათ თქვენი საწარმოსეფექტურობის ასამაღლებლად.

ნაწილი 3.3 კარგი მეურნეობრიობა

საწარმოებში ყველა ტიპის საქმიანობა გარკვეული პროცედურების და წესების დაცვასმოითხოვს. საქმიანობის შედეგები დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ეფექტურიადადგენილი პროცედურები და რამდენად კარგად ასრულებს მას საწარმოს პერსონალი.არასწორმა პროცედურებმა, ან მათმა ცუდად შესრულებამ საწარმოს შეიძლება რესურსებისან პროდუქციის დანაკარგი მოუტანოს. ამ ტიპის ღონისძიებების მაგალითებია:

- სასაწყობო მეურნეობის ორგანიზება და მართვისსისტემის დახვეწა, რათა მასალები და პროდუქციააკურატულად და სათანადო პირობებში ინახებოდეს,მასალების მოხმარება მათი ვადის გასვლამდე მოხდეს;

- რესურსების მოხმარების და ნარჩენებისაღრიცხვიანობა და ამ მონაცემთა რეგულარულიანალიზი, რათა დროულად გამოვლინდეს დააღმოიფხვრას დანაკარგების ზრდა;

- შენობა-ნაგებობების და მანქანა-დანადგარებისრეგულარული ტექნიკური დათვალიერება, რათადროულად გამოვლინდეს დანაკარგები;

Page 34: რესურსეფექტურიდასუფთა წარმოებაrecp.ge/wp-content/uploads/2017/04/RECP-Primer_Geo_31-01...გვერდი | 6 შესავალი

გვერდი | 34

- მანქანა-დანადგარების უქმი სვლის და არასრულ დატვირთვაზე მუშაობისმინიმუმამდე დაყვანა, რათა თავიდან იქნას აცილებული ენერგოდანაკარგები;

- სხვადასხვა ტიპის ნარჩენების სეპარაცია, რათა შესაძლებელი იყოს მათი მეორადიგამოყენება, ან გადამუშავება;

- სამუშაო ინსტრუქციების მომზადება და დახვეწა, რათა ზუსტად განისაზღვროსკონკრეტული სამუშაოს შესრულების პროცედურა;

- საწარმოს პერსონალის სწავლება, რათა მათიცოდნენ დადგენილი პროცედურები და მათიდანიშნულება.

როგორც წესი, ასეთ ღონისძიებების გატარებადამატებით ხარჯებს არ მოითხოვს, ან მცირეთანხებითაა შესაძლებელი; შედეგები კი საკმაოდმნიშვნელოვანი შეიძლება იყოს. მეურნეობის მართვისეფექტურობის გაზრდა ყველა საწარმოს ხელეწიფება,მიუხედავად მისი ზომისა თუ ფინანსურიმდგომარეობისა. მნიშვნელოვანი პირობაა პერსონალისდაინტერესება და ჩართულობა პროცესში, რათა შესაძლებელი იყოს დაგეგმილიპროცედურების სათანადოდ განხორციელება.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ბევრი საწარმო ნაკლებ ყურადღებას აქცევსღონისძიებებს, რომლებიც სამეურნეო საქმიანობის ეფექტურობას გაზრდის. ხშირშემთხვევაში საწარმოს ხელმძღვანელობას არ აქვს შეფასებული, თუ რამდენად დიდიდანაკარგები შეიძლება მოუტანოს საწარმოს მჟონავმა წყლის მილმა, ზედმეტმა ანთებულმანათურებმა, არასრული დატვირთვით მომუშავე დანადგარებმა, აღრიცხვიანობისიგნორირებამ, მოუმზადებელმა პერსონალმა და სხვა. ამიტომ, ჩვენი ქვეყნის საწარმოებში ამმიმართულებით გაუმჯობესების დიდი პოტენციალია.

Page 35: რესურსეფექტურიდასუფთა წარმოებაrecp.ge/wp-content/uploads/2017/04/RECP-Primer_Geo_31-01...გვერდი | 6 შესავალი

გვერდი | 35

პრაქტიკული მაგალითი

კომპანია თბილისის საგზაო კომპანია, #1 ასფალტის ქარხანასექტორი, ზომა დაადგილმდებარეობა

კომპანიის #1 ასფალტის ქარხანა განლაგებულია ქ. თბილისის ფონიჭალის დასახლებაში.ქარხანა აწარმოება მსხვილ და წვრილმარცვლოვან ასფალტბეტონს, რომელიც გზებისმშენებლობაში გამოიყენება. ქარხნის წარმადობაა 120 ტონა ასფალტი საათში, ხოლო წლიურიწარმოება 75,000 ტონა. მასში დასაქმებულია 38 ადამიანი.

განხორციელებულისაქმიანობა /ინიციატივა

ასფალტბეტონის წარმოებისთვის საჭირო ერთ-ერთი ნედლეული ბიტუმია, რომელიც ქვიშა-ხრეშის ნარევს ცხელი სახით ემატება. რესურსეფექტური და სუფთა წარმოების კუთხითშეფასებისას დაფიქსირდა, რომ წარმოების პროცესში ენერგიის 7% იმის გამო იკარგება, რომცხელი ბიტუმის გადასატვირთ მილებს თბოიზოლაცია არ აქვს. შესაბამისად, ამ დანაკარგისაღმოსაფხვრელად აღნიშნული მილების თბოიზოლაციაა საჭირო.

ეკონომიკურისარგებელი

კატეგორია აღწერა და დასაბუთება ხარჯების შემცირება პროდუქტიულობის ზრდა პროდუქციის ხარისხი ორგანიზაციული ეფექტურობა საქმიანობის ნებართვა

რესურსების მოხმარების ეფექტურობის გასაზრდელადრეკომენდირებული ღონისძიება 1,800 ევროსსაჭიროებს, რაც კომპანიას წლიურად 7,350 ევროსდაუზოგავს. ამ ინვესტიციის უკუგების პერიოდიდაახლ. 4 თვეს შეადგენს.

სარგებელი გარემოსდაცვის კუთხით

ნედლეული & მასალები წყალი ენერგია ნარჩენები ჩამდინარე წყლები ატმოსფერული გაფრქვევები

რეკომენდირებული ღონისძიება კომპანიას წლიურად19,400 მ3 ბუნებრივი აირსა და 15.8 მგვტსთ ელექტროენერგიას დაუზოგავს, რაც ამავდროულად CO2-ისგაფრქვევას დაახლ. 40 ტონით შეუმცირებს.

ტექნიკა მეურნეობის ეფექტურადგაძღოლა

ნედლეულისა და მასალებისჩანაცვლება

საწარმოო პროცესისგაუმჯობესებული მართვა

აღჭურვილობის მოდიფიკაცია ტექნოლოგიის შეცვლა ნარჩენების მეორადიგამოყენება/ გადამუშავებაადგილზე

სასარგებლო თანაურიპროდუქტი

პროდუქტის მოდიფიცირება

ასფალტის დასამზადებლად ბიტუმი საცავში ცხელდება150-160°C ტემპერატურამდე, რის შემდეგაც დაახლ. 200მ სიგრძის მილით მიეწოდება ასფალტის ნარევისდასამზადებელ დანადგარს. რადგანაც ცხელი ბიტუმისგადასატვირთი მილსადენი თბოიზოლირებული არარის, შეფასებით, საწარმოში ასფალტისდასამზადებლად მოხმარებული ენერგიის 7% იკარგება.მილების თბოიზოლაცია ტექნიკურად მარტივია და არცდიდ თანხებს საჭიროებს. ღონისძიება ფინანსურადსაკმაოდ მომგებიანია საწარმოსთვის და გარემოსდაცვის კუთხითაც ხელსაყრელია, რადგანაცენერგორესურსების დაზოგვის და ატმოსფერულიგაფრქვევების შემცირების საშუალებას იძლევა.

Page 36: რესურსეფექტურიდასუფთა წარმოებაrecp.ge/wp-content/uploads/2017/04/RECP-Primer_Geo_31-01...გვერდი | 6 შესავალი

გვერდი | 36

ნაწილი 3.4 ნედლეულისა და მასალების ჩანაცვლება

რესურსეფექტური და სუფთა წარმოების შემდეგი მეთოდია საწარმოში გამოყენებულინედლეულისა და მასალების ჩანაცვლება, რაც შემდეგ მიზნებს ემსახურება:

გარემოსთვის ნაკლები ზიანის მომტანი ნედლეულისა და მასალების გამოყენება;

ნაკლებად სახიფათო ნარჩენების წარმოქმნა;

ნარჩენების რაოდენობის შემცირება.

ნედლეულისა და მასალების ჩანაცვლების ღონისძიებების ტიპიური მაგალითებია:

საწვავის ნაცვლად ენერგიის განახლებადი წყაროსგამოყენება.

ახალი ნედლეულის/მასალების ნაცვლად ნარჩენებისგამოყენება, მათ შორის ჩამდინარე წყლების და ნარჩენისითბოს გამოყენება;

გარემოსთვის ნაკლებად მავნე მასალების გამოყენება;

სხვა რეგიონიდან შემოტანილი ნედლეულის/მასალებისნაცვლად ადგილობრივი რესურსების გამოყენება.

ამ ტიპის ღონისძიებების გასატარებლად შესაძლოა საწარმოო ინფრასტრუქტურისმოდიფიკაცია გახდეს საჭირო. მაგალითად, ბუნებრივი აირიდან ან თხევადი საწვავიდანელექტროენერგიაზე გადასასვლელად საწარმოს აღჭურვილობის მოდიფიკაცია, ან შეცვლადასჭირდება. მიუხედავად გადაიარაღებაზე გაწეული ხარჯებისა, გადაწვეტილება შესაძლოასაწარმოსთვის ფინანსურად მომგებიანი აღმოჩნდეს.

თუმცა, ყველა ამ ტიპის ღონისძიებას ინფრასტრუქტურული ცვლილებები არ სჭირდება.რიგ შემთხვევაში საწარმოში ნედლეულსა და მასალების დიდი დანაკარგი მათი დაბალიხარისხით შეიძლება იყოს განპირობებული. მაგალითად, დაბალი ხარისხის მინის ტარისგამოყენების შემთხვევაში შეიძლება მსხვრევა გაიზარდოს. თუ საწარმო უფრო მაღალიხარისხის ტარას გამოიყენებს, დანაკარგი შეუმცირდება და შესაძლოა, ხარჯიც შეუმცირდეს.ასეთი ცვლილება გამოშვებული პროდუქციის ხარისხსაც გაზრდის.

ღონისძიებების ნაწილმა შესაძლოა საწარმოს ხარჯები ვერ შეუმციროს, თუმცა გარემოზეზემოქმედების შემცირებაში, შრომის პირობების გაუმჯობესებაში და საკანონმდებლომოთხოვნების დაკმაყოფილებაში დაეხმაროს. რიგ შემთხვევაში შესაძლოა ასეთი ცვლილებადადებითად აისახოს პროდუქციის ხარისხზეც.

Page 37: რესურსეფექტურიდასუფთა წარმოებაrecp.ge/wp-content/uploads/2017/04/RECP-Primer_Geo_31-01...გვერდი | 6 შესავალი

გვერდი | 37

პრაქტიკული მაგალითი

კომპანია შპს QB Constructionსექტორი, ზომადაადგილმდებარეობა

შპს QB Construction მცირე ზომის საწარმოა, რომელიც სამშენებლო მასალებს აწარმოებს. იგისპეციალიზებულია ქაფბეტონის ბლოკების წარმოებაზე. კომპანია განლაგებულია ქ.თბილისში, ხოლო პროდუქციის რეალიზაციას მთელი საქართველოს მასშტაბით ახდენს.საწარმოში დასაქმებულია ექვსი ადამიანი.

განხორციელებული საქმიანობა /ინიციატივა

QB Construction-ი ქაფბეტონის ბლოკების დასამზადებლად ცემენტს, ქვიშასა და მაქაფებელსიყენებს. საწარმოო პროცესის დეტალური შესწავლისას გამოვლინდა, რომ ნედლეულადგამოყენებული ყვითელი ქვიშის გამო დაჭრისას ბლოკები ადვილად იბზარება და იმსხვრევა.ამის თავიდან ასაცილებლად საწარმომ ყვითელი ქვიშის ნაცვლად შავი უნდა გამოიყენოს.

ეკონომიკურისარგებელი

კატეგორია აღწერა და დასაბუთება ხარჯების შემცირება პროდუქტიულობის ზრდა პროდუქციის ხარისხი ორგანიზაციული ეფექტურობა საქმიანობის ნებართვა

ყვითელი ქვიშის შავით ჩანაცვლება საწარმოს12,000 ევროს დაუზოგავს საოპერაციოხარჯებზე და გაზრდის მის ფინანსურმდგრადობას, პროდუქციის ხარისხსგაუუმჯობესებს და ნარჩენებს შეუმცირებს.ღონისძიების განსახორციელებლად ინვესტიციასაჭირო არაა.

სარგებელიგარემოს დაცვისკუთხით

ნედლეული & მასალები წყალი ენერგია ნარჩენები ჩამდინარე წყლები ატმოსფერული გაფრქვევები

ღონისძიება კომპანიას წუნდებულ პროდუქტსდა ნარჩენებს შეუმცირებს. შესაბამისად,გაიზრდება მოხმარებული ნედლეულისა დადამხმარე მასალების (წყალი, ელექტროენერგია)გამოსავლიანობა.

ტექნიკა მეურნეობის ეფექტურად გაძღოლა ნედლეულისა და მასალების ჩანაცვლება საწარმოო პროცესის გაუმჯობესებულიმართვა

აღჭურვილობის მოდიფიკაცია ტექნოლოგიის შეცვლა ნარჩენების მეორადი გამოყენება/გადამუშავება ადგილზე

სასარგებლო თანაური პროდუქტი პროდუქტის მოდიფიცირება

ყვითელი ქვიშა, რომელსაც საწარმოქაფბეტონის ბლოკების დასამზადებლადიყენებს, შედარებით ძვირი ნედლეულია. მისიჩანაცვლება შავი ქვიშით არანაირ ინვესტიციასარ საჭიროებს და საწარმოს 12,000 ევროსდაუზოგავს. შავი ქვიშა უფრო იაფი დაამავდროულად, უფრო შესაფერისინედლეულია ქაფბეტონის ბლოკებისდასამზადებლად, რადგანაც წარმოებისპროცესში პროდუქცია ნაკლებად იბზარება.

Page 38: რესურსეფექტურიდასუფთა წარმოებაrecp.ge/wp-content/uploads/2017/04/RECP-Primer_Geo_31-01...გვერდი | 6 შესავალი

გვერდი | 38

ნაწილი 3.5 საწარმოო პროცესების გაუმჯობესებული მართვა

საწარმოო პროცესების ეფექტურად მართვა დანაკარგების შემცირების აუცილებელიწინაპირობაა. იგი ითვალისწინებს საწარმოში მიმდინარე პროცესების, მათ შორის მანქანა-დანადგარების მუშაობის კონტროლს და ოპტიმიზაციას, რათა თავიდან იქნას აცილებულიდანაკარგები.

საწარმოო პროცესების მართვის გაუმჯობესება შემდეგი ტიპის ღონისძიებებსითვალისწინებს:

- საწარმოო პროცესების მონიტორინგის უზრუნველყოფა, მათ შორისმუშა პარამეტრების (წნევა, ტემპერატურა, ტენიანობა, ხარჯი დასხვა) მონიტორინგის დაწესება;

- ნედლეულის და ნარჩენების აღრიცხვა ტექნოლოგიური პროცესისსხვადასხვა ეტაპებზე, რათა დაფიქსირდეს დანაკარგი თითოეულსაფეხურზე;

- წყლის და ელექტროენერგიის დამატებითი მრიცხველებისდამონტაჟება საწარმოო პროცესის ცალკეულ საფეხურებზე დაანათვლების რეგულარულად აღება, რათა შესაძლებელი იყოსდანაკარგების დროული გამოვლენა და მათი სავარაუდოადგილმდებარეობის დადგენა;

- მართვის ავტომატიზებული სისტემების მოწყობა, რათაუზრუნველყოფილი იყოს მანქანა-დანადგარების ოპტიმალურრეჟიმში მუშაობა;

- ჩანაწერების წარმოება, რათა უზრუნველყოფილი იყოს მონაცემთა ხელმისაწვდომობადა შესაძლებელი იყოს მათი ანალიზი.

როგორც ამ მოკლე ნუსხიდან ჩანს, ასეთი ღონისძიებების განსახორციელებლად შესაძლოასაჭირო გახდეს მანქანა-დანადგარების და კომუნიკაციების აღჭურვა გამზომ-მაკონტროლებელი ხელსაწყოებით. თუმცა, მანქანა-დანადგარები ხშირად უკვე აღჭურვილიაასეთი ხელსაწყოებით და საწარმოს მხოლოდ ტექნოლოგიური პარამეტრების შესაბამისიმონიტორინგის პროცედურის შემუშავება და განხორციელება შეიძლება დასჭირდეს.

პროცესების გაუმჯობესებული კონტროლი მცირე ან საშუალო დანახარჯებს საჭიროებს.თუმცა, ამ დანახარჯებმა დიდი უკუგება შეიძლება მოიტანოს, რადგანაც ტექნოლოგიურიპროცესების ოპტიმიზაციის, მანქანა-დანადგარების მუშაობის კონტროლის და რესურსებისრაციონალურად გამოყენების საშუალებას იძლევა. ხშირ შემთხვევაში, ასეთ ღონისძიებებისგატარება დადებითად აისახება პროდუქციის ხარისხზეც.

Page 39: რესურსეფექტურიდასუფთა წარმოებაrecp.ge/wp-content/uploads/2017/04/RECP-Primer_Geo_31-01...გვერდი | 6 შესავალი

გვერდი | 39

პრაქტიკული მაგალითი

კომპანია სს „კულა“სექტორი, ზომადაადგილმდებარეობა

კომპანია დაარსდა 2009 წელს, არსებული საკონსერვო ქარხნის ბაზაზე. იგი განლაგებულია ქ.გორში. „კულა“ წვენებსა და კონსერვებს აწარმოებს, რისთვისაც ადგილობრივ, ეკოლოგიურადსუფთა ხილსა და ბოსტნეულს იყენებს. მის ასორტიმენტში 200-ამდე პროდუქციაა.

განხორციელებული საქმიანობა /ინიციატივა

„კულა“-ს საწარმოში ენერგომოხმარება მაღალია. ქარხანაში ერთ-ერთი ენერგოტევადი პროცესისტერილიზაციაა. რესურსეფექტური და სუფთა წარმოების შეფასებისას, რომელშიც თავადსაწარმოს პერსონალიც იყო ჩართული, აღმოჩნდა რომ სტერილიზაციის პროცესისგაუმჯობესებული კონტროლით შეიძლება ბუნებრივი აირის მოხმარება 1.5%-ით შემცირდეს.

ეკონომიკურისარგებელი

კატეგორია აღწერა და დასაბუთება ხარჯების შემცირება პროდუქტიულობის ზრდა პროდუქციის ხარისხი ორგანიზაციული ეფექტურობა საქმიანობის ნებართვა

სტერილიზაციის პროცესის უკეთ კონტროლისათვის საჭიროდანახარჯი 3,000 ევროს შეადგენს. ეს ინვესტიცია კომპანიასწლიურად 2,200 ევროს დაუზოგავს; მისი უკუგების პერიოდი1.3 წელს შეადგენს. გატარებული ღონისძიება დადებითადაისახება პროდუქციის ხარისხზეც.

სარგებელიგარემოს დაცვისკუთხით

ნედლეული & მასალები წყალი ენერგია ნარჩენები ჩამდინარე წყლები ატმოსფერული გაფრქვევები

სტერილიზაციის პროცესის უკეთ კონტროლი საწარმოსსაშუალებას მისცემს ბუნებრივი აირის წლიური მოხმარება5,700 მ3-ით, ხოლო CO2-ის წლიური ემისია 10 ტონითშეამციროს.

ტექნიკა მეურნეობის ეფექტურადგაძღოლა

ნედლეულის & მასალებისჩანაცვლება

საწარმოო პროცესისგაუმჯობესებული მართვა

აღჭურვილობის მოდიფიკაცია ტექნოლოგიის შეცვლა ნარჩენების მეორადიგამოყენება/ გადამუშავება

სასარგებლო თანაურიპროდუქტი

პროდუქტის მოდიფიცირება

სტერილიზაციის პროცესი გულისხმობს პროდუქტისდამუშავებას მაღალი ტემპერატურისა და წნევის პირობებში,რის გამოც დიდ ენერგოდანახარჯებთანაა დაკავშირებული.საკვების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საწარმოებიზოგჯერ საჭიროზე მაღალ ტემპერატურაზე ამუშავებენპროდუქციას, რაც მათთვის ენერგოდანაკარგების ტოლფასია.

ამიტომაც, სტერილიზაციის პროცესის ოპტიმიზაციამნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, საკვები პროდუქციისუსაფრთხოების, ხოლო, მეორე მხრივ, საწარმოო დანაკარგებისთავიდან ასაცილებლად. ამის მისაღწევად საწარმოსდამატებითი სამონიტორინგო აღჭურვილობის მონტაჟი დასათანადო ჩანაწერების წარმოებაა საჭირო, რაც საწარმოსსაშუალებას მისცემს, რომ სტერილიზაციის დრო, წნევა დატემპერატურა საჭირო ნიშნულზე შეინარჩუნოს. გატარებულიღონისძიების შედეგად კომპანია შეამცირებსენერგომოხმარებას და გააუმჯობესებს პროდუქციის ხარისხს.

Page 40: რესურსეფექტურიდასუფთა წარმოებაrecp.ge/wp-content/uploads/2017/04/RECP-Primer_Geo_31-01...გვერდი | 6 შესავალი

გვერდი | 40

ნაწილი 3.6 აღჭურვილობის მოდიფიკაცია

აღჭურვილობის მოდიფიკაცია გულისხმობს საწარმოო მანქანა-დანადგარების დაკომუნიკაციების ისეთ ცვლილებას, რომ უზრუნველყოფილი იქნას საწარმოო პროცესებისოპტიმიზაცია და დანაკარგები მინიმუმამდე შემცირდეს.

რესურსეფექტური და სუფთა წარმოების ასეთი მეთოდის ქვეშ განიხილავენ ისეთი ტიპისღონისძიებებს, როგორიცაა:

- საწარმოო ხაზების განთავსების ოპტიმიზაცია;

- კომუნიკაციების, მ.შ. წყლის, დენის, ბუნებრივი აირის, ორთქლის მიწოდების დაგანაწილების ხაზების ოპტიმიზაცია;

- საწარმოსთვის შეუფერებლად დიდი სიმძლავრის მანქანა-დანადგარების ჩანაცვლებასაჭირო სიმძლავრის ერთეულებით;

- საწარმოო პროცესის მუშა პარამეტრების (ტემპერატურა, წნევა, სიჩქარე)ოპტიმიზაცია;

- ცხელ და ცივ სისტემებზე თბოიზოლაციის მოწყობა;

- მანქანა-დანადგარების აღჭურვა მართვის ავტომატიზებული სისტემებით.

ასეთი ღონისძიებები მეტწილად მცირე ან საშუალო სიდიდის დანახარჯებს საჭიროებს,რასაც ხშირ შემთხვევაში მნიშვნელოვანი უკუგების მოტანა შეუძლია და უკუგებისპერიოდიც მცირეა.

ქართულ საწარმოებში ბევრგან შეხვდებით ცუდი თბოიზოლაციის მქონე ბოილერებს,ორთქლის მილებს, მაცივრებს; ასევე, ხშირია შემთხვევები, როდესაც საწარმოში საჭიროზედიდი სიმძლავრის დანადგარებია დამონტაჟებული, რის გამოც ადგილი აქვს დიდიენერგოდანაკარგებს. შესაბამისად, ჩვენს ქვეყანაში აღჭურვილობის მოდიფიკაციის გზითბუნებრივი რესურსების დაზოგვის და ენერგოეფექტურობის გაზრდის დიდიშესაძლებლობებია.

Page 41: რესურსეფექტურიდასუფთა წარმოებაrecp.ge/wp-content/uploads/2017/04/RECP-Primer_Geo_31-01...გვერდი | 6 შესავალი

გვერდი | 41

პრაქტიკული მაგალითი

კომპანია სს „კულა“სექტორი, ზომა დაადგილმდებარეობა

კომპანია დაარსდა 2009 წელს, არსებული საკონსერვო ქარხნის ბაზაზე. იგი განლაგებულიაქ. გორში. „კულა“ წვენებსა და კონსერვებს აწარმოებს, რისთვისაც ადგილობრივ,ეკოლოგიურად სუფთა ხილსა და ბოსტნეულს იყენებს. მის ასორტიმენტში 200-ამდეპროდუქციაა.

განხორციელებულისაქმიანობა /ინიციატივა

სს „კულა“-ს საკონსერვო ქარხანას სხვადასხვა საწარმოო თუ დამხმარე პროცესებისთვისდიდი რაოდენობის ენერგია სჭირდება. საწარმოო პროცესების შესწავლისას გამოვლინდა,რომ მაღალი წნევის, მაღალტემპერატურული ორთქლის მიწოდების სისტემის მოდიფიკაციაკომპანიას ბუნებრივი აირის მოხმარებას 15%-ით შეუმცირებს.

ეკონომიკურისარგებელი

კატეგორია აღწერა და დასაბუთება ხარჯების შემცირება პროდუქტიულობის ზრდა პროდუქციის ხარისხი ორგანიზაციულიეფექტურობა

საქმიანობის ნებართვა

ღონისძიების გასატარებლად კომპანიას 70,000 ევროსოდენობის ინვესტიცია სჭირდება, რაც მას წელიწადშიდაახლოებით 23,000 ევროს დაზოგვის საშუალებასიძლევა. ინვესტიციის უკუგების პერიოდი დაახლოებით 3წელია. ენერგიის დაზოგვით მიღებული ფინასურისარგებლის გარდა, ახალი ბოილერები კომპანიისგარემოსდაცვით მაჩვენებლებს გააუმჯობესებს.

სარგებელი გარემოსდაცვის კუთხით

ნედლეული & მასალები წყალი ენერგია ნარჩენები ჩამდინარე წყლები ატმოსფერული გაფრქვევები

მაღალტემპერატურული ორთქლის მიწოდების სისტემისმოდიფიკაცია კომპანიას 54,000 მ3 ბუნებრივი აირისდაზოგვის საშუალებას მისცემს. ამავდროულად, საწარმო110 ტონით შეამცირებს CO2-ის ემისიების წლიურ ემისიას;ასევე, შემცირდება CH4-ს, CO-ს, NOx-ს გაფრქვევებიც.

ტექნიკა მეურნეობის ეფექტურადგაძღოლა

ნედლეულის & მასალებისჩანაცვლება

საწარმოო პროცესისგაუმჯობესებული მართვა

აღჭურვილობისმოდიფიკაცია

ტექნოლოგიის შეცვლა ნარჩენების მეორადიგამოყენება/ გადამუშავებაადგილზე

სასარგებლო თანაურიპროდუქტის წარმოება

პროდუქტის მოდიფიცირება

ბუნებრივ აირზე მომუშავე ორთქლის ბოილერებისაკონსერვო ქარხანაში ერთ-ერთი დიდიენერგომომხმარებელებია. გამომუშავებული ორთქლიგამოიყენება სხვადასხვა პროცესებში, მათ შორისკონცენტრატის დამზადებისას, პასტერიზაციისას და სხვა.

რესურსების მოხმარების ეფექტურობის შეფასებისასგამოვლენილი იქნა, რომ ბოილერებს დაბალეფექტურიწვის კამერა ჰქონდათ, ამასთან ბოილერები ორთქლისძირითადი მომხმარებლისგან მოშორებით იყოგანთავსებული და ორთქლის ტრანსპორტირებისას დიდენერგოდანაკარგებს ჰქონდა ადგილი.

მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ქარხანას ბოილერებისგამოცვლა და ახალი ბოილერები ორთქლის ძირითადიმოხმარების წერტილთან ახლოს დამონტაჟება სჭირდება.

Page 42: რესურსეფექტურიდასუფთა წარმოებაrecp.ge/wp-content/uploads/2017/04/RECP-Primer_Geo_31-01...გვერდი | 6 შესავალი

გვერდი | 42

ნაწილი 3.7 ტექნოლოგიის შეცვლა

ტექნოლოგიის ცვლილების ტიპიური მაგალითებია:

- მანქანა-დანადგარების შეცვლა - მაგ. მოძველებულიბოილერების და კომპრესორების ნაცვლად თანამდროვეენერგოეფექტური შემცვლელების გამოყენება;

- ტექნოლოგიური ციკლში პროცესების თანმიმდევრობისცვლილება, მაგ, ნედლეულის რეცხვა-გადარჩევისპროცესების თანმიმდევრობის შეცვლა;

- ტექნოლოგიის გამოყენება, რომელიც ნარჩენებისგამოყენების საშუალებას იძლევა, მაგ, ნარჩენი სითბოსგამოყენება;

- ქიმიური დამუშავების ჩანაცვლება მექანიკურით;

- ზეთის გაციების სისტემის ჩანაცვლება ჰაერით გაციების სისტემით;

- საწვავის ნაცვლად წყლის გასათბობად მზის ენერგიის გამოყენება.

ტექნოლოგიის ცვლილება უმეტეს წილად თანამედროვე მანქანა-დანადგარების შესყიდვასსაჭიროებს და მოითხოვს დიდ ინვესტიციას, რომლის უკუგების პერიოდიც რამდენიმეწლით განისაზღვრება. თუმცა, ასეთი ინვესტიცია საწარმოს ექსპლუატაციის ხარჯებსმნიშვნელოვნად უმცირებს.

ტექნოლოგიის ცვლილების ტიპის ღონისძიებების გატარება განსაკუთრებით აქტუალურიაქართული საწარმოებისთვის, სადაც ხშირად ნახავთ მოძველებულ, არაეფექტურაღჭურვილობას, რადგანაც ისინი გადაიარაღებას ახალი ტექნოლოგიის მანქანა-დანადგარების მაღალი ღირებულების გამო ვერ ახერხებენ.

Page 43: რესურსეფექტურიდასუფთა წარმოებაrecp.ge/wp-content/uploads/2017/04/RECP-Primer_Geo_31-01...გვერდი | 6 შესავალი

გვერდი | 43

პრაქტიკული მაგალითი

კომპანია შპს TMTსექტორი, ზომა დაადგილმდებარეობა

შპს TMT ქ. კასპში მდებარე მცირე ზომის საკონსერვო ქარხანაა, რომელიც 2006 წელს ამუშავდასაბჭოთა კავშირის პერიოდში მოქმედი ქარხნის ბაზაზე. კომპანია აწარმოებს ჯემებს, წვენებს,ტყემალს, კეჩუპებს და სხვა. მის ასორტიმენტში ოცზე მეტი დასახელების პროდუქტია,რომლის დიდი ნაწილი ექსპორტზე გადის. კომპანიაში 30-მდე ადამიანია დასაქმებული.

განხორციელებულისაქმიანობა /ინიციატივა

პროდუქციის დასამზადებლად საკონსერვო ქარხანა ადგილობრივი ფერმერების მიერმოყვანილ ხილ-ბოსტნეულს იყენებს. სასურველ პროდუქციის მისაღებად ნედლეული ირჩევა,ირეცხება, იხარშება, იწურება და სხვა. წარმოების პროცესის შეფასებისას გაირკვა, რომ ხილ-ბოსტნეულის გამდინარე წყლით რეცხვის გამო დიდი მოცულობის წყალი იკარგება, ხოლომდგომარეობის გამოსწორება შესაძლებელია წყლის რეცირკულაციის სისტემის დაყენებითა დანედლეულის რეცხვის ტექნოლოგიის შეცვლით.

ეკონომიკურისარგებელი

კატეგორია აღწერა და დასაბუთება ხარჯების შემცირება პროდუქტიულობის ზრდა პროდუქციის ხარისხი ორგანიზაციული ეფექტურობა საქმიანობის ნებართვა

შეფასების მიხედვით, ნედლეულის ნარეცხი წყლისრეცირკულაციის სისტემის მოწყობა კომპანიას 1000ევრომდე დაუჯდება, წყლის ეკონომიის შედეგად კიიგი ყოველწლიურად დაახლ. 1,700 ევროსდაზოგავს, ხოლო ინვესტიციის ამოღებას დაახლ.ნახევარ წელიწადში შესძლებს.

სარგებელი გარემოსდაცვის კუთხით

ნედლეული & მასალები წყალი ენერგია ნარჩენები ჩამდინარე წყლები ატმოსფერული გაფრქვევები

რეკომენდირებული ღონისძიება საწარმოშიწლიურად 960 მ3-მდე წყლის დაზოგვის საშუალებასიძლევა, რაც ქარხნის საერთო წყალმოხმარებას 20%-ით შეამცირებს. იგივენაირად შემცირდება საწარმოსმიერ საკანალიზაციო სისტემაში ჩაშვებულიჩამდინარე წყლებიც.

ტექნიკა მეურნეობის ეფექტურად გაძღოლა ნედლეულისა და მასალებისჩანაცვლება

საწარმოო პროცესისგაუმჯობესებული მართვა

აღჭურვილობის მოდიფიკაცია ტექნოლოგიის შეცვლა ნარჩენების მეორადი გამოყენება/გადამუშავება ადგილზე

სასარგებლო თანაური პროდუქტი პროდუქტის მოდიფიცირება

საკონსერვო ქარხანაში რეკომენდირებულია რეცხვისტექნოლოგიის შეცვლა, კერძოდ კი სამ საფეხურიანირეცხვის მეთოდის დანერგვა. ასეთ სქემებში მეორედა მესამე საფეხურზე რეცხვა ხდება სუფთა წყლითდა ნარეცხი წყალი პირველ საფეხურზე გამოიყენება.მიდგომა ეფექტურია და წყლის რესურსისშესამჩნევად დაზოგვის საშუალებას იძლევა. მისდასანერგად ქარხანაში საჭირო იქნება წყლისრეცირკულაციის სისტემის მოწყობა, კერძოდ კიმილების, მცირე ავზისა და ასევე მცირე სიმძლავრისტუმბოს დამონტაჟება.

Page 44: რესურსეფექტურიდასუფთა წარმოებაrecp.ge/wp-content/uploads/2017/04/RECP-Primer_Geo_31-01...გვერდი | 6 შესავალი

გვერდი | 44

ნაწილი 3.8 ნარჩენების მეორადი გამოყენება და გადამუშავება ადგილზე

რესურსეფექტური და სუფთა წარმოების წინა თავებშიაღწერილი მეთოდები ითვალისწინებდადანაკარგების/ნარჩენების პრევენციასა და შემცირებასწყაროსთან. ამ და მომდევნო ქვე-თავში კი ვისაუბრებთწარმოების პროცესში წარმოქმნილი ნარჩენების მეორადიგამოყენების და გადამუშავების გზით დანაკარგებისშემცირებაზე.

კერძოდ, რესურსეფექტური და სუფთა წარმოებისმიდგომის ეს მეთოდი გულისხმობს საწარმოშიწარმოქმნილი ნარჩენების გამოყენებას, ან გადამუშავებასადგილზევე. უნდა აღინიშნოს, რომ ეს მეთოდი არ გულისხმობს ისეთ ღონისძიებებს,როგორიცაა ნარჩენების გადამუშავება სხვა საწარმოში, ჩამდინარე წყლების წმენდა, ანორგანული ნარჩენების დაწვა და სხვა.

ნარჩენების მეორადი გამოყენების ან გადამუშავების ტიპიური მაგალითებია:

- წყლის რეცირკულაცია;

- კასკადური რეცხვა, ან რეცხვა უკუნაკადით;

- სარეცხი ხსნარების ხელმეორე გამოყენება;

- კონდენსატის და ნარჩენი სითბოს გამოყენება;

- ნედლეულის ნარჩენების, შუალედური პროდუქტების და წუნდებული პროდუქციისშეგროვება და წარმოების პროცესში ჩაბრუნება;

- ჰაერგამწმენდ სისტემაში ჩაჭერილი ნედლეულის, ან შუალედური პროდუქტისდაბრუნება ტექნოლოგიურ პროცესში;

ნედლეულის შესაფუთი მასალის გამოყენება პროდუქციის შესაფუთად.

ნარჩენების ხელახალი გამოყენების ან გადამუშავების შესაძლებლობისთვის აუცილებელიასხვადასხვა სახის ცალ-ცალკე შეგროვება. ამას გარდა, ასეთი შესაძლებლობისგამოყენებისთვის შესაძლოა საჭირო გახდეს საწარმოო ინფრასტრუქტურის მოდიფიკაცია.

ქართული საწარმოების ნაწილში ასეთიღონისძიებები გატარებულია. მაგალითად,გვხვდება წყლის რეცირკულაცია გაცივებისსისტემებში, ნარჩენი სითბოს გამოყენებათბომცვლელების მეშვეობით, შესაფუთიმასალის ხელახალი გამოყენება და სხვა.თუმცა, ჯერ კიდევ დიდი შესაძლებლობებიაამ მიმართულებით.

Page 45: რესურსეფექტურიდასუფთა წარმოებაrecp.ge/wp-content/uploads/2017/04/RECP-Primer_Geo_31-01...გვერდი | 6 შესავალი

გვერდი | 45

პრაქტიკული მაგალითი

კომპანია შპს „რუსმეტალი“სექტორი, ზომადაადგილმდებარეობა

კომპანია ქ. რუსთავში ფეროშენადნობთა ქარხანას ამუშავებს, რომლიც სილიკომარგანეცისწარმოებაზეა სპეციალიზებულია. ქარხანა უწყვეტ რეჟიმში მუშაობს და წლიურად დაახლ. 20ათას ტონა პროდუქციას აწარმოებს. მასში დასაქმებულია 400-მდე ადამიანი.

განხორციელებული საქმიანობა /ინიციატივა

სილიკომანგანუმის საწარმოებლად საჭირო ნედლეულია: მანგანუმის მადანი, კოქსი,დოლომიტი და კვარციტი. პროდუქციის გამოსაშვებად საწარმოში ნედლეული იფქვება,საჭირო თანაფარდობით ერევა ერთმანეთს და ნარევი ელექტრო-რკალურ ღუმელებში 1560-1700°C-ზე გამოიდნობა. საწარმოო პროცესების შეფასებისას აღმოჩნდა, რომ საწარმოონარჩენების გადამუშავებით შესაძლებელია ნედლეულის გამოსავლიანობის გაზრდა.

ეკონომიკურისარგებელი

კატეგორია აღწერა და დასაბუთება ხარჯების შემცირება პროდუქტიულობის ზრდა პროდუქციის ხარისხი ორგანიზაციული ეფექტურობა საქმიანობის ნებართვა

კომპანიას შეუძლია იგივე მოცულობისნედლეულიდან წლიურად დამატებით 2,700 ტმანგანუმი აწარმოოს, რაც მის შემოსავალს550,000 ევროთი გაზრდის. ამისათვის ინვესტიციასაჭირო არაა და კომპანიას მხოლოდ საოპერაციოხარჯები გაეზრდება.

სარგებელიგარემოს დაცვისკუთხით

ნედლეული & მასალები წყალი ენერგია ნარჩენები ჩამდინარე წყლები ატმოსფერული გაფრქვევები

ნედლეულის გამოსავლიანობის გასაზრდელადკომპანიას წლიურად 11.4 გვტ.სთ-ით მეტიელექტროენერგიის მოხმარება დასჭირდება, ხოლომისი CO2-ის ემისიის მოცულობა 850 ტონითმოიმატებს. თუმცა, პროდუქციის ერთეულზეელექტროენერგიის მოხმარების და ნახშირორჟანგისემისიის მაჩვენებელი დიდად არ შეიცვლება, ამასთანგადამუშავებული წიდა გარემოსდაცვით კუთხითუფრო უსაფრთხო იქნება.

ტექნიკა მეურნეობის ეფექტურად გაძღოლა ნედლეულისა და მასალებისჩანაცვლება

საწარმოო პროცესისგაუმჯობესებული მართვა

აღჭურვილობის მოდიფიკაცია ტექნოლოგიის შეცვლა ნარჩენების მეორადი გამოყენება/გადამუშავება ადგილზე

სასარგებლო თანაური პროდუქტი პროდუქტის მოდიფიცირება

სილიკომანგანუმის მისაღებად საწარმოშიგამოყენებული ტექნოლოგია არ იძლევა მადნისშემადგენლობაში არსებული მანგანუმის მთლიანადგამოყენების საშუალებას და მანგანუმისდაახლოებით 15% წიდაში რჩება. წიდის გადადნობისშემთხვევაში მასში მანგანუმის შემცველობა შეიძლება3-5%-მდე შემცირდეს და წარმოებისპროდუქტიულობა გაიზარდოს.

Page 46: რესურსეფექტურიდასუფთა წარმოებაrecp.ge/wp-content/uploads/2017/04/RECP-Primer_Geo_31-01...გვერდი | 6 შესავალი

გვერდი | 46

ნაწილი 3.9 სასარგებლო თანაური / თანმდევი პროდუქტის წარმოება

რიგ შემთხვევებში ნარჩენების ადგილზე გამოყენება ვერ ხერხდება, თუმცა შესაძლებელია ესნარჩენები სხვა საწარმოსთვის ნედლეულს ან დამხმარე მასალას წარმოადგენდეს. ასეთნარჩენებს თანაურ/თანამდევ პროდუქტს უწოდებენ. მისი ტიპიური მაგალითებია:

- გაცივების სისტემიდან გამოსული წყლის გამოყენებაშენობების ან სათბურების გასათბობად;

- წიდის გამოყენება სამშენებლო მასალების წარმოებისთვის;

- ინერტული ნარჩენების გამოყენება ცემენტის წარმოებაში;

- საკვები პროდუქტების გადამუშავებისას წარმოქმნილიორგანული ნარჩენების კომპოსტირება, ან ცხოველებისსაკვებად გამოყენება;

- მეფრინველეობის ფაბრიკაში წარმოქმნილი ბუმბულისგამოყენება;

- მეცხოველეობის ფერმებში წარმოქმნილი ნაკელისგამოყენება;

- სასაკლაოებში დარჩენილი ტყავის გამოყენება პროდუქციისსაწარმოებლად.

იმისათვის, რომ ნარჩენები თანაურ/თანმდევ პროდუქტად იქცეს, მნიშვნელოვანიასხვადასხვა ტიპის ნარჩენების ცალ-ცალკე შეგროვების პრაქტიკის დანერგვა. საქართველოშისაწარმოების ნაწილი წარმატებით იყენებს ამმეთოდს. თუმცა, მნიშნველოვანი ბარიერია,რომ ქვეყანაში ყოველთვის არ არსებობსთანაური პროდუქტის მომხმარებელისაწარმოები.

Page 47: რესურსეფექტურიდასუფთა წარმოებაrecp.ge/wp-content/uploads/2017/04/RECP-Primer_Geo_31-01...გვერდი | 6 შესავალი

გვერდი | 47

პრაქტიკული მაგალითი

კომპანია შპს „რუსმეტალი“სექტორი, ზომა დაადგილმდებარეობა

კომპანია ქ. რუსთავში ფეროშენადნობთა ქარხანას ამუშავებს, რომლიც სილიკომარგანეცისწარმოებაზეა სპეციალიზებულია. ქარხანა უწყვეტ რეჟიმში მუშაობს და წლიურად დაახლ. 20ათას ტონა პროდუქციას აწარმოებს. მასში დასაქმებულია 400-მდე ადამიანი.

განხორციელებულისაქმიანობა /ინიციატივა

სილიკომარგანეცის წარმოების შედეგად „რუსმეტალი“-ს ფეროშენადნობთა ქარხანაშიწარმოებულ 1 ტონა პროდუქციაზე 1.3 ტონა წიდა წარმოიქმნება, რაც წლიურად 27,000 მ3

წიდას უტოლდება. წიდა თავად ქარხნისთვის ნარჩენს წარმოადგენს; თუმცა, კომპანიისმენეჯმენტმა იპოვა წიდის გასაღების ბაზარი და მას სამშენებლო მასალების მწარმოებელკომპანიებზე ყიდის.

ეკონომიკურისარგებელი

კატეგორია აღწერა და დასაბუთება ხარჯების შემცირება პროდუქტიულობის ზრდა პროდუქციის ხარისხი ორგანიზაციული ეფექტურობა საქმიანობის ნებართვა

წიდის გაყიდვას კომპანიისთვის წლიურად 14,000ევროს დამატებითი შემოსავალი მოაქვს. ამასგარდა, კომპანია ზოგავს ამ ნარჩენის განთავსებისხარჯებს და აუმჯობესებს გარემოსდაცვითმაჩვენებლებს.

სარგებელი გარემოსდაცვის კუთხით

ნედლეული & მასალებიწყალი

ენერგია ნარჩენები ჩამდინარე წყლები ატმოსფერული გაფრქვევები

წიდის გაყიდვით კომპანიამ შეძლო მყარინარჩენების მოცულობა წლიურად 27,000 მ3-ითშეემცირებინა.

ტექნიკა მეურნეობის ეფექტურად გაძღოლა ნედლეულისა და მასალებისჩანაცვლება

საწარმოო პროცესისგაუმჯობესებული მართვა

აღჭურვილობის მოდიფიკაცია ტექნოლოგიის შეცვლა ნარჩენების მეორადი გამოყენება/გადამუშავება ადგილზე

სასარგებლო თანაური პროდუქტი პროდუქტის მოდიფიცირება

როგორც წესი, მეტალურგიული საწარმოების წიდასასარგებლო თანაურ პროდუქტად განიხილება,რადგანაც მისი გამოყენება შესაძლებელიასამშენებლო მასალების (მაგ, სამშენებლო ბლოკი)წარმოებაში, ან გზების მშენებლობისას. კომპანიამშეძლო მოეძებნა სამშენებლო მასალებისმწარმოებელი კომპანიები, რომლებიც მთლიანადყიდულობენ სილიკომარგანეცის წარმოებისშედეგად წარმოქმნილ წიდას.

Page 48: რესურსეფექტურიდასუფთა წარმოებაrecp.ge/wp-content/uploads/2017/04/RECP-Primer_Geo_31-01...გვერდი | 6 შესავალი

გვერდი | 48

ნაწილი 3.10 პროდუქტის მოდიფიცირება

რესურსეფექტური და სუფთა წარმოების ბოლო მეთოდი პროდუქტის მოდიფიცირებაშიმდგომარეობს. მისი მეთოდის მიზანია პროდუქციის იმგვარი სახეცვლილება, რომშემცირდეს გარემოზე ზემოქმედება წარმოების პროცესში, მოხმარების ან განთავსებისას.

პროდუქციის მოდიფიკაცია გულისხმობსპროდუქტის შემადგენლობის ან ფორმის ისეთცვლილებას, რომელიც საშუალებას იძლევა:

- წარმოებისას ნაკლები მასალა დაიხარჯოს;

- წარმოებისას ნაკლები ნარჩენები წარმოქმნას;

- პროდუქტის მოხმარებისას ნაკლები წყალი დაელექტროენერგია დაიხარჯოს;

- შესაძლებელი გახდეს პროდუქტის განახლება,შეკეთება, გადამუშავება;

- შენახვის ვადა ოპტიმალური გახდეს;

- ნაკლებად სახიფათო მასალებით დამზადდეს;

- შეფუთვას ნაკლები მასალა მოხმარდეს;

- ტრანსპორტირება გამარტივდეს და სხვა.

პროდუქტის მოდიფიკაცია შესაძლოა საოპერაციო ხარჯების შემცირების საშუალებასიძლეოდეს, ან ნარჩენების მართვასა და გარემოს დაცვის სხვა ღონისძიებებზე ზოგავდესთანხებს. თუმცა, აქ შეიძლება წამოჭრას საკითხი, თუ როგორ მიიღებს მომხმარებელიგანახლებულ პროდუქტს.

რიგ შემთხვევაში პროდუქტის მოდიფიკაცია მის გაყიდვაში ეხმარება მეწარმეს. მაგალითად,ყველას გვირჩევნია ენერგოეფექტური სარეცხის მაქნანა, თუ მაცივარი; ორკამერიან მაცივარსვამჯობინებთ ადრინდელ ერთკამერიანს და სხვა. თუმცა, სხვა შემთხვევებში შესაძლოამეწარმეს მოდიფიცირებული პროდუქტის გასაყიდად კარგი მარკეტინგული კამპანიადასჭირდეს, რათა მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია ახალი პროდუქტის უპირატესობისშესახებ.

Page 49: რესურსეფექტურიდასუფთა წარმოებაrecp.ge/wp-content/uploads/2017/04/RECP-Primer_Geo_31-01...გვერდი | 6 შესავალი

გვერდი | 49

იმოქმედეთ!

რომ შევაჯამოთ, რესურსეფექტური და სუფთაწარმოების მეთოდების დანერგვას საწარმოსთვისშემდეგი სარგებლის მოტანა შეუძლია:

ნედლეულის, მასალების, წყლის და ენერგიისდაზოგვა;

მოხმარებული რესურსების გამოსავლიანობისგაზრდა;

წარმოების ხარჯების და პროდუქციის თვითღირებულების შემცირება;

პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესება;

ნარჩენების და მათი მართვის ხარჯების შემცირება;

შრომის პირობების გაუმჯობესება;

საწარმოს პერსონალის მოტივაციის გაზრდა და პროცესში ჩართულობა;

გარემოს დაბინძურების შემცირება და კომპანიის გარემოსდაცვითი მაჩვენებლებისგაუმჯობესება;

კანონმდებლობასთან შეუსაბამობის რისკების შემცირება;

მომხმარებლის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების რისკების შემცირება;

ორგანიზაციული ეფექტურობის გაზრდა;

კომპანიის იმიჯის და კონკურენტუნარიანობის ამაღლება, ასევე საზოგადოებასთანურთიერთობის გაუმჯობესება;

ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობის გაზრდა.

ალბათ დაგვეთანხმებით, რომ საკმაოდ შთამბეჭდავი ნუსხაა. ვერ გეტყვით, რომრესურსების მოხმარების და სუფთა წარმოების დასანერგად მიმართული ერთი რომელიმეღონისძიება ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მიმართულებით მოგიტანთ სარგებელს; თუმცა,შესაძლოა რამდენიმე მაჩვენებელი ერთად გაგიუმჯობესდეთ (მაგალითად, გაიზარდოსნედლეულის გამოსავლიანობა და შემცირდეს ნარჩენები, ან გაიზარდოს პროდუქციისხარისხი და ორგანიზაციული ეფექტურობა და სხვა).

რესურსეფექტური და სუფთა წარმოების ღონისძიებების გატარება ზოგ შემთხვევაშიდანახარჯების გარეშე, ან მცირე დანახარჯითაც შეიძლება. გარკვეული ღონისძიებებიშესაძლოა დიდ ინვესტიციას საჭიროებდეს, თუმცა მათი უკუგების პერიოდი, ხშირშემთხვევაში, საკმაოდ მცირეა.

Page 50: რესურსეფექტურიდასუფთა წარმოებაrecp.ge/wp-content/uploads/2017/04/RECP-Primer_Geo_31-01...გვერდი | 6 შესავალი

გვერდი | 50

ამის სადემონსტრაციოდ სხვადასხვა პრაქტიკული მაგალითებიც მოვიყვანეთ, რომლებიცჩვენი ქვეყნის რეალურ საწარმოებს ეხება. ეს მაგალითები, ერთის მხრივ, ნათლადგვიჩვენებს, თუ გაუმჯობესების რამდენად დიდი პოტენციალია ჩვენი ქვეყნის საწარმოოსექტორში რესურსების ეფექტურად მოხმარების კუთხით და, მეორე მხრივ კი, რასარგებლის მიღება შეუძლია საწარმოს რესურსეფექტური და სუფთა წარმოების მეთოდებისდანერგვით.

ალბათ ცოტათი მაინც დაგარწმუნეთ, რომ რესურსეფექტური და სუფთა წარმოებისმიდგომები თქვენს ბიზნესს უფრო ეფექტურსა და წარმატებულს გახდის. თუ ასეა,გადადგით პირველი ნაბიჯები ამ მიმართულებით. დაიწყეთ ყველაზე მარტივიპროექტებით, რათა გამოსცადოთ მეთოდოლოგია და გამოცდილება მიიღოთ. აუცილებლადგანახორციელეთ გატარებული ღონისძიებების მონიტორინგი, რათა დარწმუნდეთ მათეფექტურობაში. და რაც მთავარია, ნუ დასჯერდებით მიღწეულ შედეგებს, გამოავლინეთთქვენი კომპანიის გაუმჯობესების სხვადასხვა შესაძლებლობები და იმოქმედეთ!

Page 51: რესურსეფექტურიდასუფთა წარმოებაrecp.ge/wp-content/uploads/2017/04/RECP-Primer_Geo_31-01...გვერდი | 6 შესავალი

საკონტაქტო ინფორმაცია:

UNIDO-ს რესურსეფექტური და სუფთა წარმოების პროექტი

პროექტის მენეჯერი: ქ-ნი კაროლინა გონზალეს-მიულერი

UNIDO, ინდუსტრიული განვითარების ოფისიელ-ფოსტა: [email protected]

www.unido.org/eapgreen

პროექტის საერთაშორისო კოორდინატორი: ქ-ნი ტატიანა ჩერნიავსკაია

ელ-ფოსტა: [email protected]

პროექტის კოორდინატორი საქართველოში: ბ-ნი მალხაზ ადეიშვილი

ელ-ფოსტა: [email protected]

www.recp.ge