rama.moh.gov.gerama.moh.gov.ge/res/docs/20181030165105terapiulist… · Web view1....

Post on 06-Jun-2020

5 views 0 download

Transcript of rama.moh.gov.gerama.moh.gov.ge/res/docs/20181030165105terapiulist… · Web view1....

1. დასმულ კლინიკურ დიაგნოზზე პასუხისმგებლობა ეკისრება:

ა ) სტომატოლოგიური პოლიკლინიკის მთავარ ექიმს.

*ბ) ექიმ სტომატოლოგს;

გ ) სერტიფიკატის მქონე ექიმის თანაშემწეს;

დ ) ექიმის თანაშემწეს;

2. პაციენტის სანაციის ჩატარებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება:

ა ) სტომატოლოგიური პოლიკლინიკის მთავარ ექიმს.

*ბ) ექიმ-სტომატოლოგს;

გ ) სერთიფიკატის მქონე ექიმის თანაშემწეს;

დ ) ექიმის თანაშემწეს;

3. ვერტიკალური პერკუსია მტკივნეულია

ა ) ღრმა კარიესის დროს

ბ ) პულპის ჰიპერემიის დროს

*გ) მწვავე მწვერვალოვანი პერიოდონტიტის დროს

დ ) ქრონიკული პერიოდონტიტის დროს.

4. რენტგენოლოგიურ დანადგართან მუშაობისას, პერსონალის დასხივების მაქსიმალური დასაშვები დოზა არ უნდა აღემატებოდეს:

ა ) 6 ბერ წელიწადში;

*ბ) 5 ბერ წელიწადში;

გ ) 4 ბერ წელიწადში;

დ ) 3 ბერ წელიწადში.

5. რენტგენოლოგიური გამოკვლევა ინფორმატიულია :

ა ) დიფერენციული დიაგნოზის ჩატარებისას მწვავე ლოკალურ პულპიტსა და მწვავე დიფუზურ პულპიტს შორის.

*ბ) დიფერენციული დიაგნოზის ჩატარებისას საშუალო კარიესსა და ქრონიკულ პერიოდონტიტს შორის;

გ ) დიფერენციული დიაგნოზის ჩატარებისას ღრმა კარიესსა და პულპის ჰიოერემიას შორის;

დ ) დიფერენციული დიაგნოზის ჩატარებისას მწვავე serozul და მწვავე ჩირქოვან პერიოდონტიტს შორის;

6. მიზეზობრივი კბილის დასაზუსტებლად პერკუსიის ჩატარებისას გამოკვლევა უმჯობესია დავიწყოთ :

ა ) ნებისმიერი სხვა კბილით;

*ბ) მეზობელი კბილებით კბილთა რკალის იგივე მხარეს;

გ ) ანტაგონისტით;

დ ) მიზეზობრივი კბილით;

7. პაციენტის გამოკვლევის ძირითად მეთოდებს მიეკუთვნება:

ა ) ელექტრომეტრია

ბ ) რენტგენოდიაგნოსტიკა

*გ) პალპაცია

დ ) ბიოფსია

8. პაციენტის გამოკვლევის ძირითად მეთოდებს მიეკუთვნება:

ა ) რენტგენოდიაგნოსტიკა

ბ ) ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა

*გ) ანამნეზის შეგროვება

დ ) პოლაროგრაფია

9. პაციენტის გამოკვლევის დამატებითი მეთოდებია:

ა ) თანკბილვის განსაზღვრა

*ბ) რენტგენოდიაგნოსტიკა

გ ) პერკუსია

დ ) პალპაცია

10. პაციენტის გამოკვლევის დამატებითი მეთოდებია

ა ) პალპაცია

*ბ) აპექსლოკატორის გამოყენება

გ ) ანამნეზის შეგროვება

დ ) ზონდირება

11. ჰისტამინის სინჯი გამოიყენება

ა ) მიკოზური პათოლოგიების გამოსავლენად

*ბ) ალერგიული პათოლოგიების გამოსავლენად

გ ) ვირუსული პათოლოგიის გამოსავლენად

დ ) კოკური პათოლოგიის გამოსავლენად

12. სისხლის ბიოქიმიური გამოკვლევას ატარებენ:

*ა) გლუკოზის შემცველობის დასადგენად შაქრიანი დიაბეტის დროს;

ბ ) ჰემოგლობინის რაოდენობის დასადგენად;

გ ) ერიტროციტების და ლეიკოციტების რაოდენობის დასადგენად;

დ ) ფერადობის მაჩვენებლების დასადგენად.

13. სეროლოგიური გამოკვლევებით დაადგენენ:

ა ) მიკოზებით დაინფიცირებას;

ბ ) სიფილისურ, გონორეულ ინფექციებს;

*გ) იმუნოდეფიციტის ვირუსით დაინფიცირებას;

დ ) ტუბერკულოზურ პათოლოგიას.

14. ფუნქციური კვლევის მეთოდებს მიეკუთვნება:

ა ) პერკუსია

ბ ) რენტგენოდიაგნოსტიკა

გ ) ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა

*დ) ბიომიკროსკოპია

15. მეტალისა და მინის ინსტრუმენტების სტერილიზაციის რეჟიმი მშრალ სტერილიზატორში:

ა ) 120 გრადუსი - 30 წთ

ბ ) 120 გრადუსი - 60 წთ;

*გ) 180 გრადუსი - 60 წთ;

დ ) 180 გრადუსი - 20 წთ;

16. შესახვევი მასალისა და რეზინის ინსტრუმენტების გასტერილება წარმოებს:

*ა) ავტოკლავში წნევის ქვეშ.

ბ ) ქიმიური სტერილიზაციით;

გ ) მშრალ სტერილიზატორში;

დ ) გაყინვით

17. რას გულისხმობს სტერილიზაციის ერთ-ერთი ეტაპი-დეზინფექცია:

ა ) სტომატოლოგიური ინსტრუმენტების მოთავსება სარეცხ ხსნარში;

ბ ) ნახმარი ინსტრუმენტების დამუშავება მინის ბურთულებიან სტერილიზატორში;

*გ) ნახმარი ინსტრუმენტების დამუშავება ხსნარში – გაუვნებელყოფისათვის;

დ ) სტომატოლოგიური ინსტრუმენტების მოთავსება მშრალ სტერილიზატორში.

18. ინსტრუმენტების სტერილიზაციის ყველაზე საიმედო მეთოდია:

ა ) ქიმიური სტერილიზაცია

ბ ) დუღილი

გ ) გაყინვა

*დ) ავტოკლავირება

19. ინსტრუმენტების ავტოკლავირების ძირითადი ნაკლოვანებაა:

ა ) ინსტრუმენტების არასაკმარისი სტერილიზაცია

ბ ) არ ანადგურებს სპორებს

*გ) ბასრი ინსტრუმენტების დაზიანება

დ ) დროის დანაკარგი

20. მიკროორგანიზმების გამრავლების ყველაზე ხელსაყრელი ტემპერატურაა:

ა ) 38,5 გრადუსი

*ბ) 37,5 გრადუსი

გ ) 34,5 გრადუსი

დ ) 30 გრადუსი

21. ბაქტერიების ინფიცირებისაგან თავდაცვის ყველაზე საიმედო მეთოდია:

ა ) დეზინფექცია

*ბ) სტერილიზაცია

გ ) გაყინვა

დ ) დუღილი

22. ქიმიური დეზინფექციის შემდეგ ინსტრუმენტები უნდა მოთავსდეს:

*ა) გამდინარე წყალში

ბ ) წყლიან ჭურჭელში

გ ) მშრალ ჭურჭელში

დ ) მდუღარე წყლიან ჭურჭელში

23. უბისთეზინს აქვს შემდეგი თვისებები;

ა ) ანტიშოკური (შოკის საწინააღმდეგო) .

ბ ) ქავილის საწინააღმდეგო;

*გ) ადგილობრივი საანესთეზიო;

დ ) ანტიჰისტამინური;

24. ადგილობრივი ანესთეზიის ჩატარების უკუჩვენებას წარმოადგენს:

ა ) ორსულობა

ბ ) კომპენსირებული დიაბეტი

*გ) ალერგია

დ ) ხანდაზმული ასაკი

25. ყველაზე საიმედო (მისაღები) ანესთეტიკი პაციენტებისათვის გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიებით არის:

*ა) მეპივაკაინი

ბ ) ლიდოკაინი

გ ) ნოვოკაინი

დ ) ტრიმეკაინი

26. ადგილობრივი ანესთეტიკებიდან მოქმედების მეტი ხანგრძლივობით ხასიათდება:

ა ) მეპივოკაინი

*ბ) მარკაინი;

გ ) ლიდოკაინი;

დ ) ნოვოკაინი;

27. ლიდოკაინის გამოყენებისას უპირატესობა ენიჭება :

ა ) ინტრაპულპალურ ინექციას;

ბ ) ინტრალიგამენტურ ინექციას;

გ ) სპონგიოზურ ინექცია;

*დ) ინფილტრაციულ, გამტარებლობით ანესთეზიას ;

28. ინტრაპულპური ანესთეზია ეფექტურია

*ა) პულპიტების მკურნალობისას;

ბ ) პერიოდონტიტის მკურნალობისას;

გ ) ღრმა კარიესის მკურნალობისას;

დ ) ყველა ჩამოთვლილ შემთხვევაში.

29. ქვემოთ ჩამოთვლილ ანისთეტიკებიდან რომელია ყველაზე უფრო ალერგიული

ა ) ლიგნოკაინი;

ბ ) ოქტოკაინი;

გ ) უბისტეზინი;

დ ) ქსილოკაინი;

*ე) ნოვოკაინი;

30. ინფილტრაციული ანესთეზია განსაკუთრებით ეფექტურია:

*ა ) ზედა პრემოლარებში

ბ ) ზედა ეშვში;

გ ) ქვედა პირველ მოლარში;

დ ) ზედა მოლარებში;

31. ნორადრენალინი იწვევს:

*ა) არტერიების გარკვეული უბნების შევიწროებას.

ბ ) არტერიების და ვენების სპაზმს;

გ ) არტერიების და ვენების გაფართოებას;

დ ) არტერიების გაფართოებასა და ვენების სპაზმს;

32. ინფილტრაციული ანესთეზია განსაკუთრებით არაეფექტურია:

*ა) ქვედა ყბის მეორე მოლარში.

ბ ) ქვედა ყბის პირველ მოლარში.

გ ) ზედა პრემოლარებში;

დ ) ზედა მოლარებში;

33. ინფილტრაციული ანესთეზია არაეფექტურია:

*ა) ქვედა ყბის მოლარებში.

ბ ) ქვედა ყბის პრემოლარებში;

გ ) ზედა პრემოლარებში;

დ ) ზედა მოლარებში;

34. გამოხატული სისხლძარღვოვანი კოლაფსის დროს, არტერიული წნევა:

ა ) მომატებულია.

ბ ) ვარიაბილურია;

გ ) ქვეითდება, შემდეგ იმატებს;

*დ)ქვეითდება;

35. ადგილობრივ ანესთეტიკში ადრენალინის ოპტიმალური კონცენტრაცია:

ა ) 1 : 750000.

ბ ) 1 : 500000;

გ ) 1 : 50000;

*დ) 1 : 200000;

36. ადრენალინის გარეშე გამოიყენება ანესთეტიკები:

ა ) ლიდოკაინი;

ბ ) ულტრაკაინი;

*გ) მეპივაკაინი;

დ ) უბისთეზინი.

37. განსაკუთრებით დიდ სუნთქვით მოცულობას ქმნის ხელოვნური სუნთქვის შემდეგი მეთოდი:

*ა) ხელოვნური ვენტილაცია.

ბ ) ნიკაპი გადაგდებული და მხრების ქვეშ ლილვაკი;

გ ) მდებარეობა ზურგზე - გულმკერდზე ზეწოლა-ამოსუნთქვა, ხელების აწევა-ჩასუნთქვა;

დ ) მდებარეობა მუცელზე. ზურგის მხრიდან გულმკერდზე ზეწოლა-ამოსუნთქვა ხელების აწევა-ჩასუნთქვა;

38. პირის ღრუს ლორწოვანი გარსის აპლიკაციური ანესთეზიისათვის ეფექტურია:

ა ) პროპოლისის მალამო;

ბ ) პლატონოვის ხსნარი;

გ ) ნოვოკაინის ხსნარი;

*დ) პირომეკაინის მალამო;

39. ადგილობრივი ანესთეტიკის დამატებითი ინექცია ვესტიბულარული ან სასისკენა მხრიდან აუცილებელია იმ შემთხვევაში:

ა ) ადრენალინის კონცენტრაცია 1 : 25000.

ბ ) როდესაც გამოხატულია ავადმყოფის ტიპოლოგიური სტატუსი;

გ ) როდესაც არასწორად არის შერჩეული ადგილობრივი ანესთეტიკი;

*დ) როდესაც ძირითადი ანესთეზია არაეფექტური აღმოჩნდა;

40. სუნთქვის სიხშირის მომატებას ეწოდება:

ა ) აპნოე.

*ბ) ტახიპნოე;

გ ) ჰიპერპნოე;

დ ) დისპნოე;

41. ქვემოთ ჩამოთვლილ მდგომარეობათაგან ტრახეოსტომიის ჩვენება არის:

ა ) უგონო მდგომარეობის დროს.

ბ ) ქალა-ტვინის ტრავმების დროს;

გ ) ყელის ტრამვული გადაჭრისას პროფილაქტიკური ტრახეოსტომია;

*დ) ხორხის შეშუპება;

42. ზედა ყბის ეშვის მწვავე დიფუზური პულპიტის მკურნალობისას ეფექტურია:

ა ) ტუბერული ანესთეზია.

ბ ) ტორუსური ანესთეზია;

*გ) ინფრაორბიტალური ანესთეზია;

დ ) პალატინური ანესთეზია.

43. ქვედა ყბის პირველი მოლარის მწვავე პერიოდონტიტის მკურნალობისას ეფექტურია:

ა ) ტუბერალური ანესთეზია.

*ბ) მანდიბულარული ანესთეზია;

გ ) მენთალური ანესთეზია;

დ ) ინფილტრაციული ანესთეზია.

44. გულის გაჩერებისას ნატრიუმის ჰიდროკარბონატი შეჰყავთ იმიტომ რომ:

ა ) ამცირებს ქსოვილების მიერ ჟანგბადის მოხმარებას.

ბ ) კორექციას უკეთებს მეტაბოლურ აციდოზს;

გ ) აძლიერებს შეყვანილი სამკურნალო საშუალებების მოქმედების ეფექტურობას;

*დ) ხელს უშლის მეტაბოლური აციდოზის განვითარებას;

45. კლინიკური სიკვდილის დიაგნოზის დასმის შემდეგ მოქმედებების თანმიმდევრობა:

ა ) ადრენალინის ჰიდროქლორიდის კუნთებში შეყვანა.

ბ ) ნატრიუმის ჰიდროკარბონატის ინტრავენური ინიექცია;

*გ) ადრენალინის ჰიდროქლორიდის გულში შეყვანა;

დ ) რეანიმაციული ბრიგადის გამოძახება;

46. კლინიკური სიკვდილის შემდეგ აღდგა ცნობიერება, სპონტანური სუნთქვა და გულის მუშაობა. ავადმყოფი უნდა:

ა ) მოთავსდეს ინტენსიური თერაპიის პალატაში.

*ბ) ჰოსპიტალიზებულ იქნას რეანიმაციულ განყოფილებაში;

გ ) ჩაუტარდეს ჰოსპიტალიზაცია სომატურ განყოფილებაში;

დ ) გავაგზავნოთ სახლში;

47. სტომატოლოგიური დანადგარის ფუნქციური ელემენტებია:

ა ) ბორმანქანა, ექიმის სკამი, ასისტენტის სკამი,

ბ ) სტომატოლოგიური სავარძელი, ექიმის სკამი, ბორმანქანა,

*გ) სტომატოლოგიური სავარძელი, ბორმანქანა, კომპრესორი,

დ ) კომპრესორი, ელექტროძრავი, ექიმის სკამი,

48. სტომატოლოგიური კაბინეტის ორგანიზებისა და აღჭურვის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა:

*ა) საოპერაციო ველის განათების სისტემას,

ბ ) სტომატოლოგიური დანადგარის ზომას,

გ ) სტომატოლოგიური დანადგარის ფორმას,

ე ) კომპრესორის ფორმას.

49. ტურბინული ბუნიკის ბრუნთა სიჩქარე წუთში არის:

ა ) 500 _ 100 ბრუნი,

*ბ) 100 000 _ 350 000 ბრუნი,

გ ) 100 000 _ 450 000 ბრუნი,

დ ) 400 _ 650 ბრუნი,

50. თუ სტომატოლოგიური სავარძლის საზურგე ჰორიზონტალურ მდგომარეობაშია მოყვანილი, ექიმი იკავებს:

*ა) “11 ან 12 საათის" შესაბამისი ორიენტირის პოზიციას,

ბ ) “9 საათის" შესაბამისი ორიენტირის პოზიციას,

გ ) “9 ან 6 საათის" შესაბამისი ორიენტირის პოზიციას,

დ ) “6 საათის" შესაბამისი ორიენტირის პოზიციას,

51. კნოპიან ბუნიკში ბორის ჩასმა _ გამოღება რეგულირებისთვის საჭიროა:

ა ) ბორის “მიმწოლი",

*ბ) ბუნიკის თავზე არსებული კნოპი,

გ ) ბორის სპეციალური გასაღები,

დ ) ბორის სპეციალური “მომჭერი",

52. რენტგენოლოგიური გამოკვლევის რომელი მეთოდი იძლევა დიდი სანერწყვე ჯირკვლების გამოსახულებას?

ა ) ორთოპანტომოგრაფია,

*ბ) სიალოგრაფია,

გ ) ტომოგრაფია,

დ ) ტელერენტგენოგრაფია.

53. აპექსლოკაციის ჩატარებისას პასიური ელექტროდი:

ა ) უმაგრდება ენდოდონტიური ინსტრუმენტის მეტალის ნაწილს,

ბ ) თავსდება პაციენტის კბილზე,

გ ) პაციენტს უჭირავს ხელში,

*დ) თავსდება პაციენტის ტუჩზე,

54. გრადუირებული ზონდის დანიშნულებაა:

*ა) პაროდონტალური ჯიბის ინსპექცია და სიღრმის განსაზღვრა,

ბ ) პირის ღრუს რბილი ქსოვილების ფიქსაცია,

გ ) ბამბის ლილვაკების პირის ღრუში დანიშნულებისამებრ შეტანა,

დ ) კბილბუდეში კბილის ფიქსაციის შემოწმება,

55. პირშიგნითა რენტგენოგრამებს ფირის მდებარეობის მიხედვით ყოფენ:

*ა) კონტაქტურ და ოკლუზიურ რენტგენოგრამებად,

ბ ) კონტაქტურ და პირგარეთა რენტგენოგრამებად,

გ ) ოკლუზიურ და პირგარეთა რენტგენოგრამებად,

დ ) მედიალურ და პირგარეთა რენტგენოგრამებად,

56. რომელი დაავადებისას არის ვერტიკალური პერკუსია მტკივნეული?

ა ) ღრმა კარიესი,

ბ ) პულპის ჰიპერემია,

*გ) მწვავე მწვერვალოვანი პერიოდონტიტი,

დ ) ქრონიკული პერიოდონტიტი,

57. პაციენტის გამოკვლევის დამატებით მეთოდებს მიეკუთვნება:

ა ) პერკუსია,

ბ ) თანკბილვის განსაზღვრა,

*გ) რენტგენოგრაფია,

დ ) ანამნეზის შეკრება.

58. პაციენტის გამოკვლევის დამატებით მეთოდებს მიეკუთვნება:

ა ) პალპაცია,

*ბ) რადიოვიზიოგრაფია

გ ) ანამნეზის შეკრება,

დ ) ზონდირება,

ე ) პერკუსია.

59. ჰისტამინის სინჯი გამოიყენება შემდეგი პათოლოგიების გამოსავლენად:

ა ) მიკოზური,

*ბ) ალერგიული,

გ ) ვირუსული,

დ ) კოკური,

60. სისხლის ბიოქიმიურ გამოკვლევას ატარებენ:

*ა) გლუკოზის შემცველობის დასადგენად შაქრიანი დიაბეტის დროს,

ბ ) ჰემოგლობინის რაოდენობის დასადგენად,

გ ) ერითროციტების და ლეიკოციტების რაოდენობის დასადგენად,

დ ) ფერადობის მაჩვენებლების დასადგენად,

61. პაციენტს სეროლოგიური გამოკვლევით უდგენენ:

ა ) მიკოზებით დაინფიცირებას,

ბ ) სიფილისურ ინფექციებს,

*გ) იმუნოდეფიციტურ ვირუსს,

დ ) ტუბერკულოზურ პათოლოგიას,

62. ფუნქციურ კვლევის მეთოდებს მიეკუთვნება:

ა ) პერკუსია,

ბ ) რენტგენოგრაფია,

გ ) ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა,

*დ) ბიომიკროსკოპია,

63. სტერილიზაცია მიზნად ისახავს:

*ა) პათოგენური და არაპათოგენური მიკროორგანიზმების და მათი სპორების განადგურებას,

ბ ) მხოლოდ არაპათოგენური მიკროორგანიზმების განადგურებას,

გ ) მხოლოდ აერობების განადგურებას,

დ ) პათოგენური და არაპათოგენური მიკროორგანიზმების და მათი სპორების გაუვნებელყოფას,

64. კონტაქტური ინფექციის პროფილაქტიკა გულისხმობს:

*ა) სტერილიზაციას,

ბ ) დეზინფექციას,

გ ) წინასასტერილიზაციო დამუშავებას,

დ ) გარეცხვას,

65. მკურნალობისას პაციენტის სისხლით ან სხვა რომელიმე ბიოლოგიური სითხით ექიმის კანის დაბინძურების შემთხვევაში აუცილებელია:

ა ) კანის დამუშავება იზოტონური ხსნარით,

*ბ) კანის დამუშავება სადეზინფექციო ხსნარით,

გ ) კანის დამუშავება წყლით,

დ ) კანის დამუშავება მჟავით,

66. მკურნალობის პროცესში გამოყენებული საანესთეზიო კარპულები და საინიექციო ნემსები აუცილებლად უნდა:

ა ) მოთავსდეს სადეზინფექციო ხსნარში უტილიზაციამდე

ბ ) გადაიყაროს სანაგვე ყუთში,

*გ) მოთავსდეს უტილიზატორში

დ ) უტილიზაციამდე მოთავსდეს გამოხდილ წყალში,

67. ორთქლის წნევის ქვეშ ორთქლით სტერილიზაციის (ავტოკლავირების) რეჟიმია:

ა ) 100°C-1.0 ბარი,

ბ ) 240°C–0.0 ბარი,

*გ) 134°C–2.2 ბარი,

დ ) 180°C–2.2 ბარი.

68. მიკრობული ინფიცირების რისკის შესამცირებლად, სტომატოლოგიური დანადგარის ის ფუნქციური უბნები, რომელსაც ექიმი ხშირად ეხება აუცილებელია ჩაუტარდეს:

*ა) დეზინფექცია

ბ ) სტერილიზაცია,

გ ) გამჭირვალე ცელულოიდის თვითწებვადი პროტექტორებით შეფუთვა,

დ ) წინასასტერილიზაციო დამუშავება

69. თანამედროვე სტომატოლოგიურ კლინიკებში ბუნიკების სტერილიზაცია ხდება:

ა ) დალბობით და გარეცხვით,

*ბ) ავტოკლავირებით,

გ ) მხოლოდ დეზინფექციით,

დ ) მხოლოდ სტერილიზაციით,

70. შესახვევი მასალის და რეზინის ინსტრუმენტების გასტერილება წარმოებს:

*ა) ავტოკლავში,

ბ ) ქიმიური სტერილიზაციით,

გ ) მშრალ სტერილიზატორში,

დ ) გლასპერლენის სტერილიზატორში,

71. სტერილიზაციის სწორი თანმიმდევრობაა:

ა ) წინასასტერილიზაციო დამუშავება, სტერილიზაცია, დეზინფექცია,

*ბ) დეზინფექცია, წინასასტერილიზაციო დამუშავება, სტერილიზაცია,

გ ) წინასასტერილიზაციო დამუშავება, დეზინფექცია, სტერილიზაცია,

დ ) სტერილიზაცია, წინასასტერილიზაციო დამუშავება, დეზინფექცია,

72. სტერილიზაციის ყველაზე საიმედო მეთოდია:

*ა) ავტოკლავირება.

ბ ) ქიმიური სტერილიზაცია,

გ ) ჰაერღუმელოვანი სტერილიზაცია,

დ ) მინის ბურთულებში სტერილიზაცია,

73. მაგარის სასის ლორწოვანი გარსის შემადგენლობაში არ გვხვდება

*ა) ლორწქვეშა შრე

ბ ) საკუთრივ ლორწოვანი გარსი

გ ) მრავალშრიანი ბრტყელი ეპითელიუმი

დ ) გარქოვანებული უჯრედების შრე

74. საჭრელი დვრილი მდებარეობს:

ა ) რბილი და მაგარი სასის საზღვარზე ორივე მხარეს;

ბ ) რბილ სასაზე;

გ ) მაგარ სასაზე, პირის ღრუს წინა მესამედში სიმეტრიულად;

*დ) მაგარ სასაზე, ცენტრალური საჭრელების უკან, ცენტრში.

75. რბილი სასის ლორწოვანი გარსის შემადგენლობაში არ გვხვდება

ა ) ლორწქვეშა შრე

ბ ) საკუთრივ ლორწოვანი გარსი

გ ) მრავალშრიანი ბრტყელი ეპითელიუმი

*დ) გარქოვანებული ეპითელიუმი

76. დენტინის მილაკებში ცირკულირებს

ა ) ქსოვილოვანი სითხე, რომელიც დენტინის კვების ფუნქციას ასრულებს

ბ ) დენტინის სითხე, რომელიც შეიცავს არაორგანულ ნივთიერებებს

გ ) ლიმფა და ცხოველქმედების პროდუქტები, რომლებიც გადადიან ლიმფურ კვანძებში

*დ) დენტნის სითხე, რომელიც შეიცავს ორგანულ და არაორგანულ ნივთიერებებს

77. როდის წარმოიქმნება მეორადი დენტინი

ა ) კბილის ჩანასახოვანი განვითარების დროს

ბ ) კარიესული პროცესის დროს

*გ) მთელი სიცოცხლის განმავლობაში

დ ) კბილების პათოლოგიური ცვეთის დროს

78. რომელი ჩანასახოვანი ორგანოდან ვითარდება დენტინი?

ა ) კბილის პარკიდან

*ბ) კბილის დვრილიდან

გ ) ეპითელური ორგანოდან

დ) კბილის ტაკვიდან

79. რომელი ჩანასახოვანი ორგანოდან ვითარდება დუღაბი?

*ა) კბილის პარკიდან

ბ ) კბილის დვრილიდან

გ ) ეპითელური ორგანოდან

დ ) ეპითელური ორგანოს შიგნითა შრის უჯრედებიდან

80. ლაქოვანი კარიესის დიფერენცირება ტარდება:

*ა) ფლუროზთან, ჰიპოპლაზიასთან

ბ ) ზედაპირულ კარიესთან, ფლუროზთან

გ ) მინანქრის ნეკროზთან

დ ) ეროზიასთან, ზედაპირულ კარიესთან

81. სავარაუდო მეოთხე არხი, ზედა ყბის მე-7 კბილში მდებარეობს:

ა ) დისტალურ ლოყისკენა ფესვში

*ბ) მედიალურ ლოყისკენა ფესვში

გ ) სასისკენა ფესვში

დ ) მედიალურ სასისკენა ფესვში

82. სავარაუდო მეოთხე არხი, ქვედა ყბის მე-6 კბილში მდებარეობს:

ა ) მედიალურ ფესვში

ბ ) მედიალურ ლოყისკენა ფესვში

გ ) დისტალურ ენისკენა ფესვში

*დ) დისტალურ ფესვში

83. სავარაუდო მეოთხე არხი ქვედა ყბის მე-7 კბილში მდებარეობს:

ა ) მედიალურ ფესვში

ბ ) მედიალურ ლოყისკენა ფესვში

*გ) დისტალურ ფესვში

დ ) დისტალურ ლოყისკენა ფესვში

84. პულპის ქსოვილის ჰისტოლოგიურ შემადგენლობაშია:

ა ) 6 შრე

ბ ) 5 შრე;

გ ) 4 შრე;

*დ) 3 შრე;

85. პულპის უჯრედოვანი შემადგენლობა შემდეგია:

ა ) ჰგავს ნევრულ ქსოვილს

ბ ) შემადგენლობის მიხედვით ახლოს არის ეპითელურ ქსოვილთან;

გ ) პულპის უჯრედოვანი შემადგენლობა წარმოდგენილია პლაზმოციტური უჯრედებისაგან;

*დ) პულპა, როგორც შემაერთებელი ქსოვილი მდიდარია მისთვის დამახასიათებელი უჯრედებით;

86. პულპის პერიფერიული შრე შედგება:

*ა) ოდონტობლასტებისაგან;

ბ ) ვარსკვლავისებური უჯრედებისაგან;

გ ) ლიმფოციტების და მონოციტებისაგან

დ ) პლაზმური უჯრედებისაგან;

87. რომელი ჩანასახოვანი ორგანოდან ვითარდება კბილის პულპა

ა ) კბილის პარკიდან

*ბ) კბილის დვრილიდან

გ ) ეპითელური მინანქრის ორგანოდან

დ ) კბილის პარკის პერიფერიული შრიდან

88. პულპის პერიფერიული შრე შედგება:

ა ) პლაზმოციტებისაგან

ბ ) ცემენტობლასტებისაგან

*გ) ოდონტობლასტებისაგან

დ ) ფიბრობლასტებისაგან

89. პულპის სუბოდონტობლასტური შრე შედგება;

ა ) ადვენტიციური უჯრედებისგან

*ბ) ვარსკვლავისებური უჯრედებისგან

გ ) ლიმფური უჯრედებისგან

დ ) პლაზმური უჯრედებისგან

90. რომელი სახის ბოჭკოები არ აღინიშნება პულპაში

ა ) კორფის რეტიკულური ბოჭკოები

ბ ) ოქსითალანური ბოჭკოები

გ ) კოლაგენური ბოჭკოები

*დ) ელასტიური ბოჭკოები

91. ოდონტობლასტების ძირითადი ფუნქციაა:

ა ) პულპის ინერვაცია

ბ ) ძირითადი ნივთიერების წარმოქმნა

გ ) დენტინის და მინანქრის კვება

*დ) დენტინის წარმოქმნა

92. პულპაში იმუნური სისტემის უჯრედებია

ა ) ფიბრობლასტები

*ბ) ჰისტოციტები და პლაზმური უჯრედები

გ ) ოდონტობლასტები

დ ) ვარსკვლავისებური უჯრედები

93. ოდონტობლასტები განლაგებულნი არიან

ა ) სუბ-ოდონტობლასტურ შრეში

ბ ) ცენტრალურ შრეში

*გ) პულპის პერიფერიულ შრეში

დ ) პრედენტინის შრეში

94. კბილის ჩანასახის რომელი ნაწილისაგან წარმოიქმნება პერიოდონტის ქსოვილი?

ა ) ე.წ. გერტვიგის საშოს უჯრედებისაგან.

ბ ) კბილის დვრილიდან;

გ ) ეპითელური ორგანოს პერიფერიული შრიდან

*დ) კბილის პარკიდან;

95. ზედა პირველი მოლარის რომელი ფესვის არხია ყველაზე ძნელად გამავალი?

ა ) სასისკენა.

ბ ) ლოყისკენა დისტალური

გ ) ლოყისკენა;

*დ) ლოყისკენა მეზიალური;

96. ზედა პირველი მოლარის ყველაზე კარგად გამავალი არხი:

ა ) სასისკენა დისტალური;

*ბ) სასისკენა;

გ ) ლოყისკენა მეზიალური;

დ ) ლოყისკენა დისტალური;

97. ქვედა ყბის მოლარის არხებიდან რომელია უფრო ძნელად გამავალი

ა ) დისტალური ლოყისკენა

ბ ) დისტალური ენისკენა

*გ) მედიალური ენისკენა

დ ) მედიალური ლოყისკენა

98. ზედა ყბის პირველი პრემოლარის არხებიდან რომელია ძნელად გამავალი

*ა) ლოყისკენა

ბ ) სასისკენა

გ ) ორივე ადვილად გამავალია

დ ) ორივე ძნელად გამავალია

99. ქვედა ყბის ნერვი ქალას ღრუდან გამოდის შემდეგი ხვრელის გავლით:

ა ) დვრილისებრი,

*ბ) ოვალური,

გ ) მრგვალი,

დ ) ნავისებრი,

100. გაიხსენეთ სტომატოლოგიურ პრაქტიკაში გამოყენებული საანესთეზიო საშუალების არტიკაინის პროცენტული შემცველობა:

ა ) 10%,

ბ ) 5%,

*გ) 4%,

დ ) 2%,

101. გულსისხლძარღვთა სისტემის იშემიური დაავადების მქონე პაციენტების მკურნალობის დროს საანესთეზიო ნივთიერებისა და ვაზოკონსტრიქტორის რეკომენდებული კონცენტრაციაა:

ა ) 1 : 50 000,

*ბ) 1 : 200 000,

გ ) 1 : 100 000,

დ ) 1 : 75 000,

102. ინტრალიგამენტური ანესთეზია გულისხმობს საანესთეზიო ხსნარის შეყვანას:

*ა) პეროიდონტალურ სივრცეში,

ბ ) გარდამავალ ნაოჭში,

გ ) სასის დიდ ხვრელთან,

დ ) პულპურ ღრუში,

103. ალერგიული რეაქციის ყველაზე მძიმე და საშიში გამოვლინება, რომელიც წარმოიქმნება ანტიგენის ნებადართული დოზის შეყვანის საპასუხოდ არის:

ა ) გულის წასვლა,

ბ ) კოლაფსი,

*გ) ანაფილაქსიური შოკი,

დ ) ჰიპერტონული კრიზის I ტიპი,

104. ცხვირ – სასის ნერვი გაუტკივარდება:

ა ) პალატინური ანესთეზიით,

*ბ) ინციზიური ანესთეზიით,

გ ) ინფრაორბიტული ანესთეზიით,

დ ) ტუბერული ანესთეზიით,

105. სასის დიდი ნერვი გაუტკივარდება:

*ა) პალატინური ანესთეზიით,

ბ ) ინფრაორბიტალური ანესთეზიით,

გ ) ინციზიური ანესთეზიით,

დ ) მენთალური ანესთეზიით,

106. ვაზოკონსტრიქტორებს მიეკუთვნება:

*ა) ადრენალინი, ეპინეფრინი, ლევონოდეფრინი,

ბ ) ადრენალინი, ეპინეფრინი, კოკაინი,

გ ) ადრენალინი, ეპინეფრინი, ანესთეზინი,

დ ) ადრენალინი, ეპინეფრინი, დიკაინი,

107. პაციენტი კლინიკაში შემოვიდა 26 მწვავე ტკივილით, კბილი საჭიროებს ენდოდონტიურ მკურნალობას, რომელ ანესთეზიას აირჩევდით?

*ა) ტუბერულს,

ბ ) მანდიბულურს,

გ ) ინციზიურს,

დ ) მენთალურს,

108. ორსულობის მეორე ტრიმესტრში 38 ექსტრაქციისთვის რომელი პრეპარატის უსაფრთხო გამოყენებაა რეკომენდებული?

ა ) ლიდოკაინი 1 : 50 000,

ბ ) ლიდოკაინი 1 : 100 000,

*გ) ულტრაკაინი 1 : 200 000,

დ ) სკანდონესტი, ვაზოკონსტრიქტორის გარეშე,

109. ლიდოკაინის გამოყენებისას ტოქსიური რეაქცია გამოიხატება:

*ა) გულის რევითა და პირღებინებით,

ბ ) კრუნჩხვებით,

გ ) ძილიანობით,

დ ) ციანოზით,

110. კოლაფსის დროს არტერიული წნევა:

ა ) იმატებს,

*ბ) ქვეითდება,

გ ) ვარიაბელურია,

დ ) რჩება უცვლელი,

111. სტომატოლოგიაში გამოყენებულ უადრენალინო საანესთეზიო საშუალებებს მიეკუთვნება:

ა ) ლიდოკაინი,

ბ ) ულტრაკაინი,

*გ) მეპივაკაინი,

დ ) უბისთეზინი,

112. აპლიკაციური ანესთეზიისთვის გამოიყენება:

*ა) ლიდოკაინის 10% აეროზოლი,

ბ ) ლიდოკაინის 20% აეროზოლი,

გ ) ბენზოკაინის 30% აეროზოლი,

დ ) მარკაინის 15% აეროზოლი,

113. ტრახეოსტომიის ჩვენება არის:

ა ) ქალა-ტვინის ტრავმების დროს,

*ბ) ხორხის შეშუპების დროს,

გ ) ბულბარული პოლიომიელიტის დროს,

დ ) კოლაფსის დროს,

114. ალერგიული რეაქციების დროს, უსაფრთხოების მიზნით ანტიჰისტამინური პრეპარატები შეყვანილი უნდა იქნან:

ა ) კანქვეშ,

ბ ) ვენაში,

*გ) კუნთში,

დ ) ინიექციის გაკეთების ადგილას,

115. ორგანიზმის სენსიბილიზაციის თავიდან აცილების მიზნით, ალერგიულ პაცინტებს ენიშნებათ:

ა ) ანტიაციდური საშუალებები,

*ბ) ანტიჰისტამინური საშუალებები,

გ ) ანტიარითმული საშუალებები,

დ ) სტეროიდული საშუალებები,

116. რეტზიუს-ის ხაზები სათავეს მინანქარ-დენტინის საზღვრიდან იღებენ და მინანქრის ზედაპირზე კარგად გამოხატულ ღარში ბოლოვდებიან. ამ ღარების სახელწოდებაა:

*ა) პერიკიმატები,

ბ ) მამელონები,

გ ) ლამელები,

დ ) მინანქრის თითისტარისებრი წანაზარდები,

117. რა ეწოდება დენტინს, რომელიც დენტინის მილაკის ირგვლივაა მოთავსებული:

*ა) პერიტუბულური დენტინი,

ბ ) ფიბროდენტინი,

გ ) ინტერტუბულური დენტინი,

დ ) რეაქტიული დენტინი,

118. პულპის ახლომდებარე დენტინი არის:

*ა) პრედენტი,

ბ ) რეაქტიული დენტინი,

გ ) ინტერტუბულური დენტინი,

დ ) ფიბროდენტინი,

119. ასაკობრივად სახეშეცვლილ დენტინს ეწოდება:

*ა) ალტერირებული დენტინი,

ბ ) მესამეული დენტინი,

გ ) ინფიცირებული დენტინი,

დ ) პერიტუბულური დენტინი,

120. რა ეწოდება უჯრედული ცემენტის იმ უბნებს, რომლებშიც ცემენტოციტები არიან განლაგებულნი:

*ა) ლაკუნები,

ბ ) პერიოდონტის ქსოვილი,

გ ) HHavers-ის არხები,

დ ) Volkman-ის არხები,

121. აცელულური ცემენტის სინონიმია:

*ა) უუჯრედო ცემენტი,

ბ ) მეორადი ცემენტი,

გ ) ცელულური ცემენტი,

დ ) უჯრედული ცემენტი,

122. ცელულური ცემენტის სტრუქტურა შემდეგში მდგომარეობს:

*ა) დენტინთან მიკავშირების საზღვარი მკვეთრად გამოხატულია,

ბ ) აქვს განვითარების დაბალი სიჩქარე,

გ ) შრეებს შორის მანძილი მცირეა,

დ ) არ შეიცავს უჯრედებს,

123. რამდენი ბორცვი აქვს ზედა მეორე მუდმივ პრემოლარს?

*ა) ორი,

ბ ) ოთხი,

გ ) სამი,

დ ) ერთი,

124. რამდენი ზედაპირი აქვთ მუდმივ მოლარებს?

*ა) ხუთი,

ბ ) ცხრა,

გ ) ოთხი,

დ ) ორი,

125. ქვედა პირველი, მუდმივი მოლარის რომელი ბორცვია ზომით ყველაზე დიდი?

ა ) დისტალური,

*ბ) ლოყისკენა მედიალური,

გ ) ლოყისკენა დისტალური,

დ ) ენისკენა მედიალური,

126. როგორი ფორმა აქვს ქვედა მეორე, მუდმივი მოლარის გვირგვინს?

*ა) მართკუთხა,

ბ ) პრიზმული,

გ ) რომბისებური,

დ ) სფერული,

127. რამდენი ფესვი აქვთ ზედა ყბის სარძევე მოლარებს და როგორია მათი განლაგება?

*ა) ერთი სასისკენა და ორი ლოყისკენა,

ბ ) ორი სასისკენა და ერთი ლოყისკენა,

გ ) ერთი სასისკენა და ერთი ლოყისკენა,

დ ) ორი სასისკენა და ორი ლოყისკენა,

128. რომელ მუდმივ კბილზე გვხვდება კარაბელას ბორცვი?

*ა) ზედა პირველი მოლარი,

ბ ) ზედა მეორე მოლარი,

გ ) ქვედა პირველი მოლარი,

დ ) ქვედა მეორე მოლარი,

129. ქვედა მეორე, მუდმივი პრემოლარის დამახასიათებელი ნიშანია:

*ა) სამბორცვიანია და აქვს სფერული ფორმა,

ბ ) ოთხბორცვიანია და აქვს სფერული ფორმა,

გ ) ერთბორცვიანია და აქვს სფერული ფორმა,

დ ) ხუთბორცვიანია და აქვს სფერული ფორმა,

130. რამდენი ენისკენა ბორცვი აქვს ქვედა პირველ მოლარს?

ა ) სამი,

ბ ) ოთხი,

*გ) ორი,

დ ) ერთი,

131. რა ეწოდება იმ ზედაპირს რომელიც შუა ხაზიდან უფრო დაშორებულია?

ა ) მედიალური,

ბ ) ლინგვალური,

გ ) საღეჭი,

*დ) ლატერალური,

132. რომელი კბილი აღინიშნება ციფრით 34?

*ა) ქვედა მარცხენა პირველი პრემოლარი,

ბ ) ქვედა მარჯვენა პირველი პრემოლარი,

გ ) ქვედა მარცხენა პირველი მოლარი,

დ ) ქვედა მარჯვენა პირველი მოლარი,

133. რომელი ციფრით აღინიშნება ქვედა მარცხენა სარძევე ცენტრალური საჭრელი?

ა ) 81,

*ბ) 71,

გ ) 51,

დ ) 41,

134. რომელი ციფრით აღინიშნება ქვედა მარცხენა მუდმივი ცენტრალური საჭრელი?

ა ) 51,

ბ ) 41,

გ ) 44,

*დ) 31,

135. საკუთრივ ლორწოვანი შრე წარმოდგენილია:

*ა) შემაერთებელი ქსოვილით,

ბ ) ხრტილოვანი ქსოვილით,

გ ) ეპითელური ქსოვილით,

დ ) ლიმფური ქსოვილით,

136. სად იხსნება ყბაყურა ჯირკვლის სადინარი?

ა ) მაგარ სასაზე,

ბ ) რბილ სასაზე,

გ ) პირის ღრუს ფსკერზე,

*დ) ლოყის ლორწოვან გარსზე ზედა ყბის მეორე მოლარის დონეზე,

137. რომელი შრეები გვხვდება მაგარი სასისა და ღრძილების მიდამოში?

ა ) ბაზალური და წვეტიანი,

*ბ) მარცვლოვანი და რქოვანი,

გ ) მარცვლოვანი და წვეტიანი,

დ ) მარცვლოვანი და ბაზალური,

138. საკუთრივ ლორწოვანი შრის უჯრედული ელემენტებია:

ა ) ოდონტობლასტები, ფიბრობლასტები, პოხიერი უჯრედები.

ბ ) პლაზმური უჯრედები, ოსტეობლასტები, პოხიერი უჯრედები,

*გ) ფიბრობლასტები, პოხიერი და პლაზმური უჯრედები,

დ ) მელანოციტები, ოდონტობლასტები, პოხიერი და პლაზმური უჯრედები,

139. შეარჩიე სწორი მოცემულობა:

ა ) ღრძილის მფარავი ეპითელური გარსი არ განიცდის გარქოვანებას,

*ბ) ღრძილის მფარავი ეპითელური გარსი განიცდის გარქოვანებას,

გ ) ღრძილის მფარავი ეპითელური გარსი ნაწილობრივ განიცდის გარქოვანებას,

დ ) ღრძილის მფარავი ეპითელური გარსი განიცდის გარქოვანებას ტრავმულ უბნებში,

140. რა რაოდენობით ნერწყვი გამოიყოფა საშუალოდ დღე-ღამის განმავლობაში პირის ღრუში?

ა ) 3ლ,

*ბ) 1,5ლ,

გ ) 0,5ლ,

დ ) 3,5ლ

141. რა ფარგლებში მერყეობს ნერწყვის pH ნორმალურ პირობებში?

*ა) 6.5-7.5,

ბ ) 7.5-7.8,

გ ) 2.3-4.5,

დ ) 4.5-6.5,

142. აღნიშნეთ კბილების არაკარიესული დაავადებები, რომლებიც ყალიბდება კბილების ჩანასახოვანი განვითარების დროს:

ა ) ჰიპერესთეზია, ტრავმა;

*ბ) ჰიპოპლაზია, ენდემური ფლუოროზი, მარმარილოს დაავადება;

გ ) კბილების მაგარი ქსოვილების ეროზია, ჰიპერესთეზია;

დ ) სოლისებრი დეფექტი, ტრავმა;

143. აღნიშნეთ კბილების მემკვიდრული წარმოშობის არაკარიესული დაავადებები, რომლებიც ყალიბდება კბილების ჩანასახოვანი განვითარების პერიოდში:

ა ) ჰიპერესთეზია, ტრავმა;

ბ ) კბილების ნეკროზი, სოლისებრი დეფექტი;

*გ) სტეინტონ-კაპდეპონის სინდრომი, მარმარილოს დაავადება;

დ ) ფლუოროზი, ჰიპოპლაზია;

144. ბავშვს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოშლილობა (დისპეპსია) დაემართა 5-6 თვის ასაკში, რომელი კბილებისა და კბილების რომელი უბნების ჰიპოპლაზიურ დაზიანებას ექნება ადგილი?

ა ) მუდმივი გვერდითი საჭრელების საჭრელი კიდე;

*ბ) მუდმივი ცენტრალური საჭრელების საჭრელი კიდე და მუდმივი პირველი მოლარების ბორცვები;

გ ) მუდმივი ეშვის ეკვატორი და მუდმივი მეორე პრემოლარის ბორცვები;

დ ) სარძევე მოლარების ყელი მიდამო;

145. ჰიპოპლაზიის დროს დეფექტები ყველაზე ხშირად ლოკალიზდება:

ა ) პრემოლარებისა და მოლარების ვესტიბულურ ზედაპირზე;

ბ ) პრემოლარების საღეჭ ზედაპირზე;

*გ) საჭრელებისა და ეშვების ვესტიბულურ ზედაპირსა და მოლარების ბორცვების მიდამოში;

დ ) საჭრელების, ეშვების და პრემოლარების ვესტიბულურ ზედაპირზე;

146. აღნიშნეთ კვლევის ის მეთოდები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს გავატაროთ დიფერენციული დიაგნოზი ჰიპოპლაზიასა და კარიესს შორის:

ა ) ელექტროოდონტოდიაგნოსტიკა, რენტგენოლოგიური გამოკვლევა;

*ბ) ანამნეზის შეკრება, ვიტალური შეღებვის მეთოდი;

გ ) პერკუსია, ზონდირება;

დ ) ანამნეზის შეკრება, სასმელ წყალში ფტორის კონცენტრაციის მომატება;

147. ფლუოროზის კლინიკური ფორმებია:

*ა) შტრიხოვანი, ლაქოვანი, ცარცისებრ-წინწკლებიანი, ეროზიული, დესტრუქციული;

ბ ) ტალღოვანი, წერტილოვანი, ღაროვანი, ეროზიული;

გ ) ლაქოვანი, ტალღოვანი, ღაროვანი, ეროზიული, დესტრუქციული;

დ ) წერტილოვანი, შტრიხოვანი, ცარცისებრ-წინწკლებიანი;

148. რა არის ჰიპერპლაზია?

*ა ) მინანქრის ზედმეტი განვითარება

ბ ) დენტინის სრული განუვითარებლობა;

გ ) მინანქრის სრული და დენტინის ნაწილობრივი განუვითარებლობა;

დ ) მინანქრის სრული განუვითარებლობა;

149. კბილების პირველი ხარისხის პათოლოგიური ცვეთის დროს აღინიშნება:

*ა) კბილების საჭრელი კიდეებისა და ბორცვების მფარავი მინანქრის უმნიშვნელო ცვეთა;

ბ ) დენტინის გაშიშვლება კბილების საჭრელი კიდეებისა და ბორცვების მფარავი მინანქრის ცვეთის გამო;

გ ) კბილის მინანქრისა და დენტინის ცვეთა კბილის ღრუს დონემდე;

დ ) კბილის მინანქრისა და დენტინის მნიშვნელოვანი ცვეთა კბილის ყელის დონემდე;

150. კბილების მეორე ხარისხის პათოლოგიური ცვეთის დროს აღინიშნება:

ა ) კბილების საჭრელი კიდეებისა და ბორცვების მფარავი მინანქრის უმნიშვნელო ცვეთა;

*ბ) დენტინის გაშიშვლება კბილების საჭრელი კიდეებისა და ბორცვების მფარავი მინანქრის ცვეთის გამო;

გ ) კბილის მინანქრისა და დენტინის ცვეთა კბილის ღრუს დონემდე;

დ ) კბილის მინანქრისა და დენტინის მნიშვნელოვანი ცვეთა კბილის ყელის დონემდე;

151. კბილების მესამე ხარისხის პათოლოგიური ცვეთის დროს აღინიშნება:

ა ) კბილების საჭრელი კიდეებისა და ბორცვების მფარავი მინანქრის უმნიშვნელო ცვეთა;

ბ ) დენტინის გაშიშვლება კბილების საჭრელი კიდეებისა და ბორცვების მფარავი მინანქრის ცვეთის გამო;

*გ) კბილის მინანქრისა და დენტინის ცვეთა კბილის ღრუს დონემდე;

დ ) კბილის მინანქრისა და დენტინის მნიშვნელოვანი ცვეთა კბილის ყელის დონემდე;

152. კბილის მაგარი ქსოვილების ჰიპერესთეზიის დიფერენციულ დიაგნოზს ატარებენ:

ა ) ჰიპერპლაზიასთან;

ბ ) ჰიპოპლაზიასთან;

*გ) მწვავე პულპიტთან;

დ ) დაწყებით კარიესთან;

153. ტერნერის კბილები ყალიბდება:

*ა) ადგილობრივი ჰიპოპლაზიის მძიმე ფორმის _ მინანქრის აპლაზიის დროს;

ბ ) ფლუოროზის დესტრუქციული ფორმის დროს;

გ ) თანდაყოლილი სიფილისის დროს;

დ ) მემკვიდრული პათოლოგიების დროს;

154. “ტეტრაციკლინის" კბილები არის:

ა ) ენდოკრინული დაავადება;

ბ ) მემკვიდრული დაავადება;

გ ) სისტემური ფლუოროზის ფორმა;

*დ) სისტემური ჰიპოპლაზიის ფორმა;

155. ღრძილის ქსოვილის შემადგენლობაშია:

ა ) საკუთრივ ლორწოვანი და ლორწქვეშა შრე

ბ ) მრავალშრიანი ბრტყელი ეპითელი და ლორწქვეშა შრე

*გ) მრავალშრიანი ბრტყელი ეპითელი და საკუთრივ ლორწოვანი გარსი

დ ) მრავალშრიანი ბრტყელი ეპითელი, საკუთრივ ლორწოვანი და ლორწქვეშა შრე

156. ზედა ყბაზე კორტიკალური ფირფიტა ყველაზე უფრო სქელია

*ა) ვესტიბულარულ ზედაპირზე მოლარების მიდამოში

ბ ) სასისკენა ზედაპირზე მოლარების მიდამოში

გ ) ვესტიბულარულ ზედაპირზე, პრემოლარების მიდამოში

დ ) ვესტიბულარულ ზედაპირზე, ფრონტალური კბილების მიდამოში

157. ქვედა ყბის ალვეოლური ნაწილის კორტიკალური ფირფიტა ყველაზე უფრო თხელია

ა ) ვესტიბულურ ზედაპირზე მოლარების მიდამოში

ბ ) ენისკენა ზედაპირზე მოლარების მიდამოში

გ ) ვისტიბულურ ზედაპირზე ფრონტალური კბილების მიდამოში

*დ) ენისკენა ზედაპირზე ფრონტალური კბილების მიდამოში

158. ქვედა ყბის ძვალს აქვს შემდეგი აგებულება

ა ) წვრილმარყუჟოვანი ბუდეები, რომლებიც ამოვსებულია ღრუბლისებრი ნივთიერებით, ტრაბეკულებს კი აქვთ ვერტიკალური მიმართულება

*ბ) წვრილმარყუჟოვანი ბუდეები, ჰორიზონტალურად მიმართული ტრაბეკულებით

გ ) მსხვილმარყუჟოვანი ბუდეები, ვერტიკალურად მიმართული ტრაბეკულებით

დ ) მსხვილმარყუჟოვანი ბუდეები, ჰორიზონტალურად მიმართული ტრაბეკულებით

159. ზედა ყბის ძვალს აქვს შემდეგი აგებულება

ა ) წვრილმარყუჟოვანი ბუდეები, ვერტიკალურად მიმართული ტრაბეკულებით

ბ ) წვრილმარყუჟოვანი ბუდეები ჰორიზონტალურად მიმართული ტრაბეკულებით

გ ) მსხვილბუდობრივი აგებულება, ჰორიზონტალურად მიმართული ტრაბეკულებით

*დ) მსხვილბუდობრივი აგებულება, ვერტიკალურად მიმართული ტრაბეკულებით

160. რომელი მტკიცებაა სწორი

ა ) ღრძილის მფარავი ეპითელური გარსი განიცდის გარქოვანებას მხოლოდ ტრავმულ უბნებში

*ბ) ღრძილის მფარავი ეპითელური გარსი განიცდის გარქოვანებას

გ ) ღრძილის მფარავი ეპითელური გარსი არ განიცდის გარქოვანებას

დ ) ღრძილის მფარავი ლორწოვანი გარსი არ შეიცავს ეპითელს

161. ფესვის რომელ ნაწილში გვხვდება არაუჯრედოვანი დუღაბი

ა ) ბიფურკაციის მიდამოში

*ბ) ფესვის გასწვრივ (კედლებზე)

გ ) ფესვის მწვერვალზე

დ ) ტრიფურკაციის მიდამოში

162. რამდენი შრისგან შედგება პირის ღრუს ლორწოვანი გარსი?

ა ) ხუთი.

ბ ) ოთხი;

*გ) სამი;

დ ) ორი;

163. მაგარი სასის ლორწოვანი გარსი შედგება:

ა ) საკუთრივ ლორწოვანი და ლორწქვეშა შრე.

ბ ) მრავალშრიანი ბრტყელი ეპითელი და ლორწქვეშა შრე.

გ ) მრავალშრიანი ბრტყელი ეპითელი, საკუთრივ ლორწოვანი გარსი და ლორწქვეშა შრე.

*დ) მრავალშრიანი ბრტყელი ეპითელი და საკუთრივ ლორწოვანი გარსი

164. ფოთლისებრი დვრილები განლაგებულია:

ა ) ენის ზურგზე.

*ბ) ენის უკანა ნაწილში გვერდით ზედაპირებზე.

გ ) ენის წვერზე.

დ ) ენის ზურგზე სხეულის და ძირის საზღვართან.

165. შემოსაზღვრული დვრილები განლაგებულია:

ა ) ენის ზურგზე, ფარავს მთელ ზედაპირს;

ბ ) ენის გვერდით ზედაპირის გასწვრივ, ძირიდან წვერამდე;

*გ) ენის ზურგზე სხეულის და ძირის საზღვართან.

დ ) ენის წვერზე, გვერდით ზედაპირებზე.

166. ძაფისებური დვრილები განლაგებულია:

*ა) ენის ზურგზე, ფარავს მთელ ზედაპირს;

ბ ) ენის გვერდით ზედაპირის გასწვრივ, ძირიდან წვერამდე;

გ ) ენის ზურგზე სხეულის და ძირის საზღვართან.

დ ) ენის წვერზე, გვერდით ზედაპირებზე.

167. სოკოსებური დვრილები განლაგებულია:

ა ) ენის ზურგზე, ფარავს მთელ ზედაპირს;

ბ ) ენის გვერდით ზედაპირის გასწვრივ, ძირიდან წვერამდე;

გ ) ენის ზურგზე სხეულის და ძირის საზღვართან;

*დ) ენის წვერზე და გვერდით ზედაპირებზე, მცირე რაოდენობით ენის ზურგზე.

168. სად იხსნება ყბისქვეშა ჯირკვლის სადინარი?

ა ) ლოყაზე ქვედა ყბის მეორე პრემოლარის დონეზე;

ბ ) ქვედა ყბის მეორე მოლარის ღრძილზე, ვესტიბულურ ზედაპირზე;

*გ) პირის ღრუს ფსკერზე, ენის ქვეშ, ენისქვეშა ჯირკვლის სადინართან ერთად;

დ ) ლოყაზე ზედა ყბის მეორე მოლარის დონეზე;

169. სად იხსნება ყბაყურა ჯირკვლის სადინარი?

ა ) მაგარ სასაზე.

ბ ) ლოყაზე ზედა ყბის მეორე პრემოლარის დონეზე;

*გ) ლოყაზე ზედა ყბის მეორე მოლარის დონეზე.

დ ) პირის ღრუს ფსკერზე, ენის ქვეშ;

170. ქვემოთ ჩამოთვლილი პათოლოგიებიდან, რომელი არ მიეკუთვნება კბილების არაკარიესულ დაავადებებს:

*ა) ბეხჩეტის სინდრომი.

ბ ) სტენტონ-კაპდეპონის სინდრომი;

გ ) არასრული ამელოგენეზი;

დ ) ფლუოროზი;

171. აღნიშნეთ კბილების არაკარიესული დაავადებები, რომლებიც ყალიბდება კბილების ჩანასახოვანი განვითარების დროს:

ა ) ჰიპერესთეზია, ტრავმა.

*ბ) ჰიპოპლაზია, ენდემიური ფლუოროზი, მარმარილოს დაავადება;

გ ) კბილების მაგარი ქსოვილების ეროზია, ჰიპერესთეზია;

დ ) თან, სოლისებრი დეფექტი;

172. აღნიშნეთ კბილების მემკვიდრული წარმოშობის არაკარიესული დაავადებები, რომლებიც ყალიბდება კბილების ჩანასახოვანი განვითარების პერიოდში:

ა ) ჰიპერესთეზია, ტრავმა;

ბ ) კბილების ნეკროზი, სოლისებრი დეფექტი;

*გ) სტენტონ-კაპდეპონის სინდრომი, მარმარილოს დაავადება;

დ ) ფლუოროზი, ჰიპოპლაზია.

173. კბილების განვითარების მემკვიდრულ დარღვევებს მიეკუთვნება:

ა ) კბილების მაგარი ქსოვილების ეროზია, კბილების მაგარი ქსოვილების ნეკროზი;

*ბ) არასრული ამელოგენეზი, არასრული დენტინოგენეზი;

გ ) კბილების მაგარი ქსოვილების პათოლოგიური ცვეთა. ჰიპერესთეზია;

დ ) ფლუოროზი, ჰიპოპლაზია, ჰიპერპლაზია;

174. აღნიშნეთ კბილების არაკარიესული დაავადებები, რომლებიც ყალიბდება კბილების ამოჭრის შემდეგ:

ა ) ენდემიური ფლუოროზი.

*ბ) კბილების მაგარი ქსოვილების ეროზია

გ ) ჰიპოპლაზია,

დ ) ჰიპერპლაზია;

175. რომელი უჯრედების ფუნქციის დარღვევა იწვევს ჰიპოპლაზიის განვითარებას?

ა ) ოსტეოკლასტების

ბ ) ოსტეობლასტების

გ ) ცემენტობლასტების

*დ) ენამელობლასტების

176. ჰიპოპლაზია უფრო ხშირად გვხვდება:

ა ) სარძევე კბილებში.

*ბ) მუდმივ კბილებში;

გ ) თანაბარი სიხშირით ორივე ჯგუფის კბილებში

დ) სიბრძნის კბილებში

177. ბავშვს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოშლილობა (დისპეპსია) დაემართა 5-6 თვის ასაკში, რომელი კბილებისა და კბილების რომელი უბნების ჰიპოპლაზიურ დაზიანებას ექნება ადგილი:

ა ) მუდმივი გვერდითი საჭრელების საჭრელი კიდე.

*ბ) მუდმივი ცენტრალური საჭრელების საჭრელი კიდე და მუდმივი პირველი მოლარის ბორცვები;

გ ) მუდმივი ეშვის ეკვატორი და მუდმივი მეორე პრემოლარის ბორცვები;

დ ) სარძევე მოლარების ყელის მიდამო;

178. ბავშვს ნივთიერებათა ცვლის მოშლა (დისპეპსია და სხვ.) დაემართა 8-9 თვის ასაკში, რომელი კბილების ჰიპოპლაზიურ დაზიანებას ექნება ადგილი:

ა ) ეშვების და პირველი პრემოლარების;

*ბ) გვერდითი საჭრელების და ეშვების;

გ ) ცენტრალური და გვერდითი საჭრელების;

დ ) პირველი და მეორე პრემოლარების.

179. გეტჩინსონისა და ფურნიეს კბილების ჩამოყალიბებისას ადგილი აქვს :

ა ) მინანქრისა და დუღაბის არასრულ განვითარებას.

*ბ) მინანქრის და დენტინის არასრულ განვითარებას;

გ ) დენტინისა და დუღაბის განუვითარებლობას;

დ ) მინანქრის არასრულ განვითარებას;

180. ჰიპოპლაზიის დროს პაციენტი უჩივის:

*ა) კბილების ფორმისა და ფერის დეფექტებს.

ბ ) უსიამოვნო სუნს პირის ღრუდან;

გ ) დისკომფორტს საკვების მიღების დროს;

დ ) მიზეზობრივი ხასიათის ტკივილს თერმულ და მექანიკურ გამღიზიანებელზე, რომელიც მიზეზის მოხსნისთანავე ქრება;

181. ჰიპოპლაზიის დროს დეფექტები ყველაზე უფრო ხშირად ლოკალიზდება:

ა ) პრემოლარებისა და მოლარების ვესტიბულურ ზედაპირზე.

ბ ) პრემოლარების საღეჭ ზედაპირზე;

*გ) საჭრელებისა და ეშვების ვესტიბულარულ ზედაპირსა და მოლარების ბორცვების მიდამოში:

დ ) საჭრელების, ეშვების და პრემოლარების ვესტიბულურ ზედაპირზე.

182. კვლევის მეთოდები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს გავატაროთ დიფერენციული დიაგნოზი ჰიპოპლაზიასა და კარიესს შორის:

ა ) ელექტროოდონტოდიაგნოსტიკა, რენტგენოლოგიური გამოკვლევა.

*ბ) ანამნეზი, ვიტალური შეღებვის მეთოდი;

გ ) პერკუსია, ზონდირება;

დ ) ანამნეზი, სასმელ წყალში ფტორის კონცენტრაციის მომატება;

183. როგორია წყალში ფტორის კონცენტაცია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ცვლილებები უკვე ფორმირებულ კბილებში:

ა ) 4-5,7 მგ/ლ.

*ბ) 6,5-7 მგ/ლ;

გ ) 2-2,5 მგ/ლ;

დ ) 1,5-2 მგ/ლ;

184. ფლუოროზის კლინიკური ფორმები:

ა ) ტალღოვანი, დესტრუქციული.

*ბ) ლაქოვანი, ეროზიული, ცარცისებურ-წერტილოვანი, დესტრუქციული , შტრიხოვანი;

გ ) ლაქოვანი, ეროზიული, კიბისებური, წერტილოვანი;

დ ) ლაქოვანი, ტალღოვანი, კიბისებური, დესტრუქციული.

185. ფლუოროზის კლინიკური ფორმებია :

ა ) ტალღოვანი, დესტრუქციული, ეროზიული.

ბ ) ლაქოვანი, ცარცისებურ-წერტილოვანი, კიბისებური.

გ ) ლაქოვანი, კიბისებური, წერტილოვანი.

*დ) დესტრუქციული, შტრიხოვანი.

186. წყალში ფტორის კონცენტრაცია, რომელიც მოსახლეობის 80-90%-ში იწვევს ფლუორიზის განვითარებას:

*ა) 2,3-3,0 მგ/ლ.

ბ ) 1,5-2,0 მგ/ლ;

გ ) 0,1 მგ/ლ;

დ ) 1,5 მგ/ლ;

187. ფლუოროზის კლინიკური ფორმები, რომელთა დროსაც აღინიშნება კბილების მაგარი ქსოვილების დაკარგვა:

*ა) დესტრუქციული, ეროზიული.

ბ ) ტალღოვანი, დესტრუქციული;

გ ) ლაქოვანი, შტრიხოვანი;

დ ) ეროზიული, ნეკროზული;

188. ჰიპერპლაზია არის:

ა ) დენტინის ზედმეტი განვითარება;

ბ ) მინანქრის სრული და დენტინის ნაწილობივი განუვითარებლობა;

გ ) მინანქრის სრული განუვითარებლობა;

*დ) მინანქრის ზედმეტი განვითარება.

189. ჰიპოპლაზიის განვითარების ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს:

ა ) ფტორის შემცველობის მომატება წყალში.

ბ ) ოდონტობლასტების განვითარების მოშლა ბავშვთა ადრეულ ასაკში.

გ ) არასრული ოსტეოგენეზი.

*დ) ნივთიერებათა ცვლის მოშლა, ბავშვთა ადრეულ ასაკში ავადმყოფობისას.

190. კბილების ფლუოროზის ჩამოყალიბების მიზეზი არის:

ა ) ფტორის ზედმეტი რაოდენობით მიღება საკვებთან ერთად.

ბ ) ნივთიერებათა ცვლის მოშლა;

გ ) სასმელ წყალში ფტორის კონცენტრაციის შემცირება;

*დ) სასმელ წყალში ფტორის კონცენტრაციის მომატება;

191. ქვემოთ ჩამოთვლილი პათოლოგიებიდან, რომელი არ მიეკუთვნება კბილების ტრავმულ დაზიანებას:

*ა) კბილების პათოლოგიური ცვეთა;

ბ ) კბილის ღრძობა

გ ) კბილის ამოვარდნილობა;

დ ) კბილის გვირგვინის მოტეხილობა;

192. კბილების პირველი ხარისხის პათოლოგიური ცვეთის დროს აღინიშნება:

*ა) კბილების საჭრელი კიდეებისა და ბორცვების მფარავი მინანქრის უმნიშვნელო ცვეთა;

ბ ) დენტინის გაშიშვლება კბილების საჭრელი კიდეებისა და ბორცვების მფარავი მინანქრის ცვეთის გამო;

გ ) კბილის მინანქრისა და დენტინის ცვეთა კბილის ღრუს დონემდე;

დ ) კბილის მინანქრისა და დენტინის მნიშვნელოვანი ცვეთა კბილის ყელის დონემდე.

193. კბილების მე-2 ხარისხის პათოლოგიური ცვეთის დროს აღინიშნება:

ა ) კბილების საჭრელი კიდეებისა და ბორცვების მფარავი მინანქრის უმნიშვნელო ცვეთა;

*ბ) დენტინის გაშიშვლება კბილების საჭრელი კიდეებისა და ბორცვების მფარავი მინანქრის ცვეთის გამო;

გ ) კბილის მინანქრისა და დენტინის ცვეთა კბილის ღრუს დონემდე;

დ ) კბილის მინანქრისა და დენტინის მნიშვნელოვანი ცვეთა კბილის ყელის დონემდე.

194. კბილების მე-3 ხარისხის პათოლოგიური ცვეთის დროს აღინიშნება:

ა ) კბილების საჭრელი კიდეებისა და ბორცვების მფარავი მინანქრის უმნიშვნელო ცვეთა;

ბ ) დენტინის გაშიშვლება კბილების საჭრელი კიდეებისა და ბორცვების მფარავი მინანქრის ცვეთის გამო;

*გ) კბილის მინანქრისა და დენტინის ცვეთა კბილის ღრუს დონემდე;

დ ) კბილის მინანქრისა და დენტინის მნიშვნელოვანი ცვეთა კბილის ყელის დონემდე.

195. ჰიპერესთეზია არის:

ა ) დენტინის ზედმეტად განვითარება.

ბ ) კბილის ქსოვილების მგრძნობელობის შემცირება მექანიკურ, ქიმიურ და ტემპერატურულ გამღიზიანებლებზე;

*გ) კბილის ქსოვილების მომატებული მგრძნობელობა მექანიკურ, ქიმიურ და ტემპერატურულ გამღიზიანებლებზე;

დ ) მინანქრის ზედმეტად განვითარება;

196. კბილის მაგარი ქსოვილების ჰიპერესთეზიის, დიფერენციულ დიაგნოზს ატარებენ:

ა ) ჰიპერპლაზიასთან.

ბ ) ჰიპოპლაზიასთან;

*გ) მწვავე პულპიტთან;

დ ) დაწყებით კარიესთან;

197. სოლისებური დეფექტის ჩამოყალიბებას, სავარაუდოდ იწვევს:

ა ) კბილების შერეული ფორმის ცვეთა;

ბ ) კბილის ფესვის გაშიშვლება პაროდონტის დაავადებების დროს;

გ ) ფარისებური ჯირკვლის დისფუნქცია;

*დ) მექანიკური ზემოქმედება.

198. სოლისებრი დეფექტის დროს აღინიშნება:

ა ) ღრძილის მიმდებარე უბანზე ღარის ფორმის დეფექტის არსებობა.

ბ ) კბილის ყელის მიდამოში ოვალური ფორმის დეფექტის არსებობა;

გ ) საჭრელი კიდისა და ბორცვების დეფექტები;

*დ) კბილის ყელის მიდამოში დამახასიათებელი ფორმის დეფექტის არსებობა;

199. დენტინის ჰიპერესთეზიის მკურნალობა, კბილების შერეული ფორმის ცვეთისას:

ა ) ვიტამინოთერაპია, ელექტროფორეზი, ლაზეროთერაპია.

*ბ) კომპლექსური (ზოგადი და ადგილობრივი), რემინერალიზაციური თერაპია ერთი თვის განმავლობაში;

გ ) ნატრიუმის ფტორიდის 1%-იანი ხსნარით ელექტროფორეზი;

დ ) ნატრიუმის ფტორიდის შეზელვა;

200. კბილების ჰიპერპლაზია უფრო ხშირად გვხვდება:

*ა) მუდმივ კბილებში

ბ ) ჩნდება მხოლოდ ხანდაზმულ ასაკში

გ ) სარძევე კბილებში

დ ) ერთნაირი სიხშირით სარძევეებში და მუდმივებში

201. ლოკალური ჰიპოპლაზია ყველაზე ხშირად გვხვდება:

ა ) ფრონტალურ კბილებში

ბ ) სარძევე მოლარებში

გ ) მუდმივ მოლარებში

*დ) პრემოლარებში

202. ტერნერის კბილები ყალიბდება:

*ა) ლოკალური ჰიპოპლაზიის მძიმე ფორმის ე.წ. მინანქრის აპლაზიის დროს.

ბ ) ფლუოროზის მძიმე ე.წ. დესტრუქციული ფორმის დროს.

გ ) თანდაყოლილი სიფილისის დროს, როგორც ტრიადის შემადგენელი ნიშანი.

დ ) მემკვიდრული პათოლოგიების დროს.

203. "ტეტრაციკლინის" კბილები არის :

ა ) ენდოკრინული დაავადება

ბ ) მემკვიდრული დაავადება

გ ) სისტემური ფლუოროზის ფორმა

*დ) სისტემური ჰიპოპლაზიის ფორმა

204. მინანქრის ჰიპერპლაზია ლოკალიზდება:

ა ) პულპაში

*ბ) მინანქარ-ცემენტის საზღვარზე

გ ) დენტინ-ცემენტის საზღვარზე

დ ) მინანქარ-დენტინის საზღვარზე

205. ფლუოროზი უფრო ხშირად გვხვდება:

ა ) სარძევე და მუდმივ კბილებში ერთნაირი სიხშირით

ბ ) სარძევე კბილებში

*გ) მუდმივ კბილებში

დ) სიბრძნის კბილებში

206. ფლუოროზის დროს პაციენტის ტიპიური ჩივილია:

ა ) რეგიონული ლიმფური კვანძების მტკივნეულობა

ბ ) კბილების მორყევა

*გ) კბილების ფერის შეცვლა (მრავლობითი ლაქები)

დ ) მომატებული მგრძნობელობა

207. კლინიკური ნიშნებით ჰიპოპლაზიას ყველაზე მეტად ემსგავსება;

ა ) ჰიპერპლაზია

ბ ) კბილების მაგარი ქსოვილების ნეკროზი

გ ) კბილების პათოლოგიური ცვეთა

*დ) ფლუოროზი, კარიესი ლაქის სტადიაში

208. მჟავური ნეკროზის დროს განსაკუთრებით ძლიერი დაზიანება მოდის

ა ) პრემოლარებზე და ეშვებზე

ბ ) მხოლოდ მოლარებზე

*გ) საჭრელებზე და ეშვებზე

დ ) მხოლოდ საჭრელებზე

209. კბილების ამოჭრის შემდეგ მათ პიგმენტაციაზე მოქმედებენ ისეთი ფაქტორები, როგორიცაა:

ა ) ანესთეტიკის ხშირად გამოყენება.

*ბ) საკვების პიგმენტები, თამბაქოს გამოყენება.

გ ) ანტიბიოტიკების მიღება.

დ ) ზოგადი ნარკოზის გამოყენება

210. კბილების ამოჭრის შემდეგ მათ პიგმენტაციაზე მოქმედებენ ისეთი ფაქტორები, როგორიცაა:

ა ) ანტიბიოტიკების მიღება

*ბ) ზოგიერთი საბჟენი მასალა (რეზორცინ-ფორმალინი,პარაცინი,იოდოფორმი)

გ ) ორთოდონტიული აპარატების გამოყენება

დ ) სწორია ყველა ჩამოთვლილი

211. კბილების ამოჭრის შემდეგ მათ პიგმენტაციაზე მოქმედებენ ისეთი ფაქტორები, როგორიცაა:

*ა) ვერცხლის პრეპარატების (ბჟენი,წკირი, ვერცხლის ნიტრატი) გამოყენება

ბ ) ორთოდონტიული აპარატების გამოყენება

გ ) ზოგადი ნარკოზის გამოყენება

დ ) სწორია ყველა ჩამოთვლილი

212. ქვემოთ ჩამოთვლილი ნახშირწყლებიდან განსაკუთრებით კარიესოგენულია:

ა ) ფრუქტოზა.

ბ ) კრახმალი;

გ ) გლუკოზა;

*დ) საქაროზა;

213. ქვემოთ ჩამოთვლილი მიკროელემენტებიდან, რომელი ატარებს კარიესოგენულ ხასიათს?

*ა) სელენი.

ბ ) სტრონციუმი, რკინა;

გ ) კალიუმი, რკინა;

დ ) ფოსფორი, მარგანეცი;

214. კარიესის განვითარებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება:

*ა) ნახშირწყლების მიღების სიხშირეს და მათი პირის ღრუში დაყოვნების ხანგრძლივობას.

ბ ) მიღებული ნახშირწყლების რაოდენობას;

გ ) ნახშირწყლების მიღების სიხშირეს და რაოდენობას;

დ ) საკვებთან ერთად მიღებული ცილების რაოდენობას;

ე ) ვიტამინების მიღების სიხშირეს;

215. კარიესოგენულ მიკროორგანიზმებს მიეკუთვნება:

*ა) Streptococus mutans Streptococus sanguisStreptococus salivarius.

ბ ) Peptostreptococus micros.Actinobacillus actinomycetemcomitans

გ ) Bact. Intermedius.Fusobacterium nucleatum

დ ) Staph.epidermidis . Staph. aureus

216. ქვემოთ ჩამოთვლილი მიკროორგანიზმებიდან, რომელს აქვს გლიკანის, ლევანისა და დექსტრანის სინთეზის უნარი:

*ა) Streptococus mutans.

ბ ) Staph. aureus;

გ ) Bact. Intermedius;

დ ) Herpes simplex

217. ძირითადი როლი კარიესის განვითარებაში ენიჭება:

*ა) ნახშირწყლებს, მიკროორგანიზმებს და მათ შეხებას კბილის ზედაპირთან.

ბ ) მიკროორგანიზმებს;

გ ) საცხოვრებელ პირობებს;

დ ) სხვადასხვა სისტემურ დაავადებას;

218. PH-ის კრიტიკული მაჩვენებელი, რომლის დროსაც იწყება მინანქრის დემინერალიზაცია:

ა ) 7,0-7,3.

*ბ) 4,5-5,0;

გ ) 6,7-7,2;

დ ) 5,9-6,1;

219. მინანქრის ზედაპირული შრის მომატებულ კარიესრეზისტენტობას განაპირობებს:

ა ) ქლორაპატიტებისა და კარბონატაპატიტების დიდი რაოდენობა.

ბ ) კარბონატაპატიტების დიდი რაოდენობა;

*გ) ფტორაპატიტების დიდი რაოდენობა და პირის ღრუს სითხიდან მინერალური კომპონენტებით მუდმივი გამდიდრება;

დ ) ჰიდროქსიაპატიტების დიდი რაოდენობა;

220. ბლეკის კლასიფიკაციის მიხედვით IV კლასის ღრუები ლოკალიზებულია:

ა ) ყველა კბილის ყელის მიდამოში;

*ბ) საჭრელების საკონტაქტო და საჭრელ ზედაპირზე;

გ ) საჭრელების საკონტაქტო ზედაპირზე;

დ ) მოლარებისა და პრემოლარების საკონტაქტო ზედაპირზე;

221. ბლეკის კლასიფიკაციის მიხედვით III კლასის ღრუები ლოკალიზებულია:

ა ) მოლარებისა და საჭრელების ბუნებრივ ხვრელებში.

ბ ) ფრონტალური კბილების ყელის მიდამოში;

*გ) საჭრელების საკონტაქტო ზედაპირზე;

დ ) მოლარებისა და პრემოლარების საკონტაქტო ზედაპირზე;

222. ბლეკის კლასიფიკაციის მიხედვით II კლასის ღრუები ლოკალიზებულია:

ა ) მოლარებისა და საჭრელების ბუნებრივ ხვრელებში.

ბ ) ფრონტალური კბილების ყელის მიდამოში;

გ ) საჭრელების საკონტაქტო ზედაპირზე;

*დ) მოლარებისა და პრემოლარების საკონტაქტო ზედაპირზე;

223. ბლეკის კლასიფიკაციის მიხედვით I კლასის ღრუები ლოკალიზებულია:

*ა) მოლარებისა და პრემოლარების საღეჭ ზედაპირებზე;

ბ ) ფრონტალური კბილების ყელის მიდამოში;

გ ) საჭრელების საკონტაქტო ზედაპირზე;

დ ) მოლარებისა და პრემოლარების საკონტაქტო ზედაპირზე;

224. ბლეკის კლასიფიკაციის მიხედვით V კლასის ღრუები ლოკალიზებულია:

*ა) ყველა კბილის ყელის მიდამოში;

ბ ) ფრონტალური კბილების ყელის მიდამოში;

გ ) საჭრელების საკონტაქტო ზედაპირზე;

დ ) მოლარებისა და პრემოლარების საკონტაქტო ზედაპირზე;

225. ბლეკის მიერ შემოთავაზებული კარიესული ღრუების ფორმირების პრინციპების გათვალისწინებით, დამატებითი მოედნის შექმნა აუცილებელია:

ა ) I და V კლასი.

*ბ) II და IV კლასი;

გ ) Vკლასი;

დ ) I კლასი;

226. ბლეკის მიერ შემოთავაზებული კარიესული ღრუების ფორმირების პრინციპების გათვალისწინებით, დამატებითი მოედნის შექმნა აუცილებელია:

ა ) I და II კლასი.

ბ ) I და IV კლასი;

გ ) III და Vკლასი;

*დ) II და III კლასი;

227. რომელი ელემენტი არ გააჩნია კარიესულ ღრუს:

ა ) კედლები.

ბ ) კუთხეები;

გ ) ფსკერი;

*დ ) თაღი;

228. კარიესული ღრუს გაფართოებაში იგულისხმება:

ა ) მინანქრის ბასრი კუთხეების მომრგვალება

ბ ) დარბილებული, პიგმენტირებული ქსოვილების ამოკვეთა;

გ ) სწორი ფსკერისა და სწორი კედლების ფორმირება;

*დ) მინანქრის გადმოკიდებული კიდეების მოკვეთა, რომელთაც არ აქვთ დენტინის საყრდენი;

229. დაწყებითი კარიესის დიფერენციულ დიაგნოსტიკას ატარებენ:

ა ) საშუალო კარიესთან.

ბ ) სოლისებურ დეფექტთან;

*გ) ჰიპოპლაზიასთან ;

დ ) კბილების მაგარი ქსოვილების ნეკროზთან;

230. დაწყებითი კარიესის დიფერენციულ დიაგნოსტიკას ატარებენ:

ა ) საშუალო კარიესთან;

ბ ) ჰიპოპლაზიასა და სოლისებურ დეფექტთან;

გ ) პათოლოგიურ ცვეთასთან;

*დ) ფლუოროზთან.

231. ნივთიერება, რომელიც გამოიყენება დაწყებით კარიესსა და სხვადასხვა არაკარიესულ დაავადებს შორის დიფერენციული დიაგნოზის გასატარებლად:

ა ) ლუგოლი.

ბ ) კალიიოდატი;

*გ) მეთილენის ლურჯი;

დ ) იოდის ხსნარი;

ე ) კალიუმის პერმანგანატი;

232. დაწყებით კარიესსა და ჰიპოპლაზიას შორის დიფერენციული დიაგნოზის გატარებისას მნიშვნელოვანი ფაქტორია:

ა ) დაზიანების სისტემური ხასიათი.

ბ ) დაზიანების სიმეტრიულობა;

გ ) დეფექტის ფორმა;

*დ) პროცესის პროგრესული ხასიათი

233. გადამწყვეტი მნიშვნელობა თეთრი ლაქის მკურნალობის დროს ენიჭება:

ა ) ვიტამინოთერაპიას ანტიბიოტიკოთერაპიასთან ერთად.

ბ ) ვიტამინოთერაპიას;

გ ) კალციუმის პრეპარატების აბების მიღებას;

*დ) სარემინერალიზაციო ხსნარებს ადგილობრივად გამოყენებას

234. საშუალო კარიესსა და ქრონიკულ პერიოდონტიტს შორის დიფერენციალური დიაგნოზის გატარებისას, ყველაზე ინფორმაციულია:

*ა) რენტგენოლოგიური გამოკვლევა.

ბ ) თერმოდიაგნოსტიკა;

გ ) პერკუსია;

დ ) ზონდირება, პალპაცია;

235. ფტორის შემცველი პრეპარატების ადგილობრივი აპლიკაცია იწვევს:

ა ) კბილის ნადების PH-ის შეცვლას;

ბ ) მინანქრის ცილოვანი მატრიცის გამყარებას, ფტორაპატიტების წარმოქმნას;

გ ) ფტორის ბაქტერიოციდული მოქმედების გაძლიერებას;

*დ) რემინერალიზაციის პროცესის გააქტიურებას, მინანქრის ხსნადობისა და განვლადობის შემცირებასა და ფტორაპატიტების წარმოქმნას;

236. სუბიექტური და ობიექტური გამოკვლევის შედეგი, რომელიც გვაძლევს საფუძველს დავსვათ პულპის ჰიპერემიის დიაგნოზი:

*ა) პაციენტი უჩივის მიზეზობრივი ხასიათის ტკივილს ქიმიურ, თერმულ და მექანიკურ გაღიზიანებაზე, რომელიც მიზეზის მოხსნის შემდეგ ქრება. აღინიშნება ღრმა კარიესული ღრუ. ზონდირებით მტკივნეულია მთელი ფსკერი.

ბ ) პაციენტი უჩივის უხერხულობას საკვების მიღებისას, რომელიც მისი ევაკუაციის შემდეგ ქრება. ზონდირება მკვეთრად მტკივნეულია ერთ წერტილში;

გ ) პაციენტი უჩივის უხერხულობას საკვების მიღებისას, რაც გამოიხატება საკვების ნარჩენების კარიესულ ღრუში ჩარჩენით. აღინიშნება ღრმა კარიესული ღრუ. ზონდირება მტკივნეულია მინანქარ-დენტინის საზღვარზე;

დ ) პაციენტი უჩივის მიზეზობრივი ხასიათის ტკივილს ქიმიურ გამღიზიანებელზე, რომელიც მიზეზის მოხსნისთანავე ქრება. აღინიშნება ღრმა კარიესული ღრუ, რომელიც ზონდირებით შერწყმულია კბილის ღრუსთან.

237. პულპის ჰიპერემიის დროს უმჯობესია გამოვიყენოთ სამკურნალო სარჩულები:

ა ) ჰორმონალური პრეპარატების საფუძველზე.

*ბ) ოდონტოტროპული;

გ ) ანტივირუსული მოქმედების;

დ ) ანთების საწინააღმდეგო;

238. პრეპარატები, რომელთაც აქვთ ოდონტოტროპული მოქმედება:

ა ) ტრიპსინი.

ბ ) ნატრიუმის ფტორიდი;

*გ) კალციუმის ჰიდროქსიდი;

დ ) გლუკოკორტიკოიდები;

239. შეიძლება თუ არა პულპის ჰიპერემიის ადგილობრივი მკურნალობისას ღრუში დავტოვოთ სამკურნალო სარჩულები ანტიბიოტიკების საფუძველზე?

ა ) არა, რადგან ისინი იწვევენ შემაერთებელი ქსოვილის გაღიზიანებას.

*ბ) არა, რადგან ისინი თრგუნავენ პულპის ფაგოციტურ აქტივობას, თრგუნავენ ოდონტობლასტების ფუნქციებს,

გ ) დიახ, რადგან ისინი ხელს უწყობენ დენტინოგენეზს;

დ ) დიახ, რადგან ისინი ამცირებენ პულპაში ანთებით მოვლენებს, რომლებიც თან ახლავს ღრმა კარიესს;

240. პულპის ჰიპერემიის დროს, კარიესული ღრუს ნეკრექტომიის ჩატარებისას განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს:

ა ) კარიესული ღრუს კიდეების არეში.

*ბ) კარიესული ღრუს კუთხეებში, პულპის რქების საპროექციო არეში;

გ ) კარიესული ღრუს ფსკერის ცენტრალურ ნაწილში;

დ ) მინანქარ-დენტინის მიდამოში, მომატებული მგრძნობელობის გამო.

241. სუბიექტური და ობიექტური გამოკვლევის შედეგად, პულპის ჰიპერემიის დროს:

ა ) პაციენტი უჩივის შეტევითი ხასიათის ტკივილს, რომლის დროსაც მტკივნეული პერიოდი გრძელდება 10-15 წუთს, ხოლო რემისია რამდენიმე საათს. კარიესული ღრუს ფსკერი ერთ წერტილში ძლიერ მტკივნეული.

ბ ) პაციენტი უჩივის ღამის ტკივილებს, თვითნებითი, შეტევითი ხასიათის ტკივილებს და აღნიშნავს, რომ ტკივილი უწყნარდება ცივზე. ზონდირებით კარიესული ღრუს ფსკერი მტკივნეულია;

*გ) პაციენტი უჩივის მიზეზობრივი ხასიათის ტკივილს თერმულ და ქიმიურ გამღიზიანებელზე, რომელიც მიზეზის მოხსნისთანავე ქრება. ზონდირებით კარიესული ღრუს ფსკერი არის მტკივნეული;

დ ) პაციენტი უჩივის შეტევითი ხასიათის ტკივილს. მიზეზობრივი ხასიათის ტკივილს თერმულ, ქიმიურ და მექანიკურ გამღიზიანებელზე, რომელიც მიზეზის მოხსნის შემდეგ არ ქრება. ზონდირებით მტკივნეულია კარიესული ღრუს ფსკერი ერთ წერტილში;

242. ეროზიას კარიესისაგან განასხვავებს:

ა ) გამღიზიანებელზე დაბალი მგრძნობელობა და მტკივნეულობა ღრუს ფსკერის ზონდირებისას.

ბ ) ქიმიურ და თერმულ გამღიზიანებელზე დაბალი მგრძნობელობა და ტკივილი ღრუს ფსკერის ზონდირებისას;

*გ) აწეული მგრძნობელობა სხვადასხვა სახის გამღიზიანებელზე, განსაკუთრებით ტემპერატურულსა და ქიმიურზე. გვირგვინის ვესტიბულურ ზედაპირზე ოვალური ფორმის დეფექტის არსებობა რომლის ფსკერი მკვრივი და მბრწყინავია;

დ ) ქიმიურ და თერმულ გამღიზიანებელზე მომატებული მგრძნობელობა და დაზიანებული ქსოვილების ძლიერი პიგმენტაცია;

ე ) ქიმიურ და თერმულ გამღიზიანებელზე მომატებული მგრძნობელობა და კბილის მაგარი ქსოვილების ძლიერი პიგმენტაცია;

243. კარიესის კომპლექსური პროფილაქტიკის ორგანიზაციის ძირითადი პრინციპები:

ა ) სასმელ წყალში ფტორის შემცველობის რაოდენობის გათვალისწინება.

*ბ) ადექვატური საშუალებების გამოყენება, რომლებიც მოქმედებს როგორც მთლიანად ორგანიზმზე, ასევე უშუალოდ კბილებზეც;

გ ) მოცემული რეგიონისთვის ანტიკარიესოგენული პრეპარატის სწორად შერჩევა;

დ ) ეფექტური ანტიკარიესოგენული პრეპარატის გამოყენება;

244. კარიესის გავრცელება გვიჩვენებს:

ა ) ერთი წლის განმავლობაში ახლად წარმოქმნილი კარიესების რაოდენობას

*ბ) კარიესით დაავადებულ ადამიანთა რაოდენობას 100 გამოკვლეულზე

გ ) კარიესული კბილების რაოდენობას ერთ გამოკვლეულზე

დ ) კარიესით დაავადებულ ადამიანთა რაოდენობას 1000 გამოკვლეულზე

245. კარიესის ინტენსივობა გვიჩვენებს:

ა ) ერთი წლის განმავლობაში ახლად წარმოქმნილი კარიესების რაოდენობას

ბ ) კარიესით დაავადებულ ადამიანთა რაოდენობას 100 გამოკვლეულზე

*გ) კარიესული კბილების რაოდენობას ერთ გამოკვლეულზე

დ ) კარიესული კბილების რაოდენობას 100 გამოკვლეულზე

246. კარიესის ნამატი გვიჩვენებს:

*ა) ერთი წლის განმავლობაში ახლად წარმოქმნილი კარიესების რაოდენობას

ბ ) კარიესით დაავადებულ ადამიანთა რაოდენობას 100 გამოკვლეულზე

გ ) კარიესული კბილების რაოდენობას ერთ გამოკვლეულზე

დ ) 1000 ახლად წარმოქმნილ კარიესს პროფილაქტიკურ ჯგუფში

247. რომელი ჩანასახოვანი ორგანოდან ვითარდება მინანქარი?

ა ) კბილის პარკიდან

ბ ) კბილის დვრილიდან

*გ) ეპითელური ორგანოდან

დ) კბილის მეზენქიმიდან

248. დენტინის კარიესის დროს დიფ. დიაგნოზი ტარდება შემდეგ დაავადებებთან:

*ა) სოლისებრი დეფექტი, ქრ. პერიოდონტიტი.

ბ ) ეროზია, ჰიპოპლაზია

გ ) ქრ. პერიოდონტიტი, ქრ. განგრენული პულპიტი

დ ) პულპის ჰიპერემია, ზედაპირული კარიესი

249. კარიესული ღრუს პრეპარირების პრინციპია:

ა ) პათოლოგიურად შეცვლილი ქსოვილების მაქსიმალური დაზოგვა, დახრილი კედლებისა და ძაბრისებრი ფსკერის ფორმირება

ბ ) პათოლოგიურად შეცვლილი ქსოვილების მოცილება, დახრილი კედლებისა და ამობურცული ფსკერის ფორმირება

გ ) ქსოვილთა მაქსიმალური დაზოგვა და კიდურა მინანქრის დატოვება

*დ) პათოლოგიურად შეცვლილი ქსოვილების მოცილება

250. დენტინის კარიესის დიფერენცირება ქრონიკულ პერიოდონტიტთან ტარდება შემდეგი გამოკვლევებით:

ა ) ანამნეზი, სუბიექტური ჩივილები

*ბ) ანამნეზი, რენტგენოლოგიური გამოკვლევა

გ ) თერმოდიაგნოსტიკა, ზონდირება

დ ) ვერტიკალური პერკუსია

251. ძირითადი პროცესები, რომლებიც მინანაქარში მიმდინარეობს ლაქოვანი კარიესის დროს:

ა ) მინანქრის რემინერალიზაცია

ბ ) მინანქრის რეზორბცია

გ ) მინანქრის ცილოვან და მინერალურ კომპონენტებს შორის კავშირის დარღვევა

*დ) მინანქრის დემინერალიზაცია

252. კარიესული ღრუების ყველაზე ხშირი ლოკალიზაციის ადგილია

ა ) მოლარების საღეჭი ბორცვები

ბ ) მოლარების ლოყისკენა ზედაპირები

*გ) მოლარების ფისურები, ბრმა ხვრელები

დ ) მოლარების ენისკენა ზედაპირები

253. კარიესის მკურნალობის შემდგომი გართულებებია:

ა ) კედლის პერფორაცია

ბ ) ფსკერის პერფორაცია

*გ) პულპის ანთება და ნეკროზი

დ ) ბორით ღრძილის დაზიანება

254. კარიესის მკურნალობის შემდგომი გართულებებია

*ა) მეორადი კარიესი

ბ ) ბორით ღრძილის კიდის დაზიანება

გ ) კედლის პერფორაცია

დ ) ფსკერის პერფორაცია

255. კარიესის მკურნალობის შემდგომი გართულებებია

ა ) ბორით ღრძილის დაზიანება

ბ ) ფსკერის პერფორაცია

*გ) გვირგვინის ფერის შეცვლა

დ ) კედლის პერფორაცია

256. დენტინის კვება ხორციელდება;

ა ) ნერწყვით

ბ ) პულპის ძირითადი ნივთიერებით

*გ) ოდონტობლასტების მორჩებით

დ) პერიოდონტის ბოჭკოებით

257. კარიესის წარმოშობის ქიმიო-პარაზიტული თეორიის დადებითი მხარეებია:

ა ) ოდონტობლასტებში მიმდინარე ცვლილებების როლი კარიესის წარმოშობაში

ბ ) პირის ღრუს სითხეში pH-ის ცვლილება კარიესის წარმოშობაში

*გ) მიკროორგანიზმებისა და ორგანული მჟავების მოქმედების როლი კარიესის წარმოშობაში

დ ) ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის როლი კარიესის წარმოშობაში

258. კარიესის წარმოშობაში თანამედროვე კონცეფციით მნიშვნელობა ენიჭება

ა ) ოდონტობლასტებში მიმდინარე ცვლილებებს

ბ ) პირის ღრუს სითხეში pH-ის ცვლილებას და ცილების შემადგენლობას

*გ) პირის ღრუს მიკროფლორას, ნადებებისა და ქვების არსებობას, ნახშირწყლებს და მათ ზემოქმედებას კბილის მაგარ ქსოვილებზე

დ ) ორგანიზმის ზოგად მდგომარეობას

259. კბილის ნადების წარმოქმნაზე ზეგავლენას ახდენს შემდეგი ფაქტორები:

ა ) ეკოლოგიური ფაქტორები და კბილის პულპის მდგომარეობა

ბ ) პაციენტის ასაკი, ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობა

*გ) კბილთა დგომა თანკბილვაში, კბილის ზედაპირის სტრუქტურა, ნერწყვის შემადგენლობა, პირის ღრუს ჰიგიენა, კვების რაციონი

დ ) გენეტიკური განწყობილება

260. პათანატომიურად დენტინის კარიესის დროს სინთლის მიკროსკოპში გვაქვს შემდეგი ზონები:

ა ) დენტინის შრეში ცვლილებები არ შეიმჩნევა, პულპაში აღინიშნება მორფოლოგიური ცვლილებები

ბ ) დაშლის და დემინერალიზაციის ზონა, ცვლილებები პულპაში არ აღინიშნება

*გ) დაშლის და დემინერალიზაციის, გამჭირვალე და ინტაქტური დენტინის, მონაცვლე დენტინის ზონა და ცვლილებები პულპაში

დ ) დაშლის, ინტაქტური დენტინის ზონა, მორფოლოგიური ცვლილებები პულპაში.

261. ბლეკის V კლასის პრეპარირების დროს საყრდენი მოედნის როლში გამოდის:

ა ) კარიესული ღრუს ფსკერის მიმართ 90 გრადუსიანი კუთხით მდებარე კედელი

ბ ) კარიესული ღრუს ფსკერი

*გ) ღრძილთან ახლოს მდებარე კედელი, რომელიც ფორმირებულია პირდაპირი ან 45 გრადუსიანი კუთხით

დ ) ეკვატორისკენ მდებარე კედელი

262. ფალცი შექმნა ეს არის:

ა ) კარიესული ღრუს კედლის 90 გრადუსიანი კუთხით დგომა ფსკერის მიმართ

ბ ) მინანქრისა და დენტინის მოკვეთა 45 გრადუსით

*გ) მინანქრის მოკვეთა 45 გრადუსიანი კუთხით

დ) დუღაბის მოკვეთა 45 გრადუსიანი კუთხით

263. დენტინის "გაპოხილი" შრე წარმოიქმნება

*ა) კარიესული ღრუს პრეპარირების დროს

ბ ) პულპტების დროს

გ ) კბილის კარიესის დროს

დ ) მინანქრისა და დენტინის ცვეთის დროს

264. მატრიცის მთავარი დანიშნულებაა

ა ) ღრძილის კიდის დაცვა ბჟენის ზეწოლისაგან

*ბ) ბჟენის ანატომიური ფორმის აღგენა და კბილთაშორისი საყრდენი პუნქტის შექმნა

გ ) ბჟენის იზოლაცია მეზობელი კბილისაგან

დ ) კბილის ფსკერის ფორმირება

265. რა არის მეორადი კარიესი:

ა ) ბჟენის ამოვარდნა

ბ ) კარიესული ღრუს პრეპარირების დროს დაშვებული შეცდომა

გ ) კარიესული ღრუს განმეორებითი დაბჟენა

*დ) კარიესის გართულება

266. კბილის გვირგვინის ფერის შეცვლა ითვლება:

ა ) პრეპარირების დროს დაშვებულ შეცდომად

*ბ) კარიესის მკურნალობის შემდგომ გართულებად

გ ) მკურნალობის შემდგომ ჩვეულებრივ შედეგად

დ ) არ არის სწორი პასუხი

267. პრეპარირების დროს კარიესული ღრუს ფსკერის პერფორაცია ეს არის:

ა ) კარისული ღრუს მკურნალობის შედგომი გართულება

*ბ) კარიესული ღრუს პრეპარირების გართულება

გ ) სამკურნალო მანიპულაცია

დ ) პულპიტის პროფილაქტიკა

268. დენტინის ბონდები ( დენტინის ადჰეზიური სისტემა) დენტინში წარმოქმნის

ა ) ირეგულაციური დენტინის ზონას

*ბ) ჰიბრიდულ ზონას

გ ) "გაპოხილი" დენტინის ზონას

დ ) მონაცვლე დენტინს

269. ღრმა კარიესის დროს, რომელსაც თან ახლავს პულპის ჰიპერემია, მიზანშეწონილია:

ა ) დაზიანებული დენტინის მთლიანად გულმოდგინედ მოშორება და ექსუდატის დრენირებისათვის ღრუს ღიად დატოვება.

ბ ) არასრული ნეკრექტომიის ჩატარება და ანთების საწინააღმდეგო პასტის დადება;

გ ) დაზიანებული დენტინის მთლიანად გულმოდგინედ მოშორება და იგივე ნახვევის დადება პულპის გაშიშვლების ხარისხის მიუხედავად;

*დ) დაზიანებული დენტინის შეძლებისდაგვარად მთლიანად მოცილება პულპის გაშიშვლების აცილებით და რეპარაციის მასტიმულირებელი ნაერთის მოთავსება;

საბჟენი მასალები

270. რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს დროებითი საბჟენი მასალები:

*ა) კარიესული ღრუს კედლებთან უნდა ჰქონდეს კარგი ადჰეზიის უნარი. ადვილად შესატანი და ადვილად გამოსატანი უნდა იყოს ღრუდან. არ უნდა შედიოდეს რეაქციაში პირის ღრუს სითხესთან და ქიმიურ ნივთიერებებთან.

ბ ) ფერის მახასიათებლები უნდა ჰქონდეს მდგრადი. მექანიკურად და ქიმიურად უნდა იყოს მტკიცე;

გ ) უნდა ასრულებდეს სამკურნალო სარჩულის ფუნქციებს, არ უნდა შედიოდეს რეაქციაში პირის ღრუს სითხესთან და ქიმიურ ნივთიერებებთან.

დ ) უნდა იყოს რენტგენკონტრასტული;

271. დროებითი საბჟენი მასალები გამოიყენება შემდეგი მიზნით:

*ა) კბილის ღრუს პირის ღრუსაგან დროებით საიზოლაციოდ

ბ ) სამკურნალო სარჩულად;

გ ) ორთოპედიული კონსტრუქციების მუდმივი ფიქსაციისათვის;

დ ) არხების დასაბჟენად;

272. ცინკ-ფოსფატური ცემენტების დადებითი თვისებებია:

ა ) სხვადასხვა სამკურნალო ნივთიერების შემცველობის გამო კარგი სამკურნალო ეფექტი.

*ბ) ნაკლებად ტოქსიურობა

გ ) მექანიკური და ქიმიური მდგრადობა და ინდეფერენტულობა პირის ღრუს სითხის მიმართ;

დ ) ფერის შესაბამისობა მინანქრის ფერთან და ფტორიდების შემცველობა;

273. კარიესულ ღრუში ერთ პორციად უნდა შევიტანოთ და უმჯობესია გავამაგროთ პოლიეთილენის მატრიცის კონდენსაციის ქვეშ:

ა ) მინაიონომერული ცემენტები;

ბ ) აკრილოქსიდი;

გ ) სხივური ეფექტით გამყარებადი კომპოზიციური მასალები;

*დ) ქიმურად გამყარებადი კომპოზიციური მასალები;

274. იონომერული ცემენტები გამოიყენება:

ა ) I და II კლასის დასაბჟენად.

ბ ) III და IV კლასის დასაბჟენად;

*გ) III და V კლასის დასაბჟენად;

დ ) I კლასის დასაბჟენად;

275. მინაიონომერული ცემენტების უმნიშვნელოვანესი თვისებები:

ა ) კარგი მექანიკური მახასიათებლები.

ბ ) ფერის მახასიათებლების მდგრადობა;

გ ) არ ხდება მისი მოცულობაში შემცირება;

*დ) ფტორის სტაბილური კუმულირება კბილის მაგარ ქსოვილებში.

276. მინაიონომერული ცემენტების შემადგენლობა:

ა ) პოლიაკრილური მჟავა, ცინკ-ფოსფატური ცემენტების ფხვნილი.

ბ ) ორთოფოსფორმჟავა, თუთიის ჟანგი, თუთიის სულფატი, მინა;

გ ) პოლიაკრილური მჟავა, მინა, ვერცხლის, ოქროსა და პლატინის იონები;

*დ) პოლიაკრილური მჟავა, მინა, საღებავები;

277. რა შემთხვევაში ვიყენებთ მინაიონომერულ ცემენტებს:

ა ) მუდმივ კბილებში ყველა კლასის კარიესული ღრუების დასაბჟენად და სამკურნალო სარჩულებად.

*ბ) მუდმივ კბილებში III და V, სარძევე კბილებში ყველა კლასის დასაბჟენად, საიზოლაციო სარჩულად, ორთოპედიული კონსტრუქციების დასაფიქსირებლად;

გ ) მუდმივ კბილებში II კლასის დასაბჟენად, სარძევე კბილებში III და V კლასის დასაბჟენად და არხის საბჟენ მასალად;

დ ) მუდმივ კბილებში ყველა კლასის კარიესული ღრუების დროს და სარძევე კბილებში II კლასის შემთხვევაში;

278. მინაიონომერული ცემენტებით დაბჟენის წინ ღრუს ზედმეტი გაშრობა არ შეიძლება რადგან იწვევს

ა ) ადჰეზიის შემცირებას.

ბ ) ფერადი მახასიათებლების გაუარესებას;

*გ) დაბჟენის შემდეგ ტკივილის სინდრომის ჩამოყალიბებას;

დ ) ფტორიდების რაოდენობის და შესაბამისად ანტიკარიესოგენული მოქმედების დაქვეითებას;

279. ცემენტის ბჟენების კარიესულ ღრუში ფიქსაციის ხანგრძლივობა დამოკიდებულია:

ა ) მასალის შემადგენლობაში სპეციალური ინგრედიენტების ჩართვაზე.

ბ ) მასალის ხარისხზე;

გ ) დაბჟენის ტექნიკაზე: მასალის 2-3 პორციად შეტანა, კარგი კონდენსაცია და ღრუს კედლებთან მიტკეპნა;

*დ) კარიესული ღრუსა და ცემენტის მომზადების სწორ ტექნოლოგიაზე, ღრუს გამოშრობის ხარისხზე, ბჟენის ნერწყვისაგან იზოლაციასა და დაბჟენის სწორ ტექნიკაზე;

280. ამალგამის ბჟენების ძირითად უარყოფით თვისებად ითვლება:

ა ) დაბალი მექანიკური და ესთეტიკური მახასიათებლები.

ბ ) პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ალერგიული დაზიანების ალბათობა, ლორწოვანი გარსის მხრიდან პარესთეზია მიკროდენების წარმოქმნის გამო;

*გ) თბოგამტარობა და დაბალი კოსმეტიკური ღირებულება;

დ ) სინესტისადმი მომატებული მგრძნობელობა, მოცულობის შეცვლა;

281. ამალგამის ბჟენები შეიძლება გამოვიყენოთ:

ა ) I და II კლასში ღრმა კარიესის დროს საიზოლაციო სარჩულის გამოყენების გარეშე.

*ბ) I და II კლასში საშუალო კარიესის დროს საიზოლაციო სარჩულის გამოყენებით;

გ ) ზედაპირული კარიესის დროს III კლასის კარიესულ ღრუებში საიზოლაციო სარჩულის გარეშე;

დ ) საშუალო კარიესის დროს IV კლასის კარიესულ ღრუებში საიზოლაციო სარჩულის გარეშე;

282. ჰალოდენტის ძირითადი დადებითი თვისებებია:

ა ) კარგი კოსმეტიკური თვისებები.

*ბ) არ შეიცავს ვერცხლის წყალს;

გ ) მოცულობაში უმნიშვნელოდ შემცირება;

დ ) მცირედი კიდოვანი გამტარებლობა;

283. თანამედროვე კომპოზიციური მასალების ძირითადი დამახასიათებელი ნიშნებია:

*ა) აქვთ კარგი ესთეტიური, მექანიკური და ფიზიკური მახასიათებლები;

ბ ) აქვს კარგი ადჰეზიისა და პირის ღრუს სითხიდან და სხვადასხვა სამკურნალო საშუალებებიდან ფტორის აკუმულირებისა და კბილის მაგარი ქსოვილებისათვის გადაცემის უნარი;

გ ) არ არის ტოქსიკური, შეიცავს ფტორიდებს;

დ ) კარგი კოსმეტიკური თვისებები, ღრუს იზოლაცია ნერწყვისაგან;

284. შტრიპსები გამოიყენება:

ა ) დაბჟენის დროს ღრძილის დვრილის ზეწოლისაგან დასაცავად.

*ბ) საკონტაქტო ზედაპირებზე ბჟენის ფინირებისა და პოლირებისათვის;

გ ) ფერადი მახასიათებლების გასაუმჯობესებლად;

დ ) ბჟენის მონოლითურობისათვის;

285. ქვემოთ ჩამოთვლილი საბჟენი მასალებდან რომელი იწვევს ფიზიკურ პულპიტს

*ა) ამალგამები

ბ ) სხივური ეფექტით გამყარებადი კომპოზიციური მასალები

გ ) ქიმიურად გამყარებადი კომპოზიციური მასალები

დ ) სილიკატური ცემენტები

286. ამალგამით და კომპოზიციური მასალებით დაბჟენის დროს, ხის სოლები გამოიყენება შემდეგი მიზნით:

ა ) საბჟენი მასალის რაოდენობის შემცირება;

ბ ) მატრიცით ღრძილის დვრილის ტრამვირების თავიდან აცილება;

გ ) მასალის პოლიმერიზაციისათვის პირობების შექმნა ზეწოლის ქვეშ;

*დ) ბჟენის კიდეების ფორმირება საკონტაქტო პუნქტის კორექტული ფორმირება;

287. მიუთითეთ ყველაზე უფრო რაციონალური და თანამედროვე საბჟენი მასალა, მუდმივი ფრონტალური კბილების დასაბჟენად:

ა ) პოლიკარბოქსილატური ცემენტები.

ბ ) ქიმიურად გამყარებადი კომპოზიციური საბჟენი მასალა;

*გ) ფოტოპოლიმერიზაციული საბჟენი მასალა;

დ ) საბჟენი მასალა, აკრილური ფისების საფუძველზე;

288. მასალები, რომლებიც უნივერსალური თვისებების (ფერადი გამა, გამჭვირვალობა, გაუმჯობესებული მექანიკური, ფიზიკური და ქიმიური თვისებები) მატარებელია და გამოიყენება ნებისმიერი სახის რესტავრაციული სამუშაოს ჩასატარებლად:

ა ) იონომერული ცემენტები.

ბ ) მაკროშემავსებელი;

გ ) მინიშემავსებელი;

*დ ) ჰიბრიდები;

289. რესტავრაცია თანამედროვე კომპოზიციური მასალების გამოყენებით არის:

ა ) კბილების ესთეტიკური პარამეტრების კორექცია და აღდგენა

ბ ) სამკურნალო მანიპულაცია, რომელიც ითვალისწინებს კბილის ფუნქციის აღდგენას;

გ ) სამკურნალო მანიპულაცია, რომელიც ატარებს ანთების საწინააღმდეგო ხასიათს;

*დ) კბილების ესთეტიკური და ფუნქციური პარამეტრების კორექცია და აღდგენა

290. მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება სტომატოლოგიური კაბინეტისა და ექიმის სამუშაო ადგილის ორგანიზაციას, სადაც ტარდება რესტავრაცია:

ა ) კაბინეტი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამალგამის შემრევით, გამწოვი კარადით, სტერილიზატორებით.

ბ ) სტომატოლოგიური დანადგარი უზრუნველყოფილი უნდა იყოს დიათერმოკოაგულატორით, ნერწყვის გამწოვით და ჰაერის პისტოლეტით;

*გ) სტომატოლოგიური დანადგარი უზრუნველყოფილი უნდა იყოს უზეთო კომპრესორით, მტვერსასრუტით, ნერწყვის გამწოვით; ტემპერატურა ოთახში უნდა იყოს 21-23°გრადუსი;

დ ) კაბინეტი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბუნებრივი განათებით, ვენტილაციით, კვარცის ნათურებით;

291. მინანქრის გრავირება ითვალისწინებს:

*ა) მინანქარში მიკროფორების წარმოქმნას.

ბ ) მინანქრის ისეთი ნაწილების მოცილებას, რომელსაც ქვემოდან არა აქვს დენტინის საყრდენი;

გ ) დეკალცინირებული მინანქრის შრის მოცილებას;

დ ) მინანქარზე არსებული ორგანული ნადების მოცილებას;

292. დენტინის გრავირება აუცილებელია ისეთი კომპოზიციური მასალების გამოყენებისას:

ა ) რომელსაც კომპლექტში მოჰყვება მხოლოდ საბჟენი მასალა (ფხვნილი-სითხე).

ბ ) რომელსაც კომპლექტში მოჰყვება საბჟენი მასები და ადჰეზივი;

გ ) რომელსაც კომპლექტში მოჰყვება მხოლოდ საბჟენი მასები (პასტა-პასტა);

*დ) რომელსაც კომპლექტში მოჰყვება საბჟენი მასები, ადჰეზივი და პრაიმერი;

293. ჰიბრიდული ზონა:

ა ) სტრუქტურა დენტინის ზედაპირზე, რომელიც წარმოიქმნება პრეპარირების შედეგად. მის შემადგენლობაში შედის დენტინის მილაკების ნატეხები, პირის ღრუს მიკროფლორის უჯრედები, ჩამოფცქვნილი ეპითელიოციტები და სხვა.

*ბ) გარდამავალი ზონა ბჟენსა და კბილის დენტინის შორის, რომელიც წარმოიქმნება დენტინის გრავირებისა და პრაიმერის გამოყენებით;

გ ) მესამეული დენტინი;

დ ) ჟანგბადით ინჰიბირებული ინტერგლობულარული დენტინი;

294. რა შემთხვევაში გამოიყენება ადჰეზივი, საბჟენი მასალების შრეობრივად შეტანის დროს:

ა ) როდესაც ჟანგბადით ინჰიბირებული შრე არ არის დაზიანებული.

*ბ) როდესაც კომპოზიციური მასალა მაგრდება უჰაეროდ, მატრიცის კონდენსაციის ქვეშ, ან ადგილი აქვს ჟანგბადით ინჰიბირებული შრის მექანიკურ დაზიანებას;

გ ) თუ კომპოზიციური მასალა მყარდება ჰაერზე;

დ ) თუ კომპოზიციური მასალის ფირმა-მწარმოებელი გვთავაზობს, მასალის დაბალი ადჰეზიურობის გამო.

295. ფესვის არხების დასაბჟენად განკუთვნილი ქვემოთ ჩამოთვლილი მასალებიდან საუკეთესოა:

ა ) ტიტანის წკირებით;

ბ ) ვერცხლის წკირებით;

გ ) პლასტიკური გამყარებადი მასალები

*დ) გუტაპერჩის წკირები სილერებთან ერთად;

296. პულპის სრული ექსტირპაციის შემდეგ, კარგად გამავალი არხი უმჯობესია დავბჟინოთ:

ა ) ვერცხლის წკირებით.

ბ ) ევგედენტით;

გ ) ენდომეტაზონით;

*დ) თერმოფილის სისტემით;

297. რა მიზნით გამოიყენება საიზოლაციო სარჩულები:

ა ) კარიესულის ღრუს დროებითი იზოლაციისათვის პირის ღრუდან;

ბ ) მინანქრისა და დენტინის ერთმანეთისაგან საიზოლაციოდ;

*გ) პულპის დასაცავად მუდმივი ბჟენის ტოქსიკური ზემოქმედებისაგან;

დ ) I და II კლასის კარიესული ღრუების დასაბჟენად;

298. რა მიზნით გამოიყენება სამკურნალო სარჩულები:

ა ) პერიაპიკალურ ქსოვილებში არსებული ანთებითი პროცესის კუპირებისათვის.

ბ ) მინანქრის რემინერალიზაციისათვის;

გ ) პულპის დასაცავად მუდმივი ბჟენის ტოქსიკური ზემოქმედებისაგან;

*დ) დენტინოგენეზის სტიმულაციისათვის, პულპაში გამოხატული რეაქტიული პროცესებისა და ანთებითი მოვლენების კუპირებისათვის;

299. რა განსხვავებაა კომპოზიციურ მასალებსა და კომპომერებს შორის:

ა ) კომპომერს, იონომერული ცემენტის შემცველობის გამო აქვს ანთებითი მოვლენების კუპირების უნარი;

ბ ) კომპოზიციური მასალები შედგება მონომერული მატრიცა ბისგმა-სა და არაორგანული შემავსებლისაგან, რომელთა ნაწილაკების ზომა 18-20მკ-ია. კომპომერი

კი მონომერული მატრიცა UDMA-სა და არაორგანული შემავსებლისაგან, რომელთა ნაწილაკების ზომა 1-2მკ-ია;

გ ) კომპოზიციური მასალები გამოიყენება I და III კლასის, ხოლო კომპომერები II და IV კლასის კარიესული ღრუების დასაბჟენად;

*დ) კომპომერი, კომპოზიციური მასალებისაგან განსხვავებით შედგება ჰიბრიდისა და იონომერული ცემენტისაგან.

300. უნივერსალურად პოლირებადი (სარკის ეფექტი) მასალები

ა ) მიკროჰიბრიდული კომპოზიციური მასალები.

ბ ) მაკროჰიბრიდული კომპოზიციური მასალები;

გ ) მაკროშემავსებელი კომპოზიციური მასალები;

*დ) მიკროშემავსებელი კომპოზიციური მასალები;

301. შეიძლება თუ არა კალციუმის სამკურნალო სარჩულის შემდეგ ფოსფატის სარჩულის მოთავსება

ა ) აუცილებელია, რადგან სამკურნალო სარჩული შეიცავს კალციუმის ჰიდროქსიდს, რომელის ფოსფატცემენტის სარჩულის გარეშე რეაქციაში შედის მუდმივი საბჟენი მასალის ორთოფოსფორმჟავასთან და უკარგავს მას სამკურნალო თვისებებს

ბ ) არ შეიძლება, რადგან კალციუმის ჰიდროქსიდი ორთოფოსფომჟავასთან შეხებისას გადაიქცევა კალციუმის სულფატად და სამკურნალო სარჩულს უკარგავს აქტივობას

*გ) არ შეიძლება ვინაიდან კალციუმის ჰიდროქსიდი ორთოფოსფომჟავასთან შეხებისას გადაიქცევა კალციუმის ფოსფატად და უკარგავს სამკურნალო სარჩულს აქტივობას

დ ) შეიძლება და აუცილებელია მუდმივი საბჟენი მასალის ფიქსაციისათვის.

302. კომპოზიციური საბჟენი მასალით კბილის დაბჟენამდე საჭიროა კბილის გაპრიალება, რადგან:

ა ) უმჯობესდება ბჟენის ფიქსაციის ხარისხი

ბ ) უზრუნველყოფს მეორადი კარიესის განვითარების თავიდან აცილებას

*გ) გაწმენდა აცილებს ნადებს და აუმჯობესებს მჟავური გრავირების და კბილის ფერის შერჩევის ხარისხს

დ ) აღარ გამოჩნდება დემარკაციული ხაზი ბჟენსა და მინანქარს შორის.

303. რომელ ასაკშია ეფექტური პირველი მუდმივი მოლარების ჩაბეჭდვა

ა ) 12-14 წლის ასაკში

ბ ) 9-10 წლის ასაკში

გ ) 15-16 წლის ასაკში

*დ) 5,5-6,5 წლის ასაკში

304. რომელ ასაკშია ყველაზე ეფექტური პირველი პრემოლარების ჩაბეჭდვა

ა ) 12-14 წლის ასაკში

*ბ) 9-10 წლის ასაკში

გ ) 7-8 წლის ასაკში

დ ) 5,5-6,5 წლის ასაკში

305. რომელ ასაკშია ყველაზე ეფექტური მეორე პრემოლარების ჩაბეჭდვა

ა ) 14 წლის ასაკში

*ბ) 10-11 წლის ასაკში

გ ) 9-10 წლის ასაკში

დ ) 12-14 წლის ასაკში

306. რისთვის გამოიყენება პრაიმერი

ა ) აქვს სამკურნალო დანიშნულება

*ბ) წარმოქმნის ჰიბრიდულ შრეს და ახდენს დენტინის მილაკების ობტურაციას

გ ) წარმოქმნის მეორად დენტინს

დ ) ზრდის დენტინის მილაკების განვლადობას ადგეზიური სისტემებისათვის

307. სხივით გამაგრებადი კომპოზიციური საბჟენი მასალით კარიესული ღრუს დაბჟენისას რომელ ადგეზიურ სისტემას ენიჭება უპირატესობა:

ა ) სამკომპონენტიანს

ბ ) ორკომპონენტიანს

*გ) ერთკომპონენტიანს

დ ) ოთხკომპონენტიანს

308. მიუთითეთ სინათლეზე გამყარებადი კომპოზიტებით მუშაობისას კაბინეტში ოპტიმალური მუშაობის რეჟიმი

ა ) 25 გრადუსი

ბ ) 18-20 გრადუსი

გ ) 23-25 გრადუსი

*დ) 21-23 გრადუსი

309. მინანქრის გრავირების ხანგრძლივობა სარძევე კბილებში

*ა) 60 წმ

ბ ) 40 წმ

გ ) 30 წმ

დ ) 20წმ

310. მინანქრის გრავირების ხანგრძლივობა არაკარიესულ დაავადებით დაზიანებულ კბილებში

*ა) 60 წმ

ბ ) 35 წმ

გ ) 15 წმ

დ ) 45წმ

311. მაღალი გამჭირვალობის მქონე კბილებისათვის დამახასიათებელია

ა ) მოყვითალო ელფერის მინანქარი

ბ ) მოყვითალო-მონაცრიფრო ელფერის მინანქარი

*გ) მონაცრისფერო ელფერის მინანქარი

დ ) მოცრისფრო ელფერის მინანქარი

312. საშაუალო გამჭირვალეობის მქონე კბილებისათვის დამახასიათებელია:

ა ) მოყვითალო ელფერის მინანქარი

ბ ) მოცრისფრო ელფერის მინანქარი

გ ) მონაცისფრო ელფერის მინანქარი

*დ) მოყვითალო- მონაცრისფრო ელფერის მინანქარი

313. დაბალი გამჭირვალეობის მქონე კბილებისათვის დამახასიათებელია:

ა ) ყვითელი ფერის მინანქარი

ბ ) მოყვითალო-მონაცრიფრო ელფერის მინანქარი

გ ) მონაცისფრო ელფერის მინანქარი

*დ) მოყვითალო ელფერის მინანქარი

314. არაეფექტურად ჩატარებული ენდოდონტური მკურნალობის შემდეგ პიგმენტაციას განიცდის

ა ) მინანქარი და დენტინი

ბ ) არხის დენტინი

გ ) მინანქარი

*დ) დენტინი

315. რესტავრაციული სამუშაოს ჩატარებისას, საბჟენი მასალის ფერის შერჩევისას, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა:

ა ) გვირგვინის საჭრელი კიდის ფერს

ბ ) გვირგვინის ყელის ფერს

*გ) გვირგვინის სხეულის ფერს

დ ) პულპის ახლო დენტინის ფერს

316. ქვემოთ ჩამოთვლილი საბჟენი მასალებიდან, რომელთათვის არის დამახასიათებელი განსაკუთრებული სიმტკიცე

ა ) მინა შევსებული კომპოზიციური მასალები

*ბ) მაკროშევსებული კომპოზიციური მასალები

გ ) მიკროშევსებული კომპოზიციური მასალები

დ ) მინიშევსებული კომპოზიციური მასალები

317. მაკროშემავსებლიანი საბჟენი მასალების უარყოფით თვისებაა:

*ა) ფერის არამდგრადობა

ბ ) დაბალი მექანიკური მდგრადობა

გ ) ცუდი ადჰეზიის უნარი

დ ) ნაკლებტოქსიურობა

318. მიკროშემავსებელი საბჟენი მასალების უარყოფითი თვისებაა:

*ა) არასაკმარისი მექანიკური მდგრადობა

ბ ) დაბალი პოლირების უნარი

გ ) ცუდი ესთეტიკური მახასიათბლები

დ ) მაღალი ტოქსიურობა

319. ტოტალურ გრავირებაში იგულისხმება:

*ა) მინანქრისა და დენტინის გრავირება

ბ ) დენტინის მჟავური გრავირება

გ ) მინანქრის მჟავური გრავირება

დ ) ცემენტის მჟავური გრავირება

320. ჰიბრიდული შრე წარმოადგენს:

ა ) დენტინის ზედაპირზე არსებულ უსწორმასწორო ფორმის მქონე სტრუქტურას, რომელიც შეიცავს კბილის მაგარ ქსოვილთა ანაქლიბს, ჰიდროქსიაპატიტის კრისტალებს, მიკროორგანიზმებს, ნერწყვს, სისხლსა და სხვა

*ბ) დენტინის სისქეში დეკალციფიცირებულ კოლაგენურ ბოჭკოთა შორის სივრცეს, რომელიც ივსება პრაიმერით

გ ) მინანქრის ფუტკრის ფიჭის მსგავს პრიზმებს

დ ) მინანქრისა და დენტინის გრავირების შედეგად დეკალციფიცირებულ შრეს

321. ადჰეზიური ფისით ხდება:

ა ) მინანქრისა და დენტინის გრავირება

ბ ) დენტინის დამუშავება

გ ) მინანქრის დამუშავება

*დ) მინანქრისა და დენტინის დამუშვება

322. მინანქრის მჟავური გრავირების დროს მჟავას ოპტიმალური კონცენტრაციაა:

ა ) 50%-იანი ფოსფორმჟავა

*ბ) 35-40%-მდე ფოსფორმჟავა

გ ) დაბალკონცენტრაციის ფოსფორმჟავა ანუ 30%-მდე

დ ) 65-70% იანი ფოსფორმჟავა

323. წყლის ჩამორეცხვას საჭიროებს

ა ) ადჰეზიური ფისი

ბ ) დენტინის გრუნტი

*გ) მჟავა გრავირების შემდგომ

დ ) ჰიბრიდული შრე

324. იონომერული ცემენტი დაბოლოებით ფილლ გამოიყენება

ა ) სასარჩულოდ

*ბ) დასაბჟენად

გ ) ფიქსაციისთვის

დ ) დროებით ბჟენად

325. იონომერული ცემენტი დაბოლოებით ბონდ გამოიყენება

*ა) სასარჩულედ

ბ ) დასაბჟენად

გ ) ფიქსაციისთვის

დ ) დროებით ბჟენად

326. არხის საბჟენ მყარ მასალებს მიეკუთვნება:

*ა) გუტაპერჩის წკირები

ბ ) ენდომეტაზონი

გ ) კარიოსანი

დ ) სილერები

327. კომპოზიციური მასალით დაბჟენის ერთ-ერთი ეტაპზე დენტინის ზედმეტი გამოშრობა შემდგომში იწვევს

ა ) დენტინის გადაშრობას არა აქვს მნიშვნელობა თუ კარგადაა ჩატარებული კბილის რესტავრაციის შემდგომი ეტაპები

ბ ) უნებლიე კბილის ტკივილს ღამის საათებში

*გ) კბილის ხანმოკლე მიზეზობრივ ტკივილს ტემპერატურულ და ქიმიურ გამღიზიანებლებზე

დ ) არ იწვევს არანაირ ცვლილებებს

328. კომპოზიციური საბჟენი მასალებით კბილთა რესტავრაციის ბოლოს საჭიროა თუ არა ჟანგბადით ინჰიბირებული, დისპერსიული შრის მოშორება

ა ) არ არის საჭირო, რადგან ბჟენს ანიჭებს სიმტკიცეს

*ბ) აუცილებელია, რადგან შემდგომში იწვევს ბჟენის ფერის შეცვლას

გ ) არ არის საჭირო, რადგან ბჟენს ანიჭებს სიპრიალეს

დ ) აუცილებელია, რადგან შემდგომში იწვევს ხანმოკლე მიზეზობრივ ტკივილს

329. კომპოზიციური საბჟენი მასალით მუშაობის დროს, თუ ბჟენი არ არის თანკბილვაში მაღალი, საჭიროა თუ არა მისი ფინირება და პოლირება

ა ) არა არის საჭირო, რადგანაც ბჟენი შეიძლება დადაბლდეს

ბ ) არ არის საჭირო, რადგან ბჟენს მოარყევს; ან ვაპრიალებთ შემდეგ ვიზიტზე

გ ) არ არის საჭირო, რადგან ბჟენს სიპრიალეს დაუკარგავს

*დ) საჭიროა, რადგან უნდა მოშორდეს ჟანგბადით ინჰიბირებული, დისპერსიული შრე

330. სთეფ-ბექ მეთოდით არხების დამუშავებისას თანდათანობით ხდება:

ა ) ინსტრუმენტის სამუშაო სიგრძისა და დიამეტრის მომატება

ბ ) ინსტრუმენტის სამუშო სიგრძის მომატება და დიამეტრის შემცირება

გ ) ინსტრუმენტის სამუშაო სიგრძისა და დიამეტრის შემცირება

*დ) ინსტრუმენტის სამუშაო სიგრძის შემცირება და დიამეტრის მომატება

331. Crown down ტექნიკით არხის დამუშავებისას ხდება:

ა ) ინსტრუმენტის სამუშაო სიგრძისა და ზომის შემცირება

ბ ) ინსტრუმენტის სამუშაო სიგრის შემცირება და ზომის მომატება

*გ) ინსტრუმენტის სამუშაო სიგრძის მომატება და ზომის შემცირება

დ ) ინსტრუმენტის სამუშაო სიგრძისა და დიამეტრის მომატება

332. ელექტრონული მეთოდით არხის სიგრძის განსაზღვრის სავარაუდო უზუსტობების მიზეზი შეიძლება იყოს:

ა ) დამატებითი, გვერდითი განშტოებების არსებობა

ბ ) მშრალი არხის კედელზე პერფორაცია

*გ) არხში ელექტროობის გამტარი სითხის არსებობა

დ ) კბილის ფესვის პერფორაცია

333. რას ეწოდება კბილის ფესვის ფიზიოლოგიური მწვერვალი?

ა ) ფესვის რენტგენოლოგიური მწვერვალს;

ბ ) ფესვის დენტინ-ცემენტის საზღვარს;

*გ) არხის შევიწროვებულ ნაწილს, რომელიც წარმოქმნილია მეორადი დენტინის ჩალაგების შედეგად და წარმოადგენს არხის პულპისა და პერიოდონტის ქსოვილს შორის საზღვარს;

დ ) არხოვანი პულპის განშტოების მიდამოს ბიფურკაციებსა და ტრიფურკაციებში.

334. რა მანძილია ფესვის ფიზიოლოგიურ და ანატომიურ მწვერვალს შორის?

ა ) 2 - 3მმ.

ბ ) 1 - 2მმ;

*გ) 0,5 - 1მმ;

დ ) 2,5 - 3მმ;

335. როგორია ხარისხიანად ობტურირებული არხი რენტგენოგრამაზე?

ა ) არხი დაბჟენილია რენტგენოლოგიურ აპექსიდან 1მმ-გარეთ.

*ბ) არხი დაბჟენილია რენტგენოლოგიურ აპექსიდან 1მმ-ზემოთ;

გ ) არხი დაბჟენილია რენტგენოლოგიურ აპექსამდე;

დ ) არხი დაბჟენილია ანატომიურ აპექსამდე.

336. ფესვის არხისათვის მიღებული სამუშაო სიგრძე:

ა ) მანძილი კბილის გარეთა კიდიდან რენტგენოლოგიური აპექსის გარეთ.

ბ ) მანძილი კბილის გარეთა კიდიდან ანატომიურ აპექსამდე;

*გ) მანძილი კბილის გვირგვინის გარეთა კიდიდან ფიზიოლოგიურ აპექსამდე;

დ ) მანძილი კარიესული ღრუს ფსკერიდან ფიზიოლოგიურ აპექსამდე;

337. რომელი ენდოდონტური ინსტრუმენტი გამოიყენება არხის შესასვლელის გასაფართოვებლად?

ა ) რიმერი.

ბ ) K ფაილი;

*გ) გეითს გლიდენი;

დ ) H - ფაილი.

338. რომელი ენდოდონტური ინსტრუმენტი გამოიყენება არხის გამავლობის შესაქმნელად?

ა ) H - ფაილი.

ბ ) K - ფაილი;

გ ) არხის ნემსი;

*დ) რიმერი;

339. რომელი ენდოდონტური ინსტრუმენტი გამოიყენება არხის გასაფართოებლად?

ა ) ენდოდონტური ბორები.

ბ ) რიმერი;

*გ) K ფაილი;

დ ) გეითს გლიდენი;

340. რა ფერითაა კოდირებული 015, 045, 090 - ზომის ენდოდონტური ინსტრუმენტები?

ა ) მწვანე.

ბ ) ყვითელი.

გ ) წითელი;

*დ) თეთრი;

341. რა ფერითაა კოდირებული 020, 050, 100 ზომის ენდოდონტური ინსტრუმენტები?

ა ) ლურჯი;

ბ ) მწვანე;

გ ) წითელი;

*დ) ყვითელი.

342. რა ფერითაა არის კოდირებული 025, 055, 110 ზომის ენდოდონტური ინსტრუმენტები?

ა ) ყვითელი.

ბ ) თეთრი;

გ ) მწვანე;

*დ) წითელი;

343. რა ფერითაა კოდირებული 030, 060, 120 ზომის ენდოდონტური ინსტრუმენტები?

*ა) ლურჯი.

ბ ) თეთრი;

გ ) წითელი;

დ ) მწვანე;

344. რა ფერითაა კოდირებული 035, 070, 130 ზომის ენდოდონტური ინსტრუმენტები?

ა ) წითელი;

ბ ) ყვითელი;

*გ) მწვანე.

დ ) შავი;

345. რა ფერითაა კოდირებული 040, 080, 140 ზომის ენდოდონტური ინსტრუმენტი?

ა ) წითელი.

*ბ) შავი;

გ ) ყვითელი;

დ ) მწვანე;

346. რა ფერითაა კოდირებული ენდოდონტური ინსტრუმენტი ზომით 006?

ა ) თეთრი

*ბ) ჟოლოსფერი;

გ ) ნაცრისფერი;

დ ) მწვანე;

347. რა ფერითაა არის კოდირებული ენდოდონტური ინსტრუმენტი ზომით 008?

ა ) ჟოლოსფერი;

ბ ) იასამნისფერი;

*გ) ნაცრისფერი;

დ ) თეთრი

348. რა ფერითაა კოდირებული ენდოდონტური ინსტრუმენტი ზომით 010?

ა ) ნაცრისფერი

ბ ) თეთრი

*გ) იასამნისფერი

დ ) ჟოლოსფერი

349. ხელის რომელი ინსტრუმენტით ხდება გუტაპერჩის წკირის ვერტიკალური კონდენსაცია?

ა ) რიმერი;

ბ ) კონდენსორი;

*გ) პლაგერი;

დ ) სპრედერი.

350. ხელის რომელი ინსტრუმენტით ხდება გუტაპერჩის წკირის ლატერალური კონდენსაცია?

ა ) პლუგერი.

*ბ) სპრედერი;

გ ) კონდენსორი;

დ ) არხის ნემსი;

351. რამდენი გუტაპერჩის წკირი გამოიყენება არხის ლატერალური კონდენსაცით ობტურაციისას?

ა ) 1 გუტაპერჩის წკირი.

*ბ) რამდენიც საჭიროა არხის სრული ობტურაციისათვის;

გ ) 3 გუტაპერჩის წკირი;

დ ) 3-5 გუტაპერჩის წკირი;

352. რას გულისხმობს არხის ენდოდონტიური დამუშავების "step back" მეთოდი?

ა ) არხის გაფართოებას ერთი ზომის ინსტრუმენტებით ;

ბ ) არხის გაფართოებას შესასვლელიდან აპექსისაკენ, დიდი ზომის ინსტრუმენტებიდან მცირე ზომის ინსტრუმენტებისაკენ;

*გ) არხის გაფართოება არხის აპიკალური ნაწილიდან ზემოთ, მცირე ზომის ინსტრუმენტებიდან დიდი ზომის ინსტრუმენტებისკენ;

დ ) არხის გაფართოებას ინსტრუმენტის სამუშაო სიგრძისა და დიამეტრის მომატებით

353. რას გულისხმობს არხის ენდოდონტუიარი დამუშავების "crown down" მეთოდი?

ა ) არხის გაფართოვებას არხის აპიკალური ნაწილიდან ზემოთ, მცირე ზომის ინსტრუმენტებიდან დიდი ზომის ინსტრუმენტებისაკენ.

*ბ) არხის გაფართოებას არხის შესასვლელიდან აპექსისაკენ, დიდი ზომის ინსტრუმენტებიდან მცირე ზომის ინსტრუმენტებისაკენ;

გ ) არხის გაფართოებას ერთი ზომის ინსტრუმენტებით

დ ) არხის გაფართოებას ინსტრუმენტის სამუშაო სიგრძისა და დიამეტრის შემცირებით

354. რა თანმიმდევრობით ხდება არხის ენდოდონტური დამუშავება "step back" მეთოდით?

*ა) არხის მწვერვალოვანი ნაწილის გაფართოება, ცენტრალური ნაწილის გაფართოება, შესასვლელის გაფართოება.

ბ ) არხის შესასვლელის გაფართოება, მწვერვალოვანი ხვრელის გაფართოება, ცენტრალური ნაწილის გაფართოება;

გ ) არხის შესასვლელის გაგანიერება, არხის ცენტრალური ნაწილის გაფართოება, მწვერვალოვანი ხვრელის გაფართოება;

დ ) არხის ცენტრალური ნაწილის გაფართოება, მწვერვალოვანი ხვრელის გაფართოება;

355. პულპიტის დროს არხის ენდოდონტური დამუშავება და დაბჟენა ხდება:

*ა) ფიზიოლოგიურ აპექსამდე;

ბ ) ანატომიურ აპექსამდე;

გ ) რენტგენოლოგიურ აპექსამდე;

დ ) რენტგენოლოგიური აპექსიდან 1-2მმ გარეთ.

356. ენდოდონტური დამუშავების რომელი მეთოდია რეკომენდებული პერიოდონტიტების დროს?

ა ) ორივე მეთოდის ერთობლიობა.

*ბ) "crown down" მეთოდი;

გ ) "step back" მეთოდი;

დ ) დასაშვებია ორივე ვარიანტი.

357. რომელი ენდოდონტური ინსტრუმენტის ბრუნვა (რიმინგი) არ შეიძლება არხში?

ა ) K - ფლექსო ფაილი.

ბ ) K - ფაილი;

*გ) H - ფაილი;

დ ) რიმერი;

358. როგორი უნდა იყოს ფესვის არხის ფორმა ენდოდონტური დამუშავების შემდეგ?

ა ) არხს უნდა შეუნარჩუნდეს საწყისი ფორმა.

*ბ) კონუსური;

გ ) ცილინდრული;

დ ) პრიზმული.

359. რომელი ფაილები გამოიყენება მოხრილი არხების დასამუშავებლად?

ა ) H - ფაილი.

*ბ) Niti - ფაილები;

გ ) K - ფაილი;

დ ) ენდოფაილი.

360. არხის ობტურაციის საუკეთესო ვარიანტია :

*ა) ფილერები, სილერები ერთდროულად.

ბ ) სილერები;

გ ) ფილერები;

დ ) ცემენტები.

361. რომელი ჯგუფის სილერებს ახასიათებს ციტოტოქსიკური და მუტაგენური მოქმედება?

ა ) სილერები, რომლებიც დამზადებულია პოლიმერებისა და ფისის ფუძეზე.

ბ ) სილერები, რომლებიც დამზადებულია კალციუმის ჰიდროქსიდის ფუძეზე;

*გ) სილერები, რომლებიც შეიცავს ალდეჰიდებს;

დ ) თუთია-ევგენოლის ფუძეზე დამზადებული სილერები;

362. რომელი ჯგუფის სილერები ახდენენ ოსტეოგენურ ეფექტს ფესვის პერიაპიკალურ ძვალზე და ცემენტზე?

ა ) პოლიმერებისა და ფისის ფუძეზე დამზადებული სილერები.

*ბ) კალციუმის-ჰიდროქსიდის ფუძეზე დამზადებული სილერები;

გ ) თუთია-ევგენოლის ფუძეზე დამზადებული სილერები;

დ ) ალდეჰიდებზე დამზადებული სილერები;

363. რომელ ფაზაში იმყოფება გუტაპერჩის წკირი არხის ობტურაციის დროს თერმოფილის სისტემის გამოყენებისას?

ა ) ქლოროპერჩი.

*ბ) ალფა ფაზა;

გ ) ბეტაფაზა;

დ ) გამაფაზა.

364. რა ზომის გუტაპერჩის წკირი გამოიყენება არხის ერთი წკირით და სილერით ობტურაციისას?

ა ) წკირი ერთი ზომით მეტი უნდა იყოს ბოლო ფაილის ზომაზე.

ბ ) წკირი ერთი ზომით ნაკლები უნდა იყოს ბოლო ფაილის ზომაზე;

*გ) წკირი უნდა შეესაბამებოდეს ბოლო ფაილის ზომას (რომლითაც გაფართოვდა აპექსი);

დ ) წკირი ორი ზომით ნაკლები უნდა იყოს ბოლო ფაილის ზომაზე;

365. EDTA-ს ძირითადი თვისება:

*ა) დენტინის დეკალცინაცია ;

ბ ) მონაცვლე დენტინის ფორმირება;

გ ) აპექსის ობტურაცია;

დ ) არხის გამოშრობა.

366. რა ნაკლი აქვს არხის ობტურაციას ერთი წკირის მეთოდით და სილერით?

ა ) პერიაპიკალური ქსოვილების გაღიზიანება.

ბ ) ფესვის გადატეხვის საშიშროება ძლიერ ინტენსიური კონდესაციის გამო;

*გ) არ ხდება არხის მჭიდრო ობტურაცია, რის გამოც შესაძლებელია არხიდან სილერის გამორეცხვა;

დ ) არ ხდება აპექსის სრული ობტურაცია.

367. რა ნაკლი აქვს არხის ობტურაციას ლატერალური კონდესაციით?

*ა) არ ხდება დამატებითი და განშტოებული არხების ობტურაცია

ბ ) არ ხდება აპექსის ობტურაცია

გ ) არ ხდება ფესვის დუღაბის რემინერალიზაცია

დ ) პერიაპიკალური ქსოვილების გაღიზიანება.

368. რომელი მეთოდია შედარებით ზუსტი არხის ფესვის სიგრძის დასადგენად ?

ა ) ორთოპანტომოგრამა

ბ ) ყბის პანორამული რენტგენოგრაფია

*გ) არხში ფიქსირებული ენდოდონტური ინსტრუმენტით რენტგენოლოგიური მეთოდი და ელექტრონული მეთოდი (აპექსლოკატორით).

დ ) პაციენტის ტკივილის რეაქცია ენდოდონტური ინსტრუმენტით გაზომვისას.

369. რომელი ინსტრუმენტით შეიძლება არხში არამარტო ვერტიკალური მოძრაობის არამედ ბრუნვითი მოძრაობის განხორციელება?

ა ) H file

*ბ) S-File

გ ) K-File

დ ) პატჰფინდერ-ი

370. არხის K ფაილებით დამუშავების შემდეგ რა ზომის Hedstoem File-ს აირჩევთ

ა ) არჩეული H-File-ს ზომას არა აქვს მნიშვნელობა

ბ ) არჩეული H-File ერთი ზომით დიდია ბოლოს გამოყენებული K-File-ს ზომაზე

*გ) არჩეული Hedstrom file-ს ზომა უნდა ემთხვეოდეს ან უმჯობესია ერთი ზომით ნაკლები იყოს ბოლოს გამოყენებული K-File-ს ზომაზე

დ) რჩეული H-File ორი ზომით დიდია ბოლოს გამოყენებული K-File-ს ზომაზე

371. რა შემთხვევაში გამოიყენება K-Flexo File Golden Medium

*ა) როდესაც გაძნელებულია ერთი ზომის K-File-დან შემდგომი ზომის K-File-ზე გადასვლა

ბ ) არხის K-FlexoFile-თ დამუშავების შემდეგ

გ ) K-Flexoreamer Golden Medium-ით არხის გამავლობის შექმნის შემდეგ

დ ) არხის დამუშავების ბოლო ეტაპზე, არხის კედლების ფინირებისათვის

372. K-FlexoFile Golden Medium-ის ზომები გამოდის ISO სტანდარტით

ა ) 010; 015; 020; 025; 030; 045

*ბ) 012; 017; 022; 027; 032; 037

გ ) 014; 018; 022; 027; 034; 037

დ ) 015; 020; 025; 030; 035; 040

373. არხის გაშრობა სილერის შეტანამდე უმჯობესია

ა ) სპირტით და ეთერით

ბ ) ჰაერის ნაკადით

გ ) მშრალი ბამბის ტურუნდით

*დ) სტერილური ქაღალდის წკირით

374. ქვედა ყბის პრემოლარებში ორი არხის არსებობის შემთხვევაში არხების მდებარეობა არის:

ა ) მედიო-დისტალური

*ბ) ლოყისკენა-ენისკენა

გ ) დასაშვებია ორივე ვარიანტი

დ ) ქვედა ყბის პრემოლარებში ორი არხი არ არსებობს

375. სავარაუდო მეოთხე არხი, ზედა ყბის მე-6 კბილში მდებარეობს:

ა ) დისტალურ ლოყისკენა ფესვში

ბ ) სასისკენა ფესვში

*გ) მედიალურ ლოყისკენა ფესვში

დ ) მედიალურ ენისკენა ფესვში

376. GT Rotary ფაილების კონუსურობა

ა ) 2%-6%- მდე

ბ ) 4%-6%-მდე

გ ) 2%-4%-მდე

*დ) 6%-12%-მდე

377. არხის მედიკამენტური დამუშავებისთვის გამოყენებული პრეპარატებიდან, რომელი აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს (ბაქტეროციდული მოქმედება, არ გააღიზიანოს პერიოდონტის ქსოვილი, არ გამოიწვიოს სენსიბილიზაცია, ღრმა დიფუზიის უნარი დენტინის მილაკებში, აქტიურობა შეინარჩუნოს შედარებით დიდხანს)

ა ) ნატრიუმის ჰიპოქლორიდის 13-15%-იანი ხსნარი

ბ ) ქლორჰექსიდინის 0,01%-იანი ხსნარი

გ ) წყალბადის ზეჟანგი 15%-იანი ხსნარი

*დ) ნატრიუმის ჰიპოქლორიდის 3-5%-იანი ხსნარი

378. პულპიტისა და მწვავე მწვერვალოვანი პერიოდონტიტის დროს წარმატებულ ენდოდონტურ მკურნალობაზე მიუთითებს:

ა ) მკურნალობიდან 3-12 თვის განმავლობაში პაციენტი არ აღნიშნავს ტკივილებს

ბ ) მკურნალობიდან 3-12 თვის შემდეგ არ აღინიშნება კბილის გვირგვინის დისკოლორიზაცია

*გ) მკურნალობიდან 3-12 თვის შემდეგ რენტგენოლოგიურ სურათზე ცვლილებები აპიკალურ ქსოვილებში არ აღინიშნება

დ ) მკურნალობიდან 3-12 თვის შემდეგ არ აღინიშნება მეორადი კარიესი

379. მრავალფესვიანი კბილების ერთ სეანსში დაბჟენისას საჭიროა:

ა ) ჯერ დაიბჟინოს კარგად გამავალი არხები, შემდგომ კი ძნელად გამავალი

*ბ) ჯერ დაიბჟინოს ძნელად გამავალი არხები (ზედა მოლარებში ლოყისკენა, ქვედაში-მედიალური), ხოლო შემდეგ კარდაგ გამავალი არხები

გ ) მისაღებია ნებისმიერი ვარიანტი

დ ) არ აქვს მნიშვნელობა რომელი არხიდან დაიწყებენ დაბჟენას

380. ადგილობრივი ანესთეზიისთვის ასაკოვან ადამიანებში და მოხუცებულებში მიზანშეწონილია გამოვიყენოთ:

ა ) მისაღებია ნებისმიერი ანესთეტიკი

*ბ) ანესთეტიკი მინიშნებით "ფორტე"-ს გარეშე

გ ) ანესთეტიკი მინიშნებით "ფორტე"

დ ) დაუშვებელია ყოველგვარი ანესთეტიკი

381. რენტგენოლოგიური გამოკვლევის რომელი მეთოდია უფრო მიზანშეწონილი ენდოდონტიური მკურნალობის ეტაპებზე

*ა) ციფრობრივი რენტგენოგრაფია (ვიზიოგრაფია)

ბ ) პაროდონტოგრაფია

გ ) პანორამული რენტგენოგრაფია

დ ) ორთოპანტომოგრაფია

382. რამდენი პოცენტით დაბალია იონიზირებული გამოსხივება ციფრობრივი რენტგენოგრაფიული გამოკვლევისას

ა ) 10%-ით

ბ ) 50%-ით

*გ) 80%-ით

დ ) 30%-ით

383. რომელი შენადნობისაგან არის დამზადებული Pro File

*ა) ნიკელ-ტიტანის შენადნობისაგან

ბ ) შვედური ლითონისაგან

გ ) ქრომ-ნიკელის შენადნობისაგან

დ ) უჟანგავი ფოლადისაგან

384. არხში გუტაპერჩის კონდენსაციისათვის მანქანის ინსტრუმენტია

ა ) პლეგერი

*ბ) კონდენსორი

გ ) საჭედარი

დ ) სპრედერი

385. მიუთითეთ კბილის მხატვრული რესტავრაციის პირველი აუცილებელი ეტაპი

*ა) კბილის მინანქრის გაწმენდა ორგანული ნივთიერებებისაგან

ბ ) გრავირება

გ ) ფალცის შექმნა

დ ) ფერის შერჩევა

386. რა დანიშნულება აქვს "Fლეხობანდ"-ს

ა ) წკირის მოსარგები მოწყობილობა

ბ ) მუშაობის პროცესში ენდო-ინსტრუმენტების ფიქსაცია

გ ) ენდო-ინსტრუმენტების სამუშაო სიგრძის დადგენა

*დ) ენდო-ინსტრუმენტების მწვერვალების მოსაღუნი მოწყობილობა

387. რას გულისხმობს ტერმინი “Master Files"

ა ) ბოლო ფაილი, რომლითაც დამთავრდა არხის დამუშავება

ბ ) ფაილს, რომლითაც მოხდა არხის გამავლობის დადგენა

*გ) ფაილს, რომლითაც დამთავრდა არხის აპიკალური ნაწილის დამუშავება არხის მთელი სამუშაოს სიგრძეზე

დ ) ფაილს, რომლითაც დაიწყო არხის დამუშავება

388. რას გულისხმობს სტანდარტი "BATT-Tip"

*ა) ენდო-ინსტრუმენტებს არა აგრესიული მწვერვალებით

ბ ) ენდო-ინსტრუმენტებს აგრესიული მწვერვალებით

გ ) ბოლო ფაილს, რომლითაც დამთავრდა არხის დამუშავება

დ ) ენდო-ინსტრუმენტების მწვერვალების მოსაღუნ მოწყობილობას

389. ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატებიდან რომელი გამოიყენება არხის დროებითი ობტურაციისთვის

ა ) პოლიმერულ ფუძეზე დამზადებული ჰერმეტიკები

ბ ) კალციუმის ფოსფატის ფუძეზე დამზადებული მასალები

*გ) კალციუმის ჰიდროქსიდის ფუძეზე დამზადებული პასტები

დ ) ცინკ ფოსფატის ფუძეზე დამზადებული მასალები

390. არხის დამუშავების რომელი მეთოდის გამოყენებაა მიზანშეწონილი საგრძნობლად მოხრილი არხის მექანიკური დამუშავებისათვის

ა ) Step down მეთოდი

ბ ) Step back მეთოდი

*გ) crowndown მეთოდი

დ ) down back მეთოდი

391. ქვემოთ ჩამოთვლილი ჰერმეტიკებიდან რომელს მიანიჭებთ უპირატესობას თერმოფილის სისტემით არხის ობტურაციის დროს

ა ) იონომერულ ცემენტებს

ბ ) ევგენატებს

*გ) ეპოქსიდური ფისების ფუძეზე დამზადებულ მასალებს

დ ) კალციუმის ფუძეზე დამზადებული პასტები

392. “Gutta condensor"-ის დანიშნულებაა

*ა) გუტაპერჩის თერმო-მექანიკური კონდესაცია

ბ ) გუტაპერჩის ლატერალური კონდესაცია

გ ) ცივი გუტაპერჩის გამოყენებისას ნებისმიერი მეთოდით

დ ) გუტაპერჩის ვერტიკალური კონდესაცია

393. არხოვანი და გვირგვინოვანი პულპის აგებულებაში არის განსხვავება:

*ა) გვირგვინოვანი პულპა უმნიშვნელოდ განსხვადება არხოვანისაგან.

ბ ) გვირგვინოვანი პულპა მნიშვნელოვნად განსხვავდება არხოვანი პულპისაგან აგებულებით, ვინაიდან წარმოადგენს შუალედურ რგოლს

გ ) არა, რადგან არხოვანი პულპა წარმოადგენს გვირგვინოვანი პულპის უწყვეტ გაგრძელებას;

დ ) გვირგვინოვანი პულპა მნიშვნელოვნად განსხვავდება არხოვანი პულპისაგან აგებულებით, ვინაიდან წარმოადგენს შუალედურ რგოლს გვირგვინოვან პულპასა და პა როდონტს შორის;

394. არხოვანი და გვირგვინოვანი პულპის აგებულების განსხვავება მდგომარეობს შემდეგში:

ა ) მიკრომომარაგების თავისებურებებში

ბ ) შემაერთებელი ქსოვილის აგებულებებში, მისი სისხლით მომარაგებაში და ინერვაციაში;

*გ) ბოჭკოების, უჯრედების და შუალედური ნივთიერების თანაფარდობაში;

დ ) ვასკულარიზაციის თავისებურებებში;

395. მწვავე პულპიტის დიაგნოსტიკაში გადამწყვეტს წარმოადგენს:

*ა) ტკივილის ინტენსივობისა და შეტევების სიხშირის მატება;

ბ ) დადებითი თერმული ტესტი;

გ ) პერკუტორული რეაქციების გაჩენა;

დ ) ნათელი პერიოდების შემცირება;

396. პულპის ჰიპერემიასა და მწვავე პულპიტის დიფერენციალურ დიაგნოსტიკაში გადამწყვეტს წარმოადგენს:

ა ) პერკუსია;

ბ ) ელექტროდიაგნოსტიკა

გ ) თერმოდიაგნოსტიკა;

*დ) ტკივილის ირადიაცია;

397. კლინიკური და ჰისტოლოგიური დიაგნოზების შეუსაბამობის დიდი პროცენტი აიხსნება:

ა ) ანთების ჰიპერერგიული ხასიათით;

ბ ) ავადმყოფების დაგვიანებული მომართვით;

*გ) პულპიტების დიაგნოსტიკის არასრულყოფილი მეთოდებით;

დ ) ანატომიური შენების თავისებურებებით

398. მწვავე პულპიტისა და სამწვერა ნერვის ნევრალგიის დიფერენციალურ დიაგნოსტიკას საზღვრავენ:

ა ) პალპაციით;

ბ ) პერკუსიით;

გ ) სხეულის ტემპერატურის ცვლილებით

*დ) ტკივილის ხასიათით;

399. პულპის ჰიპერემიის მკურნალობის დროს მრავალფესვიან კბილებში ქვემოთ ჩამოთვლილი მეთოდებიდან ყველაზე რაციონალურია გამოვიყენოთ:

ა ) დევიტალური ამპუტაცია;

ბ ) ვიტალური ამპუტაცია;

*გ) მთლიანი პულპის ცხოველმყოფელობის შენარჩუნება;

დ ) პულპის დევიტალიზაცია;

400. მწვავე პულპიტების მკურნალობისას უნდა მოხდეს:

*ა) ვიტალური ექსტრიპაცია

ბ ) ვიტალური ამპუტაცია;

გ ) მთლიანი პულპის ცხოველმყოფელობის შენარჩუნება;

დ ) პულპის დევიტალიზაცია;

401. ქრონიკული პულპიტების დროს ყველაზე რაციონალურია გამოვიყენოთ:

ა ) კბილის ექსტრაქცია

ბ ) დევიტალური ექსტირპაცია;

*გ) ვიტალური ექსტირპაცია;

დ ) ვიტალური ამპუტაცია;

402. ქრონიკული ჰიპერპლასტიური პულპიტების დროს ყველაზე რაციონალურია მკურნალობის შემდეგი მეთოდი:

ა ) კბილის ექსტრაქცია

*ბ) ვიტალური ექსტირპაცია;

გ ) მთლიანი პულპის ცხოველმყოფელობის შენარჩუნება;

დ ) ვიტალური ამპუტაცია;

403. პულპის განგრენის მკურნალობის დროს ყველაზე რაციონალურია მკურნალობის ისეთი მეთოდი, როგორიცაა:

ა ) იოდელექტროფორეზი

ბ ) ვიტალური ექსტირპაცია პულპის დიათერმოკუაგულაციით;

*გ) ვიტალური ექსტირპაცია;

დ ) ვიტალური ამპუტაცია;

404. პულპის ჰიპერემიასა და ქრონიკული პულპიტის დიფერენციალურ დიაგნოსტიკაში გადამწყვეტია:

ა ) პერკუსია;

*ბ) თერმომეტრია და დროის ფაქტორი;

გ ) ტკივილის ხასიათი;

დ ) ზონდირება;

405. განგრენული პულპიტისა და ქრონიკული პერიოდონტიტის დიფერენციალურ დიაგნოსტიკაში გადამწყვეტია:

*ა) ტკივილის ხასიათი;

ბ ) პალპაცია

გ ) ზონდირება;

დ ) პერკუსია;

406. ვიტალური ამპუტაციის შემდეგ უმჯობესია გამოვიყენოთ:

ა ) იოდი

ბ ) ევგენოლი;

გ ) კორტიკოსტეროიდები;

*დ) კალციუმის ჰიდროოქსიდი;

407. ვიტალური ამპუტაციის შემდგომ ყველაზე ხშირი გართულებებია:

ა ) სამწვერა ნერვის ნევრალგია

*ბ) რეციდიული პულპიტი;

გ ) რეციდიული კარიესი;

დ ) მწვერვალოვანი პერიოდონტიტი;

408. მწვავე პულპიტის კლინიკური სურათია:

ა ) ტკივილები კბილის კბილზე შეხებით (დაჭერით)

ბ ) მიზეზობრივი ხასიათის ტკივილები, განსაკუთრებით ტკბილზე;

გ ) ტკივილები ქიმიურ გამაღიზინებლებზე;

*დ) თვითნებითი ირადირებული ტკივილები სამწვერა ნერვის მიმართულებით;

409. ფესვის არხის მიღებული სამუშაო სიგრძე:

ა ) ზოგჯერ ტოლია სიღრმის საზომისა სიგრძეში (სუბიექტური მონაცემებით)

*ბ) 1-1,5 მმ-ით მოკლეა კბილის რენტგენოლოგიურ სიგრძეზე;

გ ) 1 სმ-ით გრძელია კბილის რენტგენოლოგიურ სიგრძეზე;

დ ) ზუსტად შეესაბამება კბილის ანატომიურ სიგრძეს;

410. ქრონიკული პულპიტის კლინიკაა:

ა ) დადებითი პერკუტორული რეაქცია

ბ ) ავადმყოფს კბილი არ აწუხებს;

გ ) თვითნებითი ტკივილები ირადირებული სამწვერა ნერვის მიმართულებით;

*დ) ტკივილი ტემპერატურულ გამაღიზიანებელზე, რომელიც მიზეზის მოხსნის მერე არ ქრება;

411. პირდაპირი დაფარვის მეთოდის ჩვენებაა (კბილის პულპის მთლიანობის შენარჩუნებით):

ა ) ქრონიკული პულპიტის გამწვავება

ბ ) ქრონიკული განგრენული პულპიტი;

*გ) პულპის რქის შემთხვევითი გახსნა;

დ ) მწვავე ჩირქოვანი დიფუზური პულპიტი;

412. პულპის პოლიპი ვითარდება:

ა ) ქრონიკული პერიაპიკალური დაზიანების დროს

ბ ) ქრონიკული პულპიტის დროს დახურული ღრუთი;

გ ) პულპის ნეკროზის დროს;

*დ) ქრონიკული პულპიტის დროს კბილის ღრუს გახსნის შემთვევაში;

413. ეშვის ღრუს გახსნა უნდა ჩატარდეს:

*ა) გვირგვინის ცენტრში სასისკენა ზედაპირიდან.

ბ ) გვირგვინის ზედა მესამედიდან;

გ ) გვირგვინის საჭრელი კიდის მხრიდან;

დ ) გვირგვინის დისტალური კიდის მხრიდან ;

414. ქრონიკული ჰიპერპლასტიური პულპიტის კლინიკა:

ა ) კბილის რქა გახსნილია, ზონდირებით მტკივნეულია

*ბ) კბილის ღრუ გახსნილია, ამოზრდილია ჰიპერტროფიული პულპა;

გ ) როგორც წესი გვხვდება პერიაპიკალური ცვლილებები;

დ ) მიმდინარეობს ყოველთვის კბილის დახურული ღრუს შემთხვევაში;

415. ქვედა პრემოლარების გვირგვინების ტრეპანაცია ტარდება:

*ა) საღეჭ ფისურაში კბილის მედიალურ და დისტალურ კიდეებს შორის შუა მანძილზე, ლოყისკენა ბორცვთან ახლოს

ბ ) საღეჭ ფისურაში მედიალურ კიდესთან ახლოს;

გ ) კბილის მედიალურ და დისტალურ კიდეებს შორის შუა მანძილზე საღეჭ ფისურაში;

დ ) საღეჭი ფისურის მხრიდან ბორის მიმართულებითენისკენა ბორცვის მხარეს;

416. ვიტალური ამპუტაციის ჩვენება:

*ა) შექცევადი პულპიტი

ბ ) ქრონიკული ჰიპერტროფიული პულპიტი;

გ ) ქრონიკული გამწვავებული პულპიტი;

დ ) მწვავე დიფუზური პულპიტი;

417. მწვავე პულპიტის კლინიკა:

ა ) პულპის ელექტროაღზნებადობის მომატება

*ბ) თვითნებითი ირადირებული ტკივილები;

გ ) ტკივილები კბილზე შეხების შემთხვევაში;

დ ) თვითნებითი ლოკალური ტკივილები დამნაშავე კბილის მიდამოში;

418. ექიმის ტაქტიკა დარიშხანოვანი მჟავის პასტით ლორწოვანი გარსის ნეკროზის შემთხვევაში:

*ა) ნეკროზული უბნის მოცილება და დამუშავება პროტეოლიზური ფერმენტებით, ანტიდოტებით.

ბ ) ნეკროზული უბნის მოცილება;

გ ) ნეკროზული უბნის დამუშავება ანტისეპტიკებითა და ანტიბიოტიკებით;

დ ) ნეკროზული უბნის დამუშავება ტკივილგამაყუჩებელი საშუალებებით;

419. მწვავე და ქრონიკული პულპიტების დიფერენციალურ დიაგნოსტიკაში გადამწყვეტია:

ა ) პულპის ელექტროაღგზნებადობის დაქვეითება.

ბ ) ტკივილები ტემპერატურლ გამაღიზიანებლებზე;

*გ) ანამნეზი;

დ ) შეტევითი ხასიათის ტკივილის ხანგრძლივობა;

420. პულპის ძირითადი ნივთიერების დეპოლიმერიზაციას იწვევს:

ა ) კოლაგენური ბოჭკოების რაოდენობა

ბ ) მუკოპოლისაქარიდების რაოდენობა

*გ) მასში ფერმენტ ჰიალურონიდაზას მომატება

დ ) მასში ფერმენტ კოლაგენაზას მომატება

421. როგორია ახალგაზრდა ადამიანის პულპის ქსოვილში კოლაგენური ბოჭკოების რაოდენობა

ა ) ასაკის მიხედვით კოლაგენური ბოჭკოების რაოდენობა არ იცვლება

*ბ) აღინიშნება კოლაგენური ბოჭკოების მცირე რაოდენობა

გ ) აღინიშნება კოლაგენური ბოჭკოების დიდი რაოდენობა

დ ) ასაკი არ მოქმედებს კოლაგენური ბოჭკოების რაოდენობაზე

422. მოხუცებულობის ასაკში პულპის ქსოვილში აღინიშნება შემდეგი სახის ცვლილებები

ა ) არხოვანი პულპის მოცულობა იზრდება, გვირგვინოვანის იგივე რჩება

*ბ) არხოვანი და გვირგვინოვანი პულპის მოცულობა მცირდება

გ ) არხოვანი და გვირგვინოვანი პულპის მოცულობა იზრდება

დ ) გვირგვინოვანი პულპის მოცულობა მცირდება, არხოვანი იგივე რჩება

423. ენდოდონტიური დამუშავების პროცესში ინსტრუმენტის გაჭედვის და ჩატეხვის რისკი იზრდება

ა ) არხის აპიკალურ კორონალური მეთოდით დამუშავებისას

ბ ) არხის კორონალურ აპიკალური მეთოდით დამუშავებისას

*გ) არხის მშრალი დამუშავებისას

დ ) არხის აპიკალური დამუშავებისას

424. პულპიტის ეტიოლოგიაში წამყვანი ადგილი უჭირავს:

ა ) გადატანილ ინფექციურ დაავადებებს

ბ ) მაკროორგანიზმის ზოგად მდგომარეობას

*გ) მიკროორგანიზმების და მათი დაშლის პროდუქტების პულპის ღრუში მოხვედრას კარიესული ღრუდან დენტინის მილაკების საშუალებით

დ) კარიესული ღრუს ფორმას

425. ვიწრო და მოხრილი არხების ზედმეტად გაფართოებამ შეიძლება გამოიწვიოს

ა ) აპიკალური პერფორაცია

ბ ) აპიკალური საფეხურის ჩამოყალიბება

*გ) არხის კედლის პერფორაცია

დ ) ბიფურკაციაში პერფორაცია

426. პულპის ქრონიკული ტრავმა შეიძლება გამოიწვიოს:

ა ) კბილის პრეპარირებამ ორთოპედიული გვირგვინისათვის

ბ ) პულპური ღრუს გახსნამ პრეპარირების დროს

*გ) კბილთა პათოლოგიურმა ცვეთამ

დ) ძლიერმა დარტყმამ

427. ანთებითი რეაქციის რომელი კომპონენტი ჭარბობს მწვავე ფორმის პულპიტების შემთხვევაში:

ა ) ჰიპერემია

ბ ) ალტერაცია

*გ) ექსუდაცის

დ ) პროლიფერაცია

428. ანთებითი რეაქციის რომელი კომპონენტი ჭარბობს ქრონიკული განგრენული პულპიტის შემთხვევაში

ა ) პროლიფერაცია

*ბ) ალტერაცია

გ ) ექსუდაცია

დ ) ჰიპერემია

429. ანთებითი რეაქციის რომელი კომპონენტი ჭარბობს ქრონიკული ჰიპერპლასტიური პულპიტის შემთხვევაში

ა ) ჰიპერემია

ბ ) ალტერაცია

გ ) ქსუდაცია

*დ) პროლიფერაცია

430. როგორ ტარდება კარიესული ღრუს ზონდირება პულპიტების დროს:

ა ) კბილის ანესთეზიის შემდეგ

ბ ) ანესთეზიამდე დარბილებული დენტინის ექსკავატორით მოშორებამდე

*გ) ანესთეზიამდე დარბილებული დენტინის ექსკავატორით მოშორების შემდეგ

დ ) ანესთეზიამდე, დარბილებული დენტინის ბორით მოცილების შემდეგ

431. რომელი ტემპერატურული რეაქცია მიუთითებს პულპაში მძიმე დესტრუქციულ ცვლილებებზე

ა ) არა აქვს მნიშვნელობა

ბ ) ცივი

*გ) ცხელი

დ ) თბილი

432. პულპიტის რომელი ფორმის დროს არის დევიტალური ექსტირპაციის მეთოდის უკუჩვენება:

ა ) ქრონიკული პულპიტის გამწვავების სტადია

ბ ) პულპის ჰიპერემია

*გ) განგრენოზული პულპიტი

დ ) მწვავე პულპიტი

433. ქრონიკული ჰიპერპლასტიური პულპიტისა და კბილს ღრუს ფსკერის პერფორაციის დიფდიაგნოსტიკაში გადამწყვეტია:

*ა) დენტალურ რენტგენოგრამაზე არ აღინიშნება პერიოდონტის ქსოვილის ცვლილებები

ბ ) ზონდირებით გრანულაციური ქსოვილი სისხლმდენია

გ ) კარიესული ღრუ სავსეა გრანულაციური ქსოვილით

დ ) დენტალურ რენტგენოგრამაზე აღინიშნება პერიოდონტის ქსოვილის ცვლილებები

434. რა პრინციპზეა დამყარებული კბილის სიგრძის განსაზღვრა აპიკალურ ხვრელამდე ელექტრონული მეთოდით:

ა ) მუდმივი დენის წინაღობის მნიშვნელობაზე კბილის მაგარ ქსოვილსა და პერიოდონტის ქსოვილს შორის

ბ ) მუდმივი დენის წინაღობის მნიშვნელობაზე ლორწოვან გარსსა და პულპის ქსოვილს შორის

*გ) ლორწოვანი გარსისა და კბილის მაგარი ქსოვილების წინაღობათა სხვაობაზე

დ ) წინაღობათა სხვაობაზე კბილის მაგარ ქსოვილებსა და პულპის ქსოვილს შორის

435. პულპის დამცველობით ფუნქციას განახორციელებს:

ა ) ოდონტობლასტები

ბ ) ცემენტოციტები

*გ) ჰისტიოციტები

დ ) ოსტეოციტები

436. პულპის დამცველობით ფუნქციას განახორციელებს:

ა ) ოსტეოციტები

*ბ) პლაზმური უჯრედები

გ ) ოდონტობლასტები

დ ) ცემენტობლასტები

437. პულპის დამცველობით ფუნქციას განახორციელებს:

*ა) ფიბრობლასტები

ბ ) ოდონტობლასტები

გ ) ცემენტობლასტები

დ ) ოსტეობლასტები

438. პულპის პლასტიური ფუნქცია გამოიხატება:

ა ) პერიოდონტის ქსოვილის განახლებაში

ბ ) მეორადი დუღაბის წარმოქმნაში

*გ) ოდონტობლასტების მიერ მონაცვლე დენტინის წარმოქმნაში

დ ) მინანქრის განახლებაში

439. როდის წარმოიქმნება მესამეული დენტინი

ა ) ასაკობრივი ცვლილებების დროს

ბ ) ჩანასახოვანი განვითარების დროს

*გ) პათოლოგიური ცვლილებების დროს

დ ) მთელი სიცოცხლის განმავლობაში

440. პულპიტის ეტიოლოგიური ფაქტორებიდან ყველაზე ხშირად ფიქსირდება

ა ) მედიკამენტური ფაქტორი

ბ ) ტრავმული ფაქტორი

*გ) ინფექციური ფაქტორი

დ ) ფიზიკური ფაქტორი

441. პულპის ფიზიკურ ტრავმას განაპირობებს:

ა ) სამკურნალო სარჩული, რომლის PH ტოლია 12-14-ის

ბ ) უსარჩულოდ მოთავსებული კომპოზიტი

*გ) იზოლაციის გარეშე მოთავსებული ამალგამის ბჟენი

დ ) გვირგვინის მოტეხილობა

442. პულპის ქიმიურ ტრავმას განაპირობებს:

ა ) უსარჩულოდ მოთავსებული ვერცხლის ბჟენი

*ბ) იზოლაციის გარეშე მოთავსებული ბჟენი - კომპოზიტი

გ ) კბილთა პათოლოგიური ცვეთა

დ ) პაროდონტის ანთების გამო მიკროორგანიზმების ტოქსინების მოქმედება

443. პულპიტის გამომწვევ ქრონიკულ ტრავმას მიეკუთვნება:

ა ) კბილის გვირგვინის მოტეხილობა

ბ ) პულპის თაღის პერფორაცია

*გ) კბილთა პათოლოგიური ცვეთა

დ ) ქრონიკული პერიოდონტიტი

444. პულპიტის გამომწვევ მწვავე ტრავმულ ფაქტორს მიეკუთვნება:

ა ) მაღალი ბჟენით გამოწვეული ტრავმა

ბ ) პათოლგიური ცვეთა

*გ) კბილის გვირგვინის ღრმა მოტეხილობა

დ ) უსარჩულოდ მოთავსებული ბჟენი

445. პულპიტის მკურნალობისას ვიტალური ამპუტაციის მეთოდით, სისხლდენის შემთხვევაში უმჯობესია:

ა ) იოდინოლი

ბ ) წყალბადის ზეჟანგი

*გ) რკინის სულფატი

დ ) ფოსფატცემენტის სითხეს

446. რითი განსხვავდება დენტიკლი პეტრიფიკატისაგან

ა ) როგორც დენტიკლს, ასევე პეტრიფიკატს აქვს დენტინის ქსოვილის მსგავსი შენება

*ბ) პეტრიფიკატისაგან განსხვავებით, დენტიკლს აქვს დენტინის ქსოვილის მსგავსი შენება

გ ) დენტინისაგან განსხვავებით პეტრიფიკატს აქვს დენტინის ქსოვილის მსგავსი შენება

დ ) არც დენტიკლი და არც პეტრიფიკატები არ წარმოადგენენ დენტინის ქსოვილის მსგავსი შენებისა, ისინი მინერალური მარილების კრისტალებს წარმოადგენენ.

447. ტემპერატურული სინჯებიდან პულპაში ღრმა დესტრუქციული ცვლილებებზე მიუთითებს:

ა ) ცივზე დადებითი რეაქცია

*ბ) ცხელზე დადებითი რეაქცია

გ ) თბილზე დადებითი რეაქცია

დ ) ასეთი პულპა არ რეაგირებს არანაირ ტემპერატურულ სინჯზე

448. პულპის კამერა წარმოადგენს

ა ) კბილის ფესვის ღრუს, რომელიც ამოვსებულია პულპის ქსოვილით

ბ ) კბილის გვირგვინოვანი ნაწილის ღრუს, რომელიც ამოვსებულია პულპის ქსოვილით

*გ) კბილის ღრუს, რომელიც ამოვსებულია პულპის ქსოვილით

დ ) ასეთი ღრუ არ არსებობს

449. დენტინის კარიესის დიაგნოზით ამალგამის ბჟენის უსარჩულოდ დადებამ შეიძლება გამოიწვიოს:

ა ) მწვავე მექანიკური ტრავმა

ბ ) პულპის ქრონიკული ქიმიური ტრავმა

*გ) პულპის ქრონიკული ფიზიკური ტრავმა

დ ) უარყოფითი მოქმედება არ გამოვლინდება

450. შექცევადი პულპიტისათვის კბილის ღრუს ფსკერზე ზონდირებით დამახასიათებელია:

ა ) კარიესულ ღრუსა და კბილის ღრუს შორის შენიღბული კავშირი

*ბ) კარიესულ ღრუსა და კბილის ღრუს შორის არ არის კავშირი

გ ) კარიესიული ღრუს კავშირი კბილის ღრუსთან

დ ) კარიესიული ღრუს ფსკერზე მტკივნეულობა მრავალ წერტილში

451. ქრონიკული პულპიტების დროს კბილის ღრუს ფსკერზე ზონდირებით ხშირად აღინიშნება

ა ) კარიესულ ღრუსა და კბილის ღრუს შორის კავშირი არ არის

*ბ) კარიესიული ღრუს კავშირი კბილის ღრუსთან

გ ) კარიესიული ღრუს კედელზე მტკივნეულობა ერთ წერტილში

დ ) უსიმპტომო ზონდირება

452. ვიტალური ამპუტაცია ეს არის:

ა ) სიცოცხლის უნარიანი პულპის სრული ამოკვეთა

ბ ) დარიშხანოვანი პასტის დადების შემდეგ პულპს ნაწილის ამოკვეთა

გ ) ანესთეზიის ქვეშ ნეკროზული პულპის ნაწილის ამოკვეთა

*დ) სოცოცხლისუნარიანი პულპის ნაწილობრივი ამოკვეთა ანესთეზიის ქვეშ

453. ფესვის რომელი აპექსის გახსნაა საჭიროა პულპიტების მკურნალობის დროს არხების ენდოდონტიური დამუშავებისას

ა ) ანატომიური აპექსიდან 2-3 მმ-ით გარეთ

ბ ) რენტგენოლოგიური აპექსის

*გ) ფიზიოლოგიური აპექსის

დ ) ანატომიური აპექსის

454. არაპირდაპირი მეთოდით მკურნალობის ჩვენებაა

ა ) მწვავე პულპიტი

*ბ) პულპის ჰიპერემია

გ ) დუღაბის კარიესი

დ ) ქრონიკული პულპიტები

455. რომელი ბოჭკოები არის პერიოდონტში დიდი რაოდენობით?

ა ) არგიროფილური

ბ ) ელასტიური

გ ) ოქსითალანური

*დ) კოლაგენური

456. პერიოდონტის კოლაგენურ ბოჭკოებს აქვთ შემდეგი ძირითადი თვისებები:

ა ) რეპარაციულ პროცესებში მონაწილეობის მიღება.

ბ ) კბილის ფიზიოლოგიური მოძრაობის უზრუნველყოფა;

გ ) ანთების დროს ფაგოციტოზისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა;

*დ) კბილის ფიქსაცია კბილბუდეში ალვეოლის კედლებზე წნევის თანაბარი განაწილება;

457. პერიოდონტის უჯრედოვანი შემადგენლობა წარმოდგენილია:

ა ) პერიოდონტში არ არის ეპითელიუმის რომელიმე სპეციფიური უჯრედები.

*ბ) შემაერთებელ ქსოვილოვანი წარმოშობის ფიბრობლასტების, ღრუბლისებური უჯრედების, პისტიოციტების, პლაზმოციტების, ცემენტობლასტებისა და ოსტეობლასტების გარდა პერიოდონტიტის ქსოვილში არის ე.წ. ეპითელიალური ნარჩენები;

გ ) ყველა შემაერთებელი ქსოვილისათვის დამახასიათებელი უჯრედებით;

დ ) ცემენტოციტებისა და ოსტეოციტების, ეპითელიუმის სპეციფიური უჯრედებისაგან.

458. ანთების დროს აქტიურ დამცველებად გვევლინებიან პერიოდონტის შემდეგი უჯრედები:

ა ) ლეიკოციტები.

*ბ) ჰისტიოციტები;

გ ) ვაზოგენური წარმოშობის უჯრედები;

დ ) პლაზმური;

459. პულპიტის რომელ ფორმასთან ვახდენთ მწვავე პერიოდონტიტის დიფენცირებას?

ა ) განგრენულ პულპიტთან.

ბ ) ჰიპერპლასტიურ პულპიტთან;

*გ) მწვავე პულპიტთან;

დ ) შექცევად პულპიტთან;

460. არსებობს თუ არა ერთფესვიან კბილებში ქრონიკული პერიოდონტიტის მკურნალობის ჩვენება ერთ სეანსში?

ა ) დიახ, იბჟინება და გარდამავალ ნაოჭში კბილის ფესვის საპროექციო არეში ხდება 0,5 მლ ჰიდროკორტიზონის შეყვანა

*ბ) დიახ, იბჟინება ერთ სეანსში სრულფასოვანი ენდოდონტიური დამუშავების შემდეგ;

გ ) არა, რადგანაც ჯერ მიზანშეწონილია ანთებითი პროცესის კუპირება.

დ ) არა, ასეთი კბილი ექვემდებარება ამოღებას;

461. ქრონიკული პერიოდონტიტის მკურნალობის დროს არხის დაბჟენა არაგამყარებადი პასტებით:

*ა) არ შეიძლება, რადგან არაგამყარებადი პასტები არხის ჰერმეტიზაციას ვერ უზრუნველყოფს.

ბ ) უფრო მიზანშეწონილია, თუ არსებობს ხვრელარხი, ვინაიდან პასტის შემადგენლობაში შემავალი სამკურნალო ნივთიერებები ხელს შეუწყობს მის დახურვას;

გ ) შესაძლებელია და აუცილებელია, რადგანაც ყოველთვის არის დაბჟენის დეფექტის გამოსწორების შესაძლებლობა;

დ ) შეიძლება, რადგანაც ეს პასტები გაიწოვება გრანულაციური ქსოვილების ხარჯზე;

462. გრანულომისა და ცისტის ეპითელურ ჩანაფენს ქმნის:

*ა) მალასეს ეპითელური კუნძულები, რომლის უჯრედები ანთების გავლენის ქვეშ განიცდის პროლიფერაციას.

ბ ) ეს ხვრელარხის გასასვლელიდან ვეგეტირებული პირის ღრუს მრავალშრიანი ბრტყელი ეპითელიუმია;

გ ) ეს ღრძილის ჯიბიდან ვეგეტირებული პირის ღრუს მრავალშრიანი ბრტყელი ეპითელიუმია;

დ ) გრანულომასა და კისტას ეპითელური ჩანაფენი არ გააჩნია

463. რომელი თვისება არ უნდა ახასიათებდეს არხის საბჟენ მასალას?

ა ) ანტიმიკრობული და პერიოდონტიტის ქსოვილების რეგენერაციის მასტიმულირებელი მოქმედებანი.

ბ ) რენტგენოკონტრასტულობა;

*გ) მუტაგენურობა;

დ ) ჰერმეტიულობა;

464. გამართლებულია თუ არა ქრონიკული პერიოდონტიტების მკურნალობის დროს ფოსფატ-ცემენტის გადატანა პერიაპიკალურად:

ა ) არა, რადგან გვაძლევს პროცესის გამწვავებას.

*ბ) არა, რადგან ის უცხო სხეულია და ხელს უშლის პერიოდონტიტის ქსოვილების რეგენერაციას;

გ ) არა, რადგან არ იძლევა ფესვის არხების სრული ჰერმეტიზაციის საშუალებას;

დ ) დიახ, რადგან ფოსფატ-ცემენტი ასტიმულირებს ძვლოვანი ქსოვილის რეგენერაციას;

465. პერიოდონტიტის ქსოვილების აღდგენისათვის ძირითადია:

ა ) ექსუდატის დრენირება

*ბ) ქსოვილების რეგენერაციის უნარის მქონე პრეპარატების არხშიდა შეყვანა;

გ ) ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები;

დ ) ანტიბიოტიკოთერაპია.

466. ენდოდონტიური დამუშავების დროს არხში ინსტრუმენტის ჩატეხვის შემთხვევაში, პირველ რიგში მიზანშეწონილია:

ა ) ნებისმიერ შემთხვევაში კბილის ამოღება.

ბ ) მეყსეულად ინსტრუმენტის ნაწილის ამოღების მცდელობა;

გ ) ხელში დარჩენილი ინსტრუმენტების ნაწილის გაზომვა;

*დ) კბილის რენტგენოგრაფია;

467. ენდოდონტიური ინსტრუმენტი, განკუთვნილი არხის გასაფართოვებლად და გასასადავებლად:

ა ) ლენტულო.

*ბ) H ფაილი;

გ ) ლარჯო;

დ ) პულპექსტრაქტორი;

468. არხის საბჟენი მასალა უნდა:

ა ) აღწევდეს დენტინ-ცემენტის შეერთების დონეს.

*ბ) რენტგენოლოგიური შეფასებით, იმყოფებოდეს 1 მმ-მდე ფესვის ხვრელიდან;

გ ) უნდა იყოს 1-2 მმ-ით გადასული ფესვის ხვრელიდან;

დ ) აღწევდეს არხის სიგრძის მესამედს;

469. ენდოდონტიური ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება ფესვის არხის კედლებიდან დარბილებული დენტინის მოსაცილებლად:

*ა) პროფაილი.

ბ ) პლაგერი;

გ ) K რიმერი;

დ ) პულპექსტრაქტორი;

470. ქრონიკული პერიოდონტიტის რომელ ფორმას, ახასიათებს მკვეთრად გამოხატული კლინიკური ჩივილები:

ა ) აპიკალური კისტა.

ბ ) მედიკამენტოზური პერიოდონტიტი;

*გ) მწვავე პერიოდონტიტი;

დ ) ქრონიკული პერიოდონტიტი;

471. ქრონიკული პერიოდონტიტის წამყვანი დიფერენციალური სადიაგნოსტიკო ნიშანია:

ა ) ხვრელ-არხის არსებობა.

*ბ) მწვერვალის ახლომდებარე ქსოვილების გაიშვიათებული რენტგენოლოგიური კერა შემოუფარგლავი საზღვრით;

გ ) კბილების გვირგვინების კონვერგენცია;

დ ) კბილის არეშე პერიოდულად წარმოშობილი ტკივილი;

472. რა გავლენას ახდენს ქრონიკული პერიოდონტიტის კერა ორგანიზმზე:

ა ) იწვევს ქრონიოსეპსისის განვითარებას.

*ბ) იწვევს ორგანიზმის სენსიბილიზაციას;

გ ) იწვევს ორგანიზმის ქსოვილების და ორგანოების ინფიცირებას;

დ ) არ ახდენს გავლენას;

473. წამლისმიერი (დარიშხანოვანი მჟავას ანჰიდრიდით გამოწვეული) პერიოდონტიტის მკურნალობა:

*ა) კარიესული ღრუს დამუშავება, ამპუტაციისა და ექსტირპაციის ჩატარება, არხში ანტიდოტის ჩატოვება დროებთი ბჟენის ქვეშ.

ბ ) ამპუტაციის და ექსტირპაციის ჩატარება, კბილის ღიად დატოვება;

გ ) კბილის ღრუს გახსნა, ანტიდოტიანი ტამპონის დატოვება;

დ ) ნახვევის მოხსნა, კბილის ღიად დატოვება;

474. ქრონიკული პერიოდონტიტის მკურნალობის შორეული შედეგების შეფასებისას წამყვანი კრიტერიუმები:

*ა) ფესვის მწვერვალის არეში ძვლოვანი ქსოვილების გაიშვიათებული რენტგენოლოგიური კერის არარსებობა.

ბ ) რენტგენოლოგიურად - ფესვის არხის ხარისხიანი დაბჟენა;

გ ) ხვრელარხის დახურვა;

დ ) ჩივილების არარსებობა;

475. ფესვის არხების დასაბჟენად ყველაზე მიზანშეწონილია შემდეგი საბჟენი მასალის გამოყენება:

*ა) გუტა-პერჩას წკირები

ბ ) ფორედენტი.

გ ) ენდამეტაზონი;

დ ) ფოსფატ-ცემენტი

476. ქრონიკული პერიოდონტიტების მკურნალობის პირველ ეტაპზე, რომელი ქვემოთ ჩამოთვლილი ტაქტიკაა მიზანშეწონილი:

ა ) კბილის ოკლუზიიდან გათიშვა.

*ბ) კბილის ღრუს გახსნა

გ ) რეტროგრადული დაბჟენა;

დ ) ფესვის მწვერვალის რეზექცია;

477. ენდოდონტიური მკურნალობისას არ გამოიყენება:

ა ) შპრიცი

*ბ) სატეხი;

გ ) ზონდი;

დ ) კოფერდამი;

478. რის ხარჯზე მოქმედებს არხში არსებულ დაშლის პროდუქტებზე წყალბადის ზეჟანგი?

ა ) მჟავას წარმოქმნის დაშლის პროდუქტებთან კონტაქტისას.

*ბ) აქტიური ჟანგბადის გამოთავისუფლების;

გ ) დენტინის დეკალცინაციის;

დ ) თერმული ეფექტის;

479. EDTA-ს ძირითადი თვისებებია:

ა ) ენდოდონტიური ხელსაწყოების მჭრელი თვისებების გაზრდა.

ბ ) არხის დატენიანება;

*გ) დენტინის დეკალცინაცია;

დ ) ანტისეპტიკური მოქმედება;

480. არხის შევსება საბჟენი მასალით (აპიკალური ხვრელის სრული ობტურაციის პირობით) ხდება:

ა ) არხის აპიკალურ მესამედამდე;

*ბ) მწვერვალიდან ფესვის არხების შესასვლელამდე;

გ ) კბილის ღრუს შევსება საბჟენი მასალით;

დ) მასალის პერიაპიკალურად გადატანა.

481. მოხრილი არხის მწვერვალოვანი ნაწილის პერფორაციის რისკი მინიმალურია თუ:

ა ) არხების გასაფართოებლად გამოყენებულ იქნას მხოლოდ ქიმიური საშუალებანი.

ბ ) უარის თქმა არხის გაფართოებაზე;

გ ) არხის დიამეტრის შესაბამისი ინსტრუმენტის შერჩევა;

*დ) გამოვიყენებთ H-ფაილის უსაფრთხო ვარიანტს A-ფაილს

482. ზედა საჭრელ კბილებზე კისტა-გრანულომის არსებობისას მკურნალობის რომელი მეთოდია მიზანშეწონილი:

ა ) არხის დაბჟენა რეზორცინ-ფორმალინის პასტით

ბ ) კბილის ექსტრაქცია

*გ) არხის დაბჟენა და ფესვის მწვერვალის რეზექცია

დ ) არხის დაბჟენა თუთია-ევგენოლის პასტით

483. რა პროცესები მიმდინარეობს პერიოდონტის ქსოვილში ადექვატური და დროულად ჩატარებული მკურნალობის შედეგად პერიოდონტის გამოჯანმრთელების შემდეგ:

ა ) პერიოდონტის ქსოვილი აღდგება ნორმალურ მდგომარეობამდე, იგი თავის ფუნქციას შეასრულებს

*ბ) პერიოდონტის ქსოვილები არ აღდგება ნორმალურ მდგომარეობამდე, მისი სტრუქტურა შეცვლილია უფრო უხეში ნაწიბუროვანი ქსოვილის წრმოქმნით, მაგრამ ასეთი პერიოდონტიტი თავის ფუნქციას მაინც ასრულებს

გ ) პერიოდონტის ქსოვილი არ აღდგება ნორმალურ მდგომარეობამდე და თავის ფუნქციას ვეღარ შეასრულებს

დ) მოხდება კბილის ანკილოზი

484. ფესვის მწვერვალის რეზექცია მიეკუთვნება მკურნალობის

*ა) კონსერვატიულ-ქირურგიულ მეთოდს

ბ ) ქირურგიულ მეთოდს

გ ) კონსერვატიულ მეთოდს

დ) პალიატიურ მეთოდს

485. რა ფუნქციას ასრულებენ პერიოდონტის ოსტეობლასტები

*ა) ძვლოვანი ქსოვილის აღდგენა

ბ ) პერიოდონტის ძირითადი ნივთიერებების განახლება

გ ) კოლაგენური ბოჭკოების რეგენერაცია

დ ) ინფექციასთან ბრძოლა

486. კბილის ფესვის რომელ მიდამოში გვხვდება პერიოდონტის ფაშარი შემაერთებელი ქსოვილი

ა ) ფესვის მთელ სიგრძეზე

*ბ) ფესვის მწვერვალის მიდამოში

გ ) ფესვის შუა მიდამოში

დ ) ყელის მიდამოში

487. სად გვხვდება ყველაზე უხეში კოლაგენური მოჭკოები

ა ) მთელი ფესვის სიგრძეზე

ბ ) ფესვის მწვერვალზე

გ ) ყელის მიდამოში

*დ) ალვეოლის კიდეზე

488. კბილის ირგვლივ იოგს ქმნის:

ა ) რადიალური ბოჭკოები

*ბ) ცირკულარული ბოჭკოები

გ ) ტრანსსეპტალური კოლაგენური ბოჭკოები

დ ) ირიბი კოლაგენური ბოჭკოები

489. პერიოდონტის რომელი ბოჭკოები უშლის ხელს კბილის კბილბუდიდან ამოვარდნას

ა ) ცირკულარული ბოჭკოები

ბ ) ელასტიური ანუ ოქსიტალანური ბოჭკოები

*გ) ვერტიკალური და ირიბი ბოჭკოები

დ ) ჰორიზონტალური ანუ ტრანსსეპტალური ბოჭკოები

490. სად გვხვდება ოქსიტალანური ბოჭკოები

ა ) ფესვის შუა მიდამოში

ბ ) მწვერვალთან

გ ) ყელის მიდამოში

*დ) პერიოდონტის კიდოვან ნაწილებში

491. რომელ კბილებში გვხვდება კარგად განვითარებული ტრანსსეპტალური და ცირკულარული ბოჭკოები

*ა) მოლარებში

ბ ) პრემოლარებში

გ ) ეშვებში

დ ) საჭრელებში

492. პერიოდონტის რომელი ბოჭკოები აკავშირებს მეზობელ კბილებს ერთმანეთთან

ა ) ყელის ცირკულარული ბოჭკოები

ბ ) ირიბი ანუ ვერტიკალური კოლაგენური ბოჭკოები

*გ) ტრანსსეპტალური ანუ ჰორიზონტალური ბოჭკოები

დ ) ოქსიტალანური ანუ ელასტიური ბოჭკოები

493. პერიოდონტის რომელი ბოჭკოები უშლის ხელს კბილის გვერდით გადანაცვლებას

ა ) ფესვის ყელის ცირკულარული ბოჭკოები

*ბ) რადიალური ბოჭკოები

გ ) ვერტიკალური ანუ ირიბი ბოჭკოები

დ ) ჰორიზონტალური ანუ ტრანსსეპტალური ბოჭკოები

494. რომელი უჯრედები განაპირობებენ პერიოდონტის პლასტიურ ფუნქციას

ა ) პლაზმური უჯრედები

ბ ) ფიბრობლასტები

*გ) ცემენტობლასტები და ოსტეობლასტები

დ ) პოხიერი უჯრედები

495. პერიოდონტის რომელი უჯრედოვანი ელემენტის შემადგენლობაშია ჰისტამინი და ჰეპარინი

ა ) ცემენტოციტებისა და ოსტეობლასტების

ბ ) პლაზმური უჯრედების

გ ) ფიბრობლასტების

*დ) პოხიერი უჯრედების

496. რა განაპირობებს პერიოდონტის ტროფიკულ ფუნქციას

ა ) ფესვის დენტინის მილაკები

ბ ) კარგად განვითარებული ბოჭკოვანი სისტემა

გ ) უჯრედოვანი ელემენტები

*დ) სისხლძარღვები და ნერვები

497. რა განაპირობებს პერიოდონტის წნევის გამანაწილებელ ფუნქციას

ა ) სისხლძარღვები და ნერვები

ბ ) ფესვის ცემენტი

გ ) უჯრედოვანი ელემენტები

*დ) ბოჭკოვანი სისტემა

498. ინფექციური პერიოდონტიტების პათოგენეზში წამყვანი როლი ენიჭება

ა ) გრამუარყოფითი ბაქტერიების ტოქსინის მოქმდებას

*ბ) მწვერვალის გარშემო არსებული გრამდადებითი ბაქტერიების ენდოტოქსინის მოქმედებას

გ ) მიკრობების ფლორის ვირულენტობას

დ ) ორგანიზმის ზოგად მდგომარეობას

499. მწვერვალოვანი პერიოდონტიტის დესტრუქციული პროცესის დროს ადგილი აქვს

ა ) დეგენერაციული პროცესების განვითარების შედეგად ცილოვანი და ცხიმოვანი დეტრიტის ჩალაგებას

ბ ) სისხლძარღვთა კედლების განვლადობის გაზრდას და ლეიკოციტარულ ინფილტრაციას

*გ) ოსტეოკლასტების მიერ ლიზოსომური ფერმენტების გამომუშავებას

დ ) ოსტეოკლასტების გამომუშავებას

500. მწვერვალოვანი პერიოდონტიტის პათოგენეზი

*ა) რძემჟავის დაგროვება და აციდოზის განვითარება

ბ ) უჯრედოვანი ელემენტების შემცირება და უხეშბოჭკოვანი ფიბროზული ქსოვილის განვითარება

გ ) ლიზოსომალური ფერმენტების აქტივაცია ოსტეობლასტების მოქმედებით

დ ) მაღალი ტუტოვანი გარემო

501. ქრონიკული პერიოდონტიტებისათვის პათანატომიური გამოკველევებით დამახასიათებელია:

ა ) ეპითელური ჭიმების შემცველობა

ბ ) დიდი რაოდენობით პლაზმური უჯრედების, ჰისტოგენური და ჰემატოგენური უჯრედების შემცველობა

გ ) დიდი რაოდენობით ფიბრობლასტების, პლაზმური უჯრედებისა და ლეიკოციტების შემცველობა

*დ) მცირე რაოდენობის უჯრედოვანი ელემენტების შემცველობა

502. მწვავე მწვერვალოვანი პერიოდონტიტის საწყისი ფაზისათვის დამახასიათებელია

ა ) უმნიშვნელო ტკივილები ან უსიმპტომო მიმდინარეობა

ბ ) უსიმპტომო მიმდინარეობა

*გ) ხანგრძლივი, ყრუ მუდმივი ხასიათის ტკივილის შეგრძნება

დ ) შეტევითი ხასიათის ტკივილის შეგრძნება

503. რადიკულური კისტისთვის რენტგენოლოგიურად დამახასიათებელია:

ა ) არაინტენსიური ჩრდილი

*ბ) სწორი კონტურები

გ ) ძვლის მკვეთრი სტრუქტურის არსებობა

დ ) ცვლილებები არ არის

504. ქრონიკული პერიოდონტიტის დროს ძირითადად დიაგნოზის დასმა ხდება

ა ) მორფოლოგიური მონაცემების საფუძველზე (პუნქციის გზით)

*ბ) რენტგენოლოგიური მონაცემების საფუძველზე

გ ) კლინიკური მონაცემების საფუძველზე

დ ) ანამნეზის საფუძველზე

505. პერიოდონტის ბოჭკოვან სტრუქტურებში ასაკობრივი დესტრუქციული ცვლილებები ვლინდება

ა ) ფესვის მწვერვალის ბოჭკოებში

ბ ) ალვეოლისა და ცემენტის შემაერთებელ ბოჭკოებში

*გ) პერიოდონტის ყელის მიდამოს ბოჭკოებში

დ ) პერიოდონტის ყველა მიდამოს ბოჭკოებში

506. პერიოდონტის ბოჭკოვანი სტრუქტურების მომწიფებას თან ახლავს

ა ) ჰიალურონიდაზას რაოდენობის გაზრდა

ბ ) ფერმენტების რაოდენობის შემცირება

*გ) ახალგაზრდა ფორმის ფიბრობლასტების რაოდენობის შემცირება

დ ) ახალგაზრდა ფორმის ფიბრობლასტების რაოდენობის გაზრდა

507. მწვავე მწვერვალოვანი პერიოდონტიტი წარმოადგენს:

*ა) პერიოდონტალური იოგისა და ძვლის ქსოვილის ლოკალურ ანთებას

ბ ) პერიაპიკალური მიდამოს ლოკალური ძვლის ოსტეოსკლეროზს

გ ) პერიაპიკალური ქსოვილების ინკაპსულირებულ ანთებას

დ ) კოლაგენური ბოჭკოების სკლეროზს

508. მკურნალობის რომელ მეთოდს მიმართავთ მწვავე ინფექციური პერიოდონტიტის დროს

ა ) ფერმენტის მოთავსება

ბ ) ფართო სპექტრის ანტიბიოტიკის პასტის მოთავსება

გ ) იოდის ელექტროფორეზის ჩატარება

*დ) ინსტრუმენტული დამუშავების შემდეგ არხში სამკურნალო ნახვევის დატოვება

509. მწვავე მწვერვალოვანი პერიოდონტიტის მკურნალობისას სავალდებულოა

ა ) პერიაპიკალურად რეგენერაციის ხელშემწყობი ნივთიერების გადატანა

ბ ) ძლიერ მომქმედი მედიკამენტების გამოყენება

გ ) არ არის სავალდებულო მწვერვალოვანი ხვრელის გახსნა

*დ) მწვერვალოვანი ხვრელის გახსნა

510. ზედა ყბის მრავალფესვიან კბილებში პერიოდონტიტის მკურნალობისას, თუ მოხდა არხში ინსტრუმენტის ჩატეხვა საჭიროა:

ა ) კბილის ამოღება

*ბ) ფესვის ამპუტაცია

გ ) ჰემისექცია

დ ) არხის დაბჟენა ფორედენტით

511. პერიოდონტიტის დროს კბილის დაგრძელების შეგრძნებას იწვევს

ა ) პერიოდონტის ქსოვილების გასქელება

ბ ) ნერვული დაბოლოებების გაღიზიანება

გ ) ჰიპერცემენტოზი ფესვის მიდამოში

*დ) პერიოდონტის ქსოვილში ექსუდატის დაგროვება

512. პაროდონტის ცნება აერთანებს ქსოვილების კომპლექსს:

ა ) ღრძილი, ძვლისაზრდელა, დუღაბი.

ბ ) ღრძილი, კბილის ქსოვილი (დუღაბი);

*გ) პერიოდონტი, ღრძილი,ალvეოლური მორჩი, კბილის ქსოვილები;

დ ) ღრძილი და კბილის ირგვლივი იოგი;

513. ჩამოთვალეთ პაროდონტის ფუნქციები:

ა ) ამორტიზაციული

ბ ) რეფლექტორული;

გ ) ბარიერული, რეფლექტორული, პლასტიკური.

*დ) ბარიერული, ტროფიკული, რეფლექტორული, პლასტიკური; ამორტიზაციული;

514. პაროდონტის ბარიერული ფუნქცია ხორცილედება:

ა ) მრავალშრიანი ბრტყელი ეპითელიუმის გარქოვანებით.

ბ ) დიდი რაოდენობით რეცეპტორების არსებობით;

*გ) მრავალშრიანი ბრტყელი ეპითელიუმის გარქოვანებით, ღრძილის ტურგორით, მუკოპოლისაქარიდების მდგომარეობით, ღრძილოვანი ნაპრალის აღნაგობისა და ფუნქციის თავისებურებით, ნერწყვის ანტიბაქტერიული ფუნქციით (ლიზოციმის ხარჯზე), პოხიერი უჯრედების არსებობით;

დ ) ნერწყვის და ღრძილის სითხის ანტიბაქტერიული ფუნქციით;

515. ალვეოლის ძვლოვანი ქსოვილის აღნაგობა:

ა ) ალვეოლის ძვალი წარმოდგენილია კბილთაშორისი ძგიდით.

ბ ) ალვეოლის ძვალი წარმოდგენილია კორტიკალური ფირფიტით;

*გ) ალვეოლის ძვალი და კბილთაშორისი ძგიდე შედგება ძვლოვანი კომპაქტური ნივთიერებისაგან, რომელიც წარმოქმნის კორტიკალურ ფირფიტას, ალვეოლური მორჩის ძვალი წარმოდგენილია ღრუბლისებური ძვლოვანი ქსოვილით;

დ ) ალვეოლის ძვალი შედგება ღრუბლისებური ძვლოვანი ქსოვილისაგან;

516. პაროდონტის მიკროცირკულაციის სტრუქტურული წარმონაქმნებია:

ა ) ვენოზური სისხლძარღვები.

ბ ) პრეკაპილარები, კაპილარები, პოსტკაპილარები;

*გ) არტერიოლები, პერეკაპილარები, კაპილარები, პოსტკაპილარები, ვენულები;

დ ) არტერიოლები და ვენულები;

517. პაროდონტის ინერვაციას ახორციელებს:

ა ) სამწვერა ნერვის სამივე ტოტი.

ბ ) სამწვერა ნერვის პირველი ტოტი;

*გ) სამწვერა ნერვის მეორე და მესამე ტოტების კბილის წნულის ტოტები;

დ ) სამწვერა ნერვის მეორე ტოტი;

518. პაროდონტის დაავადების ეტიოლოგიაში ძირითადი ფაქტორებია:

ა ) ტრავმული ოკლუზია.

ბ ) მემკვიდრეობა;

*გ) კბილის ნადებში მიკროორგანიზმები და მათი ცვლის პროდუქტები, პირის ღრუს ის ფაქტორები, რომელთაც შეუძლიათ მიკროორგანიზმების გავლენის შესუსტება და გაძლიერება, ზოგადი ფაქტორები, რომლებიც არეგულირებენ პირის ღრუს ქსოვილების მეტაბოლიზმს;

დ ) კბილის ბალთის მიკროორგანიზმები;

519. კბილის ბალთის შემადგენლობა:

ა ) შედგება ნერწყვის კომპონენტებისაგან.

ბ ) წარმოდგება ორგანული კომპონენტებისაგან;

*გ) წარმოადგენს უჯრედშორის მატრიქსს, რომელიც შედგება პოლისაქარიდების, ლიპიდების, პროტეინების, არაორგანული კომპონენტებისაგან, რომელშიც შესულია მიკროორგანიზმები, ეპითელური უჯრედები, ლეიკოციტები, მაკროფაგები;

დ ) შედგება ნახშირწყლებისა და ლიპიდებისაგან;

520. პაროდონტის დაავადების განვითარებას ყველაზე მეტად ხელს უწყობს:

ა ) პირდაპირი თანკბილვა.

ბ ) დისტალური თანკბილვა;

გ ) ჯვარედინი თანკბილვა;

*დ) ღრმა თანკბილვა;

521. გინგივიტის კლინიკური ნიშნებია:

ა ) კბილის ყელის ჰიპერესთეზია;

ბ ) ღრძილებიდან სისხლდენა, კბილის ყელის ჰიპერესთეზია;

*გ) ღრძილოვანი კიდისა და კბილთაშორისი ღრძილოვანი დვრილების შეშუპება და ჰიპერემია, ღრძილებიდან სისხლდენა, პაროდონტალური ჯიბის არარსებობა;

დ ) კბილის ნადების არსებობა, დვრილების შეშუპება, ღრძილებიდან სისხლდენა;

ე ) ღრძილებიდან სისხლდენა, ჯიბის არსებობა;

522. მწვავე წყლულოვანი გინგივიტის დიფერენციული დიაგნოსტიკის უმნიშვნელოვანესი ნიშნებია:

ა ) ღრძილის დვრილებიდან სისხლდენა.

ბ ) ღრმა პაროდონტალური ჯიბეების არსებობა;

გ ) ღრძილის დვრილების მტკივნეულობა, ზეწოლისას სისხლდენა, დიდი რაოდენობით ღრძილზედა და ღრძილქვეშა ქვების არსებობა;

*დ) ღრძილოვანი კიდის გენერალიზებული დაწყლულება დვრილების მწვერვალების წაკვეთით, რომლებიც დაფარულია ფიბროზული ნადებით, ჰიპერემია, ღრძილის დვრილების შეშუპება პაროდონტალური ჯიბეების არარსებობა

523. როგორია რენტგენოლოგიური გამოკვლევის მონაცემები პაროდონტიტის მსუბუქი ფორმის დროს:

ა ) ალვეოლური მორჩის ძვლოვან ქსოვილში ცვლილებების არ არსებობა

ბ ) კბილბუდის კორტიკალური ფირფიტის შენარჩუნება;

გ ) ალვეოლურ ძვალში ოსტეოპოროზის კერების არსებობა;

*დ) კბილთაშორისი ძგიდეების მწვერვალის და კომპაქტური ფირფიტის რეზორბცია;

524. არის თუ არა კლინიკური მიმაგრების დარღვევა პაროდონტიტის მსუბუქი ფორმის დროს:

ა ) არსებობს ძვლოვანი ჯიბეები.

ბ ) არსებობს ცრუ ღრძილოვანი ჯიბეები;

*გ) არსებობს, 1-2 მმ-ის სიღრმით;

დ ) არსებობს, 6 მმ-ის სიღრმით;

525. საშუალო სიმძიმის პაროდონტიტის დროს კლინიკური მიმაგრების დარღვევის სიღრმეა:

ა ) არსებობს ცრუ ჯიბეები;

ბ ) 8 მმ-ზე მეტი;

*გ) 3-4 მმ;

დ ) ჯიბეები არ არის;

526. საშუალო სიმძიმის პაროდონტიტის დროს კბილების მორყევის ხარისხია:

ა ) არის, ტრავმული ოკლუზიის შემთხვევაში.

ბ ) II-III ხარისხის მორყევა;

*გ) I-II ხარისხის მორყევა;

დ ) არ არსებობს;

527. საშუალო სიმძიმის პაროდონტიტის დროს ჯიბეებიდან ჩირქოვანი გამონადენი:

ა ) გამოვლინდება ფორმალინის სინჯის შედეგად.

ბ ) გამოვლინდება მხოლოდ ბენზიდინის სინჯის ჩატარებისას;

*გ) გამოვლინდება ხშირად;

დ ) გამოვლინდება ძალიან იშვიათად;

528. როგორია ყბის ძვლების რენტგენოგრაფიული გამოკვლევის მონაცემები საშუალო სიმძიმის პაროდონტიტის დროს?

ა ) ოსტეოპოროზის მოვლენები ღრუბლოვან ძვალში.

ბ ) ძვლოვან ქსოვილში ცვლილებები არ არის;

გ ) კბილთაშორისი ძგიდეების მწვერვალების რეზორბცია, ოსტეოპოროზის კერების არსებობა ალვეოლური მორჩის ღრუბლისებრ ძვლოვან ქსოვილში;

*დ) კბილთაშორისი ძგიდეების რეზორბცია კბილის ფესვის სიგრძის 1/3-დან 1/2-მდე, ოსტეოპოროზის კერები ალვეოლური მორჩის ღრუბლისებრ ნივთიერებაში;

529. მძიმე ფორმის პაროდონტიტის დროს კლინიკური მიმაგრების დარღვევის სიღრმე შეადგენს:

ა ) 2,5 მმ-მდეა.

*ბ) 5-7 მმ-ზე მეტს;

გ ) 4-5 მმ-ს;

დ ) 3-4 მმ-ს;

530. მძიმე ფორმის პაროდონტიტის დროს კბილების მორყევის ხარისხია:

ა ) მორყევა მხოლოდ ყბის ზოგიერთ უბანში.

ბ ) მორყევა მხოლოდ ძლიერი დატვირთვისას;

*გ) II-III ხარისხის მორყევა;

დ ) არ არის მორყევა;

531. პაროდონტის იდიოპათიურ დაავადებებს შეიძლება მივაკუთვნოთ:

ა ) პაროდონტიტი, პაროდონტოზი.

ბ ) გინგივიტი, პაროდონტიტი;

გ ) ნეიტროპენია, X-ჰისტიოციტოზი, გინგივიტი, პაროდონტომა;

*დ) პაპიონ-ლეფევრის სინდრომი, X-ჰისტიოციტოზი, ნეიტროპენია, აგამაგლობულინემია;

532. მიუთითეთ ქრონიკული გენერალიზებული გინგივიტის ყველაზე ეფექტური მკურნალობის გეგმაზე:

ა ) კბილების დამუშავება ფტორშემცველი პრეპარატებით.

ბ ) ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ინიექცია ღრძილში;

გ ) პირის ღრუს ანტისეპტიკური დამუშავება, კბილების ქვების მოცილება, ფტორშემცველი პრეპარატებით კბილების დამუშავება, ღრძილების ანთების საწინააღმდეგო მკურნალობა, სკლეროზირების გამომწვევი მომწველი ნივთიერებების ჩართვით;

*დ) პირის ღრუს ანტისეპტიკური დამუშავება, კბილის ნადების მოცილება, კბილების ზედაპირის პოლირება, კბილების ფტორშემცველი პრეპარატებით დამუშავება,

ღრძილების ანთების საწინააღმდეგო თერაპია, კბილების ბჟენებისა და გვირგვინების შეცვლა ჩვენების მიხედვით, ჩვენების მიხედვით ორთოდონტთან მკურნალობა;

533. მიუთითეთ მწვავე წყლულოვანი გინგივიტის მკურნალობის გეგმა:

ა ) კბილის ნადებების მოცილება და ეპითელიზაციის გამაუმჯობესებელი პრეპარატებით ზემოქმედება

ბ ) ანტიბიოტიკების შეყვანა;

გ ) ანტისეპტიკური დამუშავება, ანთების საწინააღმდეგო თერაპია, კერატოლიზური პრეპარატებით ზემოქმედება;

*დ) გაუტკივარება, ანტისეპტიკური დამუშავება, ეპითელიზაციის გამაუმჯობესებელი პრეპარატების აპლიკაცია;

534. მწვავე წყლულოვანი გინგივიტის დროს პაციენტს ენიშნება:

ა ) ზოგადი მკურნალობა არ დაინიშნება.

ბ ) სულფანილამიდები, ანტიბიოტიკები, ვიტამინები;

*გ) მეტრონიდაზოლი, მადენსენსიბილიზებელი პრეპარატები, ვიტამინები;

დ ) ანტიბიოტიკები, ტკივილ გამაყუჩებლები, ვიტამინები;

535. ქლორჰექსიდინის ხსნარის კონცენტრაცია, რომელიც რეკომენდებულია პირის ღრუში გამოსავლებლად, შეადგენს:

*ა) 0,01%-ს.

ბ ) 1%-ს;

გ ) 10%-ს;

დ ) 5%-ს;

536. პაროდონტის დაავადების დროს კბილების შერჩევითი მოქლიბვის მიზანია:

ა ) ესთეტიკური ჩვენებები.

ბ ) ანთებითი პროცესების ჩაქრობა;

გ ) კბილების ანატომიური ფორმის აღდგენა;

*დ) ნაადრევი საოკლუზიო კონტაქტების აღმოფხვრა, რაც აგვაშორებს ოკლუზიით გამოწვეულ ტრავმას;

537. პაროდონტის დაავადებების პრიფილაქტიკის მიზნით კბილების გამოხეხვა აუცილებელია:

ა ) 4-5-ჯერ.

ბ ) სამჯერ;

გ ) მხოლოდ საღამოს;

*დ) დღეში ორჯერ - დილით და საღამოს;

538. კბილების გამოსახეხად აუცილებელია რეკომენდირებული იქნას შემდეგი ჯაგრისი:

ა ) რბილი.

ბ ) უხეში;

გ ) არა აქვს მნიშვნელობა;

*დ) საშუალო სიხისტისჯაგრისი;

539. კბილის ჯაგრისის შენახვა უმჯობესია:

ა ) სოდიან ხსნარში.

ბ ) შესაპნული ჯაგრით

გ ) მარილის ჰიპერტონულ ხსნარში

*დ) ბუდის გარეშე ვერტიკალურად თავით მაღლა

540. რა გზით იწვევს და ხელს უწყობს ღრძილის ანთებას კბილის ქვა:

ა ) ამცირებს ღრძილის კიდის სიმაღლეს.

ბ ) არ უწყობს ხელს

გ ) კბილის ზედაპირის ეროზირებით;

*დ) ღრძილის ტრავმებით და ამასთანავე ის წარმოადგენს ტროქსიული პროდუქტების მუდმივ წყაროს

541. პაროდონტის დაავადებების მკურნალობის ქირურგიული მეთოდები გამოიყენება:

ა ) იშვიათად.

*ბ) ჩვენების მიხედვით;

გ ) ძალზე იშვიათად;

დ ) ფართოდ;

542. კბილის ზედაპირის სქეილინგისა და ფესვის ზედაპირის ინსტრუმენტირებისას ვაცილებთ:

*ა) ღრძილქვეშა ქვას, დარბილებული ცემენტის უბნებს, ჯიბის შიგთავსს, გრანულაციურ ქსოვილს, ეპითელურ ქსოვილს.

ბ ) ღრძილქვეშა ქვას, გრანულაციურ ქსოვილს, ჩაზრდილ ეპითელს;

გ ) ღრძილქვეშა ქვას, კბილის დარბილებულ ცემენტს;

დ ) გრანულაციურ ქსოვილს;

543. საკუთრივ პერიოდონტის ქსოვილებს მიეკუთვნება:

ა ) შემაერთებელი ქსოვილისათვის დამახასიათებელი ელემენტები.

*ბ) კოლაგენური, ელასტიური, ოქსიტალანური ბოჭკოები, ლიმფო და სისხლძარღვები, ნერვები, უჯრედოვანი ელემენტები;

გ ) ლიმფური და სისხლძარღვები, ნერვები;

დ ) ელასტიური ბოჭკოები;

544. პაროდონტის ქსოვილების არტერიული სისხლმომარაგების წყაროა:

*ა) გარეთა საძილე არტერიის აუზი.

ბ ) ყბისქვეშა არტერია;

გ ) ფრთა-სასის არტერია;

დ ) ფრთისებური არტერიის ტოტები;

545. პათოლოგიური თანკბილვის სახეობა, რომელიც იწვევს განსაკუთრებით მძიმე ცვლილებებს პაროდონტში, არის:

ა ) პროგნათია.

ბ ) პროგენია;

*გ) ღრმა თანკბილვა;

დ ) ჯვარედინი თანკბილვა;

546. მიუთითეთ ღრძილში ანთებითი ცვლილებების ძირითად ნიშნებზე:

ა ) ჩირქდენა.

ბ ) ჰიპერემია, ჩირქდენა;

გ ) სისხლდენა;

*დ) დესქვამაცია, შეშუპება, სისხლდენა, ჰიპერემია;

547. მიუთითეთ ლოკალური გინგივიტის განვითარების ძირითადი მიზეზები:

ა ) ადგილობრივი იმუნიტეტის დაქვეითება

*ბ) ღრძილზედა კბილის ნადებები, ენისა და ტუჩის მოკლე ლაგამი, დაბჟენისა და პროთეზირების დეფექტები;

გ ) პირის ღრუს ცუდი მოვლა;

დ ) ღრძილქვეშა ქვა;

548. გენერალიზებული გინგივიტის განვითარების ძირითადი მიზეზებია:

ა ) კუჭ-ნაწლავისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები.

*ბ) ადგილობრივი და ზოგადი იმუნიტეტის დაქვეითების ფონზე კბილის ცუდი მოვლის შედეგად კბილის ბალთის არსებობა;

გ ) პროთეზირებისა და კარიესული ღრუს დაბჟენისას დაშვებული შეცდომები;

დ ) ღრძილზედა და ღრძილქვეშა ქვები;

549. ღრძილის ჰიპერტროფიის განვითარების ძირითადი მიზეზები:

ა ) პირის ღრუს არასაკმარისი (არასრულფასოვანი) ჰიგიენა.

*ბ) ორგანიზმში ჰორმონული ცვლილებები, გარკვეული მედიკამენტური პრეპარატების მიღება (დიფენინი და სხვა), სისხლის დაავადება, C ვიტამინის დეფიციტი, არარაციონალური პროთეზირება;

გ ) არარაციონალური პროთეზირება;

დ ) თანკბილვის პათოლოგია;

550. ღრძილოვანი ქსოვილის ჰიპერტროფიის კლინიკური სურათი:

*ა) ღრძილის დვრილების გადიდება. მოლურჯო ელფერით, ჰიპერემია, სისხლდენა შეხებისას, ცრუ ჯიბეების არსებობა.

ბ ) ღრძილზედა და ღრძილქვეშა ნადებების არსებობა;

გ ) ღრძილის დვრილების გადიდება, ცრუ ჯიბეების წარმოქმნა;

დ ) ღრძილის დვრილების გადიდება, თანმხლები მოლურჯო ელფერით, ქსოვილების დაჭიმულობით;

551. წყლულოვანი გინგივიტის განვითარების ძირითადი მიზეზები:

ა ) იმუნიტეტის დარღვევის გამომწვევი მედიკამენტოზური პრეპარატების მიღება.

ბ ) ორგანიზმის ჰორმონული ცვლილებები;

გ ) ღრძილქვეშა და ღრძილზედა ქვების წარმოქმნა;

*დ) ზოგადი ინფექციური დაავადებების შემდეგ ორგანიზმის რეაქტიულობის შეცვლა, სტრესი, რომელიც იწვევს მონონუკლეალური მაკროფაგების სისტემის ბლოკადას;

552. მწვავე წყლულოვანი გინგივიტის კლინიკური სურათი:

ა ) საკვების მიღების დროს ღრძილებიდან სისხლდენა, კლინიკური მიმაგრების დარღვევის სიღრმეა 6-7 მმ;

ბ ) ღრძილებიდან ჩირქის დენა, ჰიპერემია, ტკივილი შეხებისას;

*გ) ღრძილოვანი კიდის დაწყლულება, დვრილების მწვერვალების წაკვეთით, ღრძილების ტკივილით, პირის ღრუდან ლპობის სუნით, დიდი რაოდენობით კბილის ნადები და ქვა, სხეულის ტემპერატურის მომატებით, მადის დაკარგვით;

დ ) ღრძილების შეშუპება, შეხებისას სისხლდენა;

553. პაროდონტიტის განვითარების ძირითადი მიზეზები:

ა ) პირის ღრუს მიკროორგანიზმები, რომლებიც იწვევს პაროდონტის ქსოვილების პროგრესირებად ანთებას.

ბ ) ორგანიზმის ადგილობრივი და ზოგადი იმუნიტეტის დაქვეითება;

გ ) დესტრუქციული ცვლილებები;

*დ) ორგანიზმის იმუნოლოგიური რეაქტიულობისა და პაროდონტის ბარიერული ფუნქციის დარღვევა, რის ფონზეც ადგილობრივი მიზეზები (მიკროორგანიზმები, ოკლუზიური ტრავმები) იწვევს პაროდონტში ანთებას;

554. პაროდონტიტის ძირითად დიფერენციულ-სადიაგნოსტიკო ნიშნებს წარმოადგენს:

ა ) ღრძილის დვრილების ჰიპერტროფია; ჰიპერემია, სილურჯე, სისხლდენა.

ბ ) კლინიკური მიმაგრების დარღვევის სიღრმე 5 მმ და მეტი;

გ ) ღრძილის დვრილებზე ზეწოლის დროს ღრძილებიდან სისხლის და ჩირქის დენა;

*დ) კბილის ირგვლივი იოგის დაზიანება და კლინიკური მიმაგრების დარღვევა;

555. პაროდონტიტის ძირითადი კლინიკური ნიშნებია:

ა ) ღრძილის დვრილების გადიდება, კბილის ყელის მგრძნობელობის მომატება.

*ბ) ღრძილებიდან სისხლდენა, ღრძილქვეშა ქვების დალექვა, კბილების მორყევა, ღრძილოვანი ჯიბიდან ჩირქოვანი ექსუდატის გამოყოფა, კლინიკური მიმაგრების დარღვევა;

გ ) ღრძილებიდან ჩირქოვანი ექსუდატის გამოყოფა, კბილის ყელის მგრძნობელობის მომატება;

დ ) კლინიკური მიმაგრების დარღვევის სიღრმე 5-7 მმ;

556. შერჩევითი მოქლიბვის ჩატარების ჩვენებებია:

ა ) პაროდონტიდან ჩირქის დენა, კბილების ყელის მოშიშვლება.

ბ ) კბილების მორყევა, კბილების დისტოპია;

*გ) ბრუქსიზმი, ქვედა ყბა - საფეთქლის სახსრების ტკივილი, კბილების მორყევა, კბილების მარაოსებური გაშლა (დაცილება) , ალვეოლური მორჩის ძვლის ქსოვილის არათანაბარი განლევა;

დ ) კბილების დისტოპია;

557. კბილების შერჩევითი მოქლიბვა ტარდება:

ა ) პაროდონტის დაავადებების სხვადასხვა ფორმების გამწვავების დროს

*ბ) ოკლუზიური ტრავმის არსებობისას, ნოზოლოგიური ფორმის მიუხედავად;

გ ) ჰიპერტროფიული გინგივიტის დროს;

დ ) მძიმე ფორმის პაროდონტიტის დროს;

558. მუდმივი შინირების ჩატარების ჩვენებებია:

ა ) ქირურგიული მკურნალობის შემდეგ.

ბ ) ქირურგიულ მკურნალობამდე;

გ ) მძიმე ფორმის პაროდონტოზი;

*დ) კბილების მორყევის II-III ხარისხი;

559. პაროდონტიტის დროს კბილების დეპულპირების ჩატარების ჩვენებებია:

*ა) პაროდონტიტის საშუალო ფორმის ქირურგიული მკურნალობის წინ, თუ კლინიკური მიმაგრების დარღვევის სიღრმე 5-მმ-მდე და კბილების მორყევა II ხარისხამდეა;

ბ ) კბილების მორყევის II-III ხარისხი;

გ ) 6 მმ-ის სიღრმის ღრძილის ჯიბეების არსებობა;

დ ) კბილების I ხარისხის მორყევა.

560. პაციენტთან, პირის ღრუს ჰიგიენის შესწავლის დროს, აუცილებელია აღინიშნოს კბილების გულმოდგინედ გაწმენდის შემდეგ რამდენ საათში ხდება ნადებების ზრდის განახლება და მათი მავნე ზემოქმედება კბილებსა და ღრძილებზე:

ა ) 24 სთ-ის შემდეგ

*ბ) 12 სთ-ის შემდეგ:

გ ) 3 სთ-ის შემდეგ;

დ ) 1 სთ-ის შემდეგ;

561. პირის ღრუს ჰიგიენის შენარჩუნებისათვის ყველაზე მთავარია:

ა ) ანტისეპტიკური სავლებების გამოყენება.

*ბ) ჯაგრისით კბილების გულმოდგინედ გაწმენდა და ფლოსების გამოყენება დღეში არანაკლებ 2-ჯერ;

გ ) კბილის ჰიგიენისტთან რეგულარული ვიზიტი;

დ ) ბევრი წყლის გამოყენება და პირის გულმოდგინედ გამორეცხვა;

562. პაროდონტის დაავადებების მწვავე ფაზის დროს კბილის ჯაგრისის ყველაზე შესაფერისი სიხისტეა:

ა ) ჯაგარი ბრტყელი ბოლოებით.

ბ ) ჯაგარი დამრგვალებული ბოლოებით;

გ ) რბილი ნატურალური ჯაგარით;

*დ) რბილი ნეილონის ჯაგარით, დამრგვალებული ბოლოებით;

563. ქვემოთ ჩამოთვლილი ანტისეპტიკებიდან რომელს აქვს სოკოსსაწინააღმდეგო მოქმედება

ა ) ნატრიუმის ჰიპოქლორიტი

ბ ) 3%-იანი წყალბადის ზეჟანგი

გ ) 5%-იანი იოდის ნაყენი

*დ) 0,05%-იანი ქლორჰექსიდინი

564. მეტრონიდაზოლი დამღუპველად მოქმედებს:

ა ) აერობულ ფლორაზე

ბ ) სოკოზე

*გ) ანაერობულ მიკროფლორაზე და ტრიქომონაზე

დ ) ვირუსულ მიკროფლორაზე

565. პროტეოლიზური ფერმენტები იწვევს:

ა ) ბაქტეროციდულ მოქმედებას

ბ ) ქვების დარბილებას

*გ) ნეკროზული მასების დაშლას

დ ) ნახშირწყლების დაშლას

566. რომელი ჯგუფის პრეპარატებს გამოიყენებთ პაროდონტალურ ჯიბეებში მიკროფლორის დასათრგუნად:

ა ) ანტიჰისტამინურ პრეპარატებს

*ბ) ანტიბიოტიკებს და ანტიფუნგურ პრეპარატებს

გ ) ქსოვილთა რეგენერაციის სტიმულატორებს

დ ) იმუნომოდულატორებს

567. რითაა განპირობებული ანტისეპტიკების ფართო გამოყენება პაროდონტოლოგიაში

ა ) ახდენენ ადგილობრივი იმუნური რეაქციების გაძლიერებას

ბ ) აქვთ ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი

გ ) ხელს უწყობენ ქსოვილთა რეგენერაციას

*დ) მათ გააჩნიათ ანთების საწინააღმდეგო, მადეზინფიცირებელი მოქმედება

568. გლიკოგენი ძირითადად ლოკალიზდება ღრძილის ეპითელიუმის

ა ) ბაზალურ შრეში

*ბ) ეკლისებრ შრეში

გ ) მარცვლოვან შრეში

დ ) გარქოვანებული ბრტყელი უჯრედების შრეში

569. ალვეოლის ძვლოვანი ქსოვილის ფუნქციონირება განპირობებულია:

ა ) ფიბრობლასტებით, ოსტეობლასტებით, ოდონტობლასტებით

ბ ) ოსტეოციტებით და ცემენტოციტებით

*გ) ოსტეობლასტებით, ოსტეოციტებით და ოსტეოკლასტებით

დ ) ოსტეობლასტებით, ოსტეოციტებით, ცემენტოციტებით

570. პაროდონტიტის დროს ძვალში მიმდინარე პათოლოგიური პროცესების დასადგენად გამოიყენება:

ა ) ღრძილის ატროფიის ხარისხი

ბ ) კბილების მორყევის ხარისხის დადგენა

*გ) რენტგენოდიაგნოსტიკა

დ ) ბიომიკროსკოპია

571. პაროდონტის ანთებითი დაავადების დროს PH-ის მაჩვენებელი პირის ღრუში

ა ) არ იცვლება

ბ ) გადახრილია ტუტიანობისკენ

*გ) გადახრილია მჟავიანობისკენ

დ ) ნულამდე ეცემა

572. ლოკალური პაროდონტიტის მიზეზია

ა ) პირის ღრუს სტაფილოკოკური ინფექცია

ბ ) შაქრიანი დიაბეტი

*გ) ტრავმული ფაქტორი

დ ) კანდიდოზი

573. ლოკალური პაროდონტიტის მიზეზია

ა ) პირის ღრუს სტაფილოკოკური ინფექცია

ბ ) შაქრიანი დიაბეტი

გ ) კანდიდოზი

*დ) არასწორად დადებული ბჟენი

574. ლოკალური პაროდონტიტის მიზეზია

ა ) შაქრიანი დიაბეტი

ბ ) კანდიდოზი

*გ) არასწორად გაკეთებული ხელოვნური გვირგვინები

დ ) პირის ღრუს სტაფილოკოკური ინფექცია

575. გენერალიზირებული პაროდონტიტის მიზეზია

ა ) კბილების მკურნალობის დეფექტები

*ბ) ენდოკრინული დაავადებები

გ ) ტრავმული ფაქტორი

დ ) არასწორი პროთეზირება

576. გენერალიზირებული პაროდონტიტის მიზეზია

*ა) ავიტამინოზები

ბ ) კბილების მკურნალობის დეფექტები

გ ) ტრავმული ფაქტორი

დ ) კბილის მაგარი ნადები

577. შეარჩიეთ გენერალიზირებული პაროდონტიტის ყველაზე სარწმუნო მიზეზი:

ა) დროებითი ორთოპედიული კონსტრუქციები;

ბ) კბილების მკურნალობის დეფექტები;

*გ) სისხლის დაავადებები;

დ) ამალგამის ბჟენები.

578. ქვემოთ ჩამოთვლილი ფაქტორებიდან, რომელია უფრო აგრესიული პაროდონტიტის განვითარებაში:

ა) კბილის ხელოვნური გვირგვინი;

ბ) ბიგელისებური პროთეზი;

*გ) კბილის რბილი ნადები;

დ) კბილების მკურნალობის დეფექტები.

579. პარადონტოზისათვის ალვეოლარული მორჩის რა ტიპის განლევაა დამახასიათებელი:

ა) შერეული ტიპის განლევა;

ბ) ვერტიკალური განლევა;

*გ) ჰორიზონტალური განლევა;

დ) პარადონტოზის დროს ალვეოლური მორჩის განლევა არ აღინიშნება.

580. „ჰიპერტროფიული გინგივიტის დროს ღრძილი ფარავს გვირგვინის 1/2-ზე მეტს“ - ამოირჩიეთ დაავადების სიმძიმის ფორმა:

*ა) მძიმე;

ბ) საშუალო;

გ) მსუბუქი;

დ) ქვემძიმე.

581. ქვემოდასახელებულთაგან გამოყავით პაროდონტის დაავადების ხელშემწყობი ფაქტორებიდან ყველაზე ხშირი:

ა ) პირდაპირი თანკბილვა;

ბ ) ჯვარედინი თანკბილვა;

*გ) ღრმა თანკბილვა;

დ ) ღია თანკბილვა.

582. შილერ-პასარევის ხსნარით შესაძლებელია:

ა ) ღრძილოვან ჯიბეში ჩირქოვანი ექსუდატის აღმოჩენა;

ბ ) ღრძილოვანი ჯიბეების აღმოჩენა;

*გ) კბილების ჰიგიენური მდგომარეობის დადგენა;

დ ) ღრძილის ატროფიის ხარისხის დადგენა.

583. პაროდონტალური ინდექსი გამოიყენება:

ა ) სისხლძარღვოვან კედლების მდგრადობის განსაზღვრისათვის;

ბ ) ღრძილოვანი ჯიბის სიღრმის განსაზღვრისათვის;

გ ) კბილების ჰიგიენური მდგომარეობის შეფასებისთვის;

*დ) პაროდონტში ანთებითი ცვლილებების განსაზღვრისათვის.

584. ორალური კანდიდოზის მკურნალობის კომპლექსში გამოყენებული ანილინის საღებავია

ა ) მეთილენის ლურჯის 1%-იანი სპირტხსნარი;

ბ ) ბრილიანტის მწვანეს 1%-იანი წყალხსნარი;

*გ) მეთილენის ლურჯის 1%-იანი წყალხსნარი;

დ ) 2%- იანი სოდიანი წყალხსნარი.

585. გაიხსენეთ ფაგების უპირატესობა ანტიბიოტიკებთან შედარებით:

ა ) გამოიყენება მხოლოდ ბავშვებში;

ბ ) ადვილად ყალიბდება რეზისტენტული შტამები;

*გ) არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს;

დ) აქვს კარგი გემო და სუნი.

586. პაციენტი 60 წლის - უჩივის კბილების ფესვების გაშიშვლებას და მგრძნობელობის მომატებას. ობიექტურად-აღინიშნება ყველა კბილის ფესვების გაშიშვლება ½1/2 – მდე. ღრძილის შეფერილობა ღია ვარდისფერი, სისხლისდენა არ აღენიშნება, კბილები მორყეული არ არის. დასვით დიაგნოზი:

ა ) საშუალო სიმძიმის პაროდონტიტი;

ბ ) სწრაფად მიმდინარე პაროდონტიტი;

*გ) საშუალო სიმძიმის პაროდონტოზი;

დ ) მსუბუქი ფორმის პაროდონტიტი.

587. რომელი ქვემოჩამოთვლილი ცვლილება შეესაბამება საშუალო სიმძიმის პაროდონტიტს:

ა) ალვეოლური მორჩის ჰორიზონტალური განლევა;

*ბ ) ალვეოლური მორჩის ვერტიკალური განლევა;

გ ) ალვეოლური მორჩის შერეული ტიპის განლევა;

დ ) ალვეოლურ ძვალში განლევა არ არის.

588. ჩამოთვალეთ პაროდონტოზის დიაგნოზის შესაბამისი სამკურნალო ღონისძიებები:

ა ) პროფესიული ჰიგიენა, ანთებისსაწინააღმდეგო თერაპია, კერატოპლასტიკური საშუალებები;

ბ ) ანთებისსაწინააღმდეგო თერაპია, ღია კიურეტაჟი, რეგენერაციის დამაჩქარებელი საშუალებები;

*გ) რეგენერაციის დამაჩქარებელი საშუალებები, მასაჟი,ფიზიოთერაპია;

დ ) პროფესიული ჰიგიენა, ანთებისსაწინააღმდეგო თერაპია, კერატოპლასტიკური საშუალებები, მასაჟი, ფიზიოთერაპია.

589. პაციენტი 15 წლის – უჩივის ღრძილებიდან სისხლდენას, ჭამის დროს ტკივილს. ობიექტურად – აღინიშნება ღრძილების ჰიპერემია, შეშუპება, ღრძილები ფარავს კბილების გვირგვინის ნახევარს, შეხებაზე სისხლმდენი, ზონდი ღრძილის ქვეშ ჩადის 3 მმ-მდე სიღრმეში. დასვით სავარაუდო დიაგნოზი:

ა ) კატარული გინგივიტის საშუალო სიმძიმის;

*ბ) იუვენილური პაროდონტიტი;

გ ) მსუბუქი ფორმის პაროდონტიტი;

დ ) ჰიპერტროფიული გინგივიტის ფიბროზული ფორმა.

590. აირჩიეთ ჰიპერტროფიული გინგივიტის დიაგნოზის შესაბამისი მკურნალობა:

*ა) პროფესიული ჰიგიენა, ანთებისსაწინააღმდეგო თერაპია, შერჩევითი გინგივოტომია;

ბ ) კიურეტაჟი, ანთებისსაწინააღმდეგო თერაპია, კერატოპლასტიკური საშუალებები;

გ ) გინგივოტომია, სისხლისდენის შემაჩერებელი საშუალებები.

დ ) ინდივიდუალური ჰიგიენა, ანტიბიოტიკოთერაპია.

591. პაციენტი 30 წლის – უჩივის ღრძილებიდან სისხლდენას, ქავილის შეგრძნებას, ტკივილს საკვების მიღების დროს. ობიექტურად – აღინიშნება ჰიპერემია, შეშუპება, სისხლდენა, ზონდირებით პაროდონტული ჯიბე 3 მმ, კბილების მორყევა არ აღინიშნება. დასვით სავარაუდო დიაგნოზი:

ა ) ჰიპერტროფიული გინგივიტი საშუალო სიმძიმის;

ბ ) მძიმე ფორმის კატარული გინგივიტი;

*გ) მსუბუქი ფორმის პაროდონტიტი;

დ ) მძიმე პაროდონტიტი.

592. შეარჩიეთ მსუბუქი ფორმის პაროდონტიტის დროს ძვლის განლევის სწორი ვარიანტი:

*ა) ალვეოლური მორჩის ვერტიკალური განლევა 1/3 – ზე;

ბ ) ალვეოლური მორჩის ჰორიზონტალური განლევა 1/3 – ზე;

გ ) ვერტიკალური განლევა ნახევარზე, ოსტეოპოროზი;

დ ) ცვლილებები არ აღინიშნება.

593. შეარჩიეთ მსუბუქი ფორმის პაროდონტიტის მკურნალობის სწორი სქემა:

ა ) პროფესიული ჰიგიენა, ანთების საწინააღმდეგო თერაპია, ღია კიურეტაჟი, რეგენერაციის დამაჩქარებლები;

ბ ) კიურეტაჟი, ანტიბიოტიკოთერაპია, კორტიკოსტეროიდები (ადგილობრივი და ზოგადი), კერატოპლასტიური საშუალებები.

*გ) პროფესიული ჰიგიენა, ანტიმიკრობული თერაპია, ადგილობრივი გამღიზიანებლების მოხსნა;

დ) გინგივოტომია.

594. პირის ღრუს ლორწოვანი გარსის რომელ უბანზე მიიჩნევა ეპითელიუმის გარქოვანება ნორმად:

ა ) რბილ სასაზე.

*ბ) მაგარ სასაზე;

გ ) გარდამავალ ნაოჭზე;

დ ) პირის ღრუს ფსკერზე.

595. ქვემოთ ჩამოთვლილი მორფოლოგიური ელემენტებიდან რომელი არ არის პირველადი?

ა ) პაპულა;

ბ ) კვანძი;

*გ) ეროზია;

დ ) ბუშტუკი.

596. რა არის პარაკერატოზი?

ა ) გარქოვანებული უჯრედების ჭარბი რაოდენობით არსებობა;

*ბ) წვეტიანი შრის ზედაპირული უჯრედების არასრული გარქოვანება;

გ ) წვეტიანი შრის უჯრედების გასქელება;

დ ) წვეტიანი შრის უჯრედების დეგენერაციული ცვლილება.

597. რა არის წყლული?

ა ) მხოლოდ საკუთრივ ლორწოვან გარსში ლოკალიზებული დეფექტი;

*ბ) დეფექტი, რომელიც მოიცავს ლორწოვანი გარსის თითქმის ყველა შრეს;

გ ) მხოლოდ ეპითელურ შრეში ლოკალიზებული ლორწოვანი გარსის დეფექტი;

დ ) დეფექტი, ლოკალიზებული ეპითელურ და საკუთრივ ლორწოვან გარსს შორის.

598. რა სახის დვრილები გვაქვს ენაზე ყველაზე დიდი რაოდენობით?

ა ) შემოსაზღვრული;

ბ ) ფოთლისებრი;

გ ) სოკოსებრი;

*დ) ძაფისებური.

599. ენაზე განლაგებული დვრილებიდან რომელია გარქოვანებული?

ა ) შემოსაზღვრული;

ბ ) ფოთლისებრი;

*გ) ძაფისებური;

დ ) სოკოსებური.

600. როგორია ლოყის ლორწოვანი გარსის აგებულება?

ა ) ეპითელიუმი, ლორწქვეშა შრე, კუნთოვანი შრე;

*ბ) ეპითელიუმი, საკუთრივ ლორწოვანი გარსი, ლორწქვეშა შრე;

გ ) ეპითელიუმი, საკუთრივ ლორწოვანი გარსი, ბაზალური მემბრანა;

დ ) ეპითელიუმი, კუნთოვანი ქსოვილი და ბოჭკოვანი შრე.

601. პირის ღრუს PH ნორმაში არის?

ა ) 7. 5 - 8. 0.

*ბ) 6. 8 - 7. 0;

გ ) 4. 5 - 5. 0;

დ ) 6.0 - 7. 5.

602. რა ტიპის ბიოქიმიური ბალანსია საჭირო პირის ღრუს ნორმალური ფუნქციობისთვის:

ა ) ნეიტრალური;

*ბ) სუსტი ტუტე;

გ ) სუსტი მჟავა;

დ ) ძლიერი მარილოვანი.

603. რა რაოდენობით ნერწყვი გამოეყოფა მოზრდილ ადამიანს პირის ღრუში დღე-ღამეში?

ა ) 2500-3000 მლ;

*ბ) 1500-2000 მლ;

გ ) 500-700 მლ;

დ ) 700-1500 მლ.

604. როგორ იცვლება ნერწყვის რაოდენობა ასაკის მატებასთან ერთად:

ა ) უცვლელი რჩება.

ბ ) მატულობს;

*გ) კლებულობს;

დ) იზრდება მისი ტუტიანობა.

605. რას ემყარება პირის ღრუს ლორწოვანი გარსისა და ტუჩის წითელი ყაეთნის დაავადებათა თანამედროვე კლასიფიკაცია?

*ა) ეტიოლოგიურ და პათოგენეტიკურ ფაქტორებს.

ბ ) კლინიკო-მორფოლოგიურ ნიშნებს;

გ ) დაავადების მიმდინარეობის ხასიათს;

დ ) გენეტიკურ ფაქტორებს.

606. ლორწოვანი გარსის დაავადებების დიაგნოსტიკის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება:

ა ) პირის ღრუს PH-ის მაჩვენებლის ცვლილებას.

ბ ) დაავადების მიმდინარეობის ხასიათს;

გ ) ლორწოვანი გარსის შეფერილობას;

*დ) პირველადი და მეორადი მორფოლოგიური ელემენტების არსებობას.

607. რა იწვევს მწვავე ჰერპესულ სტომატიტს?

ა ) ნაწლავის ჩხირი.

ბ ) ვირუსი-ვარიცელლა ზოსტერ;

*გ) მარტივი ჰერპესის ვირუსი;

დ ) მკრთალი ტრეპონემა.

608. რომელი მორფოლოგიური ელემენტის არსებობა სჭარბობს პირის ღრუში ჰერპესული სტომატიტის დროს?

ა ) პაპულის;

ბ ) ბალთის;

*გ) ბუშტუკის;

დ ) ლაქის.

609. გაიხსენეთ, რომელ ასაკშია მწვავე ჰერპესული სტომატიტის შემთხვევები უფრო ხშირი:

ა ) 50 წლის შემდეგ;

ბ ) 20-50 წლის ასაკში;

გ ) 15-20 წლის ასაკში;

*დ) 6 თვიდან-3 წლამდე ასაკში.

610. ქვემოჩამოთვლილ რომელ დაავადებასთან ტარდება ჰერპესული სტომატიტის დიფერენციული დიაგნოსტიკა?

ა ) ექსფოლიაციურ ჰეილიტთან;

*ბ) მრავალფორმიან ექსუდაციურ ერითემასთან;

გ ) ქრონიკულ რეციდიულ აფთოზურ სტომატიტთან;

დ ) წითელ ბრტყელ ლიქენთან.

611. როგორია მარტივი ჰერპესული სტომატიტის მიმდინარეობის ხარგრძლივობა:

ა ) 5-6 კვირა.

*ბ) 1-3 კვირა;

გ ) 2-4 დღე;

დ ) 4-6 დღე.

612. გაიხსენეთ მწვავე ჰერპესული სტომატიტის კლინიკური ნიშნები:

ა ) ერთეული წყლული ლოკალიზებული ტუჩის კუთხეში;

*ბ) ერთეული ან ჯგუფურად განლაგებული ბუშტუკები და ეროზიები ჰიპერემიულ შეშუპებულ ლორწოვან გარსზე;

გ ) დიდი ზომის ეროზიები დაფარული ფიბრინული ნადებით ლოკალიზებულ მაგარ სასასა და ენის ზურგზე;

დ ) ერთეული აფთები დაფარული ფიბრინული ნადებით.

613. გაიხსენეთ რეციდივული ჰერპესის დროს ეპითელიზაციის ხანგრძლივობა:

ა ) 1-2 დღე;

ბ ) 3-4 კვირა;

*გ) 5-10 დღე;

დ ) 2-3 კვირა.

614. როგორია რეციდივული ჰერპესის დროს ლორწოვანის მდგომარეობა ეროზიების შეხორცების შემდეგ:

ა ) ქერქის წარმოქმნა.

*ბ) ნაწიბური არ რჩება;

გ ) ნაწიბურის წარმოქმნა;

დ ) პიგმენტაცია.

615. რომელი ელემენტის არსებობაა ბრტყელი ლეიკოპლაკიისთვის დამახასიათებელი:

ა ) კვანძი;

ბ ) პაპულა;

*გ) ლაქა;

დ ) ბუშტუკი.

616. ლეიკოპლაკიის ეროზიული ფორმის მკურნალობა ტარდება:

ა ) ანტიმიკრობული პრეპარატებით;

ბ ) კორტიკოსტეროიდებით;

გ ) ანტიობიოტიკებით;

*დ) ქირურგიული ჩარევით.

617. ვერუკოზული ლეიკოპლაკიის დროს ობიექტურად აღინიშნება:

*ა) ლორწოვან გარსზე წამოწეული პათოლოგიური უბანი, დაფარული მოთეთრო გარქოვანებული მასით, პალპაციით შეიგრძნობა ზედაპირული გამკვრივება;

ბ ) უცვლელ ლორწოვან გარსზე მოთეთრო-მონაცრისფრო მბზინავი პათოლოგიური უბანი, პალპაციით სიმკვრივე არ შეიგრძნობა;

გ ) ლოყის ლორწოვან გარსზე ჰიპერემიული უბანი დაფარული ხაჭოსებური ნადებით;

დ ) ლოყის ლორწოვან გარსზე მტკივნეული ჰიპერემიული უბანი, პალპაციით შეიგრძნობა ზედაპირული გამკვრივება.

618. კიბოსწინარე დაავადებების რომელ ფორმას მიეკუთვნება ლეიკოპლაკია?

ა ) ობლიგატურს;

*ბ) ფაკულტატურს;

გ ) ლეიკოპლაკია არ წარმოადგენს კიბოსწინარე დაავადებას;

დ) ალტერნატიულს.

619. რომელი ქვემოჩამოთვლილი პათოლოგია მიეკუთვნება პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ალერგიულ დაავადებებს?

ა ) წითელი მგლურა;

*ბ) მრავალფორმიანი ექსუდაციური ერითემა;

გ ) წითელი ბრტყელი ლიქენი;

დ ) ვენსანის წყლულოვან-ნეკროზული სტომატიტი.

620. გამოიცანით მრავალფორმიანი ექსუდაციური ერითემის კლინიკური ნიშნები:

ა ) ლორწოვან გარსზე აღინიშნება ჰიპერემიული უბნები ინფილტრაციითა და ჰიპერკერატოზით;

ბ ) ლორწოვანი გარსის უმნიშვნელო ჰიპერემიის და შეშუპების ფონზე ბუშტები და ეროზიები, ნიკოლსკის სიმპტომი დადებითია;

*გ) ლორწოვანი გარსის შეშუპების და ერითემის ფონზე სხვადასხვა ზომის ბუშტების არსებობა, ეროზიები დაფარული ყვითელი ნადებით, ნიკოლსკის სიმპტომი უარყოფითია;

დ ) ლორწოვანი გარსის უმნიშვნელო ჰიპერემიის და შეშუპების ფონზე აღინიშნება ძლიერი მტკივნეულობა.

621. დაავადებათა რომელ ჯგუფს მიეკუთვნება პემფიგუსი?

*ა) დერმატოზებს;

ბ ) ალერგიულ დაავადებებს;

გ ) სოკოვან დაავადებებს;

დ ) ვირუსულ დაავადებებს.

622. პემფიგუსის რამდენ კლინიკურ ფორმას არჩევენ?

ა ) 5-ს;

*ბ) 4-ს;

გ ) 3-ს;

დ ) 2-ს.

623. პემფიგუსის რომელი კლინიკური ფორმა გამოვლინდება ყველაზე ხშირად პირის ღრუში?

ა ) ერითემატოზული;

ბ ) ვეგეტატიური;

*გ) ვულგარული;

დ ) ექსფოლიაციური.

624. რომელ პრეპარატებს ენიჭება გადამწყვეტი მნიშვნელობა პემფიგუსის მკურნალობის დროს?

ა ) ანტისეპტიკებს;

*ბ) კორტიკოსტეროიდებს;

გ ) ანტიბიოტიკებს;

დ ) კერატოპლასტიურ საშუალებებს.

625. რომელ დაავადებასთან უნდა გატარდეს მედიკამენტური ბულოზური სტომატიტის დიფერენციული დიაგნოსტიკა:

ა ) ექსფოლიაციურ ჰეილიტთა;

ბ ) ქრონიკულ რეციდივულ აფთოზურ სტომატიტთან;

გ ) ლეიკოპლაკიასთან;

*დ) პემფიგუსთან.

626. რომელი მორფოლოგიური ელემენტია სპეციფიკური ქრონიკული რეციდივული აფთოზური სტომატიტის დროს?

ა ) ქერქი;

*ბ) აფთა;

გ ) ნახეთქი;

დ ) წყლული.

627. გაიხსენეთ წითელი ბრტყელი ლიქენის რამდენი კლინიკური ფორმა არსებობს:

ა ) 6;

*ბ) 5;

გ ) 4;

დ ) 3.

628. წითელი ბრტყელი ლიქენის რომელი ფორმა გვხვდება ყველაზე ხშირად?

ა ) ბულოზური;

ბ ) ეროზიულ-წყლულოვანი;

გ ) ექსუდაციურ-ჰიპერემიული;

*დ) ტიპიური.

629. რომელი მორფოლოგიური ელემენტია დამახასიათებელი წითელი ბრტყელი ლიქენისათვის?

ა ) ბუშტი;

ბ ) ბუშტუკი;

*გ) პაპულა;

დ ) ლაქა.

630. რომელი დიაგნოზის დროს აღინიშნება ენის ზურგზე, უკანა მესამედში ძაფისებრი დვრილების დაგრძელება, ჰიგმენტაცია, პირის ღრუში უცხო სხეულის არსებობის შეგრძნება?

ა ) ნაოჭიანი ენის,

*ბ) შავი თმიანი ენის;

გ ) გლოსალგიის;

დ ) რომბისებური გლოსიტის.

631. რომბისებური გლოსიტის რამდენ ფორმას არჩევენ?

*ა) 3-ს;

ბ ) 2-ს;

გ ) 1-ს;

დ ) 5- ს.

632. მაკროჰეილიტი, ნაოჭიანი ენა, სახის ნერვის ანთება აღინიშნება:

ა ) ბოუენის დაავადების დროს;

ბ ) მანგანოტის ჰეილიტის დროს;

*გ) მელკერსონ-როზენტალის სინდრომის დროს;

დ ) ლეიკოპლაკიის დროს.

633. ბოუენის დაავადება მიეკუთვნება:

ა ) ლორწოვანი გარსის კიბოსწინარე დაავადებების ფაკულტატურ ფორმას;

*ბ) ლორწოვანი გარსის კიბოსწინარე დაავადებების ობლიგატურ ფორმას;

გ ) დერმატოზებს

დ ) ლორწოვანი გარსის სიმსივნეებს.

634. გაიხსენეთ კანის რქის ლოკალიზდება:

ა ) ენაზე;

ბ ) მაგარ სასაზე;

*გ) ტუჩის წითელ ყაეთანზე;

დ ) ლოყის ლორწოვან გარსზე.

635. გამოიცანით ექსფოლიაციური ჰეილიტის ექსუდაციური ფორმისათვის დამახასიათებელია შემდეგი კლინიკური სურათი:

ა ) ტუჩის წითელი ყაეთანი მკვეთრი წითელი შეფერილობისაა, დაფარულია პატარა, მოვერცხლისფრო-მოთეთრო ქერქებით;

*ბ) შეშუპებულ, ჰიპერემიულ ტუჩზე აღინიშნება მონაცრისფრო-მოყვითალო, დიდი ზომის ქერქების არსებობა;

გ ) ტუჩის ლორწოვანი გარსის წითელ ყაეთანში გადასვლის ადგილას აღინიშნება გადიდებული სანერწყვე ჯირკვლების სადინარები ნერწყვის წვეთებით;

დ) ტუჩის წითელი ყაეთანი მელანინის პიგმენტებით იცვლება.

636. სიფილისის განვითარების რომელ პერიოდში წარმოიშობა პირის ღრუში მაგარი შანკრი?

ა ) მესამეული სიფილისის დროს;

ბ ) მეორადი სიფილისის დროს;

*გ) პირველადი სიფილისის დროს;

დ ) რეკონვალესცენციის პერიოდში.

637. მესამეული სიფილისის დროს პირის ღრუში ჩნდება:

ა ) ეროზიები;

ბ ) მკვრივი და რბილი ინფილტრატები;

გ ) პაპულები;

*დ) გუმა.

638. რა ტიპის გამოკვლევით ხდება კანდიდოზის საბოლოო დიაგნოზის დასმა:

ა ) ციტოლოგიური კვლევის საფუძველზე;

*ბ) ბაქტერიოლოგიური გამოკვლევით;

გ ) კლინიკური სურათის მიხედვით;

დ ) სეროლოგიური გამოკვლევით.

639. კანდიდოზის მკურნალობის დროს ადგილობრივად იყენებენ:

ა ) თებროფენს, ფლორენალს, გოსსიპოლს;

ბ ) ქაცვის ზეთს, კაროტოლინს;

*გ) დეკამინის მალამოს, ამფოტერიცინ B-ს, მაკმირორის მალამოს;

დ ) დოქსიციკლინს, სოდიანი ხსნარს.

640. პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაავადებათა რომელ ჯგუფს მიეკუთვნება ჰერპესული სტომატიტი, მიკოზები, ტუბერკულოზი:

ა ) ეგზოგენურ ინტოქსიკაციებს;

ბ ) ალერგიულ დაავადებებს;

*გ) ინფექციურ დაავადებებს;

დ ) ტრავმულ დაავადებებს.

641. ტუბერკულოზური წყლულისთვის დამახასიათებელია:

ა ) მრგვალი ან ოვალური ფორმის წყლული, ამობურცული კიდეებით, რომლის ფუძეზე აღინიშნება მკვრივი ინფილტრატი, წყლული დაფარულია მონაცისფრო-ყვითელი ნადებით, მტკივნეულობა არ აღინიშნება;

ბ ) მტკივნეული წყლული, მონაცისფრო მყრალი ნადებით;

*გ) უსწორმასწორო კიდეები, ხორკლიანი ფსკერი, მოყვითალო ნადები, ძლიერი მტკივნეულობა;

დ ) მრგვალი ან ოვალური ფორმის წყლული, უმტკივნეულო, სადაფისებური პრიალა ზედაპირით.

642. პირველი დახმარებისთვის მჟავეებით დამწვრობისას გამოიყენება:

ა ) ლუგოლის ხსნარი, 50%-იანი ეთილის სპირტი;

ბ ) 0,5%-იანი ლიმონმჟავას ხსნარი, ძმარმჟავას ხსნარი, 0,1%-იანი ქლორწყალბადმჟავას ხსნარი;

*გ) საპნიანი ხსნარი, სოდიანი ხსნარი;

დ) კირის წყალხსნარი.

643. პირველი დახმარებისთვის ტუტეებით დამწვრობისას გამოიყენება:

ა ) ლუგოლის ხსნარი, 50%-იანი ეთილის სპირტი;

*ბ) 0,5%-იანი ლიმონმჟავას ხსნარი, 0,1%-იანი ქლორწყალბადმჟავას ხსნარი;

გ ) საპნიანი წყალი, სოდიანი ხსნარი, დამწვარი მაგნეზიის წყალხსნარი;

დ) კირის წყალხსნარი.

644. ორგანიზმის რა პათოლოგიისთვისაა დამახასიათებელი ენაზე ნადები, შელესილი ენა:

ა ) ენდოკრინული დაავადებებისთვის;

ბ ) გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისთვის;

*გ) საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებებისთვის;

დ ) ფილტვების დაავადებებისთვის.

645. ენის სიფერმკრთალე აღინიშნება:

ა ) ჰეპატიტის დროს;

ბ ) ფილტვების დაავადებების დროს;

*გ) ანემიების დროს;

დ ) გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების დროს.

646. ენის მუქი წითელი შეფერილობა აღინიშნება:

ა ) ანემიების დროს;

ბ ) კუჭის წყლულს, კოლიტს;

*გ) გულ-სისხლძარღვთა და ფილტვების დაავადებებს;

დ ) შაქრიან დიაბეტს.

647. შაქრიანი დიაბეტის გამოვლინება პირის ღრუში შეიძლება იყოს:

ა ) ჰიპერსალივაცია, ტროფიკული წყლულები;

ბ ) პარესთეზია, გემოვნების დაქვეითება, "გეოგრაფიული ენა";

*გ) ქსეროსტომია, კატარული სტომატიტი, სოკოვანი დაავადებები;

დ ) პარესთეზია, ვირუსული დაავადებები.

648. ფაგების უპირატესობა ანტიბიოტიკებთან შედარებით განპირობებულია:

ა ) გამოიყენება მხოლოდ ბავშვებში;

ბ ) ადვილად ყალიბდება რეზისტენტული შტამები;

გ ) იწვევს ალერგიულ რეაქციებს;

*დ) მიკრობებზე არჩევითი მოქმედებით, ალერგიული რეაქციის არარსებობა.

649. მედიკამენტური სტომატიტის კლინიკაში წამყვანია:

ა ) ჰიპერემია შეშუპება, ეროზიები;

ბ ) პროდრომალური გამოვლინებების უქონლობა;

*გ) სამკურნალო პრეპარატების მიღების შემდეგ პირის ღრუში ცვლილება;

დ ) დიდი რაოდენობის ეროზიები და ბუშტუკები.

650. კონტაქტური სტომატიტის დიაგნოზის დასმა ხდება შემდეგი მონაცემების საფუძველზე:

ა ) გამოკვლევის დამხმარე მეთოდებით;

ბ ) ლაბორატორიული გამოკვლევით;

გ ) კლინიკური სიმპტომებით;

*დ) ანამნეზის შეფასებით.

651. კანდიდამიკოზის პროვოცირებას ახდენს:

ა ) ავადმყოფთან კონტაქტი;

*ბ) ანტიბიოტიკების მიღება;

გ ) ორგანიზმის გადაღლა;

დ ) ალერგიული რეაქციები.

652. გაიხსენეთ ტუჩის, ლოყის და რბილი სასის ლორწოვანი გარსის ეპითელიურ შრის შემადგენლობა:

ა ) ეკლისებური და რქოვანი შრეები;

ბ ) ბაზალური და გარქოვანებული შრეები;

*გ) ბაზალური, მარცვლოვანი და ეკლისებური შრეები;

დ ) ბაზალური, ეკლისებური, რქოვანი შრეები.

653. ენის ზედაპირის ეპითელურ შრეში აღინიშნება:

*ა) ბაზალური, ეკლისებური და რქოვანი შრეები;

ბ ) ბაზალური, მარცვლოვანი, რქოვანი შრეები;

გ ) ბაზალური და ეკლისებური შრეები;

დ) ფოთლოვანი და დვრილოვანი შრეები.

654. პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაავადების პირველადი მორფოლოგიური ელემენტებია:

*ა) ლაქა, ბუშტუკი, პაპულა;

ბ ) ნახეთქი, აფთა, წყლული;

გ ) პაპულა, ეროზია, ნახეთქი;

დ ) ლაქა, ბუშტუკი, ეროზია.

655. დაავადებები, რომელთაც ახასიათებთ პირის ღრუს ლორწოვანი გარსის წვა:

ა ) პარესთეზია, სტომალგია, ნევრალგია;

*ბ) გლოსალგია, ორალური კანდიდოზი;

გ ) პარესთეზია, გლოსალგია, გლოსიტი;

დ ) ენის ნევროზი, დესქვამაციური გლოსიტი, პარესთეზია.

656. ჰერპესული ინფექციის გაქრონიკულებას განაპირობებს:

ა ) პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ტრავმა;

*ბ) ბავშვის იმუნური სისტემის მდგომარეობა;

გ ) ბავშვის სქესი;

დ ) ბავშვის ასაკი.

657. რეციდიული ჰერპესული სტომატიტის სიმძიმის ფორმა განისაზღვრება

ა ) რეციდივის ხსნგრძლივობით;

ბ ) გამონაყრის ლოკალიზაციით;

გ ) ტემპერატურის მომატების დონით;

*დ) რეციდივების სიხშირის მიხედვით.

658. სისხლჩაქცევები ლორწოვან გარსში ვითარდება:

ა ) კეთილთვისებიანი ნეიტროპენიის დროს;

ბ ) ჰიპოპლასტიური ანემიის დროს;

*გ) სხვადასხვა წარმოშობის თრომბოციტოპენიის დროს;

დ ) დიათეზების დროს.

659. რომელი ინფექციური დაავადებისათვის არის დამახასიათებელი კოპლიკ-ფილატოვის ლაქები:

ა ) ქუნთრუშა;

ბ ) გრიპი;

გ ) ჩუტყვავილა;

*დ) წითელა.

660. რომელი ინფექციური დაავადებისათვის არის დამახასიათებელი ჟოლოსებური ენა:

*ა) ქუნთრუშა;

ბ ) გრიპი;

გ ) ჩუტყვავილა;

დ ) წითელა.

661. რეციდივული აფთების მძიმე ფორმის დროს გამონაყარი მეორდება:

*ა) პერმანენტულად;

ბ ) სამ თვეში ერთხელ;

გ ) წელიწადში ორჯერ;

დ ) რამდენიმე წელიწადში ერთხელ.

662. ვენსანის წყლულოვან-ნეკროზული სტომატიტის სამკურნალოდ მოწოდებულია:

ა ) ანტიმიკოზური პრეპარატები;

ბ ) კარბოქსითერაპია;

*გ) ოქსიგენოთერაპია;

დ ) ჰიდრომასაჟი.

663. ნერწყვის გამოყოფის მნიშვნელოვან დაქვეითებას ადგილი აქვს:

ა ) მრავალფორმიანი ექსუდაციური ერითემის დროს;

*ბ) სხივური ტრავმის შედეგად;

გ ) 6-8 თვის ბავშვებში;

დ ) გინგივიტისა და პარადონტიტის დროს.

664. პირის ღრუს ლორწოვანი გარსის მექანიკური ტრავმის მკურნალობაში წამყვანია:

ა ) კბილების ჰიგიენური დამუშავება;

ბ ) მადესენსიბილიზებელი თერაპია;

*გ) კერატოპლასტიური საშუალებების გამოყენება;

დ ) ანტიმიკოზური თერაპია.

665. სხივური ზემოქმედების მიმართ ყველაზე ლაბილურია:

*ა) სანერწყვე ჯირკვლები;

ბ ) ენა;

გ ) კბილის ქსოვილები;

დ ) ლორწოვანი გარსის უბნები, რომლებიც არ განიცდიან გარქოვანებას.

666. ქსეროსტომიის დროს მდგომარეობის შესამსუბუქებლად უმჯობესია:

ა ) სასმელი წყლის სავლები;

ბ ) ტკივილგამაყუჩებლები;

გ ) ჰიპერტონული ხსნარების სავლები;

*დ) ზეთოვანი ხსნარების სავლები.

667. როგორია ეპითელიუმის უჯრედების მიტოზური აქტივობა კანის უჯრედებთან შედარებით:

ა ) ერთნაირია;

*ბ) მაღალია;

გ ) დაბალია;

დ) კანის უჯრედებს არ ახასიათებს მიტოზი.

668. ეკლისებური შრის უჯრედებს შორის სითხის დაგროვებას ეწოდება:

*ა) სპონგიოზი;

ბ ) პარაკერატოზი;

გ ) აკანტოლიზი;

დ ) აკანტოზი.

669. ლოყის ლორწოვან გარსზე დაზიანებულ 1.6 კბილთან აღინიშნება წყლული ჰიპერემიული კიდეებით, წყლულის ფსკერი დაფარულია მონაცრისფრო ნეკროზული ნადებით, პალპაციით მტკივნეული, რეგიონული ლიმფური ჯირკვლები გადიდებული, მოძრავი, პალპაციით მტკივნეული, დასვით დიაგნოზი:

*ა) ტრავმული წყლული;

ბ ) ტუბერკულოზური წყლული;

გ ) სიფილისური წყლული;

დ ) სიმსივნური წყლული.

670. ტაპეინერის ლეიკოპლაკიის დროს პათოლოგიური უბანი უპირატესად ლოკალიზებული:

ა ) ლოყის ლორწოვან გარსზე;

ბ ) ტუჩის წითელ ყაეთანზე;

*გ) მაგარ სასაზე;

დ ) ენაზე.

671. ვრცელდება თუ არა კონტაქტური გზით ვენსანის წყლულოვან-ნეკროზული სტომატიტი:

ა ) ვრცელდება 50% შემთხვევაში;

*ბ) არ ვრცელდება;

გ ) ვრცელდება ყოველთვის;

დ) ვრცელდება შემთხვევათა 10%.

672. ჰიპოსალივაცია და ნერწყვის წებოვანების მომატება აღინიშნება:

*ა) შეგრენის სინდრომის დროს;

ბ ) როზენტალ-მელკენსონის სინდრომის დროს;

გ ) ბეხჩეტის სინდრომის დროს;

დ ) გლანდულარული ჰეილიტის დროს.

673. პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ინფექციურ დაავადებებს მიეკუთვნება:

ა ) ლეიკოპლაკია, პაპილომატოზი;

ბ ) სისტემური წიტელი მგლურა, პემფიგუსი;

*გ) ვენსენის წყლულოვან- ნეკროზული სტომატიტი, კანდიდოზი;

დ ) ქრონიკული რეციდიული აფთოზური სტომატიტი, მრგვალფორმიანი ექსუდაციური ერითემა.

674. ქვემოთ ჩამოთვლილი დაავადებებიდან რომელი მიეკუთვნება სიმპტომურ ჰეილიტებს:

ა ) ექსფოლაციური ჰეილიტი;

*ბ) ატოპიური ჰეილიტი;

გ ) აქტინიური ჰეილიტი;

დ ) მეტეოროლოგიური ჰეილიტი.

675. ეგზემატოზური ჰეილიტის დიფერენციალური დიაგნოზი უნდა გატარდეს:

ა ) გლანდულარულ ჰეილიტთან;

ბ ) მაკროჰეილიტთან;

*გ) ატოპიურ ჰეილიტთან;

დ ) მიკროჰეილიტთან.

676. ექსფოლაციური ჰეილიტის რამდენი კლინიკური ფორმა არსებობს:

ა) 4;

ბ) 3;

*გ) 2;

დ) 1.

677. რომელ დაავადებას არ ახასიათებს პათოლოგიური პროცესის გავრცელება ტუჩის ირგვლივ კანზე:

*ა) ექსფოლაციური ჰეილიტს;

ბ ) ეგზემატოზური ჰეილიტს;

გ ) ატოპიური ჰეილიტს;

დ) ტუჩის ტრავმას.

678. რომელ დაავადებას არ ახასიათებს ლიქენიზაცია:

ა ) მეტეოროლოგიურ ჰეილიტს;

*ბ) გლანდულარულ ჰეილიტს;

გ ) ექსფოლაციურ ჰეილიტს;

დ ) ეკზემატოზურ ჰეილიტს.

679. რომელი კლინიკური ნიშანი იძლევა ატოპიურ და ექსფოლაციურ ჰეილიტებს შორის დიფერენციული დიაგნოზის გატარების საშუალებას:

ა ) გამოხატული შეშუპება;

ბ ) ტუჩის წითელი ყაეთნის შეფერილობის ცვლილება;

გ ) მორფოლოგიური ელემენტი;

*დ) პროცესის ლოკალიზაცია.

680. კონტაქტური ალერგიული ჰეილიტის დიფერენციალური დიაგნოზი უნდა გატარდეს:

ა ) ბოუენის დაავადებასთან;

ბ ) მანგანოტის ჰეილიტთან;

გ ) გლანდულარულ ჰეილიტთან;

*დ) ექსფოლაციურ ჰეილიტთან.

681. შიდსით დაავადებულ პაციენტებს პირის ღრუში უფრო ხშირად უვითარდებათ:

ა ) წითელი მგლურა, მრგალფორმიანი ექსუდაციური ერითემა, ატოპიური ჰეილიტი;

*ბ) წითელი მგლურა, წყლულოვან-ნეკროზული გინგივო-სტომატიტი, კანდიდოზი, ლეიკოპლაკია;

გ ) წითელი ბრტყელი ლიქენი, ექსფოლაციური ჰეილიტი, პემფიგუსი, დესქვამაციური გლოსიტი;

დ ) წითელი მგლურა, პემფიგუსი, ნაოჭიანი ენა.

682. დაავადებათა რომელ ჯგუფს მიეკუთვნება ნაოჭიანი ენა:

ა ) ინფექციურ დაავადებებს;

*ბ) თანდაყოლილ და გენეტიკურად განპირობებულ ანომალიებს;

გ ) დაავადებებს ავტოიმუნური პათოგენეზით;

დ ) ალერგიულ და ტოქსიკო-ალერგიულ დაავადებებს.

683. დესქვამაციური გლოსიტის დროს პათოლოგიური პროცესი ლოკალიზებულია:

*ა) ენის ზურგზე;

ბ ) ენის ქვედა ზედაპირზე;

გ ) ენის წვერზე;

დ ) ენის გვერდით ზედაპირზე.

684. ლორწოვან გარსზე აღინიშნება წყლული უსწორმასწორო, გამოთხრილი კიდეებით, ფსკერი მარცვლოვანი შესახედაობის, დაფარული მონაცრისფრო მოყვითალო ვაშლის ჟელეს მაგვარი ნადებით. დასვით დიაგნოზი:

ა ) დეკუბიტალური წყლული;

*ბ) ტუბერკულოზური წყლული;

გ ) სიფილისური წყლული;

დ) ტროფიკული წყლული.

685. პირის ღრუს ინფექციური დაავადებები ჩამოყალიბდება შემდეგი სამი ფაქტორის ურთიერთქმედებით:

ა ) მიკრობი, ზოგადი დაავადება, იმუნიტეტი;

ბ ) მაკროორგანიზმი, სქესი, მიკრობი;

*გ) მიკრობი, მაკროორგანიზმი, გარემო პირობები;

დ ) მიკრობი, სქესი, გენეტიკა.

686. პირის ღრუს ვირუსული დაავადებებია:

ა ) მარტივი ჰერპესი, წითელი ბრტყელი ლიქენი, შემოსარტყლული ლიქენი;

ბ ) წითელი ბრტყელი ლიქენი, კანდიდოზი, შემოსარტყლული ლიქენი;

*გ) მარტივი ჰერპესი, ჩუტყვავილა, შემოსარტყლული ლიქენი, ჰერპანგინა;

დ ) მარტივი ჰერპესი, ჩუტყვავილა, წითელი ბრტყელი ლიქენი.

687. წითელი ბრტყელი ლიქენის დროს ჰისტოლოგიური კვლევით აღინიშნება:

ა ) ჰიპერკერატოზი;

ბ ) აკანტოლიზი, პარაკერატოზი;

*გ) აკანტოზი, ჰიპერკერატოზი, პარაკერატოზი;

დ ) აკანტოლიზი, სპონგიოზი.

688. სისტემური წითელი მგლურა უმეტესად გამოვლინდება:

*ა) შუბლზე, ცხვირზე, ლოყებზე, ყურის ნიჟარებზე, თავის თმიან ნაწილზე, ტუჩის წითელ ყაეთანზე;

ბ ) შუბლზე, წინამხარზე, კისერზე, მუცელზე;

გ ) პირის ღრუს ლორწოვანზე;

დ ) შუბლზე, ცხვირზე, ლოყებზე, კისერზე, მუცელზე.

689. წითელი მგლურას ძირითადი კლინიკური ნიშნებია:

ა ) ციანოზი, ატროფია;

ბ ) ჰიპერკერატოზი, ჰიპერტროფია;

*გ) ერითემა, ჰიპერკერატოზი, ატროფია;

დ ) ერითემა, ჰიპოკერატოზი, ატროფია.

690. რითი განსხვავდება როზეოლა ერითემისაგან:

ა ) როზეოლა და ერითემა პრაქტიკულად არ განსხვავდება ერთმანეთისაგან;

ბ ) როზეოლა, ერითემასთან შედარებით არის დიდი ზომის შემოსაზღვრული ლაქა;

*გ) როზეოლა ერითემასთან შედარებით არის მცირე ზომის შემოსაზღვრული ლაქა;

დ ) როზეოლას ახასიათებს მტკივნეული ინფილტრატი, განსხვავებით ერითემისაგან.

691. ლორწოვანი გარსის დაზიანების პირველადი ელემენტებიდან რომლის ეპითელიზაცია მიმდინარეობს ნაწიბურის წარმოქმნით:

*ა) ბორცვაკი;

ბ ) კვანძულა;

გ ) ბუშტუკი;

დ ) ლაქა.

692. რომელია ლორწოვანი გარსის დაზიანების პირველადი ელემენტები:

*ა) კვანძულა;

ბ ) წყლული;

გ ) ქერქი;

დ ) ნახეთქი.

693. რომელია ლორწოვანი გარსის დაზიანების მეორადი ელემენტები:

*ა) ნახეთქი;

ბ ) ცისტა;

გ ) ლაქა;

დ ) ბუშტუკი.

694. აქტინიური ჰეილიტის მშრალი ფორმის დიფერენციალური დიაგნოსტიკა უნდა გატარდეს:

ა ) კონტაქტურ ალერგიულ ჰეილიტთან;

ბ ) ატოპიურ ჰეილიტთან;

*გ) წითელ მგლურასთან;

დ ) ჰიპოკერატოზთან.

695. აქტინიური ჰეილიტის ექსუდაციური ფორმის დიფერენციული დიაგნოსტიკა უნდა გატარდეს:

*ა) კონტაქტურ ალერგიულ ჰეილიტთან;

ბ ) ექსფოლიაციურ ჰეილიტთან;

გ ) წითელ მგლურასთან;

დ ) გლანდულარულ ჰეილიტთან.

696. შავი თმიანი ენის ადგილობრივი დამუშავებისთვის მოწოდებული საშუალებებია:

ა ) კერატოპლასტიური პრეპარატები;

*ბ) კერატოლიზური პრეპარატები;

გ ) კორტიკოსტეროიდები;

დ ) ანტიბიოტიკები.

697. წითელი მგლურას რომელ ფორმები გამოვლინდება პირის ღრუს ლორწოვან გარსზე:

ა ) ტიპიური, ექსუდაციურ ჰიპერემიული, ატროფიული, ღრმა;

ბ ) ტიპიური, ატროფიული, ღრმა;

*გ) ტიპიური, ექსუდაციურ-ჰიპერემიული, ეროზიულ-წყლულოვანი;

დ ) ატროფიული, ღრმა დანაწებურებადი, ეროზიულ-წყლულოვანი.

698. წითელი მგლურას დიფერენციალური დიაგნოსტიკა პროცესის ტუჩის წითელ ყაეთანზე ლოკალიზაციის შემთხვევაში უნდა გატარდეს:

ა ) ეგზემატოზურ ჰეილიტთან;

ბ ) გლანდულარულ ჰეილიტთან;

გ ) ექსფოლიაციურ ჰეილიტთან;

*დ) აქტინიურ ჰიელიტთან.

699. ბულოზური პემფიგოიდის მკურნალობა ეფექტურია:

ა ) ანტიმალარიული პრეპარატებით;

ბ ) ანტისეპტიკური პრეპარატებით;

*გ) კორტიკოსტეროიდებით;

დ ) ანტიბიოტიკებით.

700. დესქვამაციური გლოსიტის დროს პაციენტები აღნიშნავენ:

ა ) მუდმივი ხასიათის ყრუ ტკივილს;

*ბ) ტკივილი არ აღინიშნება, ერთეულ შემთხვევაში არის წვის შეგრძნება;

გ ) ძლიერ ტკივილს ლაპარაკის და საკვების მიღების დროს;

დ ) ეროზიულ გამონაყარს ენაზე.

701. მწვავე ჰერპესული სტომატიტის ადგილობრივი მკურნალობის დროს მოწოდებულია:

*ა) ზოვირაქსისა და ინტერფერონის მალამო;

ბ ) ჰიდროკორტიზონის 2%-იანი მალამო;

გ ) დეკამინის 0,5%-იანი მალამო,ამფოტერიცინ B-ს მალამო;

დ ) თებროფენის 2%-იანი მალამო, გოსიპოლის 3% მალამო.

702. ანტივირუსული პრეპარატებია:

ა ) ხინგამინი, დელაგილი;

ბ ) ოქტავეგინი, სოლკოსერილი;

*გ) მეტისაზონი, ბონაფტონი, აციკლოვირი;

დ ) მეზატონი, დიფლუკანი.

703. რომელი ვიტამინის ნაკლებობის დროს აღინიშნება პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიმშრალე, ჰიპერკერატოზი, ნერწყვის რაოდენობის შემცირება:

ა ) ნიკოტინის მჟავის;

ბ ) რიბოფლავინის;

*გ) რეტინოლის;

დ ) თიამინის.

704. რომელი ვიტამინის ნაკლებობის დროს აღინიშნება პირის ღრუს ლორწოვან გარსზე პეტექიები:

ა ) ციანკობალამინის;

ბ ) პირიდოქსინის;

*გ) ასკორბინის მჟავას;

დ ) ტოკოფეროლის.

705. როგორია A ვიტამინის დღეღამური დოზა?

ა ) 5-5,5 მგ;

ბ ) 3-3,5 მგ;

*გ) 1-1,5 მგ;

დ ) 1,5-3,5 მგ.

706. ლორწოვანი გარსის რომელ შრეებშია ლოკალიზებული ეროზია?

ა ) ეპითელიურ, საკუთრივ ლორწოვან გარსსა და ლორწოვან შრეში;

ბ ) ეპითელიურსა და საკუთრივ ლორწოვან გარსში;

*გ) ეპითელურში;

დ ) ეპითელიურსა და ლორწქვეშა შრეში.

707. პირის ღრუს რომელ უბანზეა ლორწოვანი გარსი უძრავად ფიქსირებული ქვეშმდებარე ქსოვილებთან:

ა ) რბილ სასაზე;

*ბ) ენაზე;

გ ) პირის ღრუს ფსკერზე;

დ ) ლოყაზე.

708. წითელი ბრტყელი ლიქენის რომელი ფორმები მიეკუთვნება ფაკულტატურ კიბოსწინარე დაავადებებს:

*ა) ეროზიულ-წყლულოვანი, ჰიპერკერატოზული;

ბ ) ექსუდაციურ-ჰიპერემიული;

გ ) ატიპიური ბულოზური;

დ ) წითელი ბრტყელი ლიქენი არ მიეკუთვნება კიბოსწინარე დაავადებებს.

709. რომელ დაავდებებთან უნდა გატარდეს ბრტყელი ლიქენის დიფერენციალური დიაგნოსტიკა?

ა ) ექსფოლაციურ ჰიელიტთან;

ბ ) ჰერპესულ სტომატიტთან;

*გ) პაპულოზურ სიფილისთან;

დ ) ქრონიკულ რეციდიულ აფთოზურ სტომატიტთან.

710. გაიხსენეთ პემფიგუსის კლინიკური ფორმები:

ა ) ბრტყელი, ვერუკოზული, ეროზიული;

ბ ) ტიპიური, ექსუდაციურ-ჰიპერემიული, ეროზიულ-წყლულოვანი, ბულოზური, ჰიპერკერატოზული;

*გ) ვულგალური, ვეგეტაციური, ფოთლისებური, ერითემატოზული;

დ ) ვულგალური, ვეგეტაციური, ბულოზური, ვერუკოზული.

711. როგორი მოქმედება აქვს ქაცვის ზეთს, კაროტოლინს?

ა ) ბაქტერიოციდული;

*ბ) კერატოპლასტიკური;

გ ) ანთების საწინააღმდეგო;

დ ) მასენსიბილიზირებელი.

712. რომელ დაავადებასთან ტარდება რბილი ლეიკოპლაკიის დიფერენციალური დიაგნოზი:

ა ) მრავალფორმიან ექსუდაციურ ერითემასთან;

*ბ) კანდიდოზთან;

გ ) წითელ მგლურასთან;

დ ) ქრონიკულ რეციდიულ აფთოზურ სტომატიტთან.

713. გაიხსენეთ სტივენს-ჯონსონის სინდრომის კლინიკური სურათი:

ა ) ღრძილები შეშუპებულია, ჰიპერემიული, სისხლმდენი, კბილთაშუა დვრილებზე აღინიშნება დანეკროზებული უბნები, საკვების მიღება მტკივნეულია;

ბ ) პირის ღრუს ლორწოვან გარსზე წარმოიშობა პაპულები, რომლებიც ერთიანდებიან და ქმნიან ბადისებრ ნახეთქს;

*გ) პირის ღრუს ლორწოვან გარსზე და კანზე ჩნდება ბუშტები, რომელთა ადგილზე წარმოიშობა სისხლმდენი ეროზიები, საკვები მიიღება და ლაპარაკი მტკივნეულია;

დ ) პირის ღრუს ლორწოვან გარსზე წარმოიშობა პაპულები, კბილთაშუა დვრილებზე აღინიშნება დანეკროზებული უბნები, საკვები მიიღება და ლაპარაკი მტკივნეულია.

714. კვინკეს შეშუპების დროს დიფერენციალური დიაგნოზი უნდა გატარდეს:

ა ) ექსფოლაციურ ჰეილიტთან;

ბ ) ეგზემატოზურ ჰეილიტთან;

*გ) მაკროჰეილიტთან;

დ ) გლანდულარულ ჰეილიტთან.

715. კვინკეს შეშუპების დროს შეშუპებული კანის და ლორწოვანი უბნების შეფერილობა:

*ა) უცვლელია;

ბ ) ანემიურია;

გ ) ჰიპერემიულია;

დ ) ციანოზურია.

716. რა მიზნით შეჰყავთ 0,1%-იანი ადრენალინის ხსნარი კვინკეს შეშუპების დროს:

ა ) დეზინტოქსიკაციისთვის;

*ბ) არტერიული წნევის ასაწევად;

გ ) სენსიბილიზაციისთვის;

დ ) პულსის გასაძლიერებლად.

717. ფენოლით დამწვრობის დროს პირის ღრუს ლორწოვან გარსს ამუშავებენ:

ა ) 0,1%-იანი ქლორჰექსიდინით;

ბ ) 1%-იანი იოდით;

*გ) 50%-იანი სპირტით;

დ ) 3%-იანი წყალბადის ზეჟანგით.

718. პაციენტი 26 წლის უჩივის ენაზე წყლულის არსებობას, ტკივილს არ აღნიშნავს, წყლულის არსებობა საკმაოდ გახანგრძლივებულია ( 3-4 კვირა ), რაც გახდა მომართვის მიზეზი. პაციენტის ზოგადი მდგომარეობა არ არის შეცვლილი; ადგილობრივად აღენიშნება მომრგვალო ფორმის წყლული ენაზე, ამობურცული კიდეებით, გლუვი ფსკერით. ფუძესთან მკვრივი ინფილტრატი, პალპაციით

უმტკივნეულო. რეგიონალური ლიმფური კვანძები გადიდებული, გამკვრივებული, უმტკივნეულო. სავარაუდო დიაგნოზია:

ა ) ტრავმული წყლული;

ბ ) სიმსივნური წყლული;

*გ) სიფილისური წყლული;

დ ) ტროფიკული წყლული.

719. გაიხსენეთ ელექტრული დენის დეფინიცია:

ა ) უარყოფითი იონების გადაადგილება;

ბ ) დადებითი იონების გადაადგილება;

გ ) ელექტრონების ნაკადი;

*დ) ელექტრული მუხტების მოწესრიგებული მოძრაობა.

720. ელექტროდენს ყველაზე კარგად ატარებს:

ა ) ძვლოვანი ქსოვილი;

*ბ) ნერწყვი;

გ ) კბილის მაგარი ქსოვილები;

დ ) კანი.

721. ელექტროდენს ყველაზე ცუდად ატარებს:

ა ) ძვლოვანი ქსოვილი;

ბ ) ნერწყვი;

*გ) კბილის მაგარი ქსოვილები;

დ ) კანი.

722. ცოცხალი ქსოვილი ატარებს დენს, რადგან იგი შეიცავს:

ა ) შეიცავს უჯრედში ბიოპოტენციალებს;

ბ ) დადებით იონებს;

გ ) უარყოფით იონებს;

*დ) სითხეს.

723. ელექტროფორეზი არის:

ა ) ულტრაბგერის აპარატის საშუალებით ქსოვილში სამკურნალო პრეპარატის შეყვანა;

ბ ) ცვლადი დენის საშუალებით ქსოვილში სამკურნალო პრეპარატების შეყვანა;

*გ) მუდმივი დენის საშუალებით ქსოვილში სამკურნალო პრეპარატების შეყვანა;

დ ) მაღალი სიხშირის ელექტრული დენის სამკურნალო მიზნით გამოყენება.

724. გაიხსენეთ ელექტროფორეზის ხანგრძლივობა:

ა ) 2-4 წუთი;

ბ ) 20-60 წამი;

გ ) 6-8 წამი;

*დ) 20-30 წუთი.

725. გაიხსენეთ წარსულში ფესვის არხში დიათერმოკიაგულაციის ჩატარების ჩვენება:

ა ) ტკივილის გაყუჩება;

ბ ) დევიტალიზაცია;

*გ) პულპის ცილების კოაგულაცია;

დ) არხის სტერილიზაცია.

726. ელექტროდონტომეტრია არის:

ა ) პაროდონტიტის დიაგნოსტიკის საშუალება;

ბ ) პერიოდონტიტის დიაგნოსტიკის საშუალება;

გ ) კარიესის დიაგნოსტიკის საშუალება;

*დ ) კბილის ვიტალობის ტესტი.

727. პულპის ელექტროაღგზნებადობა ნორმის პირობებში ტოლია:

ა ) 50-100 მკა-მდე;

ბ ) 10-დან 50 მკა-მდე;

გ ) 0-დან 150 მკა-მდე;

*დ) 2-დან 8 მკა-მდე.

728. პულპის რეაქცია 15-დან 20 მკა-ზე შეესაბამება დიაგნოზს:

ა ) ქრონიკული პერიოდონტიტი;

ბ ) მწვავე პერიოდონტიტი;

გ ) პულპის ნეკროზი;

*დ) მწვავე პულპიტი.

729. პულპის რეაქცია 60 მკა-ზე შეესაბამება დიაგნოზს:

ა ) ქრონიკული პერიოდონტიტი.

ბ ) მწვავე პერიოდონტიტი;

*გ) წყლულოვანი პულპიტი;

დ ) ღრმა კარიესი.

730. პაროდონტის დაავადებების მკურნალობის დროს ელექტროკოაგულაციის გამოყენების ძირითადი მიზანია:

ა ) პაროდონტის ქსოვილზე ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ნივთიერებათა ცვლის პროცესის ნორმალიზაცია;

ბ ) სიხლძარღვების ტონუსის, პაროდონტის ქსოვილის ფუნქციის ნორმალიზაცია;

*გ) პათოლოგიური გრანულაციის და ჩაზრდილი ეპითელიუმის მოცილება, ღრძილის ჰიპერპლაზიური კიდის სკლეროზი;

დ ) სისხლმომარაგების ნორმალიზაცია და პაროდონტის ქსოვილების რეზისტენტობის გადიდება.

731. 200 მკა ელექტროოდონტოდიაგნოსტიკის მაჩვენებლი და მეტი მიუთითებს შემდეგ დაავადებებზე:

ა ) ღრმა კარიესი;

ბ ) განგრენოზული პულპიტი;

*გ) ქრონიკული პერიოდონტიტი;

დ ) ინტაქტური კბილი.

732. არაფორმირებულ კბილში პულპა პასუხობს დენის შემდეგ სიდიდეებზე:

ა ) საპასუხო რეაქცია არ არის.

ბ ) 80-90 მკა-ზე და ქვემოთ;

გ ) 15-20 მკა-ზე;

*დ) 2-3 მკა-ზე.

733. ელექტროფორეზის უკუჩვენებას წარმოადგენს:

*ა) სიმსივნური დაავადებები;

ბ ) გადატანილი ინფექციური დაავადებები;

გ ) ქოლეცისტიტი;

დ ) გულ-სისხლძარღვთა დაავადებების კომპენსირებული ფორმები.

734. ქვედა ყბის ინტაქტური მოლარების ელექტროოდონტოდიაგნოსტიკა ტარდება:

ა ) ბორცვთაშუა ღარზე;

ბ ) დისტალურ ბორცვზე;

გ ) ენისკენა მეზიალურ ბორცვზე;

*დ) ლოყისკენა მეზიალურ ბორცვზე.

735. ზედა ყბის ინტაქტური მოლარების ელექტროოდონტოდიაგნოსტიკა ტარდება:

ა ) ბორცვთაშუა ღარზე;

*ბ) მეზიალურ ბორცვზე;

გ ) დიატალურ ბორცვზე;

დ ) სასისკენა ბორცვზე.

736. ინტაქტური პრემოლარების ელექტროოდონტოდიაგნოსტიკა ტარდება:

ა ) ბორცვთაშუა ფისურაზე;

ბ ) ენისკენა ბორცვზე;

*გ) ლოყისკენა ბორცვზე;

დ) კბილის ყელზე.

737. ბჟენის ამოღების ჩვენება დაბჟენილი კბილის ელექტროოდონტოდიაგნოსტიკისათვის:

ა ) ყველა ბჟენი უნდა იქნას ამორებული;

*ბ) ამალგამით დაბჟენის შემთხვევაში;

გ ) კომპოზიტით დაბჟენის შემთხვევაში;

დ ) ცემენტით დაბჟენის შემთხვევაში.

738. ინტაქტური საჭრელი კბილის ელექტროოდონტოდიაგნოსტიკა ტარდება:

ა ) საჭრელი კბილის ვესტიბულარული გვირგვინის შუა მიდამოდან;

ბ ) საჭრელი კბილის ენისკენა მიდამოდან;

გ ) საჭრელი კბილის ვესტიბულარული ყელის მიდამოდან;

*დ) საჭრელი კბილის საჭრელი კიდის შუა მიდამოდან.

739. ჩირქოვანი პულპიტის დროს პულპის ელექტროგაღიზიანებადობა ტოლია:

ა ) 15-20 მკა;

ბ ) 50-85 მკა;

*გ) 40-60 მკა;

დ ) 20-30 მკა.

740. სტომატოლოგიურ დაავადებათა განვითარების მაპროვოცირებელ რისკ-ფაქტორებს მიეკუთვნება შემდეგი:

*ა ) არასპეციფიკური;

ბ ) არარაციონალური;

გ ) არაენდემიური;

დ ) არაბიოლოგიური.

741. რომელ რისკ-ფაქტორს მიეკუთვნება წყლისა და ნიადაგის შემადგენლობა?

ა ) არასპეციფიკურს;

ბ ) სპეციფიკურს;

*გ) ეგზოგენურს;

დ ) ენდოგენურს.

742. რომელ რისკ-ფაქტორს მიეკუთვნება ბავშვის განვითარების ასაკობრივი ანატომიურ-ფიზიოლოგიური თავისებურებანი?

*ა) არამართვადს;

ბ ) მართვადს;

გ ) სპეციფიკურს;

დ ) ენდოგენურს.

743. რას ითვალისწინებს მეორადი პროფილაქტიკა?

*ა) დაავადებათა ადრეულ გამოვლინებასა და მათი გართულებების თავიდან აცილების უზრუნველყოფას;

ბ ) პირის ღრუს მოვლის ჰიგიენური ჩვევების სწავლებას;

გ ) ბავშვის რაციონალური კვების უზრუნველყოფას;

დ ) კბილის მაგარი ქსოვილების პირველად მინერალიზაციას.

744. CPITN ინდექსის განსაზღვრისას რამდენ ნაწილად (სექტანტად) იყოფა თითოეული ყბა?

ა ) 8;

ბ ) 6;

*გ) 3;

დ ) 2.

745. რა ღონისძიებებს მოიცავს მესამე რიგის პროფილაქტიკა?

*ა ) ორთოდონტულს;

ბ ) ორთოდოქსულს;

გ ) ოფთალმიგურს;

დ ) ეთნიკურს.

746. საერთო-სახელმწიფოებრივი პროფილაქტიკის ღონისძიებებია:

ა ) კბილების ჰიგიენური მოვლის დანერგვა;

ბ ) პროფილაქტიკის მეთოდებისა და საშუალებების ინდივიდუალური შერჩევა;

გ ) კარიესის პროფილაქტიკისათვის ენდოგენური საშუალებების დანიშვნა;

*დ) სასმელი წყლის, მარილისა და რძის ფტორირება.

747. კომპლექსური პაროდონტალური ინდექსით (კპი) პაროდონტის ქსოვილთა შესაფასებლად თითოეულ კბილთან განისაზღვრება:

*ა ) კბილის პათოლოგიური რყევა;

ბ ) კბილ-ღრძილის პათოლოგიური კონტური;

გ ) კბილის ფერი;

დ ) კბილის პათოლოგიური ზომა.

748. კომპლექსური პაროდონტალური ინდექსის (კპი) განსაზღვრისას რომელ ასაკში იკვლევენ 16, 11, 26, 36, 31, 46 ჯგუფის კბილებს?

ა ) 18 წლის;

ბ ) 15 წლის;

*გ) 7-14 წლის;

დ ) 3-4 წლის.

749. CPITN ინდექსის განსაზღვრისას რამდენი კბილის პაროდონტის მდგომარეობა ფიქსირდება თითოეულ სექტანტში?

ა ) ოთხი;

ბ ) სამი;

გ ) ორი;

*დ) ერთი.

750. ცენტრალიზებული გეგმიური სანაციის ჩატარებისას სტომატოლოგიური დახმარება ხორციელდება:

ა ) მოძრავ სტომატოლოგიურ კაბინეტებში;

ბ ) ორგანიზებული დაწესებულებების ექიმის კაბინეტში;

*გ) სტომატოლოგიურ პოლოკლინიკებში ან განყოფილებებში;

დ) საბავშვო ბაღებსა და სკოლებში.

751. ბავშვთა ჯანმრთელობის შესაფასებლად ჯანმრთელობის რამდენი ჯგუფია მოწოდებული?

*ა) 5;

ბ ) 4;

გ ) 3;

დ ) 2.

752. მზარდ ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებების თავისებურების და ინტენსიურობის მიხედვით ბავშვის რამდენ

ასაკობრივ პერიოდებს განასხვავებენ:

*ა) 6;

ბ ) 5;

გ ) 3;

დ ) 2.

753. რამდენ ასაკობრივ ჯგუფს მოიცავს სკოლის პერიოდი?

ა ) 4;

*ბ) 3;

გ ) 2;

დ ) 1.

754. რამდენი ნაწილისაგან შედგება პირის ღრუ?

ა ) 4;

ბ ) 3;

*გ) 2;

დ ) 1.

755. როდის მთავრდება მინანქრის მომწიფება?

*ა) კბილის ამოჭრის შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში;

ბ ) კბილის ამოჭრისთანავე;

გ ) კბილის ამოჭრამდე;

დ) მინანქარი მთელი ცხოვრების მანძილზე მწიფდება.

756. კბილების მინერალურ ფუძეს შეადგენს აპატიტების იზომორფული კრისტალები, რომელია ძირითადი კომპონენტები:

ა ) სილიკარბონატი;

ბ ) ფთორაპატიტი;

გ ) კარბონატაპატიტი;

*დ) ჰიდროქსიაპატიტი.

757. აქვს თუ არა მნიშვნელობა მინანქრის რეზისტენტულობის აწევისათვის მჟავების მოქმედების მიმართ მასში კალციმფოსფორის ბალანსის სიდიდეს:

ა ) აქვს ზოგიერთ შემთხვევაში;

ბ ) არა აქვს მნიშვნელობა;

*გ) აქვს დიდი მნიშვნელობა;

დ) ბალანსში უფრო მნიშვნელოვანია კალიუმის და ნატრიუმის კონცენტრაცია.

758. მინანქრის რა პროცენტს შეადგენს არაორგანული ნივთიერებები?

*ა) 95%-ს;

ბ ) 50%-ს;

გ ) 30%-ს;

დ ) 12%-ს.

759. მიუთითეთ, რა ფაქტორებით შეიძლება იყოს განპირობებული მინანქრის შეღწევადობის დონის შეცვლა?

*ა ) მინანქრის სტრუქტურით;

ბ ) კვების რეჟიმით;

გ ) პაციენტთა ასაკით;

დ) მნიშვნელობით.

760. მნიშვნელოვანია თუ არა ნერწყვის როლი კბილის მინანქარში ორგანული და არაორგანული ნივთიერებების შეღწევის პროცესისათვის:

ა ) აქვს მნიშვნელობა ზოგიერთ შემთხვევაში;

ბ ) არ არის მნიშვნელოვანი;

*გ) მნიშვნელოვანია;

დ) მხოლოდ არაორგანული ნივთიერებების შეღწევაში.

761. საშუალოდ ლეიკოციტების რა რაოდენობას შეიცავს ნორმაში 1 მლ ნერწყვი?

ა ) 10 000;

*ბ) 4 000;

გ ) 1 500;

დ ) 500.

762. გაიხსენეთ ღრძილის ღარის სიღრმე:

ა ) 5 მმ-ზე მეტია;

ბ ) 4 მმ-ია;

გ ) 2,5-3 მმ-ის ტოლია;

*დ) 0,5 მმ-ზე ნაკლებია.

763. რაზეა დამოკიდებული თავისუფალი და მიმაგრებული ღრძილის ფერი?

*ა) ლორწოვანის ვასკულარიზაციაზე;

ბ ) კბილების რაოდენობაზე;

გ ) პაციენტის ასაკზე;

დ ) კბილების ფერზე.

764. საკვებში პროტეინის დეფიციტი იწვევს:

*ა ) პერიოდონტალური იოგის ქსოვილთა დეგენერაციას;

ბ ) გემოვნების დაქვეითებას;

გ ) მგრძნობელობის დაქვეითებას;

დ) კბილთა ფერის შეცვლას.

765. კბილების განვითარების პერიოდში A ვიტამინის ხანგრძლივი უკმარისობა იწვევს:

ა ) მჟავაწარმომქმნელი მიკროფლორის განვითარებას;

ბ ) მიკროელემენტების დეფიციტს;

გ ) ამინომჟავების დეფიციტს;

*დ) მინანქრის ჰიპოპლაზიას.

766. როგორია კალციუმის დღიური დოზა საერთაშორისო სტანდარტების თანახმად?

ა ) 1100-2000 მგ;

*ბ) 400-1000 მგ;

გ ) 200-300 მგ;

დ ) 100-200 მგ.

767. რა რაოდენობის ნერწყვი გამოიყოფა მოსვენებულ მდგომარეობაში 1 წუთის განმავლობაში?

ა ) 3,5-4,0 მლ;

ბ ) 2,5-3,0 მლ;

გ ) 1,5-2,0 მლ;

*დ) 0,5-1,0 მლ.

768. სიცოცხლის რომელ პერიოდში გამოეყოფა ბავშვს ნერწყვი ყველაზე მცირე რაოდენობით?

ა ) 2 წლის ასაკში;

ბ ) 10-12 თვის ასაკში;

გ ) 6-8 თვის ასაკში;

*დ) სიცოცხლის პირველ კვირას.

769. ორგანული ნივთიერებებიდან ნერწყვი ყველაზე დიდი რაოდენობით შეიცავს:

ა ) პროტეოლიტურ ფერმენტებს;

ბ ) C, K და B ჯგუფის ვიტამინებს;

*გ) მუცინს;

დ ) ამინომჟავებს.

770. რა შემთხვევაში იზრდება რეფლექსურად ნერწყვის სეკრეცია?

ა ) დეპრესიისა და ციებ-ცხელების დროს;

ბ ) 14:00-17:00 საათის ფარგლებში;

*გ) პირის ღრუში მიმდინარე ანთებითი პროცესების დროს;

დ ) მრავლობითი კარიესის დროს.

771. როგორია ნერწყვში კოლაგენის ხსნადობის მაჩვენებელი კოლაგენაზას გააქტიურებისას:

ა ) 70-80%;

ბ ) 25-60%;

*გ) 10-25%;

დ ) 3-5%.

772. რა განაპირობებს მინანქრის მომწიფებას კბილის ამოჭრის შემდეგ?

ა ) ორგანიზმის საერთო მდგომარეობა;

*ბ) ნერწყვის საშუალებით განხორციელებული იონური ცვლა;

გ ) პირის ღრუს ჰიგიენა;

დ ) საკვების შემადგენლობა.

773. წყალბადის იონების კონცეტრაციის დაბალი მაჩვენებლის დროს პირის ღრუს სითხე:

*ა) არ არის გაჯერებული ჰიდროქსიაპატიტით და ფთორაპატიტით;

ბ ) გაჯერებულია ფთორაპატიტით;

გ ) გაჯერებულია ჰიდროქსიაპატიტით;

დ) ორივე ნაერთით თანაბრადაა გაჯერებული.

774. თუ ნერწყვი გაჯერებულია ფთორაპატიტით და არ არის გაჯერებული ჰიდროქსიაპატიტით, მიმდინარეობს:

ა ) მინანქრის როგორც ზედაპირქვეშა, ისე ზედაპირული დემინერალიზაცია;

ბ ) მინანქრის გალღობა,რომელიც იწყება ზედაპირიდან ეროზიის სახით;

*გ) მინანქრის ზედაპირქვეშა დემინერალიზაცია;

დ) მთავარია ფტორაპატიტით ნერწყვის გაჯერება, რაც უზრუნველყოფს მინანქრის ჯანმრთელობას.

775. ბავშვებში ნერწყვის სიბლანტის მაჩვენებელი ტოლია:

ა ) 8,5-10 პუაზი;

ბ ) 4-5,5 პუაზი;

*გ) 1,5-3,5 პუაზი;

დ ) 0,5-1,0 პუაზი.

776. რამდენი შრისაგან შედგება პელიკულა?

ა ) 5;

ბ ) 4;

*გ) 3;

დ ) 2.

777. რა ფუნქცია აკისრია პელიკულას?

ა ) ნუტრიციული;

ბ ) სხივის გარდატეხის;

გ ) ბჟენის ადჰეზიის;

*დ) მინანქრის ზედაპირული ფენის შეღწევადობის.

778. გაიხსენეთ როგორია მინანქრის აპატიტებს შორის ფტორაპატიტის კონცენტრატი:

ა ) 50%;

ბ ) 0,50%;

გ) 65%;

*დ) 0,65%.

779. რატომ თვლიან კბილის ბალთას კარიესისა და პაროდონტის დაავადებების განვითარების მნიშვნელოვან მიზეზად?

ა ) ბალთაში არსებული მიკრობების სპეციფიკურობის გამო;

*ბ) ბალთაში მიმდინარე მჟავაწარმომქმნელი პროცესების გამო;

გ ) კბილის ზედაპირზე მისი ლოკალიზაციის გამო;

დ) მისი სისქის გამო.

780. კბილების სრულფასოვანი გაწმენდიდან რამდენ ხანში წარმოიქმნება ბალთის ახალი ულუფა?

ა ) 24 საათში;

*ბ) 6 საათში;

გ ) 3 საათში;

დ ) 1 საათში.

781. გაიხსენეთ რა ეწოდება იმ ფაქტორებს, რომლებიც განსაზღვრავენ ბალთაში მიკროორგანიზმების შემადგენლობას:

ა ) დეტერმინირებული მარკერები;

ბ ) ეკოლოგიური ნიშნულები;

*გ) ეკოლოგიური დეტერმინანტები;

დ ) მიკრობული სპეციფიკატორები.

782. როგორია არაორგანული ნივთიერებების შემცველობა დენტინში:

ა ) 80-82%;

ბ ) 60-68%;

გ ) 50-55%;

*დ) 70-72%.

783. როგორია ორგანული ნივთიერებების შემცველობა დენტინში:

ა ) 20-32%;

ბ ) 60-68%;

გ ) 40-50%;

*დ) 28-30%.

784. როგორია არაორგანული ნივთიერებების შემცველობა დუღაბში:

ა ) 22%;

ბ ) 36%;

გ ) 48%;

*დ) 68%.

785. როგორია ორგანული ნივთიერებების შემცველობა დუღაბში:

ა ) 62%;

ბ ) 16%;

გ ) 42%;

*დ) 32%.

786. კბილების ჩანასახოვანი განვითარების რამდენი პერიოდი არსებობს:

ა ) 5;

ბ ) 4;

*გ) 3;

დ ) 2.

787. რა ეწოდება დენტინს კბილის ამოჭრის შემდეგ:

ა ) მესამეული დენტინი;

*ბ) მეორადი დენტინი;

გ ) პირველადი დენტინი;

დ) ლაბადისებური დენტინი.

788. რა ჰქვია დენტინს, რომელიც კბილების პათოლოგიური მდგომარეობის დროს ყალიბდება:

*ა) მესამეული დენტინი;

ბ ) მეორადი დენტინი;

გ ) პირველადი დენტინი;

დ) პარაპულპური დენტინი.

789. რომელი უჯრედებიდან წარმოიქმნება დენტინი:

ა ) ენამელობლასტებისაგან;

ბ ) ფიბრობლასტებისაგან;

*გ) ოდონტობლასტებისაგან;

დ ) ცემენტობლასტებისაგნ.

790. გაიხსენეთ ოდონტობლასტების ლოკალიზაცია:

ა ) პულპის ცენტრალურ შრეში;

ბ ) შუალედურ შრეში;

*გ) პულპის პერიფერიულ შრეში;

დ) უუჯრედო შრეში.

791. პულპაში ფაგოციტურ ფუნქციას ახორციელებს შემდეგი უჯრედები:

ა ) ფიბრობლასტები;

*ბ) ჰისტიოციტები;

გ ) ოდონტობლასტები;

დ) პოხიერი უჯრედები.

792. დენტინის წარმოქმნა მიმდინარეობს:

*ა) მთელი ცხოვრების მანძილზე;

ბ ) დაბადებიდან 1 წლამდე;

გ ) დაბადებიდან 6 თვემდე;

დ ) მუცლადყოფნის პერიოდში.

793. რომელ პათოლოგიას იწვევს კბილის მწვავე ტრავმა:

ა ) სოლისებრ დეფექტებს;

ბ ) კარიესულ დაზიანებას;

*გ) კბილის ღრძობას;

დ) კბილის ცვეთას.

794. მემკვიდრული ფაქტორებით გამოწვეულ კბილის არაკარიესულ დაავადებებს მიეკუთვნება:

ა ) კბილის მაგარი ქსოვილების ცვეთა;

ბ ) ფლუროზი;

*გ) არასრულყოფილი დენტინოგენეზი;

დ ) პირველადი ადენტია.

795. საჭიროა თუ არა კალციუმის ჰიდროქსიდის ფუძეზე დამზადებული სამკურნალო სარჩულის იზოლირება ფოსფატ-ცემენტის საიზოლაციო სარჩულისაგან:

ა ) სასურველია;

ბ ) არ არის საჭირო;

*გ) აუცილებლად;

დ) მხოლოდ პულპის რქის საპროექციოდ.

796. კბილის ტრავმის შემდეგ პულპის ცხოველმყოფელობას ადგენენ:

*ა) ელექტროოდონტოდიაგნოსტიკით;

ბ ) პალპაციით;

გ ) პერკუსიით;

დ) რენტგენოგრაფიით.

797. ბავშვებში კარიესის მკურნალობისას მუდმივი საბჟენი მასალის სწორად და რაციონალურად არჩევა დამოკიდებულია:

ა ) ბავშვის ასაკზე;

ბ ) საბჟენი მასალის ტოქსიურობაზე;

გ ) ღრუს მდებარეობაზე კბილის ზედაპირზე ( ბლეკის მიხედვით);

*დ) კარიესის აქტივობის ხარისხზე.

798. პულპის პლასტიკური ფუნქცია განპირობებულია:

ა ) ჭარბი სისხლძარღვოვანი ქსელით;

ბ ) ელასტიური ბოჭკოების თვისებებით;

*გ) ოდონტობლასტების მიერ დენტინის წარმოქმნით;

დ ) ნერვული ელემენტების გაღიზიანებადობით.

799. პულპიტის მკურნალობის რომელი მეთოდი ითვალისწინებს არხოვანი პულპის ცხოველმყოფელობის შენარჩუნებას:

ა ) კომბინირებული მეთოდი;

ბ ) დევიტალური ამპუტაციის მეთოდი;

*გ) ვიტალური ამპუტაციის მეთოდი;

დ ) ბიოლოგიური მეთოდი.

800. სარძევე კბილის მწვავე პულპიტის და პერიოდონტიტის სადიფერენციაციო სიმპტომია:

ა ) კბილის ღრუ დახურულია;

ბ ) კბილის ღრუ გახსნილია;

გ ) ტკივილი კბილზე შეხებაზე;

*დ) ტკივილი ტემპერატურულ გამღიზიანებელზე.

801. ბავშვებში ჩამოუყალიბებელი ფესვების მქონე მუდმივი კბილების პულპიტის მკურნალობის ყველაზე ეფექტური მეთოდია:

ა ) ვიტალური ექსტირპაციის მეთოდი;

ბ ) დევიტალური ამპუტაციის მეთოდი;

*გ) ღრმა ამპუტაციის მეთოდი;

დ ) დიათერმოკოაგულაციის მეთოდი.

802. სარძევე კბილების ფესვების პათოლოგიური რეზორბციის დროს წამყვანი რენტგენოლოგიური ნიშანია:

ა ) ყველა ფესვის თანაბარი რეზორბცია;

ბ ) ძვლოვანი ქსოვილის ოსტეოპოროზი;

*გ) ძვლოვანი ქსოვილის დესტრუქცია ფურკაციის მიდამოში ან ფესვების ირგვლივ;

დ ) პერიოდონტალური ნაპრალის დეფორმაცია.

803. როგორია პირველი დახმარება მწვავე და გამწვავებული პერიოდონტიტის დროს:

*ა) ფესვის არხებიდან ექსუდატის დრენირებისათვის პირობის შექმნა;

ბ ) არხების გაფართოება;

გ ) რეზორცინ-ფორმალინის მეთოდის ჩატარება;

დ ) არხის დაბჟენა.

804. ნატრიუმის ფტორიდის 2%-იანი ხსნარი გამოიყენება:

ა ) ზოგადად მისაღებად;

*ბ) აპლიკაციისთვის;

გ ) ირიგაციისთვის;

დ) სამკურნალო სარჩულად.

805. რამდენ ქულიანი სისტემით ფასდება ჰიგიენური ინდექსი გრინ-ვერმილიონის მიხედვით:

ა) 4;

*ბ) 3;

გ) 2;

დ) 1.

806. როგორ იცვლება სადინრებიდან გამოსვლის შემდეგ ნერწყვის სიბლანტე 1 სთ-ის განმავლობაში:

ა ) არ იცვლება;

ბ ) იმატებს;

*გ) იკლებს;

დ) ნერწყვი ბლანტი მხოლოდ 2 საათში ხდება.

807.რა ცვლილებები ხდება კბილებში ნერწყვის სიბლანტის მომატების დროს:

ა ) არ ახდენს არანაირ ზემოქმედებას;

ბ ) კბილის რეზისტენტობის გაძლიერებას;

გ ) კბილების კარიესით დაზიანების შემცირებას;

*დ) კბილების ინტერსტიცულ დაზიანებას კარიესით.

808. სოცოცხლის რომელ პერიოდში იწყება ნერწყვის ინტენსიური გამოყოფა:

ა ) 2 წლის ასაკში;

ბ ) 10-12 თვის ასაკში;

*გ) 6-8 თვის ასაკში;

დ ) სიცოცხლის პირველ კვირას.

809. გაიხსენეთ დისპანსერული დათვალიერების ვადები სკოლამდელი ასაკის ჯანმრთელი პირის ღრუს მქონე ბავშვისათვის:

ა ) დათვალიერება მომართვის მიხედვით;

ბ ) დათვალიერება წელიწადში 3-ჯერ;

გ ) დათვალიერება წელიწადში 2-ჯერ;

*დ) დათვალიერება წელიწადში ერთხელ.

810. ბავშვის ფსიქო-ემოციური დაძაბულობის მოსახსნელად პოლიკლინიკის პირობებში გამოიყენება:

ა ) საძილე საშუალებები;

*ბ) დიაზეპამის რიგის ტრანკვილიზატორები;

გ ) ნარკოტიკული პრეპარატები;

დ ) ანალგეტიკები.

811. რა ასაკში ხდება ბავშვთა ლიმფური სისტემის ბარიერული ფუნქციის სრულყოფა ხდება:

ა ) 10 წლის ასაკისათვის;

ბ ) 7 წლის ასაკისათვის;

*გ) 15 წლის შემდეგ;

დ ) ერთი წლის ასაკისათვის.

812. რომელი ქვემოჩამოთვლილი მაჩვენებელი წარმოადგენს 7 წლის ასაკის ბავშვებში კარიესის პირველადი პროფილაქტიკის ჩვენებას:

*ა) კბა-ს ნულოვანი მაჩვენებელი;

ბ ) კარიესის აქტივობის მესამე ხარისხი;

გ ) კარიესის აქტივობის მეორე ხარისხი;

დ ) კარიესის აქტივობის პირველი ხარისხი.

813. გაიხსენეთ როდის ხდება კბილების ფთორ-ლაქით დაფარვა სამკურნალო მიზნით:

ა ) დაუსრულებელი ამელოგენეზის დროს;

ბ ) ზედაპირული კარიესის დროს;

გ ) კეროვანი ჰიპოპლაზიის დროს;

*დ) კეროვანი დემინერალიზაციის დროს.

814. კბილის პროთეზის გარანტიის ვადა:

ა ) წელი;

ბ ) 3 წელი;

გ ) 2 წელი;

*დ) 1 წელი.

815. ორთოპედიული სტომატოლოგიის კლინიკაში ავადმყოფის გამოკვლევის ძირითადი მეთოდია:

ა ) ყბის დიაგნოსტიკური მეთოდური გაზომვა;

ბ ) რეოგრაფიული;

გ ) ბიომეტრიული;

*დ) კლინიკური.

816. ორთოპედიული სტომატოლოგიის კლინიკაში ავადმყოფის სუბიექტური გამოკვლევა მოიცავს შემდეგს:

ა ) რენტგენოლოგიურ გამოკვლევას;

*ბ) გამოკითხვას;

გ ) პალპაციას;

დ ) დათვალიერებას.

817. თუ ავადმყოფის პირის ღრუს დათვალიერებისას ექიმს დაებადა ეჭვი სიფილისის არსებობაზე:

*ა) დაამთავრებს დათვალიერებას, გაგზავნის პაციენტს სისხლის ანალიზზე;

ბ ) უარს ეტყვის პაციენტს სტომატოლოგიურ დახმარებაზე;

გ ) შეწყვეტს მიღებას და ამის შესახებ აცნობებს ავადმყოფს;

დ ) გააგრძელებს დათვალიერებას და დაიწყებს სტომატოლოგიური დაავადების მკურნალობას.

818. ზედა და ქვედა ყბის კბილების პერიაპიკულური ქსოვილების მდგომარეობაზე საჭირო ინფორმაციას ვღებულობთ გამოკვლევის შემდეგი მეთოდების გამოყენებით:

ა ) რენტგენოკინემატოგრაფია;

ბ ) ტელერენტგენოგრაფია;

*გ) ორთოპანტომოგრაფია;

დ ) სეოპლეტიზმოგრაფია.

819 . ზედა და ქვედა ყბის კბილების ფესვთა არხების დაბჟენის ხარისხის შესაფასებლად ყველაზე ინფორმაციულ რენტგენოლოგიური გამოკვლევის მეთოდად ითვლება:

ა ) ტელერენტგენოგრაფია;

ბ ) ორთოპანტომოგრაფია;

გ ) პანორამული რენტგენოგრაფია;

*დ) დენტალური რენტგენოგრაფია.

820. როგორია მუდმივ თანკბილვაში კბილთა მწკრივის ფორმა ზედა ყბაზე:

ა ) ტრაპეციის;

ბ ) პარაბოლას;

*გ) ნახევარელიფსის;

დ ) ნახევარწრის.

821. როგორია მუდმივ თანკბილვაში კბილთა მწკრივის ფორმა ქვედა ყბაზე:

ა ) ტრაპეციის;

*ბ) პარაბოლას;

გ ) ნახევარელიფსის;

დ ) ნახევარწრის.

822. კბილის ანატომიური ყელი შეესაბამება:

ა ) კბილის ღრძილზედა და ღრძილისქვეშა ნაწილებს შორის საზღვარს;

ბ ) კბილის ეკვატორს;

*გ) მინანქრისა და დუღაბის საზღვარს;

დ) კბილის სრული სიგრძის სახევარს.

823. კბილის კლინიკური ყელი შეესაბამება:

*ა) კბილის ღრძილზედა და ღრძილისქვეშა ნაწილებს შორის საზღვარს;

ბ ) კბილის ეკვატორს;

გ ) მინანქრისა და დუღაბის საზღვარს;

დ) კბილის სრული სიგრძის ნახევარს.

824. კბილის ანატომიური გვირგვინი - ეს არის:

ა ) კბილის ღრძილზედა ნაწილი;

ბ ) კბილის დუღაბით დაფარული ნაწილი;

*გ) მინანქრით დაფარული ნაწილი;

დ) ორთოპედიული კონსტრუქციით კბილის დაფარული ნაწილი.

825. კბილის კლინიკური გვირგვინი - ეს არის:

*ა) კბილის ღრძილზედა ნაწილი;

ბ ) კბილის დუღაბით დაფარული ნაწილი;

გ ) მინანქრით დაფარული ნაწილი;

დ) ორთოპედიული კონსტრუქციით კბილის დაფარული ნაწილი.

826. რომელ ორიენტირზე გაივლის კბილთა რკალი:

ა ) გაივლის ფესვთა მწვერვალებზე;

*ბ) გაივლის კბილების საჭრელ და საღეჭ ზედაპირებზე;

გ ) გაივლის ალვეოლური მორჩის ქედზე;

დ) გაივლის კბილების ეკვადორებზე.

827. რომელ ორიენტირზე გაივლის ალვეოლური რკალი:

ა ) გაივლის ფესვთა მწვერვალებზე;

ბ ) გაივლის კბილების საჭრელ და საღეჭ ზედაპირზე;

*გ) გაივლის ალვეოლური მორჩის ქედზე;

დ) გაივლის კბილების ეკვადორებზე.

828. რომელ ორიენტირზე გაივლის ბაზალური რკალი:

*ა) გაივლის ფესვთა მწვერვალებზე;

ბ ) გაივლის კბილების საჭრელ და საღეჭ ზედაპირზე;

გ ) გაივლის ალვეოლური მორჩის ქედზე;

დ) გაივლის კბილების ეკვადორებზე.

829. როგორია ბაზალური რკალის და კბილთა რკალის ცვლილებები ზედა და ქვედა ყბებზე:

ა ) ბაზალური რკალი ტოლია კბილთა რკალის;

ბ ) ზედა ყბაზე - დიდია, ვიდრე კბილთა რკალი;

*გ) ზედა ყბაზე - მცირეა, ვიდრე კბილთა რკალი;

დ) გააჩნია პაციენტის ასაკს.

830. გელმანის ღეჭვითი სინჯი გვიჩვენებს:

ა ) საკვების დაღეჭვის დროს;

ბ ) 0,8 გ. ნიგვზის დაქუცმაცების ხარისხს ყლაპვის რეფლექსის წარმოქმნამდე;

*გ) 5 გ. ნუშის დაქუცმაცების ხარისხს 50 წამის განმავლობაში;

დ ) 50 ღეჭვითი მოძრაობის აუცილებელ დროს.

831. აპარატი, რომელიც იმეორებს ქვედა ყბის ყველა სახის მოძრაობას:

*ა) არტიკულატირი;

ბ ) გნატოდინამომეტრი;

გ ) პარალელომეტრი;

დ ) ოკლუდატორი.

832. აპარატი, რომელიც იმეორებს ქვედა ყბის მხოლოდ ვერტიკალურ მოძრაობას:

ა ) არტიკულატირი;

ბ ) გნატოდინამომეტრი;

გ ) პარალელომეტრი;

*დ) ოკლუდატორი.

833. „კბილთა მწკრივების შეერთება, რომელიც ხასიათდება მრავლობითი კონტაქტით, სასახსრე თავის მდებარეობით სასახსრე ბორცვის სიმაღლეების ფუძესთან და ქვედა ყბის ამწევი კუნთების დაძაბვით“

გაიხსენეთ რა ტიპის ოკლუზიის ნიშნებია ჩამოთვლილი:

ა ) მარცხენა;

ბ ) მარჯვენა;

*გ) ცენტრალური;

დ ) წინა.

834. გაიხსენეთ თანკბილვის განმარტების სწორი ვარიანტი:

ა ) კბილის შეერთება გვერდით ოკლუზიაში;

ბ ) კბილის შეერთება წინა ოკლუზიაში;

*გ) კბილის შეერთება ცენტრალურ ოკლუზიაში;

დ ) ქვედა ყბის ნებისმიერი მოძრაობა ზედა ყბის მიმართ.

835. საპროთეზო ველის როგორი გამოსახულებაა ანაბეჭდი:

ა ) გადიდებული;

ბ ) შემცირებული;

*გ) ნეგატიური;

დ ) პოზიტიური.

836. საპროთეზო ველის როგორი გამოსახულებაა მოდელი:

ა ) შემცირებული;

ბ ) გადიდებული.

გ ) ნეგატიური;

*დ) პოზიტიური.

837. ელასტიკური საანაბეჭდო მასალების რომელ ქვეჯგუფს მიეკუთვნება სტომალგინი:

ა ) თუთიაევგენოლის;

*ბ) ალგინატურს;

გ ) თიოკოლურს;

დ ) სილიკონურს.

838. როგორია არხთა საობტურაციო თუთია-ევგენოლის პასტების გამყარების ტიპი:

ა ) თერმული;

*ბ) ქიმიური რეაქციით;

გ ) ნერწყვის ზეგავლენით;

დ ) წნევის ზეგავლენით.

839. როგორ შეიძლება ჩამოსხმის დროს მოდელის ხარისხის გაუმჯობესება:

ა ) თაბაშირის წინასწარი პოლიმერიზაციით;

ბ ) გამაგრების დროს თაბაშირის ჩადებით წყალში;

*გ) ჩამოსხმის დროს მექანიკური ვიბრატორის გამოყენებით;

დ ) ანაბეჭდის ჩადებით წყალში.

840. გაიხსენეთ ვის მიერაა მოწოდებული კბილის გვირგვინოვანი ნაწილის დეფექტის კლასიფიკაცია:

ა ) კურლიანდსკის;

ბ ) ბეთელმანის;

*გ) ბლეკის;

დ ) კენედის.

841. კბილის გვირგვინოვანი ნაწილის დეფექტების ბლეკის კლასიფიკაცია:

ა ) ოთხი კლასი;

ბ ) ექვსი კლასი;

*გ) ხუთი კლასი;

დ ) სამი კლასი.

842. კბილის პრეპარირება ლითონის, პლასტმასისა და ფაიფურის გვირგვინისათვის:

ა ) პრეპარირდება 4 ზედაპირი;

*ბ) პრეპარირდება 5 ზედაპირი;

გ ) პრეპარირდება 3 ზედაპირი;

დ) პრეპარირდება კბილის ყელი.

843. როგორი ფორმა ეძლევა კბილს თუ მასზე ლითონის გვირგვინი მზადდება:

ა ) კბილს ვაძლევთ წაკვეთილი კონუსის ფორმას;

ბ ) კბილს ვაძლევთ კონუსის ფორმას;

*გ) კბილს ვაძლევთ ცილინდრულ ფორმას;

დ) კბილს არ სჭირდება პრეპარირება.

844. როგორი ფორმა ეძლევა კბილს თუ მასზე ფაიფურის გვირგვინი მზადდება:

*ა) კბილს ვაძლევთ წაკვეთილი კონუსის ფორმას;

ბ ) კბილს ვაძლევთ კონუსის ფორმას;

გ ) კბილს ვაძლევთ ცილინდრულ ფორმას;

დ) კბილს არ სჭირდება პრეპარირება.

845. კლინიკაში ექიმი მოსარგებად გამზადებულ, დაშტამპულ გვირგვინს ღებულობს:

ა ) შტამპის გარეშე;

ბ ) ლითონის შტამპზე;

*გ) თაბაშირის შტამპზე;

დ ) თაბაშირის მოდელზე.

846. ხელოვნური გვირგვინის მომზადებისას მოდელს აფიქსირებენ:

ა ) გნატოდინამომეტრში;

ბ ) პარალელომეტრში;

გ ) არტიკულატორში;

*დ) ოკლუდატორში.

847. კონსტრუქციის მიხედვით გვირგვინები შეიძლება იყოს:

ა ) აღმდგენელი, საყრდენი, მაშინირებელი;

ბ ) ჩამოსხმული, დაშტამპული, პოლიმერიზებული;

გ ) კომბინირებული, ლითონის, პლასტმასის ფაიფურის;

*დ) გვირგვინი, ნახევარგვირგვინი, სამმეოთხედიანი, ტელესკოპური.

848. მასალის მიხედვით გვირგვინი შეიძლება იყოს:

ა ) აღმდგენელი, საყრდენი, მაშინირებელი;

ბ ) ჩამოსხმული, დაშტამპული, პოლიმერიზებული;

*გ) კომბინირებული, ლითონის, პლასტმასის ფაიფურის;

დ ) გვირგვინი, ნახევარგვირგვინი, ტელესკოპური.

849. დამზადების მეთოდის მიხედვით გვირგვინი შეიძლება იყოს:

ა ) აღმდგენელი, საყრდენი, მაშინირებელი;

*ბ) ჩამოსხმული, დაშტამპული, პოლიმერიზებული;

გ ) კომბინირებული, ლითონის, პლასტმასის ფაიფურის;

დ ) გვირგვინი, ნახევარგვირგვინი, ტელესკოპური.

850. დანიშნულების მიხედვით გვირგვინი შეიძლება იყოს:

*ა) აღმდგენელი, საყრდენი, მაშინირებელი;

ბ ) ჩამოსხმული, დაშტამპული, პოლიმერიზებული;

გ ) კომბინირებული, ლითონის, პლასტმასის ფაიფურის;

დ ) გვირგვინი, ნახევარგვირგვინი, ტელესკოპური.

851. საჭიროა თუ არა კბილზე საფეხურის ფორმირება პლასტმასის გვირგვინის დასამზადებლად:

ა ) თუ პაციენტს ღრმა თანკბილვა აქვს;

ბ ) თუ კბილი დეპულპირებულია;

გ ) არა;

*დ) დიახ.

852. პლასტმასის გვირგვინის მომზადებისას პოლიმერიზაციის რეჟიმის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს:

*ა) შიდა ფორების გაჩენა;

ბ ) გვირგვინის ზომის შემცირება;

გ ) გვირგვინის ზომის მომატება;

დ) გვირგვინის ფერის შეცვლა.

853. ფაიფურის გვირგვინის დასამზადებლად კბილის პრეპარირებისას, საფეხური უნდა იყოს:

ა ) საფეხურის ფორმას არა აქვს მნიშვნელობა;

ბ ) პირდაპირი, დაქანებული კიდით;

გ ) დამრეცი მწვერვალით;

*დ) პირდაპირი.

854. ღრძილის კიდის ქიმიურ-მექანიკური რეტრაქცია ხელს უწყობს:

ა ) ქსოვილების შეკუმშვას;

ბ ) კბილსა და ღრძილს შორის იოგის მთლიანობის დარღვევას;

გ ) ღრძილის აპიკალურ გადაადგილებას;

*დ) ღრძილის ლატერალურ გაწევას კბილიდან.

855. რაზე ათავსებენ ფაიფურის მასას გამოწვისას:

ა ) ვერცხლისპლადიუმის ფოლგის ხუფზე;

*ბ) პლატინის ფოლგის ხუფზე;

გ ) ოქროს ფოლგის ხუფზე;

დ ) ცეცხლგამძლე თაბაშირზე.

856. კბილის ყელის დონეზე კბილის გადატეხვის შემთხვევაში კბილს აღადგენენ:

ა ) მოსახსნელი პროთეზით;

*ბ) წკირიანი კბილით;

გ ) ხიდისებრი პროთეზით;

დ ) ხელოვნური გვირგვინით.

857. საღეჭი ძალის გადაცემის მიხედვით ხიდისებრი პროთეზი არის:

ა ) ნახევრადფიზიოლოგიური;

ბ ) არაფიზიოლოგიური;

*გ) ფიზიოლოგიური;

დ) ბალანსირებული.

858. გაიხსენეთ ხიდისებრი პროთეზის მაღალი ღეჭვითი ეფექტურობის მისაღწევად როგორ უნდა იყოს შუალედური ნაწილის დატვირთვა:

*ა) დატვირთვა აუცილებელია იყოს ისეთივე, როგორც ყველა კბილზე;

ბ ) დატვირთვა მიმართული უნდა იყოს მხოლოდ ორალურ ბორცვებზე;

გ ) დატვირთვა მიმართული უნდა იყოს მხოლოდ ვესტიბულურ ბორცვებზე;

დ ) უნდა გავათავისუფლოთ დატვირთვისაგან.

859. დაღეჭვითი ძალის გადაცემის მიხედვით ფირფიტოვანი პროთეზი (ნაწილობრივი და მთლიანი) არის:

ა ) ნახევრადფიზიოლოგიური;

*ბ) არაფიზიოლოგიური;

გ ) ფიზიოლოგიური;

დ) ბერკეტოვანი.

860. ცვილის ბაზისის დეფორმაციის თავიდან აცილების მიზნით მას ამაგრებენ:

ა ) ცვილის სისქის მომატებით;

*ბ) ლითონის მავთულით;

გ ) თაბაშირის ბლოკებით;

დ ) სწრაფმაგრი პლასტმასით.

861. ფირფიტოვანი პროთეზის მომზადების კლინიკური ეტაპია:

ა ) კბილების დაყენება;

ბ ) პოლიმერიზაცია;

გ ) მოდელების დათაბაშირება დარიჯაში;

*დ) ცენტრალური ოკლუზიის განსაზღვრა.

862. ფირფიტოვანი პროთეზის მომზადების ლაბორატორიული ეტაპები:

ა ) პროთეზის ჩაბარება;

ბ ) ცენტრალური ოკლუზიის განსაზღვრა;

*გ) მოდელის ჩამოსხმა, ცვილის ბაზისის მომზადება სათანაკბილვო მორგვებით;

დ ) ანაბეჭდის აღება.

863. შეარჩიეთ დარიჯაში ხელოვნური კბილების დათაბაშირების წესის სწორი ვარიანტი:

ა ) ჯვარედინი.

ბ ) დუბლირებული;

*გ) კომბინირებული;

დ) პოლიმერული.

864. დაასრულეთ წინადადება - „დარიჯაში პირდაპირი წესით დათაბაშირებისას, დარიჯის გახსნის შემდეგ ხელოვნური კბილები . . .“

ა ) ნაწილი გადადის ფუძეში, ნაწილი რჩება კონტრში;

ბ ) გადადის კონტრში;

*გ) რჩება დარიჯის ფუძეში მოდელთან ერთად;

დ) უცვლელად რჩება.

865. დარიჯაში დათაბაშირების კომბინირებულ წესს იყენებენ, როდესაც:

ა ) კბილები დაყენებულია ხელოვნურ ღრძილზე, ხოლო კლამერები-პროთეზის წინა ნაწილში;

ბ ) მთლიანი პროთეზის დამზადებისას;

*გ) წინა კბილები დაყენებულია მილესვის წესით, ხოლო გვედითი კბილები-ხელოვნურ ღრძილზე;

დ) იყენებენ ყველა კლინიკურ შემთხვევაში.

866. ორთოპედიული კონსტრუქციის დამზადებისას ცვილის პლასტმასით შეცვლის პირველი ეტაპია:

ა ) პოლიმერიზაცია;

ბ ) გამოდნობა;

*გ) დათაბაშირება;

დ ) შეფუთვა.

867. ორთოპედიული კონსტრუქციის დამზადებისას ცვილის პლასტმასით შეცვლის მეორე ეტაპია:

ა ) პოლიმერიზაცია;

*ბ) გამოდნობა;

გ ) დათაბაშირება;

დ ) შეფუთვა.

868. ორთოპედიული კონსტრუქციის დამზადებისას ცვილის პლასტმასით შეცვლის მესამე ეტაპია:

ა ) პოლიმერიზაცია;

ბ ) გამოდნობა;

გ ) დათაბაშირება;

*დ) შეფუთვა.

869. ორთოპედიული კონსტრუქციის დამზადებისას ცვილის პლასტმასით შეცვლის მეოთხე ეტაპია:

*ა) პოლიმერიზაცია;

ბ ) გამოდნობა;

გ ) დათაბაშირება;

დ ) შეფუთვა.

870. პოლიმერიზაციისათვის დარიჯას ათავსებენ:

ა ) მდუღარე წყალში, 50-60 წუთის შემდეგ აცივებენ ცივ წყალში;

ბ ) მდუღარე წყალში, ადუღებენ ერთი საათი, აცივებენ იმავე წყალში;

*გ) ოთახის ტემპერატურის წყალში, 50-60 წუთის განმავლობაში მიჰყავთ ადუღებამდე, შემდეგ ადუღებენ ერთი საათის განმავლობაში და აცივებენ იმავე წყალში;

დ) დარიჯა უნდა გაგრილდეს ჰაერის ტემპერატურაზე.

871.როგორ უნდა მოხდეს მოსახსნელი პროთეზის შენახვა:

ა ) კალიპერმანგანატის ხსნარში;

ბ ) მშრალად;

გ ) სპირტიან ხსნარში;

*დ) ანადუღარ წყალში.

872.გამოიცანით პროთეზისადმი ადაპტაციის პირველი ფაზა:

ა ) ნაწილობრივი შეკავება;

*ბ) გაღიზიანება;

გ ) სრული შეკავება;

დ) ფერთან შეგუება.

873.გამოიცანით პროთეზისადმი ადაპტაციის მეორე ფაზა:

*ა) ნაწილობრივი შეკავება;

ბ ) გაღიზიანება;

გ ) სრული შეკავება;

დ) ფერთან შეგუება.

874. გამოიცანით პროთეზისადმი ადაპტაციის მესამე ფაზა:

ა ) ნაწილობრივი შეკავება;

ბ ) გაღიზიანება;

*გ) სრული შეკავება;

დ) გემოვნების გაუმჯობესება.

875. ბიუგელისებრი პროთეზი საღეჭი ძალის გადაცემის მიხედვით არის:

*ა) ნახევრად ფიზიოლოგიური;

ბ ) არა ფიზიოლოგიური;

გ ) ფიზიოლოგიური;

დ) მიმმართველი.

876. თათისებრი კლამერის ფუნქცია:

*ა) ღეჭვითი დაწოლის ძალის გადაცემა კბილზე;

ბ ) პროთეზის ფიქსაცია;

გ ) კბილის მინირება;

დ) ესთეტიკური დეფექტის კორექცია.

877. ბიუგელისებრი პროთეზის კარკასის ჩამოსასმელად გამოიყენება:

ა ) ვერცხლ-პალადიუმის შენადნობი;

*ბ) ქრომ-კობალტის შენადნობი;

გ ) ქრომ-ნიკელის შენადნობი;

დ ) ოქროს შენადნობი.

878. ალვეოლური მორჩის ატროფია შეიძლება შევამციროთ:

ა ) ქირურგიული მეთოდით;

*ბ) პროთეზის ბაზისის მაქსიმალური გადიდებით- დატვირთვის თანაბრად განაწილების მიზნით;

გ ) პროთეზის საოკლუზიო ზედაპირების გადიდებით-დატვირთვის თანაბრად განაწილების მიზნით;

დ ) პროთეზის ბაზისის შემცირებით.

879. ინდივიდური კოვზი უკეთესია მომზადდეს:

ა ) კომპომერისგან;

*ბ) პლასტმასისგან;

გ ) ცვილისგან;

დ ) ლითონისგან.

880. რა საშუალებით ხდება ანაბეჭდის აღება კბილების სრული დაკარგვისას:

ა ) ინდივიდური კოვზით ქვედა ყბაზე;

ბ ) ინდივიდური კოვზით ალვეოლური მორჩის ატროფიის I I I ხარისხის დროს;

გ ) სტანდარტული კოვზით ალვეოლური მორჩის ატროფიის I ხარისხის დროს;

*დ) ინდივიდური კოვზით.

881. ლორწოვანი გარსის როგორი მდგომარეობა უზრუნველყოფს წარმატებულ პროთეზირებას:

ა ) თხელი და მოძრავი ლორწოვანი გარსის შერწყმა;

ბ ) მოძრავი ლორწოვანი გარსი;

გ ) ფაშარი, დამყოლი ლორწოვანი გარსი;

*დ) ზომიერად დამყოლი ლორწოვანი გარსი.

882. სახის ქვედა ნაწილის სიმაღლის განსაზღვრის ყველაზე ოპტიმალური მეთოდია:

*ა) ანატომიურფიზიოლოგიური;

ბ ) ანთროპომეტრიული;

გ ) ანატომიური;

დ) არითმეტიკული.

883. გაიხსენეთ როგორაა ჩაფიქსირებული ფაიფურის კბილები პროთეზის ბაზისში:

ა ) წებოს დახმარებით;

ბ ) ქიმიური გზით;

*გ) მექანიკურად;

დ) წინასწარი თერმული დამუშავებით.

884. გაიხსენეთ მაშინირებელი პროთეზის რკალის ფუნქციური დანიშნულება:

ა ) ალვეოლაში კბილის მდგრადობა;

ბ ) პაროდონტის ამტანიანობა;

გ ) ღეჭვითი დაწოლა;

*დ) ღეჭვითი ძალის გადანაწილება.

885. პაროდონტიტის დროს გადანაცვლებულ კბილებზე აღინიშნება:

ა ) გამოხატული ტრავმული კვანძი;

*ბ) პირდაპირი ტრავმული კვანძი;

გ) არაპირდაპირი ტრავმული კვანძი;

დ) ირიბი ტრავმული კვანძი.

886. მართებულია თუ არა პაროდონტიტის დროს კბილების გამოთიშვა ოკლუზიური კონტაქტიდან:

ა ) 40 წლის ზევით;

ბ ) მხოლოდ ახალგაზრდა ასაკში;

*გ) არ შეიძლება;

დ ) შეიძლება.

887. აუცილებელია თუ არა შერჩევითი მოქლიბვის შემდეგ კბილის გაპრიალება:

ა ) მხოლოდ ქვედა ყბაზე;

ბ ) მხოლოდ ზედა ყბაზე;

გ ) არ არის აუცილებელი;

*დ) აუცილებელია.

888. როგორია დროებითი არტაშნისათვის საყრდენი კბილების პრეპარირების საჭიროება:

*ა) არ არის საჭირო;

ბ ) აუციელბელია;

გ ) სასურველია;

დ ) შესაძლებელია.

889. კბილთა მწკრივზე დროებითი კაპა-არტაშანს აფიქსირებენ:

ა ) წებო MK-თი;

ბ ) თაბაშირით;

*გ) რეპინით;

დ ) ცემენტით.

890. არტაშანი ეს არის:

ა ) მოწყობილობა ქვედა ყბა საფეთქლის სახსრის დისფუნქციის სამკურნალოდ;

*ბ) საშუალება კბილთა ჯგუფის ან მთელი კბილთა მწკრივის იმობილიზაციისათვის;

გ ) ორთოდონტული აპარატი, რომელიც ხელს უწყობს ქვედა ყბის საგიტალურ გადაადგილებას;

დ) დაკარგული კბილის აღმდგენი მოწყობილობა.

891. მიუთითეთ ყბების მონატეხი ფრაგმენტების არასწორად შეხორცების მიზეზები:

ა ) სამკურნალო ვარჯიშის გამოყენება;

ბ ) პირის ღრუს ჰიგიენის დარღვევა;

გ ) მონატეხების არასაკმარისი ფიქსაცია;

*დ) მონატეხების არასწორი ჩაყენება.

892. როგორი უნდა იყოს ანაბეჭდის აღების სპეციფიკა სტომონაზალური დეფექტების დროს:

ა ) ანაბეჭდის აღება ინდივიდუური საშუალებებით;

ბ ) ანაბეჭდის აღება ტამპონების გარეშე;

გ ) ანაბეჭდის აღება დასაშლელ-ასაწყობი კოვზით;

*დ) აუცილებელია დეფექტის ტამპონირება.

893. ქვედა ყბაზე მონატეხების არასწორად შეხორცების ნიშნებია:

ა ) კბილების ანომალიური მდებარეობა;

*ბ) ზედა ყბის კბილებთან საოკლუზიო შეთანასოვნების დარღვევა;

გ ) პირის ნაპრალის დახურვის შეუძლებლობა;

დ ) საკვების გუნდის ფორმირების დარღვევა.

894. პირის ღრუს მომზადება პროთეზირებისათვის არის:

ა ) პირველადი და მეორადი;

ბ ) მარტივი და რთული;

*გ) ზოგადგამაჯანსაღებელი და სპეციალური;

დ ) უშუალო, უახლესი და შორეული.

895. პირის ღრუს ზოგადგამაჯანსაღებელი მომზადება პროთეზირებისათვის გულისხმობს:

ა ) ნაადრევი კონტაქტების შერჩევით მოქლიბვას;

ბ ) საოკლუზიო ზედაპირების გასწორებას;

*გ) პირის ღრუს სანაციას;

დ ) პირის ღრუს გამოკვლევას.

896. პირის ღრუს სპეციალური მომზადება პროთეზირებისათვის გულისხმობს:

ა ) თანკბილვის სახეობის დაგენას;

ბ ) სახის ქვედა მესამედის სიმაღლის განსაზღვრას;

*გ) თერაპიული, ქირურგიული და ორთოპედიული ღონისძიებების ჩატარებას;

დ ) პირის ღრუს სანაციას.

897. პირის ღრუს სპეციალური ორთოპედული მომზადება პროთეზირებისათვის გულისხმობს:

ა ) შერჩევით მოქლიბვას;

ბ ) შინირებას;

გ ) ხიდისებრი პროთეზების დამზადებას;

*დ) საოკლუზიო ზედაპირების გასწორებას ალვეოლათშორისი სიმაღლის გაზრდით.

898. დაასრულეთ წინადადება - „მოძრავია ლორწოვანი გარსი, თუ . . . “

ა ) არა აქვს ლორწქვეშა შრე;

ბ ) აქვს ლორწქვეშა შრე;

გ ) გადაადგილდება ზეწოლის შედეგად;

*დ) გადანაცვლდება მიმიკური კუნთების შეკუმშვის დროს.

899. უძრავია ლორწოვანი გარსი, თუ . . .

ა ) გადაინაცვლებს ზეწოლის შედეგად;

ბ ) აქვს ლორწქვეშა შრე;

*გ) რომელიც ფარავს ალვეოლურ მორჩებს და მაგარ სასას;

დ ) გადაინაცვლებს მიმიკური კუნთების შეკუმშვის დროს.

900. გარდამავალი ნაოჭი მდებარეობს:

ა ) ალვეულური ქედის მწვერვალზე;

ბ ) სასის ნაკერის გასწვრივ;

*გ) უძრავი და მოძრავი ლორწოვანი გარსის საზღვარზე;

დ ) მოძრავი ლორწოვანი გარსის შუა მიდამოში.

901. ოკლუზია არის:

ა ) ზედა და ქვედა ალვეოლური მორჩის შეთანასოვნება;

ბ ) ზედა და ქვედა ალვეოლური მორჩების შეხება;

გ ) ქვედა ყბის თავის მოძრაობა ქვედა ყბის ფოსოში;

*დ) ზედა და ქვედა კბილთა რკალების ან ანტაგონისტ კბილთა ჯგუფების შეხება.

902. არტიკულაცია არის:

ა ) ზედა და ქვედა ალვეოლური მორჩის შეთანასოვნება;

ბ ) ზედა და ქვედა ალვეოლური მორჩების შეხება;

გ ) ქვედა ყბის თავის მოძრაობა ქვედა ყბის ფოსოში;

*დ) ქვედა ყბის ყველა შესაძლო მდებარეობა და გადაადგილება ზედა ყბის მიმართ.

903. თანკბილვა არის:

ა ) კბილების შეხება დისტალური ოკლუზიის მდგომარეობაში;

ბ ) ქვედა ყბის ყველა შესაძლო მდებარეობა ზედა ყბის მიმართ;

გ ) ზედა და ქვედა ყბის ფრონტალური კბილების შეხება წინა ოკლუზიის მდგომარეობაში;

*დ) ზედა და ქვედა ყბის კბილთა რკალების შეხება ცენტრალური ოკლუზიის მდგომარეობაში.

904. ნორმალური თანკბილვა არის:

ა ) ჯვარედინი თანკბილვა;

ბ ) ღია თანკბილვა;

*გ) ორთოგნათიული თანკბილვა;

დ ) მეზიალური თანკბილვა.

905. ანომალური თანკბილვის სახეებია:

ა ) პირდაპირი თანკბილვა;

ბ ) ორთოგნათიული თანკბილვა წინა კბილების პროტრუზიით ან რეტრუზიით;

გ ) ორთოგნათიული თანკბილვა ღრმა გადმოკბილვით;

*დ) დისტალური თანკბილვა, მეზიალური თანკბილვა, ღრმა თანკბილვა, ღია თანკბილვა, ჯვარედინი თანკბილვა.

906. ორთოგნათიული თანკბილვა წინა კბილების პროტრუზიით ხასიათდება:

ა ) ქვედა ყბის ფრონტალური კბილები დახრილია უკანა მიმართულებით;

ბ ) ზედა ყბის ფრონტალური კბილები დახრილია უკანა მიმართულებით;

გ ) ზედა ყბის ფრონტალური კბილები დახრილია წინა მიმართულებით, ხოლო ქვედა ყბის ფრონტალური კბილები უკანა მიმართულებით;

*დ) ზედა და ქვედა ყბის ალვეოლური მორჩები და ფრონტალური კბილები დახრილია წინა მიმართულებით.

907. ორთოგნათიული თანკბილვა წინა კბილების რეტრუზიით ხასიათდება:

ა ) ქვედა ყბის ფრონტალური კბილები დახრილია წინა მიმართულებით;

ბ ) ზედა ყბის ფრონტალური კბილები დახრილია წინა მიმართულებით;

გ ) ზედა ყბის ფრონტალური კბილები დახრილია უკანა მიმართულებით, ხოლო ქვედა ყბის ფრონტალური კბილები წინა მიმართულებით;

*დ) ზედა და ქვედა ყბის ალვეოლური მორჩები და ფრონტალური კბილები დახრილია უკანა მიმართულებით.

908. გამოკვლევის ფუნქციური მეთოდებია

ა ) ტელერენტგენოგრაფია;

ბ ) ტომოგრაფია;

გ ) რენტგენოგრაფია;

*დ) მისტიკაციოგრაფია, გელმანის ღეჭვითი სინჯი, მიოტონომეტრია.

909. გამოკვლევის სტატიური მეთოდებია:

*ა) ნ.აგაპოვის მეთოდი, ი.ოქსმანის მეთოდი;

ბ ) ელექტრომიოგრაფია;

გ ) მიოტონომეტრია;

დ ) გელმანის ღეჭვითი სინჯი.

910. ს. გელმანის მეთოდი ღეჭვითი ეფექტურობის განსაზღვრის დროს ხორციელდება:

ა ) 5 გრ. ქოქოსის ნაყოფის დაქუცმაცება 50 ღეჭვითი მოძრაობის შესრულებით;

ბ ) 0.8 გრ. თხილის დაქუცმაცება ყლაპვის რეფლექსის წარმოქმნამდე;

*გ) 5 გრ. ნუშის დაქუცმაცება 50 წამის განმავლობაში;

დ ) 5 გრ. ტყის თხილის დაქუცმაცება 50 ღეჭვითი მოძრაობის შესრულებით.

911. ი.რუბინოვის მეთოდით ღეჭვითი ეფექტურობის განსაზღვრის დროს ხორციელდება:

ა ) 5 გრ. ქოქოსის ნაყოფის დაქუცმაცება 50 ღეჭვითი მოძრაობის შესრულებით;

*ბ) 0.8 გრ. თხილის დაქუცმაცება ყლაპვის რეფლექსის წარმოქმნამდე;

გ ) 5 გრ. ნუშის დაქუცმაცება 50 წამის განმავლობაში;

დ ) 5 გრ. ტყის თხილის დაქუცმაცება 50 ღეჭვითი მოძრაობის შესრულებით.

912. ორთოპედიულ სტომატოლოგლიაში გამოყენებული მასალები იყოფა:

ა ) ტოქსიური და არატოქსიური;

ბ ) პირველადი და მეორადი;

გ ) აუცილებელ და მეორეხარისხოვან მასალებად;

*დ) ძირითად და დამხმარე მასალებად.

913. ქვემოჩამოთვლილთაგან შეარჩიეთ ძირითადი ორთოპედიული მასალა:

ა ) სიელასტი;

ბ ) თაბაშირი;

გ ) სტომალგინი;

*დ) ფაიფური.

914. ქვემოჩამოთვლილთაგან შეარჩიეთ დამხმარე ორთოპედიული მასალა:

ა ) ოქრო;

ბ ) კობალტო-ქრომის შენადნობი;

გ ) ფოლადი;

*დ) სიელასტი.

915. ხელოვნური გვირგვინების დასამზადებლად გამოიყენება ოქრო:

ა ) 583,3 სინჯის;

ბ ) 666,6 სინჯის;

*გ) 900 სინჯის;

დ ) 750 სინჯის.

916. ორთოპედიულ სტომატოლოგიაში გამოყენებული უჟანგავი ფოლადის შენადნობის შემადგენლობაში არსებული რომელი კომპონენტი აძლევს მას კოროზიისადმი მდგრადობის უნარს:

ა ) ტიტანი;

ბ ) ნახშირბადი;

*გ) ქრომი;

დ ) ნიკელი.

917. ორთოპედიულ სტომატოლოგიაში პროთეზების დასამზადებლად გამოიყენება პლასტმასები:

ა ) პოლიკარბონატის ჯგუფის;

ბ ) ფტოროპლასტების ჯგუფის;

გ ) პოლიამიდების ჯგუფის;

*დ) აკრილის ჯგუფის.

918. ფაიფურის მასის შემადგენლობაში შედის:

ა ) ნატრიუმის ქლორიდი, კალციუმის სულფატი;

ბ ) ნატრიუმის სულფატი, კალციუმის კარბონატი;

*გ) მინდვრის შპატი, კვარცი, კაოლინი;

დ ) კალციუმის კარბონატი, კალიუმის ქლორიდი, კალციუმის სულფატი.

919. ალგინატური საანაბეჭდო მასა მიეკუთვნება ჯგუფს:

ა ) ჰიდროკოლოიდურს;

ბ ) ელექტრულს;

გ ) თერმოპლასტიურს;

*დ) ელასტიურს.

920. სილიკონური საანაბეჭდო მასები მიეკუთვნებიან ჯგუფს:

ა ) ჰიდროკოლოიდურს;

ბ ) თერმოპლასტიურს;

*გ) ელასტიურს;

დ ) კრისტალურს.

921. რომელი ქვემოჩამოთვლილი მიეკუთვნება ცხოველურ ცვილს:

ა ) ოზოკერიტი;

ბ ) პარაფინი;

გ ) იაპონური ცვილი;

*დ) ფუტკრის ცვილი.

922. რომელი ქვემოჩამოთვლილი მიეკუთვნება მცენარეულ ცვილს:

ა ) ოზოკერიტი;

ბ ) პარაფინი;

*გ) კარნაუბის ცვილი;

დ ) ფუტკრის ცვილი.

923. რომელი ქვემოჩამოთვლილი მიეკუთვნება მინერალურ ცვილს:

*ა) ოზოკერიტი;

ბ ) იაპონური ცვილი;

გ ) კარნაუბის ცვილი;

დ ) ფუტკრის ცვილი.

924. ჩანართი არის პროთეზი:

ა ) რომელიც აღადგენს კბილთა მწკრივის უწყვეტობას;

ბ ) რომელიც აღადგენს კბილთა რკალში არსებული დეფექტს;

გ ) რომელიც აღადგენს კბილის ფესვის მთლიანობას;

*დ) რომელიც აღადგენს კბილის გვიგვინის ანატომიურ ფორმას.

925. ჩანართის დასამზადებლად გამოიყენება:

ა ) ბისმუტი;

ბ ) კობალტო-ქრომის შენადნობი;

გ ) ოქრო-666,6 სინჯის, ტიტანი, ვერცხლი;

*დ) ვერცხლის და პალადიუმის შენადნობი, ფაიფური, ოქრო-900 სინჯის.

926. ჩანართი გამოიყენება:

ა ) არტაშნის საფიქსაციოდ;

ბ ) თანკბილვის სიმაღლის გასადიდებლად;

გ ) გახლეჩილი ფესვის აღსადგენად;

*დ) ხიდისებრი პროთეზის საყრდენად.

927. ხელოვნური გვირგვინის დამზადების ჩვენებაა:

ა ) როდესაც აღინიშნება პაროდონტის გადატვირთვა;

ბ ) როდესაც კბილის გვირგვინი საღია;

*გ) როდესაც კბილის გვირგვინი ნაწილობრივ არის დაშლილი, ისე რომ მისი აღდგენა ბჟენით ან ჩანართით ვერ ხერხდება;

დ ) როდესაც ბუნებრივი კბილის გვირგვინოვანი ნაწილი მთლიანად დაშლილია და არის მხოლოდ ფესვი.

928. დაასრულეთ წინადადება - „ხელოვნურ გვირგვინს ამზადებენ . . .“

ა ) როდესაც აღინიშნება პაროდონტის პათოლოგია;

*ბ) როდესაც საჭიროა ხიდისებრი პროთეზის საყრდენები;

გ ) როდესაც კბილის გვირგვინი საღია;

დ ) როდესაც ბუნებრივი კბილის გვირგვინოვანი ნაწილი მთლიანად დაშლილია და არის მხოლოდ ფესვი.

929. ლითონის ხელოვნური გვირგვინი მზადდება:

ა ) ვულკანიზაციით;

ბ ) გამოწვით;

*გ) გამოშტამპვით;

დ ) პოლიმერიზაციით.

930. პლასტმასის ხელოვნურ გვირგვინი მზადდება:

ა ) ვულკანიზაციით;

ბ ) გამოშტამპვით;

*გ) პოლიმერიზაციით;

დ ) ჩამოსხმით.

931. ფაიფურის ხელოვნური გვირგვინი მზადდება:

ა ) ვულკანიზაციით;

ბ ) ჩამოსხმით;

*გ) გამოწვით;

დ ) გამოშტამპვით.

932. ტუბერული ანისთეზიის დროს ბლოკირდება ზედა ალვეოლური ნერვის შემდეგი ტოტები:

ა ) წინა;

ბ ) შუა;

*გ) უკანა;

დ) გვერდითი.

933. ინფრაორბიტალური ანესთეზიის დროს ბლოკირდება ზედა ალვეოლური ნერვის შემდეგი ტოტები:

*ა) წინა და შუა;

ბ ) წინა და უკანა;

გ ) შუა და უკანა;

დ) ზედა და ქვედა.

934. სასის დიდი ხვრელის მიდამოს ანესთეზიის დროს იბლოკება:

ა ) შუა ზედა ყბის წნული;

*ბ) სასის დიდი ნერვი;

გ ) ცხვირ-სასის ნერვი;

დ) ნაქის ნერვი.

935. სასის დიდი ხვრელის მიდამოს ანესთეზიის დროს გაუტკივარების ზონაში შედის მაგარი სასის ლორწოვანი გარსი მესამე მოლარიდან და ვრცელდება . . .

ა ) პირველ პრემოლარამდე;

ბ ) პირველ საჭრელ კბილამდე;

*გ) ეშვამდე;

დ) პირველ მოლარამდე.

936. ქვედა ყბის ნერვი ქალას ღრუდან გამოდის შემდეგი ხვრელის საშუალებით:

ა ) ძვლოვანი;

*ბ) ოვალური;

გ ) მრგვალი;

დ ) საძილე.

937 . ტორუსალური ანესთეზიით ხდება შემდეგი ნერვების ბლოკადა:

ა ) ენის, ქვედა ალვეოლური და ნიკაპის;

*ბ) ენის, ლოყის და ქვედა ალვეოლური;

გ ) ენის და ქვედა ალვეოლური;

დ ) ენის და ლოყის.

938. ენის ანესთეზიის დროს ნემსის ჩხვლეტა ხორციელდება ყბა-ენის ღარის ლორწოვან გარსში შემდეგ დონეზე:

*ა) მესამე მოლარის;

ბ ) მეორე მოლარის;

გ ) პირველი მოლარის;

დ) პირველი პრემოლარის.

939. ქვედა ყბის ნერვის ღეროვანი ანესთეზია ტარდება:

ა ) მრგვალ ხვრელთან;

ბ ) ძვლოვან ხვრელთან;

*გ) ოვალურ ხვრელთან;

დ ) საძილე ხვრელთან.

940. რა მდგომარეობის დროს ხდება ქვედა ყბის ნერვის მამოძრავებელი ბოჭკოების გამოთიშვა:

*ა) ანთებადი კონტრაქტურის დროს;

ბ ) ყვრიმალის ძვლის ჩასწორებისას;

გ ) ნაწიბუროვანი კონტრაქტურის დროს;

დ) ქვედა მოლარების პულპიტის დროს.

941. ბერშეს მიხედვით ანესთეზიის ჩატარების მიზანს წარმოადგენს შემდეგი ნერვების ბლოკადა:

*ა) სამწვერა ნერვის მამოძრავებელი ტოტის;

ბ ) ენის, ლოყის და ქვედა ალვეოლური ნერვის;

გ ) ენის და ქვედა ალვეოლური ნერვის;

დ) სახის ნერვის.

942. ზედა ყბის ნერვის ღეროვანი ანესთეზია ტარდება:

*ა) მრგვალ ხვრელთან;

ბ ) ძვლოვან ხვრელთან;

გ ) ოვალურ ხვრელთან;

დ ) საძილე ხვრელთან.

943. სამწვერა ნერვის მეორე და მესამე ტოტის ღეროვანი ანესთეზიის ჩატარებისას ორიენტირს წარმოადგენს:

*ა) სოლისებრი ძვლის ფრთისებრი მორჩის გარეთა ფირფიტა;

ბ ) საღეჭი კუნთის წინა კიდე;

გ ) საფეთქელქვედა ქედი;

დ) ნიკაპის წვეტი.

944. ადგილობრივი ანესთეზიის უშუალო ზოგად გართულებას წარმოადგენს:

ა ) კონტრაქტურა;

ბ ) ჰემატომა;

*გ) გულის წასვლა;

დ) გემოვნების გაუმჯობესება.

945. გულის წასვლა, ესაა:

*ა) გონების დაკარგვა კუნთოვანი ატონიით;

ბ ) ანტიგენზე ალერგიული რეაქცია;

გ ) სისხლძარღვოვანი უკმარისობის გამოვლენა ცნობიერების შენახვით;

დ) გემოვნების გაუარესება.

946. კოლაფსისთვის დამახასიათებელია შემდეგი კლინიკური ნიშნები:

*ა) სისხლძარღვოვანი უკმარისობის გამოვლენა ცნობიერების შენახვით;

ბ ) ცნობიერების დაკარგვა კუნთოვანი ატონიით;

გ ) ალერგიული რეაქცია ანტიგენზე;

დ) ცნობიერების და რეფლექსების დაკარგვა.

947. პულსი კოლაფსის დროს:

ა ) ხშირია, კარგი ავსების;

ბ ) ძაფისებური, გაიშვიათებულია;

*გ) ხშირი, ძაფისებურია;

დ) გაიშვიათებული, მაგრამ კარგი ავსების.

948. ოსტეოგინგივოპლასტიკის ჩვენებაა:

ა ) ჰიპერტროფიული გინგივიტი;

*ბ) პაროდონტიტის მძიმე, საშუალო ფორმა;

გ ) ქრონიკული პერიოდონტიტი;

დ ) გინგივიტი.

949. პირდაპირი მაშით იღებენ:

ა ) ქვედა ყბის საჭრელ კბილებს;

*ბ) ზედა ყბის საჭრელებს;

გ ) სიბრძნის კბილებს;

დ ) პრემოლარებს.

950. S-ის მაგვარი სადა ლოყებიანი მაშებით იღებენ:

ა ) ქვედა ყბის მესამე მოლერებს;

*ბ) ზედა ყბის პრემოლარებს;

გ ) ზედა ყბის მოლარებს;

დ ) ქვედა ყბის მოლარებს.

951. კბილებიანი S-ის მაგვარი მაშით იღებენ:

ა ) ქვედა ყბის მესამე მოლარებს;

ბ ) ზედა ყბის პრემოლარებს;

*გ) ზედა ყბის მოლარებს;

დ ) ზედა ყბის მესამე მოლარებს.

952. ხიშტისებური მაშებით იღებენ:

*ა) ზედა ყბის ფესვებს და პრემოლარებს;

ბ ) ქვედა ყბის პრემოლარებს;

გ ) ზედა ყბის მოლარებს;

დ ) ქვედა ყბის საჭრელებს.

953. თანმხვედრი ლოყების მქონე ნისკარტის მაგვარი მაშებით იღებენ:

*ა) ქვედა ყბის კბილების ფესვებს;

ბ ) ზედა ყბის მესამე მოლარებს;

გ ) ზედა ყბის პრემოლარებს;

დ ) ქვედა ყბის მოლარებს.

954. ქვედა ყბაზე კუთხისქვეშა ელევატორით იღებენ:

*ა) კბილის ფესვებს;

ბ ) პრემოლარებს;

გ ) საჭრელებს;

დ ) ეშვებს.

955. ხიშტისებური ელევატორით (ლეკლუზეს გასაღები) იღებენ ქვედა ყბის შემდეგ კბილებს:

*ა) მესამე მოლარი;

ბ ) მეორე მოლარი;

გ ) პირველი მოლარი;

დ ) პრემოლარი.

956. გაიხსენეთ კბილის ამოღების ოპერაციის შემდგომი ხშირი გართულება:

*ა) გვირგვინის მოტეხვა, ფესვის მოტეხვა;

ბ ) სმენის დაქვეითება;

გ ) გემოვნების შეცვლა;

დ ) უგუნებობა.

957. გართულებას, რომელიც თან სდევს უშუალოდ კბილის ამოღების ოპერაციას, მიეკუთვნება:

ა ) საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის ართრიტი;

ბ ) სამწვერა ნერვის ნევრალგია;

*გ) სისხლდენა;

დ ) პაროტიტი.

958. კბილის ამოღების ოპერაციის შესაძლო გართულებებს მიეკუთვნება:

ა ) საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის ანკილოზი;

ბ ) საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის ართრიტი;

*გ) ზედა ყბის წიაღის ფსკერის პერფორაცია;

დ ) სამწვერა ნერვის ნევრალგია.

959. ქვედა ყბის მესამე მოლარის ამოღების ოპერაციიის დროს შესაძლო გართულებებს მიეკუთვნება:

*ა) ქვედა ყბის მოტეხილობა;

ბ ) ოსტეომიელიტი;

გ ) პერიოსტიტი;

დ ) სინუსიტი.

960. კბილის ამოღების ოპერაციის დროს ზოგად გართულებებს მიეკუთვნება:

ა ) ოსტეომიელიტი;

ბ ) ალვეოლიტი;

*გ) გულის წასვლა;

დ ) სინუსიტი.

961. ზედა ყბის პრემოლარების ამოსაღებ მაშას ეწოდება:

*ა) S-ის მაგვარი არათანმხვედრი ლოყებით;

ბ ) სიბრტყეზე გაღუნული;

გ ) ფესვის ნისკარტისებური;

დ ) წვეტის მქონე S-ის მაგვარი.

962. ზედა ყბის მესამე მოლარის ამოსაღებ მაშას ეწოდება:

*ა) ხიშტისებური არათანმხვედრი და მომრგვალებული ლოყებით;

ბ ) ხიშტისებური და თანმხვედრი ლოყებით;

გ ) S-ის მაგვარი , თანმხვედრი ლოყებით;

დ ) S-ის მაგვარი, ლოყაზე წვეტით.

963. ზედა ყბის საჭრელი კბილების ფესვების ამოსაღებ მაშას ეწოდება:

ა ) S-ის მაგვარი არათანმხვედრი ლოყებით;

*ბ) S-ის მაგვარი თანმხვედრი ლოყებით;

გ ) ნისკარტისებური მაშა წვეტით;

დ ) ნისკარტისებური მაშა.

964. ქვედა ყბების კბილების ამოსაღებ მაშას ეწოდება:

ა ) ხიშტისებური მაშა თანმხვედრი ლოყებით;

ბ ) S- ის მაგვარი მაშა კბილით;

*გ) ნისკარტისაბური-არათანმხვედრი ლოყებით;

დ ) ნისკარტისებური-თანმხვედრი ლოყებით.

965. ქვედა ყბის პირველი და მეორე მოლარების ამოსაღებ მაშას ეწოდება:

ა ) ხიშტისაბური მაშა-თანმხვედრი ლოყებით;

*ბ) ნისკარტისებური წვეტიანი, არათანმხვედრი ლოყებით;

გ ) S-ის მაგვარი მაშა წვეტით;

დ ) ნისკარტისებური-თანმხვედრი ლოყებით.

966. ქვედა ყბის მესამე მოლარის ამოსაღებ ინსტრუმენტს ეწოდება:

ა ) S-ის მაგვარი მაშა არათანმხვედრი ლოყებით;

ბ ) S-ის მაგვარი მაშა თანმხვედრი ლოყებით;

*გ) ლეკლუზის ელევატორი;

დ ) პირდაპირი მაშა.

967. ქვედა ყბის კბილების ფესვების ამოსაღებ ინსტრუმენტს ეწოდება:

ა ) S-ის მაგვარი მაშა არათანმხვედრი ლოყებით;

*ბ) ნისკარტისებური მაშა თანმხვედრი ლოყებით;

გ ) ნისკარტისებური მაშა-წვეტით;

დ ) ნემსდამჭერი.

968. შეარჩიეთ ის დამატებითი ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება კბილის ფესვების ამოსაღებად ზედა და ქვედა ყბაზე:

ა ) კარაპეტიანის ელევატორი;

ბ ) ლიმბერგის კავი;

*გ ) სატეხი;

დ ) პირდაპირი მაშა.

969. ქვედა ყბის ამოვარდნილობის ძირითად მიზეზს წარმოადგენს:

*ა) სასახსრე კაფსულის,აგრეთვე საფეთქელ-ქვედა ყბების სახსრის იოგოვანი აპარატის სისუსტე;

ბ ) ღრმა თანკბილვა საჭრელი კბილების მიდამოში;

გ ) თანკბილვის სიმაღლის შემცირება;

დ ) ქვედა მაკროგნათია.

970. ქვედა ყბის ამოვარდნილობის ძირითად მიზეზს წარმოადგენს:

*ა) სასახსრე ბორცვის დადაბლება;

ბ ) ღრმა თანკბილვა საჭრელი კბილების მიდამოში;

გ ) თანკბილვის სიმაღლის შემცირება;

დ ) ქვედა მაკროგნათია.

971. ქვედა ყბის ამოვარდნილობის წამყვანი ნიშანია:

ა ) ქვედა ყბის უმოძრაობა;

*ბ) ცენტრალურ ოკლუზიაში თანკბილვის დაყენების შეუძლებლობა;

გ ) თანკბილვის სიმაღლის შემცირება;

დ ) ცრემლდენა.

972. ქვედა ყბის ამოვარდნილობის სამკურნალოდ უნდა მოხდეს:

*ა) სასახსრე თავის გასწორება სასახსრე ფოსოში;

ბ ) ქვედა ყბის როკისებრი მორჩის რეზექცია;

გ ) სასახსრე კაფსულის გაკერვა;

დ ) სასახსრე ბორცვის რეზექცია.

973. ქვედა ყბის ამოვარდნილობის ჩასწორების დროს ექიმი ცერა თითებს ათავსებას:

*ა) მარჯვენა და მარცხენა მოლარებზე ან ალვეოლურ მორჩებზე;

ბ ) ფრონტალური ჯგუფის კბილებზე ქვედა ყბის ამოვარდნილობის ჩასწორების დროს;

გ ) ქვედა ყბის კუთხეებზე;

დ) ნიკაპზე.

974. ქვედა ყბის ამოვარდნილობის ჩასწორების დროს ზეწოლა მოლარებზე ხდება შემდეგი მიმართულებით:

ა ) ფრონტალური ჯგუფის კბილებისაკენ;

ბ ) ქვემოდან ზემოთ;

გ ) ზემოთ;

*დ) ქვემოთ და უკან.

975. ქვედა ყბის ამოვარდნილობის ჩასწორების დროს ნარკოზის გამოყენების ჩვენებას წარმოადგენს:

*ა) საღეჭი კუნთების რეფლექტორული კონტრაქტურა;

ბ ) კუთხის ვენის თრომბოფლებიტზე ეჭვი;

გ ) გამოხატული ჰიპერსალივაცია;

დ ) ჩვეული ამოვარდნილობა.

976. საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის მწვავე არასპეციფიკური ართრიტის მიზეზს წარმოადგენს:

ა ) სახსრის ქრონიკული ტრავმა ოკლუზიის ცვლილებების შედეგად;

ბ ) ყურის ირგვლივ მიდამოს ჰიპერჰიდროზი;

*გ) რევმატიული შეტევა;

დ ) აქტინომიკოზი.

977. საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის ანკილოზის განვითარების ძირითად მიზეზს წარმოადგენს:

*ა) ქვედა ყბის როკისებრი მორის ტრავმა;

ბ ) ყბაყურა საღეჭი მიდამოს ცელულიტი;

გ ) ყურის მიდამოს ჰიპერჰიდროზი;

დ ) მასტოიდიტი.

978. საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის ორმხრივი ძვლოვანი ანკილოზის დროს ავადმყოფის გარეგნული სახე ხასიათდება:

ა ) არასიმეტრიულად ჰიპერტროფიული საღეჭი კუნთებით;

*ბ) ჩიტისებრი სახით;

გ ) ზედა რეტროგნათიით;

დ ) ზედა მაკროგნათიით.

979. საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის ანკილოზით დაავადებულთა მკურნალობის ძირითადი მეთოდია:

ა ) ორთოდონტიული;

ბ ) ორთოპედიული;

გ ) კონსერვატიული;

*დ) )ქირურგიული.

980. რადიკულური კისტის არაანთებადი პუნქტატი შეიცავს:

*ა) გამჭვირვალე სითხეს ქოლესტერინის კრისტალებით;

ბ ) ქოლესტეატომურ მასას;

გ ) მღვრიე სითხეს;

დ ) სისხლს.

981. მომცრო ზომის ოდონტოგენური კისტების მკურნალობის ძირითად მეთოდს წარმოადგენს:

ა ) ყბის ნახევრის რეზექცია;

ბ ) ყბის ნაწილობრივი რეზექცია;

გ ) სკლეროზირება;

*დ) ცისტექტომია.

982. ფიბრომატოზი მიეკუთვნება:

*ა) სიმსივნის მსგავს წარმონაქმნებს;

ბ ) ჭეშმარიტ სიმსივნეებს;

გ) კისტებს;

დ) ადენომებს.

983. ფიბრომატოზის მკურნალობის ძირითადი მეთოდია:

*ა) წარმონაქმნის ამოკვეთა ძვლისაზრდელასთან ერთად;

ბ ) კომბინირებული;

გ ) სხივური თერაპია;

დ ) ქიმიათერაპია.

984. ლიპომის მკურნალობის ძირითად მეთოდს წარმოადგენს:

*ა) ამოკვეთა კაფსულასთან ერთად;

ბ ) სხივური თერაპია;

გ ) კომბინირებული;

დ ) კრიოდესტრუქცია.

985. ფიბროზული ეპულსიის მკურნალობის ძირითად მეთოდს წარმოადგენს:

*ა) წარმონაქმნის ამოკვეთა;

ბ ) კომბინირებული;

გ ) სხივური თერაპია;

დ ) ქიმიათერაპია.

986. რბილი ოდონტომის მკურნალობის ძირითად მეთოდს წარმოადგენს:

ა ) წარმონაქმნის გარსის ამოფხეკა;

*ბ) ყბის რეზექცია;

გ ) სხივური თერაპია;

დ ) ქიმიათერაპია.

987. გაიხსენეთ ანთებითი ხასიათის გართულებები ყბის ძვლების მოტეხილობისას:

*ა) ძვლოვანი ქსოვილის დაჩირქება;

ბ ) წითელი ქარი;

გ ) ფურუნკულოზი;

დ ) პერიოსტიტი.

988. ეშვების არეში ქვედა ყბის ორმხრივი მოტეხილობის დროს ფრაგმენტის შეცილება ხდება:

ა ) ლატერალურად;

ბ ) მედიალურად;

გ ) მაღლა;

*დ) დაბლა.

989. ეპიდემიური პაროტიტის გამომწვევს წარმოადგენს:

*ა) ფილტრში გამავალი ვირუსი;

ბ ) ფუზობაქტერია;

გ ) სტაფილოკოკი;

დ ) სტრეპტოკოკი.

990. ეპიდემიური პაროტიტის დროს ზიანდება შემდეგი სანერწყვე ჯირკვლები:

ა ) ქვედაყბისქვეშა;

ბ ) ენისქვეშა;

*გ) ყბაყურა;

დ ) მცირე.

991. ყველაზე ხშირად ეპიდემიური პაროტიტით ავადდებიან:

ა ) ასაკოვანი ხალხი;

ბ ) მოზარდები;

გ ) მოზრდილები;

*დ) ბავშვები.

992. ეპიდემიური პაროტიტის ზოგად გართულებებს წარმოადგენს:

*ა) ორხიტი, პანკრეატიტი, მენინგიტი;

ბ ) დუოდენიტი, ილეიტი, პროქტიტი;

გ ) ოსტეომიელიტი, ნევრალგია;

დ ) გასტრიტი, ცისტიტი.

993. კალკულოზური სიალოადენიტის ძირითად კლინიკურ ნიშანს წარმოადგენს:

*ა) საკვების მიღების დროს ჯირკვლის შესივება;

ბ ) ჯირკვლის სადინრის შესართავის ანთება;

გ ) ჰიპერსალივაცია;

დ ) ჰიპოსალივაცია.

994. რანულა ეწოდება:

ა ) ქვედაყბისქვეშა სანერწყვე ჯირკვლის სიმსივნეს;

ბ ) ქვედაყბისქვეშა სანერწყვე ჯირკვლის კისტას;

გ ) ენისქვეშა სანერწყვე ჯირკვლის სიმსივნეს;

*დ) ენისქვეშა სანერწყვე ჯირკვლის კისტას.

995. თვალბუდის ქვედა მიდამოს ზედა საზღვარს წარმოადგენს:

ა ) ზედა ყბის ალვეოლური მორჩი;

ბ ) მსხლისებრი შესასვლის ქვედა კიდე;

*გ) თვალბუდის ქვედა კიდე;

დ ) ყვრიმალ-ყბის ნაკერი.

996. რომელი მიდამოს ფლეგმონის დროს აღინიშნება ყლაპვის გაძნელება:

ა ) ყბაყურა საღეჭი;

*ბ) პირის ღრუს ფსკერის;

გ ) ლოყის მიდამოს;

დ ) ყვრიმალის.

997. რომელი მიდამოს ფლეგმონის დროს არის მკვეთრად გაძნელებული პირის გაღება:

*ა) ყბაყურა-საღეჭი;

ბ ) ლოყის არის;

გ ) თვალბუდის ქვედა;

დ ) ყბისქვეშა.

998. რომელი მიდამოს ანთებითი პროცესი წარმოადგენს პირის ღრუს ფსკერის ფლეგმონის განვითარების მიზეზს?

ა ) ყბაყურა მიდამოს ლიმფური კვანძების;

ბ ) ლოყის არის ლიმფური კვანძების;

გ ) ზედა ყბის კბილები;

*დ) ქვედა ყბის კბილები.

999. ნიკაპქვეშა მიდამოს ფლეგმონის ტიპიურ კლინიკურ ნიშანს წარმოადგენს:

*ა) ნიკაპქვეშა არის ქსოვილების ჰიპერემია და ინფილტრაცია;

ბ ) ქვედა ტუჩის კანის ჰიპერემია;

გ ) ლოყის მიდამოს ჰიპერემია და შეშუპება;

დ ) ყბა-ფრთის ნაკეცის შეშუპება.

1000. ყბაყურა-საღეჭი მიდამოს ფლეგმონის ტიპიურ კლინიკურ ნიშანს წარმოადგენს:

ა ) კანის ჰიპერემია ქვედა ტუჩის არეში;

ბ ) ლოყის არის ჰიპერემია და შეშუპება;

გ ) ყბა-ფრთისებრი ნაოჭის შეშუპება;

*დ) მოძრაობის შეზღუდვა პირის გაღებისას.

1001. ლოყის მიდამოს ფლეგმონის განვითარების მიზეზს წარმოადგენს შემდეგი მიდამოს ანთებითი პროცესი:

ა ) ლოყის ლორწოვანი გარსის ტრავმები;

ბ ) ყბაყურა მიდამოს ლიმფური კვანძების;

გ ) კისრის მიდამოს ლიმფური კვანძების;

*დ) ზედა ყბის კბილების.

1002. ხახის ირგვლივი სივრცის აბსცესის განვითარების არაოდონტოგენურ მიზეზს წარმოადგენს:

ა ) ზედა ყბის მიდამოს მესამე მოლარის მწვავე პერიოდონტიტი;

ბ ) ყბაყურა მიდამოს ლიმფადენიტი;

გ ) ლოყის მიდამოს ლიმფადენიტი;

*დ) მწვავე ტონზილიტი.

1003. ხახის ირგვლივი აბსცესის განვითარების ოდონტოგენურ მიზეზს წარმოადგენს:

ა ) ზედა და ქვედა ყბის საჭრელი კბილების მწვავე პერიოდონტიტი;

*ბ) ზედა და ქვედა ყბების მოლარების მწვავე პერიოდონტიტი;

გ ) ყბაყურა მიდამოს ლიმფადენიტი;

დ ) ლოყის მიდამოს ლიმფადენიტი.

1004. ლუდვიგის ანგინის გამომწვევ მიკრობს წარმოადგენს:

*ა) ფაკულტატური ანაერობები, ჰემოლიზური სტრეპტოკოკი;

ბ ) სხივური სოკოები, სტაფილოკოკები;

გ ) სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები;

დ ) ტუბერკულოზური მიკობაქტერიები.

1005. ლუდვიგის ანგინის განვითარების ოდონტოგენურ მიზეზს წარმოადგენს შემდეგი მიდამოს ანთებითი პროცესი:

ა ) ყბაყურა მიდამოს ლიმფური კვანძების;

ბ ) ლოყის მიდამოს ლიმფური კვანძების;

*გ) ქვედა ყბის მოლარების;

დ ) ზედა ყბის მოლარების.

1006. პერიოსტიტის განვითარების მიზეზს წარმოადგენს:

ა ) ქვედა ყბის როკისებრი მორჩის მოტეხილობა;

*ბ) ქრონიკული პერიოდონტიტის გამწვავება;

გ ) ქრონიკული ჰაიმორიტის გამწვავება;

დ ) ალვეოლური მორჩის ფიბრომა.

1007. პერიოსტიტის დროს ჩირქოვანი პროცესი ლოკალიზებულია:

ა ) ალვეოლური მორჩის ლორწოვანი გარსის ქვეშ;

ბ ) ყბის გარე კორტიკალური ფირფიტის ქვეშ;

*გ) სუბპერიოსტალურად;

დ ) კუნთისქვეშ.

1008. პერიოსტიტის მკურნალობის დროს ტიპიურ ოპერაციულ მიდგომად ითვლება შემდეგი განაკვეთები:

ა ) სუბმანდიბულარულად, ქვედა ყბის კიდის გასწვრივ;

*ბ) გარდამავალი ნაოჭის გასწვრივ ლორწოვანის და პერიოსტეუმის გახსნით;

გ ) ლორწოვანი გარსის ყბა-ფრთისებრ ნაოჭზე;

დ ) ნიკაპქვედა არეში შუა ხაზზე.

1009. ყბის ძვლების მწვავე ოდონტოგენური ოსტეომიელიტის განვითარების მიზეზს წარმოადგენს:

*ა) ორგანიზმის დაქვეითებული რეაქტიულობის ფონზე ქრონიკული პერიოდონტიტის გამწვავება;

ბ ) ქრონიკული პერიოდონტიტის გამწვავება;

გ ) მწვავე ლიმფადენიტი;

დ ) ყბის ძვლების მოტეხილობა.

1010. მწვავე ოდონტოგენური ოსტეომიელიტის დროს აუცილებელია მიზეზობრივი კბილის:

ა ) რეპლანტირება;

ბ ) დაბჟენა;

გ ) გახსნა;

*დ) ამოღება.

1011. ყბის ძვლების მწვავე ოდონტოგენური ოსტეომიელიტის ოპერაციული მკურნალობა მდგომარეობს:

*ა) მიზეზობრივი კბილის ამოღებაში, ფართო ორმხრივ პერიოსტეოტომიაში, დრენირებაში;

ბ ) მიზეზობრივი კბილის ამოღებაში, ცალმხრივ ფართო პერიოსტეოტომიაში, დრენირებაში;

გ ) ყბის ძვლების ორმხრივ ფართო პერიოსტეოტომიაში;

დ ) მიზეზობრივი კბილის ამოღებაში.

1012.როდისაა ნაჩვენები ქრონიკული ოსტეომიელიტის დროს სეკვესტრექტომია:

ა ) ანტიბაქტერიული მკურნალობის შემდეგ;

ბ ) ფორმირებადი სეკვესტრის დროს;

*გ) სეკვესტრის ფორმირების შემდეგ;

დ ) ფიზიოთერაპიის შემდეგ.

1013. ყბის ძვლების ქრონიკული ოდონტოგენური ოსტეომიელიტის ადგილობრივ გართულებას წარმოადგენს:

ა ) სახის ნერვის დამბლა;

*ბ) პათოლოგიური მოტეხილობა;

გ ) ქსეროსტომია;

დ ) დიპლოპია.

1014. ყბის ძვლის ტრავმული ოსტეომიელიტის ადგილობრივი ხასიათის მოგვიანებითი გართულება შეიძლება იყოს:

ა ) სახის ნერვის პარეზი;

*ბ) ცრუ სახსარი;

გ ) პერიკორონარიტი;

დ ) ქსეროსტომია.

1015. მესამე მოლარის გაძნელებული ამოჭრის ადგილობრივ გართულებას წარმოადგენს:

ა ) ქვედა ყბის შვიწროვება;

ბ ) ქსეროსტომია;

გ ) მიკროსტომა;

*დ) ტრიზმი.

1016. მესამე მოლარის სწორი დგომის შემთხვევაში, თანხმლები პერიკორონარიტის დროს ქირურგი ახდენს:

ა ) განაკვეთს გარდამავალ ნაოჭზე;

*ბ) ქუდაკის მოკვეთას;

გ ) სეკვესტრექტომიას;

დ ) კბილის ექსტრაქციას.

1017. აქტინომიკოზის გამომწვევს წარმოადგენს:

ა ) ტუბერკულოზური მიკიბაქტერიები;

ბ ) ნაწლავური კლოსტრიდიები;

*გ) სხივური სოკოები;

დ ) სტრეპტოკოკები.

1018. აქტინომიკოზი წარმოადგენს:

ა ) არასპეციფიურ ანთებით დაავადებას;

*ბ) სპეციფიკურ ანთებით დაავადებას;

გ ) სიმსივნის მაგვარ პროცესს;

დ ) დისტროფიულ პროცესს.

1019. აქტინომიკოზის დიაგნოზი დასტურდება შემდეგი გამოკვლევებით:

ა ) ჰორმონალური;

ბ ) სეროლოგიური;

გ ) სისხლის კლინიკური ანალიზით;

*დ) ციტოლოგიური.

1020. ბაქტერიებს, რომელთა ზრდისთვის აუცილებელია ჟანგბადი, ეწოდებათ:

ა ) ფაკულტატური აერობები;

ბ ) ფაკულტატური ანაერობები;

*გ) ობლიგატური აერობები;

დ ) ანაერობები.

1021. მიკროორგანიზმები, რომლებიც ვერ ცოცხლობენ ჟანგბადის გარემოში ეწოდება:

ა ) ფაკულტატური ანაერობები;

ბ ) ფაკულტატური აერობები;

*გ) მკაცრი ანაერობები;

დ ) მკაცრი აერობები.

1022. პირველი ბარიერი, რომელიც იცავს ადამიანს სხეულს ინფექციისაგან, არის:

ა ) ანტისხეულები;

ბ ) ლიმფური სისტემა;

*გ) კანი;

დ ) კუჭ-ნაწლავის ტრაქტი.

1023. ინფილტრაციული ანესთეზია ყველაზე არაეფექტურია:

ა ) ცენტრალური ქვედა საჭრელებისთვის;

ბ ) ქვედა ეშვისთვის;

*გ) ქვედა პირველი მოლარისთვის;

დ ) ზედა პრემოლარებისთვის.

1024. ქვემოთ ჩამოთვლილი ნივთიერებებიდან, კარიესის დროს მინანქრის რემინერალიზაციას ყველაზე ეფექტურად ახორციელებს:

ა ) ჰორმონები;

ბ ) დექსტრანების შემცველი პრეპარატები;

*გ) ფტორი;

დ ) ვიტამინები.

1025. ადგილობრივი ფლუორიზაციის ეფექტი დამყარებულია:

ა ) კბილის ნადების PH-ის ცვლილებაზე;

ბ ) ფტორის ბაქტერიციდულ მოქმედებაზე;

გ ) კბილის ტროფიკის გაუმჯობესებაზე;

*დ) რემინერალიზაციის პროცესების აქტივობაზე, მინანქრის ხსნადობის და განვლადობის შემცირებაზე, ფტორაპატიტების წარმოქმნაზე.

1026. ღრმა კარიესის დროს რაციონალურია შემდეგი სარჩულები:

ა ) ინდიფერენტული;

*ბ) ოდონტოტროპული;

გ ) კორტიკოიდების საფუძველზე დამზადებული;

დ ) ანტიმიკრობული მოქმედების.

1027. პრეპარატები, რომელთაც ოდონტოტროპული თვისებები გააჩნია:

ა ) ევგენოლი;

ბ ) კორტიკოსტეროიდები;

გ ) ანტიბიოტიკები და ანტისეპტიკები;

*დ) კალციუმის ჰიდროჟანგი.

1028. შესაძლებელია თუ არა სამკურნალო სარჩულის სახით ღრმა კარიესის დროს კორტიკოსტეროიდზე დამზადებული პასტების გამოყენება?

ა ) არა, ისინი აღიზიანებენ შემაერთებელ ქსოვილს;

ბ ) არა, ეს ხელს უწყობს დისბაქტერიოზს, რითაც ასტიმულირებს კარიესული ღრუს ფლორის ზრდას;

*გ) არა, რადგანაც ისინი თრგუნავენ ოდონტოგენეზის პროცესს;

დ ) დიახ, ამით პულპაში მცირდება ანთებითი პროცესი, რომელსაც ადგილი აქვს ღრმა კარიესის დროს.

1029. ღრმა კარიესის დროს კალციუმის ჰიდროჟანგის გამოყენება ეფუძნება:

ა ) დასენსიბილიზაციის ეფექტს;

ბ ) ბაქტერიული ენზიმების დათრგუნვის თვისებას;

*გ) ოდონტოტროპულ და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას;

დ ) ანტიბაქტერიულ ეფექტს.

1030. დაწყებითი კარიესის მინანქრის ეროზიისაგან სადიფერენციაციო ნიშნებია:

ა ) დეფექტი მომრგვალებულია, გასწორებული კიდეებით, გლუვი ფსკერით.

ბ ) დენტინის ჰიპერესთეზია, რომელიც თბილი წყლის ზემოქმედებით მატულობს;

გ ) მეთილენის ლურჯით შეღებვისას ფერის უქონლობა, დეფექტის მაგარი ფსკერი;

*დ) დაზიანებული ადგილის მეთილენის ლურჯით შეღებვა.

1031. დაწყებითი კარიესის მკურნალობის რაციონალური მეთოდია:

ა ) არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი არაა სწორი;

*ბ) კბილის მინანქრის მინერალური შემადგენლობის აღდგენა-რემთერაპია;

გ ) დაზიანებული მინანქრის მოშორების შემდგომი დაბჟენა;

დ ) დაზიანებული მინანქრის პრეპარირება.

1032. ქრონიკული ფიბროზული და ჰიპერტროფიული პულპიტის დიფერენციულ დიაგნოსტიკაში გადამწყვეტია:

ა ) რენტგენოგრაფიული მონაცემები;

*ბ) ინსპექცია და ზონდირება;

გ ) თერმო და ელექტრომეტრია;

დ ) ტკივილების ხასიათი.

1033. საწყისი პულპიტის დროს მკურნალობის მეთოდებიდან ყველაზე დამზოგველია:

ა ) კბილის ამოღება;

ბ ) ვიტალური ამპუტაცია;

*გ) პულპის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება;

დ ) პულპის დევიტალიზაცია.

1034. ჩირქოვანი პულპიტის დროს აუცილებელია მკურნალობის შემდეგი მეთოდების გამოყენება:

ა ) კბილის ამოღება;

*ბ) ვიტალური ექსტირპაცია;

გ ) ვიტალური ამპუტაცია;

დ ) მთლიანი პულპის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება.

1035. ქრონიკული ფიბროზული პულპიტის შემთხვევაში მკურნალობის ხერხია:

ა ) კბილის ამოღება;

ბ ) დევიტალიზაცია;

*გ) ვიტალური ექსტირპაცია;

დ ) პულპის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება.

1036. ჰიპერტროფილი პულპიტის მკურნალობის რაციონალური მეთოდია:

ა ) კბილის ამოღება;

*ბ) ვიტალური ექსტირპაცია;

გ ) პულპის სიცოცხლის უნარიანობის შენარჩუნება;

დ ) ვიტალური ამპუტაცია.

1037. წყლულოვანი პულპიტის მკურნალობის მეთოდებიდან ყველაზე რაციონალურია:

ა ) ვიტალური ექსტირპაცია პულპის დიათერმოკოაგულაციით;

*ბ) ვიტალური ექსტირპაცია არხების შემდგომი ანტისეპტიკური დამუშავებით;

გ ) ვიტალური ამპუტაცია;

დ ) დევიტალიზაცია.

1038. ღრმა კარიესისა და ქრონიკული პულპიტის დიფერენციულ დიაგნოსტიკაში გადამწყვეტია:

ა ) პერკუსია;

ბ ) კბილის ფერი;

გ ) ზონდირება;

*დ) ტკივილების ხასიათი.

1039. წყლულოვანი პულპიტის და ქრონიკული პერიოდონტიტის დიფერენციულ დიაგნოსტიკაში გადამწყვეტია:

ა ) კბილის ფერი;

ბ ) მიზეზობრივი ხასიათის ტკივილები, რომელიც მიზეზის მოხსნის შემდეგ ქრება;

*გ) ღრმა ზონდირება;

დ ) პერკუსია.

1040. ვიტალური ამპუტაციის შემდეგ პულპის ტაკვის სწრაფ მოშუშებას ხელს უწყობს:

ა ) იოდი;

ბ ) ევგენოლი;

გ ) კორტიკოსტეროიდები;

*დ) კალციუმის ჰიდროჟანგი.

1041. პულპის ექსტირპაციის შემდეგ სისხლდენის შეჩერება უმჯობესია:

ა ) ვაგოტილით;

ბ ) 1%-იანი იოდინოლით;

*გ) ამინოკაპრონის მჟავით ან კაპროფერით;

დ ) წყალბადის ზეჟანგით.

1042. პულპის ბიოლოგიური მეთოდით მკურნალობის ჩვენებები:

ა ) ქრონიკული გამწვავებული პულპიტი;

ბ ) ქრონიკული განგრენოზული პულპიტი;

*გ) შემთხვევით გახსნილი კბილის ღრუ;

დ ) მწვავე დიფუზური პულპიტი.

1043. პულპის პოლიპი წარმოიქმნება შემდეგი დაავადებისას:

ა ) ქრონიკული პულპიტისას პერიაპიკალური დაზიანებით;

ბ ) ქრონიკული პულპიტისას დახურული კბილის ღრუთი;

გ ) პულპის ნეკროზი;

*დ) ქრონიკული პულპიტისას ღია კბილის ღრუთი.

1044. ქრონიკული ჰიპერტროფული პულპიტის კლინიკა:

ა ) პულპის რქა გაშიშვლებულია, ზონდირება მტკივნეულია;

*ბ) კბილის ღრუ ღიაა, აღინიშნება ჰიპერტროფიული პულპის არსებობა;

გ ) როგორც წესი, ახლავს პერიაპიკალური ცვლილებები;

დ ) ყოველთვის მიმდინარეობს დახურული კბილის ღრუში.

1045. ჩირქოვანი დიფუზური პულპიტის კლინიკა:

ა ) პულპის ელექტროაგზნებადობა მომატებულია;

*ბ) ირადირებული ხასიათის თვითნებითი ტკივილი;

გ ) ტკივილი კბილის კბილზე დაჭერით;

დ ) თვითნებითი ლოკალიზებული ტკივილები კბილის არეში.

1046. ექიმის ტაქტიკა კბილის ირგვლივ ქსოვილებში დარიშხანის მჟავას ანჰიდრიდის დიფუზიის შემთხვევაში:

*ა) ნეკროტული უბნის მოცილება პროტეოლიტური ფერმენტებით და ანტიდოტებით დამუშავება;

ბ ) ნეკროტული უბნის მოცილება;

გ ) ნეკროტული უბნის დამუშავება ანტისეპტიკებით და ანტიბიოტიკებით;

დ ) ნეკროტული უბნის დამუშავება ტკივილგამაყუჩებლებით.

1047. მწვავე პერიოდონტიტის დიფერენცირება ხშირად ძნელდება პულპიტის შემდეგ ფორმებთან:

ა ) წყლულოვან პულპიტთან.

ბ ) ჰიპერტროფიულ პულპიტთან;

*გ) ჩირქოვან პულპიტთან;

დ ) მწვავე ლოკალურ პულპიტთან.

1048. მწვავე აპიკალური პერიოდონტიტისა და მწვავე ლოკალური პაროდონტიტის დიფერენციულ დიაგნოსტიკაში გადამწყვეტია:

ა ) პერკუსია;

*ბ) პულპის ელექტროაგზნებადობა, რენტგენოდიაგნოსტიკა, პერკუსია და თერმოდიაგნოსტიკა;

გ ) ტკივილების ხასიათი;

დ ) ზონდირება.

1049. გაიხსენეთ კისტის და გრანულომის ამომფენი ეპითელიუმის შენება:

ა ) წარმოდგენილია ერთშრიანი ეპითელიუმით;

*ბ) გრანულომის და კისტის ეპითელურ ჩანაფენს ქმნის მალასეს ეპითელური კუნძულები, რომლის უჯრედები განიცდის ანთებად პროლიფერაციას;

გ ) ხვრელარხის გასასვლელთან ვეგეტირებული, პირის ღრუს მრავალშრიანი ბრტელი ეპითელიუმია;

დ ) ღრძილის ჯიბიდან ვეგეტირებული, პირის ღრუს მრავალშრიანი ბრტელი ეპითელიუმია.

1050. შეიძლება თუ არა არხში EDTA-თი გაჟღენთილი ტურუნდის დატოვება?

ა ) არ შეიძლება, რადგანაც კბილი ვერ აიტანს ჰერმეტიულობას;

*ბ) არ შეიძლება, ძლიერი დეკალცინირების და არხის მექანიკური გაფართოებისას პერფორაციის საშიშროების გამო;

გ ) საჭიროა EDTA -ს ხანგრძლივი კონტაქტი არხის კედლებთან;

დ ) შესაძლებელია.

1051. პერიოდონტის ქსოვილების აღდგენისათვის ძირითადია:

ა ) ექსუდატის დრენირება;

*ბ) არხთა ირიგაცია და ობტურაცია;

გ ) ანთების საწინააღმდეგო თერაპია;

დ ) ფესვის არხების ანტიმიკრობული დამუშავება.

1052. საშუალო კარიესის დროს სარჩულის გარეშე კომპოზიციური საბჟენი მასალის დადებისას მოსალოდნელია:

ა ) გამჭვირვალე დენტინის წარმოქმნა;

ბ ) პერიაპიკალურ ქსოვილებში ცვლილებები;

*გ) პულპის ნეკროზი;

დ ) მონაცვლე დენტინის წარმოქმნა.

1053. ენდოდონტიური ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება ფესვის არხის გასაფართოებლად:

ა ) არხის სიგრძის მზომი;

*ბ) K ფაილი;

გ ) დრილბორი;

დ ) პულპექსტრაქტორი.

1054. ქვემოჩამოთვლილი ნაერთებიდან არხის საბჟენი მასალის შემადგენლობაში ყველაზე ხშირად შედის:

ა ) ეპოქსიდური პლასტმასები;

ბ ) თუთიის ჟანგი და ფორმოკრეოზოლი;

*გ) თუთიის ჟანგი და ევგენოლი;

დ ) თუთიის ჟანგი და ანტიბიოტიკები.

1055. იპოვეთ გუტაპერჩის წკირის უარყოფითი თვისებები:

*ა) ძნელად გასტერილება;

ბ ) რენტგენკონტრასტულია;

გ ) არ იკლებს მოცულობაში და არ იწოვება არხიდან;

დ ) ადვილია შესატანად და საჭიროების შემთხვევაში გამოსატანად.

1056. დარიშხანის მჟავას ანჰიდრიდით გამოწვეული მედიკამენტური პერიოდონტის მკურნალობის მეთოდებია:

*ა) ფესვის არხის კარგი ენდოდონტური დამუშავება, ანტიდოტის გამოყენება;

ბ ) კბილის ღიად დატოვება;

გ ) პროტეოლიზური ფერმენტებით ელექტროფორეზი;

დ ) ანტიბიოტიკის გამოყენება.

1057. მედიკამენტური (დარიშხანის მჟავას ანჰიდრიდის მოქმედებით) პერიოდონტიტის მკურნალობა:

*ა) კარიესული ღრუს დამუშავება, პულპის ექსტირპაცია, არხში ანტიდოტის ჩატოვება დენტინის ნახვევის ქვეშ;

ბ ) ამპუტაციის და ექსტირპაციის ჩატარება, კბილის ღიად დატოვება;

გ ) კბილის ღრუს გახსნა და მედიკამენტოზური დამუშავება;

დ ) ნახვევის მოხსნა, კბილის ღიად დატოვება.

1058. ქვედა ყბის საჭრელებს უმეტესწილად აქვთ:

ა ) ერთი ფესვი ორი არხით და ერთი აპექსით;

ბ ) ორი ფესვი ორი არხით;

გ ) ერთი ფესვით, ორი არხით და ორი აპექსით;

*დ) ერთი ფესვი ერთი არხით.

1059. ქვედა ყბის მოლარებს უმეტესწილად აქვთ:

ა ) სამი ფესვი სამი არხით;

ბ ) ორი ფესვი ოთხი არხით;

*გ) ორი ფესვი სამი არხით;

დ ) ორი ფესვი ორი არხით.

1060. ზედა მოლარებს უმეტესწილად აქვთ:

*ა) სამი ფესვი სამი არხით;

ბ ) ორი ფესვი სამი არხით;

გ ) ორი ფესვი ორი არხით;

დ ) სამი ფესვი ორი არხით.

1061. რა უდევს საფუძვლად არხში არსებულ ჩირქოვან პროცესზე წყალბადის ზეჟანგის მოქმედებას?

ა ) მჟავას წარმოქმნა დაშლის პროდუქტებთან კონტაქტისას;

*ბ) აქტიური ჟანგბადის გამოყოფა;

გ ) დენტინის დეკალცინაცია;

დ ) თერმული ეფექტი.

1062. EDTA-ს ძირითადი თვისებებია:

ა ) ენდოდონტური ინსტრუმენტების მჭრელი თვისებების გაზრდა;

ბ ) არხის გამოშრობა;

*გ) დენტინის დეკალცინაცია;

დ ) ანტისეპტიკური მოქმედება.

1063. პაროდონტის ინერვაციას ახორციელებს:

ა ) სამწვერა ნერვის სამივე ტოტი;

ბ ) სამწვერა ნერვის პირველი ტოტი;

*გ) სამწვერა ნერვის მეორე და მესამე ტოტების კბილის წნულის ტოტები;

დ ) სამწვერა ნერვის მეორე ტოტი.

1064. კბილის ბალთის შემადგენლობა:

ა ) შეიცავს ნერწყვის ელემენტებს;

ბ ) შეიცავს ორგანულ კომპონენტებს;

*გ) არის უჯრედებსშორისი მატრიქსი,რომელიც შედგება პოლისაქარიდების, ლიპიდების, პროტეინების, არაორგანული კომპონენტებისაგან; მასში შესულია მიკროორგანიზმები, ეპითელური ქსოვილები, ლეიკოციტები და მაკროფაგები;

დ ) შედგება ნახშირწყლებისა და ლიპიდებისაგან.

1065. არის თუ არა პაროდონტური ჯიბეები პაროდონტიტის მსუბუქი ფორმის დროს:

ა ) არსებობს ძვლოვანი ჯიბეები;

ბ ) არსებობს ცრუ ჯიბეები;

*გ) არსებობს-3-3,5 მმ სიღრმით;

დ ) არსებობს-6 მმ. სიღრმით.

1066. საშუალო სიმძიმის პაროდონტიტის დროს პაროდონტალური ჯიბეების სიღრმე:

ა ) არსებობს ცრუ ჯიბეები;

ბ ) 8 მმ. და მეტი სიღრმის;

*გ) 5 მმ.-მდე სიღრმის;

დ ) ჯიბეები არ არის.

1067. საშუალო სიმძიმის პაროდონტიტის დროს კბილების მორყევის ხარისხია:

ა ) არის მეორე-მესამე ხარისხის მორყევა;

*ბ) კბილების მორყევა პირველი ან მეორე ხარისხის;

გ ) არ არის;

დ ) მსუბუქი მორყევა, პირველი ხარისხის.

1068. საშუალო სიმძიმის პაროდონტიტის დროს პაროდონტალური ჯიბეებიდან ჩირქოვანი გამონადენი:

ა ) გამოვლინდება მხოლოდ კულაჟენკოს სინჯის შემდეგ;

*ბ) ხშირად შეიმჩნევა;

გ ) გამოვლინდება მხოლოდ ფორმალინის სინჯის შემდეგ;

დ ) არ არის.

1069. როგორია ყბის ძვლის ალვეოლური მორჩის რენტგენოგრაფიული გამოკვლევის მონაცემები საშუალო სიმძიმის პაროდონტიტის დროს?

ა ) ძვლოვან ქსოვილებში ცვლილებები არ არის;

ბ ) კბილთაშორის ძგიდეების მწვერვალის რეზორბცია, ალვეოლური მორჩის ღრუბლისებრ ნივთიერებაში ოსტეოპოროზის კერების არსებობა;

გ ) ძვლის ღრუბლისებრ ნივთიერებაში შეიმჩნევა ოსტეოპოროზული კერები;

*დ) კბილთაშორისი ძგიდეების რეზორბცია კბილის ფესვის სიგრძის 1/3-დან 1/2-მდე, ოსტეოპოროზის კერები ალვეოლური მორჩის ღრუბლისებრ ნივთიერებაში.

1070. მძიმე ფორმის პაროდონტიტის დროს პაროდონტური ჯიბეების სიღრმე:

ა ) 2,5 მმ.-მდე.

*ბ) 5-7 მმ. და მეტი;

გ ) 5-6 მმ.-მდე;

დ ) 3-4 მმ.

1071. მძიმე ფორმის პაროდონტიტის დროს კბილების მორყევის ხარისხია:

ა ) ყბის ზოგიერთ უბნებშია;

ბ ) მხოლოდ ძლიერი დატვირთვისას;

*გ) მეორე-მესამე ხარისხის;

დ ) არ არის მორყევა.

1072. პაროდონტის იდიოპათურ დაავადებებს მიეკუთვნება:

ა ) პაროდონტიტი, პაროდონტოზი;

ბ ) გინგივიტი,პაროდონტიტი;

გ ) ნეიტროპენია, ჰისტოციტოზი, გინგივიტი, პარადონტომა;

*დ) პაპოინ-ლეფევრის სინდრომი; X-ჰისტოციტოზი, ნეიტროპენია, აგამაგლობულინემია, დეკომპენსირებული შაქრიანი დიაბეტი.

1073. შეარჩიეთ ჰიპერტროფული გინგივიტის ფიბროზული ფორმის მკურნალობის ყველაზე ქმედითი ღონისძიება:

ა ) ბიოაქტიური ნივთიერებების შეყვანა;

*ბ) მასკლეროზირებელი თერაპიის ჩატარება, ელექტროკოაგულაცია, კრიოქირურგია;

გ ) ანტიბიოტიკების შეყვანა;

დ ) ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებისა და ფერმენტების აპლიკაცია.

1074. პაროდონტის დაავადების მკურნალობის დროს ნაფლეთოვანი ოპერაციების ჩატარების ჩვენებაა:

ა ) მძიმე ფორმის პაროდონტიტი კბილების მორყევის მესამე ხარისხის არსებობისას;

*ბ) 6-7 მმ. სიღრმის ჯიბეების არსებობისას საშუალო და მძიმე ფორმის პაროდონტიტი;

გ ) მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პაროდონტიტი;

დ ) პაროდონტოზი.

1075. პაროდონტის დაავადების დროს კბილების შერჩევითი გაქლიბვის მიზანია:

*ა) ნაადრევი საოკლუზიო კონტაქტების აღმოფხვრა, რაც აგვაშორებს ოკლუზიით გამოწვეულ ტრავმას;

ბ ) ესთეტური ჩვენებები;

გ ) ანთებითი პროცესების ჩაქრობა;

დ ) კბილების ანატომიური ფორმების ნორმალიზება.

1076. როგორი სიხისტის ჯაგრისის გამოყენებაა რეკომენდებული პაროდონტიტის მქონე პაციენტების მიერ:

ა ) ძალიან მაგარი;

ბ ) საშუალო სიხისტის;

გ ) მაგარი;

*დ) რბილი.

1077. რა სტრუქტურების მოცილება უნდა მოხდეს კიურეტაჟის:

*ა) ღრძილქვეშა ქვა, დარბილებული ცემენტის ნაწილი, ჯიბის შიგთავსი, გრანულაციური ქსოვიული, ეპითელური ქსოვილი;

ბ ) ღრძილქვეშა ქვა, გრანულაციური ქსოვილი, ჩაზრდილი ეპითელი;

გ ) ღრძილქვეშა ქვა, დარბილებული ცემენტი;

დ ) გრანულაციური ქსოვილი.

1078. პაროდონტის ქსოვილების არტერიული სისხლმომარაგების წყაროა:

*ა) გარეთა საძილე არტერიის აუზი;

ბ ) ყბისქვეშა არტერია;

გ ) ფრთასასის არტერია;

დ ) ფრთისებრი არტერიის ტოტები.

1079. ჰიპერტროფიული გინგივიტების განვითარების ძირითადი მიზეზებია:

ა ) პირის ღრუს არასრულფასოვანი ჰიგიენა;

*ბ) ორგანიზმში ჰორმონული ცვლილებები, გარკვეული მედიკამენტოზური პრეპარატების მიღება (დიფენინი და სხვა), სისხლის დაავადება, ვიტამინ ჩ-ს დეფიციტი, არარაციონალური პროთეზირება;

გ ) არარაციონალური პროთეზირება;

დ ) თანკბილვის ანომალია.

1080. გამოიცანით პაროდონტომები:

ა ) ჰიპერტროფიული გინგივიტი, ღრძილების ფიბრომატოზი, პაროდონტული კისტა;

ბ ) პაროდონტალური კისტა,X-ჰისტიოციტოზი;

გ ) პაროდონტიტი, პაროდონტოზი;

*დ) ღრძილების ფიბრომატოზი, ეპულისი, პაროდონტული კისტა, ეოზინოფილური გრანულომა.

1081.კბილების შერჩევითი მოქლიბვის ჩატარების ჩვენებებია:

ა ) კბილების მორყევა და დისტოპია;

*ბ) ბრუქსიზმი, საფეთქლის-ქვედა ყბის სახსრების ტკივილი, კბილების მარაოსებრი გაშლა (დაცილება), ძვლის ქსოვილის ალვეოლური მორჩის არათანაბარი გაწოვა, კბილების მორყევა, ტრავმული ოკლუზია;

გ ) კბილების დისტოპია;

დ ) ღრძილის ჯიბეებიდან ჩირქის დენა, კბილების ყელის გაშიშვლება.

1082. პარადონტული ჯიბეების წარმოქმნის მიზეზია:

ა ) ღრძილის კიდის ქსოვილების ზრდა;

*ბ) კბილღრძილოვანი ნაპრალის ფსკერის მთლიანობის დარღვევა და ეპითელიუმის ზრდა კბილის ფესვის დუღაბის გასწვრივ;

გ ) გვერდითი კბილის დაკარგვა;

დ ) ღრძილის ატროფია, კბილის ფესვის გაშიშვლებით.

1083. პაროდონტული ჯიბე წარმოადგენს:

ა ) ალვეოლის კედელსა და კბილის ფესვს შორის სივრცე, რომელიც წარმოიშვება ძვლოვანი ქსოვილის რეზორბციის გამო;

ბ ) კბილის ზედაპირსა და ღრძილის თავისუფალ კიდეს შორის ნაპრალის სიღრმე 2-3 მმ., არ არის დარღვეული ეპითელიუმის მიმაგრების მთლიანობა;

*გ) კბილის ზედაპირსა და ღრძილის თავისუფალ კიდეს შორის ნაპრალის სიღრმე 2-3 მმ.-ზე მეტია, დარღვეულია ეპითელიუმის მიმაგრების მთლიანობა;

დ ) კბილის ზედაპირსა და მომიჯნავე ღრძილის თავისუფალ კიდეებს შორის ნაპრალის სივრცეს.

1084. ძვლოვანი ჯიბე წარმოადგენს:

ა ) კბილის ზედაპირსა და ღრძილის თავისუფალ კიდეს შორის ნაპრალის სიღრმე 2-3 მმ.-ზე მეტია, არ არის დარღვეული ეპითელიუმის მიმაგრების მთლიანობა;

ბ ) კბილისა და ღრძილის თავისუფალ კიდეს შორის სივრცის სიღრმე 2-3 მმ., არ არის დარღვეული ეპითელური მიმაგრების მთლიანობა;

*გ) ალვეოლის კედელსა და კბილის ფესვს შორის სივრცეს, რომელიც წარმოიშვება ძვლოვანი ქსოვილის რეზორბციის გამო;

დ ) კბილის ზედაპირსა და ღრძილის თავისუფალ კიდეს შორის ნაპრალს.

1085. ''ცრუ'' ჯიბე წარმოადგენს:

ა ) კბილის ზედაპირსა და ღრძილის თავისუფალ კიდეს შორის ნაპრალს;

ბ ) კბილის ზედაპირსა და ღრძილის ჰიპერტროფიულ კიდეს შორის ნაპრალს, როდესაც ღრძილოვანი ნაპრალის ფსკერის მთლიანობა არის დარღვეული;

*გ) კბილის ზედაპირსა და ღრძილის ჰიპერტროფიულ კიდეს შორის ნაპრალს, როდესაც ღრძილოვანი ნაპრალის ფსკერის მთლიანობა არ არის დარღვეული;

დ ) ალვეოლის კედელსა და კბილის ფესვს შორის სივრცეს, რომელიც წარმოიშვება ძვლოვანი ქსოვილის რეზორბციის გამო.

1086. ნაფლეთოვანი ოპერაციების ჩვენებებია:

ა ) ერთეული,4 მმ.-მდე სიღრმის პაროდონტალური ჯიბეები;

*ბ) პაროდონტული და ძვლოვანი ჯიბეების მრავალრიცხოვნება, ჯიბეთა სიღრმე3 მმ.-ზე მეტია, ძვლოვანი ქსოვილის რეზორბცია კბილის ფესვის სიგრძის ½-მდე;

გ ) ღრძილის დვრილების ჰიპერტროფია;

დ ) პაროდონტის ქსოვილებში ანთებითი პროცესების გამწვავება.

1087. რომელი ანტიბიოტიკის დანიშვნა არ შეიძლება კბილების ჩანასახების ფორმირების პერიოდში იმის გამო, რომ მისი მოქმედებით ხდება მინანქრის ფერის შეცვლა მუქი ყვითელი შეფერილობით?

ა ) ერითრომიცინი;

ბ ) ლინკომიცინი;

გ ) პენიცილინი;

*დ) ტეტრაციკლინი.

1088. რომელი მიკროორგანიზმების გამრავლებას უწყობს ხელს ანტიბიოტიკების დიდი დოზებით ან ხანგრძლივად გამოყენება?

ა ) რიკეტსიების;

ბ ) ვირუსების;

*გ) სოკოების;

დ ) ქლამიდიების.

1089. პროtეოლიზური ფერმენტების გამოყენება პაროდონტის დაავადებათა მკურნალობის კომპლექსში განპირობებულია იმით, რომ ისინი იწვევენ:

ა ) ბაქტერიოსტატიკურ მოქმედებას;

ბ ) ბაქტერიოციდულ მოქმედებას;

გ ) ქვების დარბილებას;

*დ) ნეკროზული მასების ლიზისს.

1090. მრავალფორმიან ექსუდაციურ ერითემას მიაკუთვნებენ:

ა ) გაურკვეველი ეტიოლოგიის დაავადებებს;

*ბ) ინფექციურ-ალერგიულ დაავადებებს;

გ ) ალერგიულ დაავადებებს;

დ ) ინფექციურ დაავადებებს.

1091. მრავალფორმიან ექსუდაციურ ერითემას ახასიათებს დაზიანების შემდეგი ელემენტი:

ა ) ეროზია;

*ბ) რამდენიმე ელემენტის არსებობა;

გ ) ბერბერა;

დ ) პაპულა.

1092. როგორია ექიმის ტაქტიკა დეკუბიტალური წყლულის დროს?

ა ) ბიოფსია;

ბ ) ონკოლოგის კონსულტაცია;

გ ) წყლულის მოწვა;

*დ) წყლულის გამოკვლევა.

1093. ანტივირუსული მოქმედების პრეპარატებია:

ა ) მეთილურაცილი, გასიპოლი;

ბ ) ქიმოპსინი,დეზოქსირიბონუკლეაზა;

*გ) ინტერფერონი, ოქსალინი, აციკლოვირი;

დ ) ბონოფტონი და ტეტრაციკლინი.

1094. ალერგიული სტომატიტის ადგილობრივი მკურნალობის დროს გამოიყენება პრეპარატები:

ა ) ტრიფსინის ხსნარი ტეტრაზოლო, დიმექსიდის ხსნარი;

ბ ) ფიზიოლოგოური ხსნარი, ინგალიპტი, ტრიფსინის ხსნარი;

*გ) ჰიდროკორტიზონის და გალასკორბინის ემულსიის ხსნარები;

დ ) ევკალიპტის და სალბის ფოთლების ნაყენი, გალასკორბინის ხსნარი.

1095. გაიხსენეთ პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ალერგიული დაავადებების პათოგენეზის წამყვანი ფაქტორი:

ა ) დისბაქტერიოზის მდგომარეობა;

ბ ) მედიკამენტების ტოქსიკური მოქმედება;

გ ) მედიკამენტების დოზების გადაჭარბება;

*დ) ორგანიზმის სენსიბილიზაცია.

1096. ელექტროდენს ყველაზე კარგად ატარებს:

*ა) ნერწყვი;

ბ ) კბილის მაგარი ქსოვილი;

გ ) კანი;

დ ) ძვლოვანი ქსოვილი.

1097. ელექტროდენს ყველაზე ცუდად ატარებს:

ა ) ნერწყვი;

*ბ) კბილის მაგარი ქსოვილი;

გ ) კანი;

დ ) კუნთის ქსოვილი.

1098. მინანქრის პრიზმის სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს:

ა ) წყალი;

*ბ) აპატიტისმაგვარი კრისტალები;

გ ) ორგანული ნივთიერებები;

დ) კრისტები.

1099. დენტინის ძირითადი ნივთიერება დასერილია:

ა ) ოდონტობლასტებით;

ბ ) ფიბრობლასტებით;

*გ) დენტინის მილაკებით;

დ) სტრუქტურირებული ლამელებით.

1100. რა აქვს უარყოფითი ავტოკლავში მაღალი წნევის ქვეშ სტერილიზაციას:

ა ) დიდხანს გრძელდება სტერილიზაციის პროცესი;

*ბ) იწვევს ინსტრუმენტების კოროზიას და ფერის შეცვლას;

გ ) არ ხდება საიმედო სტერილიზაცია;

დ) მავნე ზემოქმედებას ახდენს პერსონალზე.

1101. სოლისებური დეფექტისათვის კლინიკურად დამახასიათებელია:

ა ) რბილი და მგრძნობიარე ფსკერი, კრიალა კედლები;

*ბ) გლუვი და კრიალა ფსკერისა და კედლების მქონე ფიალისებური ნაპრალი;

გ ) პიგმენტირებული, შტრიხოვანი ლაქები მინანქარ-ცემენტის საზღვარზე;

დ) დეფორმირებული ფესვი.

1102. ჰიპერესთეზიის სამკურნალოდ გამოიყენება შემდეგი პრეპარატები:

ა ) არაფტორირებული აბრაზიული პასტები;

*ბ) კალციუმისა და ფტორის შემცველი პრეპარატები;

გ ) სამკურნალო სარჩულები;

დ) ხელოვნური გვირგვინი.

1103. გაიხსენეთ მე-7 თაობის ადჰეზიური სისტემების ინგრედიენტთა რაოდენობა:

ა ) სამკომპონენტიანი;

*ბ) ერთკომპონენტიანი;

გ ) ოთხკომპონენტიანი;

დ) ორკომპონენტიანი.

1104. სწორად ჩატარებული მინანქრის გრავირების მაჩვენებელია:

ა ) ცისფერი მინანქარი;

*ბ) ცარცისებრი მინანქარი;

გ ) ბზინვარე მინანქარი;

დ) უცვლელი მინანქარი.

1105. VI კლასის კარიესულ ღრუებს მიეკუთვნება დაზიანების შემდეგი ლოკალიზაცია:

ა ) მოლარების და პრემოლარების დისტალური ზედაპირები საღეჭი ზედაპირების დაზიანების გარეშე;

ბ ) საჭრელებისა და ეშვების საკონტაქტო ზედაპირები;

*გ) საჭრელების და ეშვების საჭრელი კიდე, პრემოლარებისა და მოლარების ბორცვები;

დ) საჭრელი კბილების ყელის დაზიანებები.

1106. არხის რომელი საბჟენი მასალა გამოიყენება პერიოდონტიტების მკურნალობის დროს, კბილის დროებითი ჰერმეტიზაციისთვის?

ა ) მყარი;

ბ ) პლასტიური გამყარებადი;

*გ) პლასტიური არაგამყარებადი;

დ) კბილის არხის დროებითი ჰერმეტიზაცია დაუშვებელია.

1107. კბილის ირგვლივ იოგს ქმნის პერიოდონტის ბოჭკოების შემდეგი ჯგუფი:

ა ) რადიალური;

*ბ) ცირკლულარული;

გ ) ტრანსსეპტალური;

დ) აპიკალური.

1108. პაროდონტიტის დროს კბილთაშუა ძგიდის განლევის ხარისხი დამოკიდებულია:

ა ) კბილების მორყევის ხარისხზე;

ბ ) ირგვლივი იოგის დაზიანების ხარისხზე;

გ ) თანმხლები დაავადების არსებობაზე;

*დ) ანთებითი პროცესის ინტენსივობაზე.

1109. პაროდონტის ქსოვილის ინერვაცია ხდება:

ა ) ქვედა ალვეოლური ნერვით;

ბ ) ზედა ყბის ნერვის წინა და უკანა ტოტებით;

გ ) სახის ნერვით;

*დ) სამწვერა ნერვის მე-2 და მე-3 ტოტებით.

1110. პირის ღრუს ლორწოვანი გარსის აპლიკაციური ანესთეზიით გაუტკივარებას ვახდენთ:

ა ) მეთილენის ლურჯის წყალხსნარით და ბენზოკაინის ჟელეთი;

ბ ) კალიუმის პერმანგანატით და ლიდოკაინის 20%-იანი აეროზოლით;

*გ) ბენზოკაინის ჟელეტი, ლიდოკაინის 20%-იანი აეროზოლით;

დ ) 3%-იანი წყალბადის ზეჟანგით, პირომეკაინის მალამოთი.

1111. ქრონიკული მორეციდივე და მწვავე ჰერპესულ სტომატიტებს იწვევს:

ა ) მკრთალი სპიროქეტა;

ბ ) კანდიდას გვარის სოკოები;

*გ) მარტივი ჰერპესის ვირუსი;

დ ) სტაფილოკოკები და სტრექტოკოკები.

1112. ორალური კანდიდოზის გამომწვევია:

ა ) მკრთალი სპიროქეტა;

*ბ) კანდიდას გვარის სოკოები;

გ ) სტრეფტოკოკები;

დ ) სტაფილოკოკები.

1113. ლეიკოპლაკია მიეკუთვნება:

ა ) ეგზოგენურ ინტოქსიკაციებს;

*ბ) ლორწოვანი გარსის ტრავმულ დაზიანებებს;

გ ) ალერგიულ დაავადებებს;

დ ) ინფექციურ დაავადებებს.

1114. თავისუფალი დიზაინით პრეპარირების პრინციპია:

ა ) მინანქრისა და დენტინის მოცილება;

*ბ) დატოვება მინანქრისა, რომელსაც არა აქვს დენტინის საყრდენი;

გ ) მოცილება მინანქრისა, რომელსაც არა აქვს დენტინის საყრდენი;

დ) პრეპარირება ნებისმიერ სიღრმეზე.

1115. თავისუფალი დიზაინით პრეპარირების პრინციპია:

ა ) პრეპარირების მინიმუმი, ინფილტრირების მინიმუმი;

*ბ) პრეპარირების მინიმუმი, ინფილტრირების მაქსიმუმი;

გ ) პრეპარირების მაქსიმუმი, ინფილტრირების მინიმუმი;

დ ) პრეპარირების მაქსიმუმი, ინფილტრირების მაქსიმუმი.

1116. გვირაბისებრი პრეპარირება გულისხმობს:

ა ) ოპერაციული მიდგომა საკონტაქტო ზედაპირთან კიდოვანი მინანქრის შენარჩუნებით;

ბ ) ოპერაციული მიდგომა საკონტაქტო ზედაპირთან კიდოვანი მინანქრის შეუნარჩუნებლად;

*გ) ოპერაციული მიდგომა საკონტაქტო ზედაპირთან, საღეჭი ზედაპირის გავლით, კიდოვანი მინანქრის შენარჩუნებით;

დ) გვირაბის ფორმის ნებისმიერი პრეპარირება.

1117. ნაპრალისებრი პრეპარირება გულისხმობს:

ა ) ნებისმიერი მდებარეობის მცირემისადგომიანი ღრუების შიდა პრეპარირებას და მინანქრის მაქსიმალურად შენარჩუნებას;

*ბ) გარეგან მიდგომას საკონტაქტო ზედაპირების დემინერალიზებულ კერებთან ვესტიბულური ან ორალური ზედაპირების გავლით;

გ ) საკონტაქტო ზედაპირებთან შიდა მიდგომას ტრიანგულური ფოსოს ან ვესტიბულური ზედაპირის გავლით, კიდოვანი მინანქრის შენარჩუნებით;

დ) ნებისმიერი ზედაპირის ძაფისებური პრეპარირება.

1118. მინიმალური ჩარევისა და თავისუფალი დიზაინით პრეპარირების დროს გამოიყენება:

ა ) მაგარშენადნობიანიFფრთიანი ბორები;

ბ ) მსხვილი მარცვლოვნობის ალმასის ბორები;

*გ) წვრილი მარცვლოვნობის ალმასის ბორები;

დ) ნებისმიერი ფოლადის ბორები.

თერაპიული სტომატოლოგია

literaturis nusxa:a) m. mamalaZe. n. korsantia, l. sanoZe – operaciuli odontologia I nawili, Tbilisi, 2011, 311 gv.b) Summit J., Robbins J., Hilton T. etal – Fundamentals of Operative Dentistry. A contemporary approach // Quintessence Publishing Co, Inc. 2006, 599 p.g) Ломиашвили Л. М., Аюпова Л. Г. – Художественное моделирование и реставрация зубов // М., `Медицинская книга~ 2005, 285 с.d) Руле Ж.Ф., Уилсон Н., Фицци М. – Передовые технологии в оперативной стоматологии. Современная клиническая практика // М., Издательский дом `Азбука стоматолога~, 2005, 255 с.

e) Ахмад И. – Стоматологическая эстетика: зубная перспектива // ДентАрт, 2008, 1,12-23.v) Cohen R., Razzano M. – Successful proximal management of the minimal class 2 direct composite restoration//Inside Dentistry, 2009, 5, 2, 70-73.z) Николав А.И., Ценов Л. М. – Практическая терапевтическая стоматология, учебное пособие // М., `МЕДпресс-инфорль~ 2007, 923 с.T) Маунт Г. – Стоматология минимального вмешательства: ДентАрт, 2006, №1, №2, №3.i) Маунт Г. – Новая парадигма для оперативной стоматологий//Парадигма Грина Блэка// ДентАрт, 2008, 1, 55-60.k) Боровский Е. В. – Кариесс Зубов: препарирование и пломбирование//М.,АО `стоматология~, 2001, 144 с.Биденко Н.В. – Стеклоиономерные Материалы и Их Применение в Стоматологии Москва ,, Книга плюс ,, 2003.Борисенко А.В., Неспрядько В.П. – Композиционные Пломбировачные и Облицовочние Материалыю Киев ,, Книга плюс ,, 2001.l) Avery J. K., Chiego D.J. – Essentials of oral histology and embriology (A clinical Approach)//third edition, by mosby Inc. 2006, 241 p.m) Powers J., Wataha J. – Dental Materials, Properties and Manipulation Ninth edition, by Mosby Inc. 2008, 373 p.n) Roberson Th., Heymann H., Swift E. – Artand Science of Operative Dentistry. Fifth edition by mosby, 2006, 1006 p.o) Robinson D., Bird D. – Essentials of Dental Assisting Fourth edition//by Sounders, 2007, 534 p.p) Walmsley D., Walsh T., Lumley P. etal – Restorative Dentistry Second edition//Elsevier Limited, 2007, 229 p.

a) endodontiis safuZvlebi – q. gogilaSvilis redaqciiT//Tssu gamomcemloba, 2009, 254 gv.b) Коэнс., Бернс Р. – Эндодонтия//Интерпаин, 2000, 691 стр.g) Бир Р., Баумани М., Ким С. – Эндодонтология//Москва, МЕДпресс – информ, 2004, 363 стр.d) Клиническая эндодонтия. Успех в эндодонтии с применением ротационного никель-титанового инструмента. Профаилы, протейпер//под редакцией Т. П. Скрипниковои, Полтава 2002, 38 стр.e) Гутман Д., Думша Т., Повдэл П. – Решение проблем в эндодонтии. Профилактика, диагностика и лечение//Москва, МЕДпресс – информ, 2008, 591 стр.v) Хюльсманн М., Шефер Э. – Проблемы эндодонии. Профилактика, выявление и устранение//Издательский дом `Азбука~ 2009, 585 стр.z) Hargreaves K., Goodis H. – Dental Pulp//Quintessence Publishing CO, Inc, 2002, 500 p.T) Троуп М., Дебелян Дж. – Руководство по эндодонтии для стомотологов обцей практики.// Издательский дом `Азбука~ 2005, 70 стр.i) Луцкая И. К. – Эндодонтия. Практическое Руководство.//Москва, Медицинская литература, 2009, 191 стр.k) Роудз Дж. – Повторное эндодонтическое лечение. Консервативные и хирургические методы.//Москва, МЕДпресс – информ, 2009, 212 стр.l) T. SiSniaSvili – bavSvTa asakis Terapiuli stomatologia//Tbilisi, `codna~ 2004, 414 gv.

m)Курякина Н.В. – Терапевтическая стоматология детского возраста//Москва, Медицинская Книга, 2001, 744 стр.n) Камерон А., Уидмер Р. – Справогник по детской стоматологии//Москва, МЕДпресс – информ, 2003, 287 стр. Рогацкин Д.В., Гинали М.Б. – Исскуство рентгенографии зубовo) Padiatric Dentistry. Infancy through Adolescence. Pinkman J., Casamassimo P., McTigue D., Fields H., Nowak A. Fourth edition//Elsevier Inc. 2005, 750 p.p) МакДональд Р., Эивери Д. – Стоматология детей и подростков//МИА, Москва, 2003, 765 стр.J) `bazisuri da klinikuri endodontia~ - q. gogilaSvili, s. samxaraZe, gamomcemloba Sps `siesta~, 2012, 405 gv.

a) m. iverieli, n. abaSiZe – parodontis daavadebaTa farmakoTerapia, Tbilisi 2009, 249 gv.b) Цимбалистов А.В., Шторина Г.Б., Михайлова Е.С. – Профессионалная гигиена полостерта.//Санкт Петербург, институт стоматологии, 2002, 47 стр.g) Феди П., Вернино А., Грей Дж. – Паролонтологическая азбука// Издательский дом `Азбука~ четвертое издание 2003, 287 стр.d) Ласкарис Дж. – Лечение заболеваний слизистой оболочка рта//МИА, Москва, 2006, 300 стр.e) Нюман М., Винкельхофф А. – Антимикробные препараты в стоматологической практике// Издательский дом `Азбука~ 2004, 328 стр.v) Н. Ф. Данилевский., Магид Е. А., Мухин Н. А. и др. – Заболевания пародонта//Москва, Медицина, 1999, 319 стр.z) Грудянов А. И., Ерохин А. И. – Хирургические методы лечения заболеваний пародонта//МИА, Москва, 2006, 127 стр.T) Вольф Г., Ратеицках Э., Ратеицках – Пародонтология,//Москва, МЕДпресс – информ. 2008, 547 стр.e) Ласкарис Дж., Скалли К. – Атлас по пародонтологии проявления местных и системных поражении//МИА 2005, 347 стр.v) Мюллер Х. П. – Пародонтология//ГапДент, Львов 2004, 256 стр.